ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა ორშაბათიდან სრულად განახლდება

16.01.2022
ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა ორშაბათიდან სრულად განახლდება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ქალაქის 32-ივე ბაღში ორშაბათიდან, 17 იანვრიდან სრულად განახლდება.

„ბაღები მზადყოფნაშია, როგორც კვების, ასევე სანიტარული კუთხითაც“ – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში.

გაერთიანების დირექტორის, დავით დიასამიძის თქმით, „უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებს ვეყრდნობით და ამ რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდება პროცესი ყველა საბავშვო ბაღში. თუ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდება და იქნება ამისი საშუალება, სააღმზრდელო პროცესს ლოკალურად იმ ჯგუფებში შევაჩერებთ დროებით, სადაც გამოვლინდება ვირუსის შემთხვევა. თუ მასშტაბურ სახეს მიიღებს, მაშინ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაბამისად ვიმოქმედებთ“.

17 იანვრიდან სწავლება განახლდება სკოლებშიც.

კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა. დისტანციურად სწავლის მსურველებმა კი რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

სკოლებში სწავლება 17 იანვარს განახლდება – დისტანციური სწავლება ამ სემესტრშიც დაუშვეს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: