ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენას ითხოვენ – სასამართლოს გადაწყვეტილება

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს დაევალა სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების სამსახურში აღდგენა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჭარის სხვადასხვა სახელისუფლო რგოლს ხუთი დათხოვნილი მოხელის სამსახურში აღდგენა დაევალა.

სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებში ბრალდებული გაამართლა

 

მოსამართლე ვიოლტა ფორჩიძემ იარაღის უკანონო ტარებაში ბრალდებული მამუკა ზოიძე გაამართლა. ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს, 8 ათასი ლარის სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

პოლიციელი: “გვთხოვდა არ გამოგვეწერა ჯარიმა”

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში 22 წლის მამაკაცი დააკავეს. მას წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა ედება ბრალად. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოსამართლეს უთხრა, რომ მამაკაცმა პოლიციელებს შეაგინა და მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

სასამართლომ ბათუმის საკრებულოს კონკურსი შეაჩერა

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან  გათავისუფლებული საჯარო მოხელე, ლიანა დიასამიძე სასამართლოში დავობს:  “ეს დავა ცხადყოფს რამდენად პრობლემურია ჯერ კიდევ საჯარო სამსახურებში ატესტაციებისა და კონკუსების ჩატარება“-ამბობს საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი.   

 

17 წლის გოგონას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული: ”პოლიციაში ჩემი ფეხით მივედი”

 

17 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვდნენ. ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა.

134 სისხლის სამართლის საქმე 14 დღეში – მოსამართლეები არათანაბარ პირობებში

 

 ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა 4 ივნისს – 17, ხოლო 5 ივნისს 19 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. ერთი თვის განმავლობაში ამ მოსამართლემ 138 სისხლის სამართლის საქმის განხილვა მოასწრო, მათ შორის აღკვეთი თუ საგამოძიებო ღონისძიებები და საქმეების არსებითად განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის საქმე არც ერთ მოსამართლეს არ განუხილავს. ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სასამართლო პროცესები ზოგჯერ ამის გამო “უხარისხო და ფორმალურია”. ხარისხზე აქცენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც აკეთებს.

ცემაში ბრალდებული დედამთილის განაჩენი

 

49 წლის ქალი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დამნაშავედ ცნო რძლის ცემაში. დაზარალებული ბრალდებულის შვილის ცოლია.

ბრალდებული: წყალში, რომელიც პოლიციაში დამალევინეს, ნარკოტიკი იყო

 

8 ივლისს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ჩანიშნული სასამართლო პროცესის დაწყება ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე სასამართლო დარბაზში იყო, აღელვებული ხალხის დაწყნარება მან ვერ შეძლო. სასამართლო დარბაზში იყო კივილი, ყვირილი და გინებისა და მუქარის შემცველი შეძახილები პოლიციელების მისამართით. 

პიერ ბათუმი დააჯარიმეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზღვის სანაპირსოთან ახლოს მდებარე რესტორანი “პიერ ბათუმი” 400 ლაით დაჯარიმდა.

ღამის კლუბში ჩხუბის მონაწილეების განაჩენი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განაჩენი გამოუტანა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულებს. ამ საქმეში სულ სამი ბრალდებულია – ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთიც 20 წლის გოგო. სამივე მათგანს სახელმწიფო ადამიანების ცემასა და სხეულის ნაკლებად მსუბუქ დაზიანებას ედავება.

ციხეში მაყურებლის ინსტიტუტსა და პატიმრების წამების შესახებ

 

 რა მდგომარეობაა ახლა ციხეში, არის თუ არა იქ მაყურებლის ინსტიტუტი, ისევ აწამებენ თუ არა პატიმრებს _ ეს იმ კითხვების ნაწილია, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ კვირას პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულების ადვოკატებმა დაზარალებულად ცნობილ პატიმრებს დაუსვეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო

 

 

დღეს, 24 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბრალდებულ ბექა წიქარიშვილის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.  ბექა სასამართლოს არ ესწრება. მისი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის მიმართ მძიმე და დისკრიმინაციულია. 

 

მოსამართლე ბრალდებულს: “ძალიან ცუდ გზას დაადექით”

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული სასტუმროს ადმინისტრატორია. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთ-საქართველოს საზღვართან დააკავეს. პროკურორმა სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებული საზღვრის კვეთიდან 35 წუთში შეაჩერეს სამართალდამცავებმა და გაჩხრიკეს.

უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის ამხანაგობის თავმჯდომარეს ბრალი წაუყენეს

 

გასულ წლის 15 ოქტომბერს ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილ მინას ათი წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. აჭარის პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიება  გასულ კვირას შეუფარდა მამაკაცს, რომელიც ამ სახლის ამხანაგობის თავმჯდომარეა. 

ტრეფიკინგში ბრალდებულის განაჩენი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ   გაიზიარა აჭარის  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული   ფერით ბ. დამნაშავედ ცნო. 

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულის საქმე

 

 

21 წლის მამაკაცი პოლიციელებზე თავდასხმაშია ბრალდებული. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურორის მიზეზით სასამართლო პროცესი დაახლოებით ათჯერ გადაიდო. დაცვის მხარე სახელმწიფოს მხრიდან საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს, მოსამართლემ პროკურორებს შენიშვნა მისცა.

პატიმრობა ტელევიზორისა და თეფშების ქურდობაში ბრალდებულს

 

 ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 47 წლის მამაკაცს, რომელსაც სახელმწიფო ედავება ორი დანაშაულის ჩადენას: ნაქირავები ბინიდან ტელევიზორის, მუსიკალური ცენტრისა და თეფშების მოპარვას, ასევე ბინის მეპატრონეს არ გადაუხადა ბინის ქირა – 100 ლარი. საერთო ჯამში, საუბარია 800 ლარის ზარალზე, რაც დაზარალებულებს მიადგა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „რედისონში“ მოსამართლეებს ხვდება

 

  ამ წუთებში ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსამართლეებს ხვდება. 

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

 

დღეს, 19 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც სოციალური შემწეობის საკითხს შეეხება. 

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით ემუქრებიან

 

საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, როლანდ ბლადაძის ოჯახი ანგარიშსწორებით ემუქრება. მუქარის მიზეზი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს. ბინა როლანდ ბლადაძეს წინა ხელისუფლებამ როგორც უკანონო ქონება ისე ჩამოართვა. ბინაში ბოლო რამდენიმე წელია, გიორგი პაპუაშვილის ოჯახი ცხოვრობს.

ყოფილი მოსამართლე პარლამენტის წინააღმდეგ

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 3 აპრილს, განმწესრიგებელი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო მსჯელობს იმაზე პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი მოსამართლის ლალი ლაზარაშვილის სარჩელი მიიღოს თუ არა წარმოებაში.  

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია გერმანიაში იმყოფება

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია გერმანიის ფედერაციაში პროფესიული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ოთარ სიჭინავა და თამაზ ცაბუტაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი თემურ ტუღუში გერმანიის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესა და პირველი სენატის თავმჯდომარეს, პროფესორ დოქტორ ფერდინანდ კირხოვსა და ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესა და მეორე სენატის თავმჯდომარეს, პროფესორ ჰერბერტ ლანდაუს შეხვდნენ.

პატიმრის ოჯახის წევრები განაჩენს აპროტესტებენ

 

პატიმრობაში მყოფი გიორგი პაპიძის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა დღეს, 20 იანვარს, ბათუმის პროკურატურის წინ  საპროტესტო აქცია გამართეს.  ახლობლების განცხადებით,  ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გიორგი პაპიძის წინააღმდეგ  გამამტყუნებელი განაჩენი კანონდარღვევით გამოიტანა. 

გიორგი პაპუაშვილი ვენეციის კომისიის სესიას დაესწრო

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  გიორგი პაპუაშვილი ვენეციის კომისიის საიუბილეო, მე-100 პლენარულ სესიას  დაესწრო.  საიუბილეო სესიას 65 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სესიაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საქართველოსა და სერბეთის სასამართლოს სისტემებთან დაკავშირებული პროექტები და  უკრაინის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხები. 

გიორგი აბაშიძე საქართველოდან წავიდა

 

 

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გიორგი აბაშიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გიორგი აბაშიძე პროცესს არ ესწრება, ადვოკატის განცხადებით, ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო  მოსკოვში წავიდა. 

ხმაური კანონიერ ქურდობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესზე

 

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულთა საქმეს განიხილავენ. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ადვოკატს და პროკურორს, რომ პროცესს დახურავდა.  აყალმაყალი სასამართლო პროცესზე პროკურორ რამაზ შანიძის შესავალ სიტყვას მოჰყვა.

მედეა ვასაძის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა

 

„დოდო დიასამიძის სარჩელი მედეა ვასაძის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს“ – ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დეპუტატის წინააღმდეგ მოქალაქის მიერ შეტანილ სარჩელში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, რაც მის ფიზიკურ და მორალურ ზიანს დაადასტურებდა. 

დაკითხვა ლაკაევის სასამართლო პროცესიდან

 

ეს დაკითხვა გასულ კვირას გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას ისმენდა მოსამართლე დავით მამისეიშვილი, მონაწილეობდნენ: ადვოკატი – გიორგი ხიმშიაშვილი, პოლიციელი – თამაზ თეთრუაშვილი, განსასჯელი – ფირუზ წულუკიძე. სასამართლო სხდომას არ დასწრებია კიდევ ერთი განსასჯელი, რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი. მას რუსი სამართალდამცავები აფხაზეთში დიპლომატის მკვლელობისთვის ეძებენ. ლაკაევი, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოიპარა, ბათუმში პოლიციელის დაჭრას აღიარებს.

 

სამდღიანი პატიმრობა კვერცხების სროლისთვის

 

 ბათუმში კვერცხების სროლისთვის დაკავებულ პირს მერაბ ღოღობერიძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებენ

 

ხელვაჩაურის საკრებულოში ადასტურებენ, რომ მალხაზ ფარტენაძეს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარეს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს – 50 ათასი ლარის გადახდა შეუფარდეს. მალხაზ ფარტენაძე თანხის გადახდამდე რჩება პატიმრობაში.

 

დღესვე აღკვეთ ღონისძიებად შეუფარდეს გირაოს გადახდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას რწმუნებულს – მალხაზ დიასამიძეს. სასამართლომ მას 8 ათას ლარის გადახდა დააკისრა გირაოს სანაცვლოდ. 

 

მამული ჟღენტმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

 

ბათუმის საკრებულოს წევრმა მამული ჟღენტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბრალდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მამული ჟღენტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 ათასი ლარის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა. 

საკრებულოს წევრის ადვოკატის, აკაკი თოიძის განცხადებით, საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დღეს შეიტანეს. 

 

ბრალდებულს სასამართლოზე გული წაუვიდა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარების ექიმები 52 წლის  განსასჯელის დასახმარებლად გამოიძახეს. დაკავებული პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფაშია ბრალდებული, სასამართლო პროცესზე ის ჯერ შეუძლოდ გახდა, რის გამოც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, როცა დარბაზიდან ბრალდებული ბადრაგს გაჰყავდათ, მან გონება დაკარგა.    

უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები სასამართლო დაკითხვაზე

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საფო კობალაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. საქმესთან მიმართებაში მოწმის სახით სასამართლომ უმაღლესი საბჭოს ხუთი თანამშრომელი – მარინა ბერიძე, პაატა კეშელავა, შალვა ჯინჭარაძე, აკაკი ბერიძე და თამარ წილოსანი დაკითხა. ორი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.


მოწმეებმა განაცხადეს, რომ უმაღლეს საბჭოში მედეა ვასაძესა და სოფიო კობალაძეს შორის მომხდარი შელაპარაკების უშუალო თვითმხილველები არ არიან. თუმცა ესმოდათ სოფიო კობალაძე ხმამაღლა როგორ ესაუბრებოდა დეპუტატ მედეა ვასაძეს. ასევე ამბობენ, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ წერილობითი  ახსნა-განმარტება, ვინმესგან ზეწოლის გარეშე, ინდივიდუალურად ჩააბარეს.


საფო კობალაძე კი ყვება, რომ მედეა ვასაძე თვითონ უყვიროდა მას და ქალაქის დატოვინებითაც დაემუქრა. მისივე თქმით,  ფაქტის შესახებ იქ მყოფმა ოცამდე თანამშრომელმა მაინც გაიგო.


მომჩივან მხარეს ეჭვი ეპარება მოწმეების სიმართლეში, რასაც საფო კობალაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე რამდენიმე გარემოებით ხსნის:


„მოწმეებმა თქვეს ერთმანეთის დაწერილი ახნა-განმარტებებით არ გვისარგებლიაო. თუმცა ახსა-განმარტების შესავალი და ბოლო ნაწილი არის იდენტური, სიტყვებიც კი არაა გადაადგილებული. მოწმეების ჩვენებათა გაზიარება არ შეიძლება, რადგან ნაწილი მათგანი არის მედეა ვასაძის ნათესავი; ნაწილი სამსახურეობრივად დაქვემდებარებული, რომლებიც თუკი სიმართლეს იტყვიან, აღმოჩნდებიან სოფიო კობალაძის მდგომარეობაში. შემიძლია ვთქვა, რომ სოფიო კობალაძის სამსახურიდან გათავისუფლება ემსახურებოდა ერთ მიზანს -უმაღლეს საბჭოში შეექმნათ ალიბი იმის საწინააღმდეგოდ, თუკი ჩემი მარწმუნებელი იტყოდა სიმართლეს დოდო დიასამიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მათ ჰყოლოდათ მოწმეები, თითქოს სოფიო კობალაძე ემუქრებოდა  მედეა ვასაძეს ჩვენების შეცვლით“.


კონფლიქტი უმაღლეს საბჭოსა და მის ყოფილ თანამშრომელს შორის, როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, მას შემდეგ დაიწყო, როცა დეპუტატსა და მოქალაქე დიანა (დოდო) დიასამიძის შორის მომხდარი ინციდენტის თვითმხილველმა საფო კობალაძემ აღიარა, რომ მედეა ვასაძემ ნამდვილად სცემა დიანა დიასამიძე და ნივთმტკიცების – მობილური ტელეფონის შეცვლა სთხოვა.


სასამართლოს მედეა ვასაძე პროცესში ჯერ არ ჩაურთავს. მის მოწმის სახით დაკითხვაზე მომჩივანი მხარე კვლავ აპირებს სასამრთლოს თხოვნით მიმართოს.

 

რაც შეეხება მესამე მხარედ ლია ვაჩეიშვილის ჩართვას, მან ისარგებლა უფელბით და უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. ლია ვაჩეიშვილი საფო კობალაძის ყოფილ თანამდებობას იკავებს.


მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 2013 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე დანიშნა. შემდეგ პროცესზე, დღეს არ გამოცხადებულ მოწმეებს – ჟუჟუნა ცენტერაძესა და მანანა ფარტენაძეს დაკითხავენ.


საფო კობალაძე სამსახურში დაბრუნებას ითხოვს.

საპროცესო შეთანხმება „ლუხუმ კაპანაძის და სხვათა“ საქმეზე

 

4 წელი პირობითი მსჯავრი და 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა მოსამართელე გოჩა ფუტკარაძემ „ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტული ქარხნის“ იაფად გაყიდვაში ბრალდებულ თამაზ მღებრიშვილს. ის 2006 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ამ ქარხნის გაყიდვასთან დაკავშირებული საქმის მოსმენა ბათუმის სასამართლოში ისევ გრძლედება.


<!** Image 1 align="left" width="300" height="576" >

საფო კობალაძის სასამართლო უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ კვლავ გადაიდო


ბათუმის საქალაქო სასამართლოში უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის ყოფილი თანაშემწის, სოფიო კობალაძის სასამართლო გაიმართა. სოფიო კობალაძე უმაღლეს საბჭოს უკანონოდ გათავისუფლებაში ედავება. მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა საჭიროდ ცნო საქმეში მესამე პირის ჩართვა, რის გამოც პროცესი 2013 სლის 2 ოქტომბრისთვის გადაიდო. სასამართლო დისკუსიის ხანგრძლივობის გამო ვერც მოწმეების დაკითხვა მოესწრო.



პროცესის მსვლელობის დროს სოფიო კობალაძის ადვოკატმა ირაკლი შავაძემ დარბაზში ლია ვაჩეიშვილის ყოფნა გააპროტესტა, რომელსაც ამჟამად სოფიო კობალაძის ყოფილი თანამდებოდა უკავია. სწორედ ლია ვაჩეიშვილი გამოცხადდა საქმეში მესამე პირად. სასამართლო სხდომის დახურვის შემდეგ ირაკლი შავაძემ განაცხადა:


„მედეა ვასაძის თანაშემწე, რომელიც არ წარმოადგენდა აჭარის უმაღლეს საბჭოს, როგორც მხარეს, სამუშაო საათებში იმყოფებოდა სასამართლო სხდომაზე. ფაქტობრივად, დღეს ის აცდენდა სამუშაოს. რისთვის ვიხდით ჩვენ შემოსავლების ოც პროცენტს, იმიტომ რომ ქალბატონმა მედეამ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომელი მოავლინოს სასამართლოში იმის გასაგებად, თუ ვინ რას იტყვის?“


ლია ვაჩეიშვილი სასამართლო პროცესს ბოლომდე ესწრებოდა. პროცესზე დასწრების მიზეზი ჟურნალისტებისთვის მას არ განუმარტავს.


სოფიო კობალაძის უფლებების დამცველები ირაკლი შავაძე და ადმინისტრაციულ საკითხებში უფლების დამცველი – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ჟანა ჩიქოვანი, საქმის ობიექტურად განხილვისთვის კვლავ ითხოვენ მოწმის სახით მედეა ვასაძის დაკითხვას.


როგორც მოსამართლე ამბობს, მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში შეთანხმება ეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას სამუშაოს აღდგენასა და გაცდენილი დროის ანაზღაურებას. 16 სექტემბერს გამართული სასამართლო სხდომაც მხარეთა შორის შეთანხმებას განიხილავდა, რაც დადებითად ვერ გადაწყდა.  პროცესზე უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ – გელა ღოღობერიძემ და კახაბერ კახიძემ მომჩივან მხარეს აცნობეს, რომ უმაღლეს საბჭოში ამჟამად თავისუფალი თანამდებობა არ არსებობს.


სოფიო კობალაძე მხარეთა შორის შეთანხმებაზე აცხადებს:


„დავთანხმდები თუ არა დაბალანაზღაურებად ხელფასზე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი რას შემომთავაზებენ. მე დავაფიქსირე წინა სხდომაზე, რომ იგივე ანაზღაურებად ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე ვიქნები თანახმა“.


კომენტარი არც უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ გააკეთა.


სოფიო კობალაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თანაშემწეობიდან 2013 წლის 7 ავვისტოს გაათავისუფლეს. ის დაკავებულ თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 2000 ლარს იღებდა.

ბათუმის სასამართლო პარალიზებულია

ბათუმის საქალაქო სასამართლო, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ამ სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე 16:00 საათისთვის არ არის განთავსებული არც ერთი განსახილველი საქმის შესახებ ინფორმაცია. სასამართლოს  თანამშრომლებმა თქვეს, რომ „გუშინ და დღეს სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა“.


ამ ინფორმაციას უარყოფს სასამართლოს მენეჯერი – საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ივერი აბაშიძე. ის ამბობს, რომ თვის დასაწყისში სტატისტიკურად ყოველთვის ნაკლები საქმეები შედის განსახილველად. ოთხი საათისთვის საინფორმაციო დაფაზე განცხადებების არ არსებობას კი იმით ხსნის, რომ დამთავრდა სამუშაო დღე და ჩამოხსნეს ფურცლები. თუმცა მას უჭირს გაიხსენოს რამდენი პროცესი გაიმართა 2 და 3 ოქტომბერს ბათუმის სასამართლოში. „დღეს მგონი 3 სამართალდარღვევა განვიხილეთ. გუშინ არ მახსოვს, მოგვმართეთ წერილობით და მოგაწვდით“, – ამბობს ივერი აბაშიძე.


ივერი აბაშიძის თქმით, მიმდინარე თუ ჩატარებული საქმეების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბათუმის სასამართლოს ვებ გვერდზეც, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. https://batumi.court.gov.ge გვერდზე 2-3 ოქტომბერს არც ერთი საქმის შესახებ არ არის ინფორმაცია განთავსებული.

Exit mobile version