ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, „გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 …
Tag Archives: საბავშვო ბაღები
ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 საბავშვო ბაღი მუშაობას აჩერებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ 7 საჯარო ბაღი, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, მუშაობას აჩერებს. „თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. სააგენტო …
Continue reading “ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 საბავშვო ბაღი მუშაობას აჩერებს”
ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს
დღეს, 14 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“ ბათუმში ბრიფინგი გამართა საბავშვო ბაღების პრობლემაზე. ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, აცხადებს, რომ ამ სასწავლო სეზონზე მუშაობა ვერ განაახლა ბათუმში მოქმედი 38 ბაღიდან 9 ბაღმა. „ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. არსებულ ბაღებშიც ვერ იქნება დაცული დადგენილი …
Continue reading “ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს”
გონიოში საბავშვო ბაღს აღარ გაარემონტებენ – ახლის აშენება სხვა ადგილზე იგეგმება
გონიოში ადგილი, სადაც ახალ საბავშვო ბაღს ააშენებენ, ცნობილია. გაურკვეველი რჩება ძველი ბაღის ადგილის საკითხი, სადაც შენობის რემონტი დაიწყეს, თუმცა სამუშაოები შეწყდა. იმ კომპანიის ხელმძღვანელები კი, ვინც თავის დროზე ამ ბაღის რემონტის ტენდერი მოიგო, დღეს პატიმრობაში არიან. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში [Design-Build მეთოდით], გონიოში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე …
Continue reading “გონიოში საბავშვო ბაღს აღარ გაარემონტებენ – ახლის აშენება სხვა ადგილზე იგეგმება”
ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას 14 სექტემბერს განაახლებენ
ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბაღების გაერთიანებას და ჰკითხა, რამდენი ბავშვი დარეგისტრირდა წელს საბავშვო ბაღებში და რამდენი ბავშვის მიღება ვერ შეძლო გაერთიანებამ ადგილების დეფიციტის გამო. როგორც გაერთიანებაში გვიპასუხეს, ჯერ მონაცემები არ აქვთ დამუშავებული და 10 სექტემბრისთვის ეცოდინებათ, რამდენი ახალი აღსაზრდელი ჩაირიცხება საჯარო ბაღებში. უწყებაში არც ის გვითხრეს, მთლიანობაში რამდენი ბავშვი …
Continue reading “ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას 14 სექტემბერს განაახლებენ”
გონიოში დანგრევას უპირებენ საბავშვო ბაღს, რომელსაც 3 წელია არემონტებენ – აქ შესაძლოა კორპუსი აშენდეს
გონიოში, პეტრე იბერის პირველში, #29-ე საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოების დასრულებას მოსახლეობა მეოთხე წელია უშედეგოდ ელოდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ამ ბაღთან ერთად კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები დაუკვეთეს, 1 მილიონ 523 373 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია. კომპანიას, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მუშაობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა თავიდანვე ჩამორჩა გეგმა-გრაფიკს, შემდეგ კი, …
“ბათუმში 38-დან 12 საბავშვო ბაღი არ მუშაობს” – რას პასუხობს “ოცნება” კითხვებს
„ბათუმის ბაღების გაერთიანებაში არის ოცდათვრამეტი ბაღი. 2025 წელს სწავლა არ მიმდინარეობდა და დღემდე არ ფუნქციონირებს ოცდათვრამეტიდან თორმეტი ბაღი. ფაქტობრივად, ბაღების მესამედი ბათუმელებისთვის და მათი შვილებისთვის არის ხელმიუწვდომელი. როცა ბავშვების კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, მე მგონი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ, ბათუმის საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე. დღეს, 30 ივნისს გამართული ბათუმის …
Continue reading ““ბათუმში 38-დან 12 საბავშვო ბაღი არ მუშაობს” – რას პასუხობს “ოცნება” კითხვებს”
ბათუმის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისს იწყება
ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 25 ივნისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან და ეტაპობრივად ჩაირიცხებიან, პრიორიტეტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე აღსაზრდელები: ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს; მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი …
Continue reading “ბათუმის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისს იწყება”
საბავშვო ბაღების მშენებლობის თანხიდან 4,7 მილიონი მიითვისეს, დაკავებულია 4 პირი – პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინეს. კერძოდ, პროკურატურამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ …
„საბავშვო ბაღის რიგშია 776 ბავშვი“ – რატომ არ აშენებს ბათუმის მერია ახალ ბაღებს?
ბათუმში 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით არც ერთი ახალი საბავშვო ბაღი არ აშენდება. ამ დროს ათასობით ბავშვი საბავშვო ბაღის მიღმაა, კერძო ბაღის საფასური კი, თვეში მინიმუმ 450 ლარიდან იწყება. პრობლემის შესახებ კარგად იციან ბათუმის მერიაში, თუმცა აქ წელს, მაგალითად, ხელფასების გაზრდა არჩიეს – 6,7 მილიონით – საბავშვო ბაღის აშენებას. საბავშვო ბაღების პრობლემაზე ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ არ …
Continue reading “„საბავშვო ბაღის რიგშია 776 ბავშვი“ – რატომ არ აშენებს ბათუმის მერია ახალ ბაღებს?”
ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – სააგენტო
ბათუმში საბავშვო ბაღში კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უწყების ინსპექტორებმა მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში – “სტარ ბათუმში”. „შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული …
Continue reading “ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – სააგენტო”
ახალ საბავშვო ბაღებს ბათუმის მერია 2026 წელს არ ააშენებს
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. მომავალ წელს მერია ორი ბაღის შენობის, სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას და ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას გეგმავს „ოცნების ქალაქში“. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მუნიციპალური საბავშვო ბაღების ნაკლებობაა და ამას მერიაც აღიარებს, ახალი ბაღის მშენებლობისთვის თანხა მაინც არ გაითვალისწინეს. მიზეზს …
Continue reading “ახალ საბავშვო ბაღებს ბათუმის მერია 2026 წელს არ ააშენებს”
„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ბათუმის მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი
ბათუმის მერია „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 6 630 952 ლარით გამოაცხადა, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს აშენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით. პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება. „შენობა …
რატომ დგას მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი საბავშვო ბაღის ეზოში? – რას ამბობენ მერიაში
ბათუმში, 37-ე ბაღის ეზოში, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი დგას. ელექტროხაზები პირდაპირ ბავშვების სათამაშო მოედანზე გადადის. ელექტრობოძს სანახევროდ აქვს შემოხვეული დამცავი ბადე, უკანა ნაწილი კი ღიაა და წყლით სავსე. საბავშვო ბაღში 280 აღსაზრდელია. საბავშვო ბაღი 2024 წლის ოქტომბერში გახსნეს. საქართველოში მოქმედი სტანდარტის მიხედვით, შენობა-ნაგებობა, ასევე საცხოვრებელი სახლი, სადენიდან მინიმუმ 20 მეტრის დაშორებით მაინც უნდა იყოს განთავსებული, …
როდის გაიხსნება ბათუმში საბავშვო ბაღი, რომლის ორჯერ რეაბილიტაციაში 5 მილიონი იხარჯება
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე N12 საბავშვო ბაღის შენობაში რემონტი 2025 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება. შენობის მიმდინარე რემონტში ქვეყნის ბიუჯეტიდან 4,2 მილიონი ლარი იხარჯება, არადა ეს შენობა 2017 წელს საზეიმოდ გახსნეს, მანამდე კი კაპიტალურად გაარემონტეს, რაშიც მაშინ ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ბაღის შენობის ხელახალი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღეს. რატომ …
მერიამ ახალი საბავშვო ბაღი მაღალი ძაბვის ბოძთან ააშენა, რამდენად უსაფრთხოა ბაღი ბავშვებისთვის
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, N82-ში მერიამ ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ამ ბაღთან ახლოს მაღალი ძაბვის ხაზები გადის, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, ბაღების გაერთიანებაში დაჰპირდნენ, რომ გაარკვევენ, უსაფრთხოა თუ არა ბაღის ტერიტორია ბავშვებისთვის. მშობლების ინფორმაციით, რაც „ბათუმელებს“ ადგილზე დასაქმებულმა პირმაც დაუდასტურა, ბაღი 15 …
„ბათუმში 38 ბაღიდან 12 ახალ სასწავლო წელს ვერ შეხვდება ნორმალურ მდგომარეობაში“ – „ლელო“
„ახლა ვიმყოფებით ქალაქ ბათუმის 34-ე ბაღთან, რომელიც 2018 წელს დიდი ზარზეიმით გაიხსნა. მასში მილიონობით ლარი გაიხარჯა და დღეს ეს ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საბავშვო ბაღებიც კი ჩვენი ხელისუფლებისთვის გახდა კორუფციის წყარო,“ – პარტია „ლელო“ ბათუმში არსებულ საბავშვო ბაღების პრობლემაზე საუბრობს. დღეს, 12 აგვისტოს, „ლელოს“ წევრებმა თამარის დასახლებაში მდებარე 34-ე საბავშვო ბაღთან …
ბაღები, არა ყველა ბავშვისთვის – უთანასწორობა და სხვა პრობლემები სკოლამდელი განათლების სისტემაში
საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ბავშვი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა. დიდ ქალაქებში მდებარე საჯარო ბაღებში ხშირად არ არის საკმარისი ადგილები და ხან ისეც ხდება, რომ ბავშვი სასკოლო ასაკი ბაღის მომლოდინეთა რიგში უწევს. მაგალითად, ბათუმში 5 წლის ასაკის სულ მცირე 61 ბავშვია საბავშვო ბაღის რიგში, რაც ძირითად შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მათი მიღება მუნიციპალურმა ბაღებმა რამდენიმე წელი ვერ …
ბათუმის საბავშვო ბაღებში რემონტია – სად გადაიყვანეს ასობით აღსაზრდელი?
ბათუმში რამდენიმე საბავშვო ბაღი ერთდროულად რემონტდება. „ბათუმელებმა“ ბათუმის ბაღების გაერთიანებას ჰკითხა, თუ რამდენი ბავშვია რეგისტრირებული ამ ბაღებში და სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ, შეძლეს თუ არა ამ ბავშვებისთვის ალტერნატიული ბაღების შეთავაზება? თუმცა ბაღების გაერთიანებაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს და გვითხრეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა. ამ საკითხზე დღეს, 6 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაისვა კითხვები „ლელოს“ წარმომადგენლის მხრიდან. …
Continue reading “ბათუმის საბავშვო ბაღებში რემონტია – სად გადაიყვანეს ასობით აღსაზრდელი?”
ბათუმში 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად 10 მილიონი ლარია გამოყოფილი
ბათუმში, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ორი საბავშვო ბაღის აშენებაა დაგეგმილი. ერთი ბაღი ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ, ხოლო მეორე – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ უნდა ააშენონ. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაღების ასაშენებლად ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული – 10 763 601 ლარით. ტენდერს თან ახლავს პროექტები, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ. …
Continue reading “ბათუმში 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად 10 მილიონი ლარია გამოყოფილი”
რომელ საბავშვო ბაღებს გაარემონტებენ ბათუმსა და აჭარის სოფლებში 31 მილიონ ლარად
ბათუმში, ასევე ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ხუთი ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 31 მილიონ 972 ათას 52 ლარია. ტენდერები პრეისკურანტითაა გამოცხადებული და Design-Build მეთოდით საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, შემდეგ კი ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. ამ ტენდერების ფარგლებში …
Continue reading “რომელ საბავშვო ბაღებს გაარემონტებენ ბათუმსა და აჭარის სოფლებში 31 მილიონ ლარად”
შშმ ბავშვების მშობლები ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვენ
შშმ ბავშვების მშობლები საბავშვო ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვენ. მშობლების თქმით, ამ სერვისის დანერგვის აუცილებლობის გარდა, მნიშვნელოვანია პერსონალის ცნობიერების ამაღლებაც, რადგან არის შემთხვევები, როცა სპეცმასწავლებლებიც კი დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებენ შშმ ბავშვებისთვის მიმართ. „საჯარო საუბრებშიც კი ამბობენ – „ინკლუზიური ბავშვი“. რას ნიშნავს ინკლუზიური ბავშვი? ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა იმუშაონ შესაბამისმა უწყებებმა, რომ მიმართვის სწორი ფორმები და …
Continue reading “შშმ ბავშვების მშობლები ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვენ”
სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღს ითხოვენ – პეტიცია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში მოქალაქეები საბავშვო მშენებლობას პეტიციით ითხოვენ. პეტიციის მომზადებაში მათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაეხმარა. ორგანიზაციის ინფორმაციით სოფელში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს, ამიტომაც ადგილობრივებს შვილების წაყვანა მეზობელ სოფელში [სოფელ ქობულეთი] უწევთ, რაც ყველა ოჯახს არ შეუძლია, ამიტომ ბაღის არსებობა სოფელში სასიცოცხლოდ აუცილებელია. „აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტმა შესაბამისი პროექტის მომზადების შემდეგ ფინანსური რესურსი გამოყოს სოფელ ჭახათში …
Continue reading “სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღს ითხოვენ – პეტიცია”
ბათუმში გარემონტებული ბაღები ისევ სარემონტოა, მივმართავთ ანტიკორუფციულ სამსახურს – ოპოზიცია
„ბათუმში, სადაც საბავშვო ბაღების დეფიციტია და პრაქტიკულად, ათასამდე ბავშვი ბაღის გარეშეა დარჩენილი, სამი საბავშვო ბაღი, რომელთა რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ დაკეტილია და ახლა დამატებით ხარჯავენ მილიონებს“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ესენია: ბათუმის მე-13, 31-ე და 33-ე საბავშვო ბაღები. რეზო ხარაზის თქმით, მე-13 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 747 ათას …
ბათუმის მერია 3 საბავშვო ბაღის აშენებას აპირებდა, მაგრამ ერთიც ვერ ააშენა – რიგშია 842 ბავშვი
2022 წლის ბოლომდე ბათუმის მერია მოსახლეობას მინიმუმ სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჰპირდებოდა. წლის ბოლოს გაირკვა, რომ ბათუმში სამიდან ერთი ბაღიც ვერ აშენდა. სამი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 8 მილიონ 617 ათას 402 ლარი გამოიყო, სამუშაოების მხოლოდ მცირე მოცულობა შესრულდა და შეწყდა. შეწყდა ხელშეკრულებებიც. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წელს სამივე მშენებლობა მოინახულა და ფეისბუქპოსტებიც დადო. …
რუსული კომპანიის დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის – 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ბათუმში
ბათუმში, ხუთი საბავშვო ბაღის კეთილმოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას რუსული კომპანიის ფილიალი დავების საბჭოში ასაჩივრებს. კომისიამ მომჩივანს ტენდერში დისკვალიფიკაცია „არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო“ მისცა. N13, 14, 22, 31 და 33 ბაღების კეთილმოწყობაზე ტენდერი [დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია] 4 961 999 ლარით არის გამოცხადებული. ერთ-ერთი პრეტენდენტი – შპს „ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო) – სამმართველოს მომსახურებას …
ბათუმში 5 საბავშვო ბაღის რემონტისთვის 5 მილიონია გამოყოფილი – უცნობია, რა უნდა გაკეთდეს
ბათუმის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი 5 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის. თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი ისე გამოაცხადა, დაკონკრეტებული არ არის თითოეული ბაღის შენობაზე რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. სატენდერო თანხა 4 998 031 ლარია. ტენდერის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება ბათუმის N13, 14, 22, 31 და 33 საბავშვო ბაღების შენობებში. სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს …
რატომ ვერ დასრულდა ახალი ბაღის მშენებლობა ბათუმში – მორიგი ტენდერი 800 ათასი ლარით
ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე [დარჩენილი სამუშაოების დასრულებაზე] მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 800 ათასი ლარით. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2,1 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზე …
ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღს ავაშენებთ – მაქარაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბუჩაში, ქართველი ხალხის სახელით, საბავშვო ბაღის აშენება სურს. იდეა მაქარაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი რუსული აგრესიის საპასუხოდ, ომის მიუხედავად, მაინც აპირებენ დანგრეული ქალაქების ეტაპობრივად აღდგენას. „ამ დროისთვის უკვე გამოგვეხმაურა 217 ქართული კომპანია, რომლებსაც სურთ, სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მიიღონ ბაღის მშენებლობაში. ზოგმა სურვილი გამოთქვა, …
Continue reading “ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღს ავაშენებთ – მაქარაშვილი”
საბავშვო ბაღები თვითშეფასების პროცესს 2023 წლიდან დაიწყებენ
საქართველოს პარლამენტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წელს შეიქმნება საბავშვო ბაღების ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა საჯარო და კერძო ბაღი დარეგისტრირდება. უნდა შემუშავდეს ავტორიზაციის სტანდარტებიც. ცვლილება ითვალისწინებს 2023 წლიდან თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის შექმნას, რომლის მიხედვითაც ყველა სკოლამდელი დაწესებულება თვითშეფასების პროცესს ახალი სტანდარტებით გაივლის. „კანონპროექტი ეტაპობრივი …
Continue reading “საბავშვო ბაღები თვითშეფასების პროცესს 2023 წლიდან დაიწყებენ”
კოვიდის გამო ქობულეთში 6 საბავშვო ბაღი დაიხურა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარაში 8 საბავშვო ბაღი დაიხურა. კორონავირუსის გავრცელების გამო 6 საბავშვო ბაღი დაიხურა ქობულეთში, ერთი ბათუმში და ერთიც შუახევში. დღეის მდგომარეობით აჭარაში 14 სკოლა დაიხურა კოვიდის გავრცელების გამო, მათ შორის, ბათუმში დაიხურა 7 სკოლა. 31 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1734 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში აჭარაში …
Continue reading “კოვიდის გამო ქობულეთში 6 საბავშვო ბაღი დაიხურა”
ბავშვები გაიყვანეს ბათუმის საბავშვო ბაღიდან, რომლის რეაბილიტაციაზე 799 ათასი ლარი დაიხარჯა
ბათუმის მე-13 საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ განაცხადა დღეს, 27 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზმა. მისი თქმით, საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა ბაღი დღეს აღარ ფუნქციონირებს. ის, რომ საბავშვო ბაღის ფუნქციონირება შეჩერებულია, „ბათუმელებს“ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაშიც დაგვიდასტურეს. გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით დიასამიძის თქმით, დოკუმენტაცია შენობაში არსებულ …
ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა ორშაბათიდან სრულად განახლდება
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ქალაქის 32-ივე ბაღში ორშაბათიდან, 17 იანვრიდან სრულად განახლდება. „ბაღები მზადყოფნაშია, როგორც კვების, ასევე სანიტარული კუთხითაც“ – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში. გაერთიანების დირექტორის, დავით დიასამიძის თქმით, „უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებს ვეყრდნობით და ამ რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდება პროცესი ყველა საბავშვო ბაღში. თუ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდება და იქნება ამისი საშუალება, სააღმზრდელო პროცესს ლოკალურად …
Continue reading “ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა ორშაბათიდან სრულად განახლდება”
აჭარაში კოვიდის გამო 4 საბავშვო ბაღი დაიხურა – 28 ოქტომბერი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის მდგომარეობით აჭარაში დახურულია ოთხი საბავშვო ბაღი და ორი ცალკეული ჯგუფი. კონკრეტულად რომელ საბავშვო ბაღებში გამოვლინდა კორონავირუსი, ამის თაობაზე სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროებს. რაც შეეხება სკოლებს, სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო შეჯამებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც სამუშაო კვირის ბოლოს, პარასკეობით ქვეყნდება. ბოლო ინფორმაციით, აჭარაში 5 სკოლა იყო გადასული დისტანციურ სწავლებაზე კოვიდის გამო …
Continue reading “აჭარაში კოვიდის გამო 4 საბავშვო ბაღი დაიხურა – 28 ოქტომბერი”
აჭარაში კიდევ 4 სკოლა და 118 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 4 სკოლა და 118 ცალკეული კლასი. კონკრეტულად რომელ სკოლებში გამოვლინდა კორონავირუსი, ჯანდაცვის სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ასევე დახურულია 5 საბავშვო ბაღი და 23 ჯგუფი. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
აჭარაში კოვიდის გამო დაიხურა 4 სკოლა, ონლაინზე გადავიდა 102 კლასი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო ოთხი სკოლა დაიხურა. ხელვაჩაურში დაიხურა 3 სკოლა, ქობულეთში – ერთი სკოლა. ონლაინსწავლებაზე გადავიდა 102 კლასი: ბათუმში – 78 ქობულეთში -18 ხელვაჩაურში – 3 ქედაში – 2 შუახევში – 1 კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში ოთხი საბავშვო ბაღიც დახურეს. ბათუმში -1 ქობულეთში – 1 …
Continue reading “აჭარაში კოვიდის გამო დაიხურა 4 სკოლა, ონლაინზე გადავიდა 102 კლასი”