რომელი მოსამართლეები არ განიხილავენ საქმეებს და რატომ

„საქმეების მოსამართლეებზე ელექტრონული განაწილების სრულფასოვნად ამოქმედების მხარდაჭერა ხელისუფლებისგან არ არსებობს… ისევ არიან მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს საერთოდ არ განიხილავენ. მოსამართლეების უმრავლესობას კი იმდენი საქმე აქვს, რომ მათ სხვა, ასევე მოსამართლეებისთვის აქტუალური პროცესისთვის მართლა აღარ რჩებათ დრო,“ – ამბობს სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ EMC-ის იურისტი. ეს ორგანიზაცია სწავლობს, როგორ მუშაობს მოსამართლეების ელექტრონული განაწილების …

ცოლსა და შვილებზე მოძალადე კაცს ხელვაჩაურის სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო. რაიონულმა სასამართლომ მ.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ. 2016 წლის 14 დეკემბრიდან – 2019 წლის 3 …

სასამართლოსთან ბრალდებულების ახლობლებმა ვაჟა-ფშაველა გადაკეტეს [ვიდეო]

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ოთხი ბრალდებულის ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა გადაკეტეს. ისინი ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ, რის უფლებასაც  მათ პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის ამ ფორმას ყურადღების მისაქცევად მიმართეს. მათ მიაჩნიათ, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში 2 მარტს მომხდარი ინციდენტის საქმეს. 2 მარტს რესპუბლიკური …

ბრალდებულების ახლობლები სასამართლოსთან ბადრაგის მანქანას არ ატარებენ

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ ბრალდებულების ახლობლები. სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა იმართება იმ პირების საქმეზე, რომლებმაც გამოძიების ვერსიით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში იჩხუბეს ამ წლის მარტის თვეში. ჩხუბის დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. გამოძიების ვერსიით,  საავადმყოფოს ეზოში იჩხუბა რამდენიმე პირმა. ბრალდების თანახმად, მათ შორის ერთ-ერთ პირს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი …

„გიორგი მიქაუტაძის საქმის“ განმხილველი მოსამართლე დააწინაურეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ხვიჩა კიკილაშვილი დააწინაურეს. იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმუშავებს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ხვიჩა კიკილაშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან დღეს, 16 ივლისს გაათავისუფლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომლის მდივანიც გიორგი მიქაუტაძეა. „მიქაუტაძის საქმის“ განხილვა გასულ წელს დაასრულა ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება …

მერიასა და მუსლიმ თემს შორის მეჩეთზე შეთანხმება ვერ შედგა

ბათუმის მერია და მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებაზე ვერ შეთანხმდნენ. შეხვედრა ბათუმის მერიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. „უშუალოდ ბათუმის მერი შეგვხვდა  – ლაშა კომახიძე… მოვისმინეთ ისევ იგივე, რომ მიწის ნაკვეთი უნდა გადავცეთ სამუფთოს. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. მოლაპარაკების რესურსი უკვე ამოწურულია,“ – გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, შეხვედრას სამუფთოს წარმომადგენელი …

7 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 22 წელი მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და გაუპატიურების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული რ.ვ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.ვ.-მ, რომელიც მეგობარ ქალთან მ.მ-სთან ერთიან …

მშობლის მიერ მეორე მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფა სასამართლომ ძალადობად აღიარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა. ორგანიზაცია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებს. სამართლებრივი დახმარების მიზნით ორგანიზაციას ერთ-ერთი ბავშვების დედამ მიმართა, რომლის გადმოცემით, ბავშვების მამამ იგი შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები. „დედამ მიიჩნია, რომ …

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე უვადოდ გაამწესეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ერთადერთი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე თავის პოზიციაზე უვადოდ გაამწესეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭო ჯუმბერ ბეჟანიძე და კიდევ 31 მოსამართლე გუშინდელ სხდომაზე დანიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ მოსამართლეთაგან 3 დაინიშნა გამოსაცდელი ვადით და დანარჩენი უვადოდო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ ასევე დანიშნა კობა გოცირიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. …

რაზე გაურიგდნენ „იალჩინ მარკეტს“ კონსულტანტები სასამართლოში

“არ აქვს აზრი არაფერს, იწელებოდა პროცესები… მოწმეები ვინც გვყავდა, ისინიც აღარ მოვიდნენ, რომ სიმართლე ეთქვათ. ჩვენ ერთიანად ისე გამოგვყარეს სამსახურიდან, რომ არავის უთქვამს, რატომ გაგვიშვეს,” – გვითხრა ირაკლი მამულაძემ. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც “იალჩინ მარკეტს” სასამართლოში უჩივლა, სამსახურში აღდგენა მოითხოვა და განაცდურის ანაზღაურებაც. “იალჩინ მარკეტიდან” 10 კონსულტანტი ერთდროულად 2017 წლის 24 ნოემბერს გაათავისუფლეს. კონსულტანტებს …

ხულოს სოფელ ვაშლოვანში ქურდობისა და სხეულის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს 9 წელი მიუსაჯეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 3 აგვისტოს გ.ა.-მ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს.  დაზარალებულმა …

ადვოკატი პროკურორს: იმ დღეში ჩაგვაგდეთ უკვე, რომ პატიმრები აქეთ გვიცავენ

პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” ადვოკატების მონაწილეობის გარეშე შედგა – პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ ადვოკატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა. “გაიგეთ, რაც წავიკითხე, ესაა,” – რამდენჯერმე მოკლედ მოუჭრა პროკურორმა ადვოკატებს, როცა მათ სხვადასხვა შეკითხვა გაუჩნდათ. ოქმების წაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პროტესტი ბრალდებულებმა – ზაალ ახვლედიანმა და შოთა კეკელიძემ გამოხატეს. “აგდებული …

სამი დეპუტატი აჭარიდან: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ

ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, ნუკრი/ლევან ბეჟანიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატების სიას მხარს არ დაუჭერს. ის ამბობს, რომ კანდიდატებიდან  მისთვის რამდენიმე მიუღებელია, თუმცა სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებს: ვისზეც ძირითადად არის წინააღმდეგობა, მათ ვგულისხმობო. ნუკრი ბეჟანიძემ ამ გადაწყვეტილებას თავისი ამომრჩევლის დაკვეთა უწოდა. გარდა ამისა, პარლამენტარის განმარტებით, ასეთი დამოკიდებულების მიზეზი წარდგენილი კანდიდატების  „საქმიანობა და განვლილი ცხოვრებაა“. პარლამენტში …

რატომ არ დაუბრუნეს მოქალაქეს ცოლის ბიძაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებელი გირაოს თანხა 

მოქალაქე ჯემალ სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე სასამართლოში უჩივის და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია გირაოს თანხაზე, რომელიც ჯემალ სირაბიძემ დაკავებული ახლობლის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გადაიხადა. მოქალაქის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. „სულიკო ჩემი ახლობელია და ჩხუბისთვის დააკავეს,“ – გვიყვება ჯემალ სირაბიძე. – „ის ჩემი ცოლის ბიძაშვილია და ახლობლებმა მთხოვეს, თუ გაქვს საშუალება, იქნებ შეუტანო თანხა …

შემწეობის შეწყვეტის გამო მოქალაქემ სოციალურ სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

სოციალური შემწეობის შეწყვეტის გამო ბათუმში მცხოვრებმა ნანა მგელაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლოში უჩივლა. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. დღევანდელ პროცესზე მოქალაქე არ გამოცხადდა – ნანა მგელაძემ მოსამართლეს წერილი გამოუგზავნა და აცნობა, რომ თავის ადვოკატს ვეღარ უკავშირდება. „ვერ ვუკავშირდები, არაა ბათუმში და მოვითხოვ საქმის გადადებას“, – ამოიკითხა მოსამართლემ წერილიდან და დასძინა, რომ ეს დასაბუთება არ არის. …

სულხან სალაძე: „პრეზიდენტმა გვითხრა, ჩემ შემდეგ სასამართლო სისტემაში ქვა ქვაზე ნუ დარჩებაო“

„პრაქტიკულად ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა გვითხრა: მე მივდივარ და ჩემ შემდეგ სასამართლო სისტემაში ქვა ქვაზე ნუ დარჩება,“ – ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს – დღეს გაირკვა, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს. ამის მიზეზად პრეზიდენტმა ფართო კონსენსუსის არარსებობა დაასახელა. სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა შანსი გაუშვა, სასამართლო …

12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პედოფილიაში ბრალდებულ 60 წლის კაცს ხელვაჩაურის სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლების მიხედვით. ეს მუხლები 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას, …

მოსამართლემ ბრალდებულს პროკურორის კრიტიკის უფლება არ მისცა – მიქაუტაძის საქმე

ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძეს დღევანდელ სხდომაზე მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლემ, როცა მან პროკურორის კრიტიკა დაიწყო. “პროკურორმა წინა სხდომაზე იცრუა, რომ…” – დაიწყო სკაიპჩართვაზე ბრალდებულმა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება. მოსამართლე: “ქალბატონო თამარ, თქვენ საიდან იცით, რა არის სიცრუე? თქვენ დაადგინეთ?… პროკურორის შეფასების საშუალება თქვენ გექნებათ დასკვნითი სიტყვის დროს”. გამოძიება თამარ ხაჭაპურიძესა და მის მეუღლეს, კახაბერ ხაჩიძეს, მოსამართლის …

„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 25 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ორივე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ოთხთვიანი გამოძიების შედეგად „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ორ პირს დაეკისრა. ერთ-ერთი ბრალდებული არის საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძე, რომელიც სასტუმრო „ლეოგრანდში“ საწყობის ადმინისტრატორის/გამგეს პოზიციაზე მუშაობდა. მეორე ბრალდებული – …

რა შეიცვალა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მედიაგაშუქების შემდეგ

„არაფერი არ შეცვლილა, აღარ მინდა ლაპარაკი, დავიღალე,“ – ეს ხათუნა ბ.-მ გვითხრა. ის ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია. მის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ნოემბერში წერდა. ხათუნა არაა ძალადობის ერთადერთი მსხვერპლი, ვისი ისტორიაც მედიამ გაშუქდა. ძალადობის მსხვერპლი ქალები, ვისაც ვესაუბრეთ, ისევ გრძნობენ საფრთხეს ყოფილი ქმრებისგან, მათი სოციალური მდგომარეობა დამძიმდა, ზოგს შვილებთან დაშორება მოუწია, ზოგს პირიქით – შვილების დამოუკიდებლად …

როგორ ისჯება მოქალაქე, როცა სახელმწიფო უწყება შეცდომას უშვებს

მოქალაქე ინეზა ბერიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს შეცდომის გამო ისჯება. რამდენიმე დღის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან წერილი მიუვიდა, სადაც წერია, რომ მისი ანგარიშები დაყადაღდება, თუკი სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხას დროულად არ გადაიხდის. ინეზა ბერიძეს ბანკის ქვითარი აქვს, რითაც დასტურდება, რომ სადავო თანხა გადახდილი აქვს. ინეზა ბერიძე ქედაში ცხოვრობს. მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ სახელმწიფო მას ყოველ თვეში …

ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ

ქუჩებსა და კერძო ობიექტებში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ. აქამდე ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლებას კანონი, ექსკლუზიურად, მხოლოდ პროკურორებს აძლევდა. 2017 წლის 27 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი გააუქმა, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერის მფლობელი ვალდებული იყო, პროკურორისთვის ჩანაწერი გადაეცა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ძალადაკარგული ნორმა პარლამენტს უნდა შეეცვალა, მაგრამ პარლამენტარებს ამ …

დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოსამართლე დავით მამისეიშვილი იქნება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, სადაც კიდევ 10 საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩიეს. დავით მამისეიშვილი მოსამართლეა 2008 წლიდან. თავდაპირველად იგი ქედაში, შემდეგ კი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. 2013 წლიდან დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა და ამავდროულად – სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლეობამდე დავით მამისეიშვილი მუშაობდა …

შსს მღებრიშვილის და მისი მოადგილეების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რა ოდენობის პრემიებს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – ამ ინფორმაციას უწყება ისევ მალავს. ანალოგიური შინაარსის ინფორმაციის გაცემა შს სამინისტროს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დაავალდებულა, თუმცა ეს სულაც არ უშლის უწყებას ხელს, კვლავაც დაარღვიოს კანონი. 2017 წლის 16 იანვარს „ბათუმელების“ მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციას, ნაცვლად კანონით განსაზღვრული 10 სამუშაო დღისა, შსს-მ 6-თვიანი დაგვიანებით უპასუხა, თანაც …

საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. საია ეხმიანება სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს – მუსტაფა ემრე ჩაბუქს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ  საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად მოხდა. საია ასევე მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტისა და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს …

სამხარაულის ბიუროს ყოფილი ექსპერტი სასამართლოებიდან დოკუმენტების გაქრობაზე საუბრობს

ნატალია თევზაძე სასამართლო საქმიდან დოკუმენტების გაქრობასა და გაყალბებაზე საუბრობს. ის სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტ-ნარკოლოგის პოზიციაზე მუშაობდა და სასამართლოში სამსახურში აღდგენას ითხოვდა. დოკუმენტების სავარაუდო გაქრობით პროკურატურა დღემდე არ დაინტერესდა. ნატალია თევზაძე ამჯერად პარლამენტს მოუწოდებს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ. წერილი რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს მან უკვე მიწერა. „საქმიდან დოკუმენტები გაქრა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი, უზენაეს სასამართლოში …

სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბათუმის სადავო ბინაზე გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 2004 წელს ჩამოართვეს. ბინა ამ დრომდე გიორგი პაპუაშვილს ეკუთვნის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს. როლანდ ბლადაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. მოპასუხე ამ საქმეში გიორგი პაპუაშვილთან ერთად ეკონომიკის და მდგრადი …

საჯარო შეტყობინება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე [№2-83/2017] სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე. უპატრონოდ საცნობია 1,56 კუბ/მეტრი მეორეხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 224,64 ლარი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან [2017 წლის 9 მარტიდან] სამი თვის …

საკრებულოს აპარატის ყოფილ უფროსს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელახლა გაესაუბრებიან

ბათუმის საკრებულომ სასამართლოს სამივე ინსტანციაში წააგო საქმე ლიანა დიასამიძის წინააღმდეგ. ლიანა საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსია, გათავისუფლების პერიოდში კი, საქმისწარმოების განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2015 წელს, ატესტაციის გასაუბრების ეტაპიდან ლიანა დიასამიძე გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანებას საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი აწერს ხელს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლიანა დიასამიძეს საკრებულომ ხელახლა უნდა გაესაუბროს. მას შემდეგ, რაც ლიანა …

როცა პროკურორის ვინაობა საიდუმლოა

„პროკურორს რა უნდა ჰქონდეს დასამალი? რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს იმისთვის, რომ პროკურორის ვინაობა დაიშტრიხოს?“, – ეს კითხვა დღეს მოსამართლე მერაბ ტურავამ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს დაუსვა. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს ნებისმიერ ღია სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირი ისე გაეცნობა, რომ იქ დაშტრიხული აღარ იქნება: პროკურორი, მსჯავრდებული, ან პროცესში მონაწილე რომელიმე სხვა პირი. …

„საქართველოს ფოსტა“ ყოფილ თანამშრომელს უკანონო გაფიცვაში ადანაშაულებს

უკანონო გაფიცვას „საქართველოს ფოსტა“ ლელა რაზმაძეს ედავება. ლელა ფოსტის ყოფილი თანამშრომელია და ისიც სასამართლოში უჩივის ყოფილ დამსაქმებელს. საქმეს ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძე განიხილავს. ლელა რაზმაძემ ერთხელ უკვე მოუგო სასამართლოს სამივე ინსტანცია „საქართველოს ფოსტას“, თუმცა იგი ბათუმის ნაცვლად, ხულოში აღადგინეს. სამსახურში აღდგენილ თანამშრომელს „ფოსტასთან“ ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია. აცნობა, რომ ამ მანძილზე [ბათუმიდან ხულოში] სამსახურში სიარული …

გამოძიება დამნაშავის სასარგებლოდ – ადამიანის დაჭრისთვის მსჯავრდებული 1000 ლარით დააჯარიმეს

აზერბაიჯანის მოქალაქეს, არაზ ზეინიევს ქართულ გამოძიებასთან აქვს პრეტენზია. ის ამბობს, რომ მისი ჩვენება შეცვალეს. არაზი ამ ზაფხულს ქობულეთში, სოფელ ციხისძირის ერთ-ერთ ზღვისპირა კაფეში დაჭრეს. გამოძიების მტკიცებით, არაზს გაუფრთხილებლად ნასროლი ტყვია მოხვდა და მისი ჩვენებაც ამას მოწმობს. სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა. მსჯავრდებულს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა ამით პროკურატურა …

კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად

ლევენთ სადულა მუსა ბათუმში კაზინოში სათამაშოდ 11 აგვისტოს ჩამოვიდა. ამბობს, რომ ცნობილი მოთამაშეა და კაზინო „პეგასის“ წარმომადგენელი ბათუმიდან თავად დაუკავშირდა, თვითმფრინავის ბილეთები დაუჯავშნა და სასტუმროც. ლევენთი ერთადერთი არ არის, ვინც ბათუმში, კაზინოში მოგებული თანხა ვერ აიღო და ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. „მესამეჯერ ჩამოვედი ამ ზაფხულს საქართველოში. მანამდე დავდიოდი გუდაურში. ჩემი გატაცებაა სნოუბორდიც. ბათუმში პირველად ვიყავი,“ …

სამი სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე

ბათუმის მერის ყოფილი თანამშრომლის, ლაშა ბერძენიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. მანამდე ამავე საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღეს. მათი მოთხოვნა იყო – სამსახურში აღდგენა, რადგან ბათუმის მერის ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოდ შეფასდა. ლაშა ბერძენიშვილი 2015 წლის 23 აპრილამდე ბათუმის მერიის ააიპ “ბათუმის სასაფლაოების” დირექტორად მუშაობდა. 23 აპრილს გიორგი …

ქედაში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები 250 ლარით დააჯარიმეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს და დარბაზიდან გაათავისუფლა. გოგიაშვილებში საპროტესტო აქცია 9 ნოემბერს დაიწყო. აქ მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების სისტემის დამონტაჟებას აპროტესტებს. “დაგვარბიეს. 100-მდე პოლიციელი იყო მოსული და დაგვშალეს. ტრაქტორებმა მუშაობა უკვე დაიწყეს”, – ამბობს “ბათუმელებთან” შახო არძენაძე, სოფელ გოგიაშვილების მკვიდრი. მისი თქმით, პოლიციამ ის …

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ იმჩნევს

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე დარბაზიდან გავიდა თუ არა, დისკრიმინაციაში მხილებულმა ჟუჟუნა და ზურაბ რუხაძეებმა, ასევე ანგელინა ყურშუბაძემ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ქობულეთში მუსლიმური პანსიონი მაინც ვერ გაიხსნება. როგორ აპირებს ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და უზრუნველყოფს თუ არა იგი მუსლიმური პანსიონის ფუნქციონირებას ხელშეშლის გარეშე – „ბათუმელებმა“ შეკითხვაზე პასუხი აჭარის მთავრობისგან ვერ მიიღო. ქობულეთის პანსიონი ისევ დაკეტილია. მუსლიმი თემი სასამართლო …

Exit mobile version