რატომ აგებენ ასფალტს წვიმაში, ღამით? – „უვარგისი ასფალტი გავიტანეთ“

წვიმის დროს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერგეს მონაკვეთზე ასფალტის დაგებას მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე შეესწრო და ფეისბუქლაივი ჩართო. ფეისბუქლაივში ჩანს, რომ ღამით მუშაობს მძიმე ტექნიკა, სპეციალური განათების გარეშე და ასფალტს აგებს. მერაბ ღოღობერიძეს ასფალტის დაგების პროცესში ჩართული ადამიანები პასუხობენ, რომ კომპანია „ახალი გზა“ აწარმოებს სამუშაოებს და „უფროსი ადგილზე არ არის“. წვიმის დროს, ასფალტის დაგების კადრები 24 ივლისს, …

„აქ გავლა შეუძლებელი გახადეს“ – კურორტ „გოდერძისკენ“ მიმავალი გზა | ვიდეო

„გზაზე გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადეს… რეაბილიტაციის დაწყებამდე ამხელა პრობლემები არ იყო… მოხრეშვას ვითხოვთ და იმასაც არ აკეთებენ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე. ეს კურორტ „გოდერძისკენ“, ასევე „ბეშუმისკენ“ მიმავალი გზაა. წლებია ხელისუფლება ამ გზის მოწყობის დაპირებას გასცემს, ტენდერებსაც ატარებს და სამუშაოებსაც, თუმცა მოქალაქე აღწერს, რომ შედეგი საპირისპიროა. „გზაზე ვეღარ დავდივართ საერთოდ,“ – ამბობს …

449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები

ავტოავარიების შესამცირებლად სახელმწიფომ გზებზე შავი წერტილები ანუ ის ადგილები უნდა გამოავლინოს, სადაც ყველაზე ხშირად ავტოავარიას მსხვერპლი მოსდევს. ეს წესი ქვეყანაში 2020 წელს დაამტკიცეს, მაგრამ ამის მიუხედავად ჯერ არც ერთი შავი წერტილი არ არის გამოვლენილი. რეალურად კი ქვეყანაში ავტოავარიით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. 2021 წელს საქართველოში 45 151 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 39 288 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ხოლო …

მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა

დღეს ყველა წუხს, მაგრამ ხვალ ალბათ მხოლოდ სტატისტიკაში ასახავს ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალგაზრდა თეა ვადაჭკორიას დაღუპვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც გადაუგზავნიან, სადაც ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო და გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ამავე ავარიის …

როცა გარეთ 2 მეტრი თოვლია – ამბები გოდერძიდან და დანისპარაულიდან | ფოტო/ვიდეო

„კურორტი რომ არა, ნამდვილი ციხე იყო და იქნებოდა კიდევ აქაურობა,“ – ამბობს ეთერ პაპიძე და შეშის ღუმლის პატარა სარქველიდან ცეცხლის ალს აყოლებს თვალს. ღუმელზე ეთერს სტუმრებისთვის ყავა ჭიქებით შემოუდგამს. გარეთ თოვლის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, ქარბუქია, თოვს შეუჩერებლად, თუმცა მასპინძელს მზერაშიც ეტყობა, რომ ეს არ ანაღვლებს, სურსათიც აქვს და სანოვაგეც. არც პირველი ზამთარია ასეთი, როცა …

9-10 ნოემბერს რიკოთის გვირაბში მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში 9 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დეპარტამენტის ცნობით, გვირაბში მოძრაობის დროებით აკრძალვის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია. „დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის …

ბენზეში დროებით მოწყობილ ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სენაკი-ფოთი (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზის 97-ე კილომეტრზე, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დააზიანა მდინარე ყოროლისწყალზე არსებული დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელის საყრდენი შუა ბურჯი. „საჭიროა სპეციალისტების მიერ აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა, რის გამოც 2021 წლის 22 სექტემბერს 10:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ – წერს გზების …

ქობულეთის შემოვლით გზაზე 8 ივლისს მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 8 ივლისის 00:00 საათიდან 9 ივლისის 00:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის გავლით. „აღნიშნული …

23-24 მარტს გორის გვირაბში მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 23 მარტის 21:00 სთ-დან 24 მარტის 01:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 24 მარტის 01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და …

ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა, გადაადგილების დრო განახევრდა | დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით, 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი და ეს მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად. „დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევდება. 2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 …

მახოს ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება 10 დღით იკრძალება

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახოს ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება 10 დღით შეიზღუდება. შეზღუდვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. შეზღუდვა ძალაში შედის ხვალიდან, პირველი ოქტომბრიდან და იმოქმედებს 10 ოქტომბრის ჩათვლით. ამ პერიოდში ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. დეპარტამენტის ცნობით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თხილნარი-ჭარნალი-ახალსოფლის საავტომობილო გზით.

აგვისტოს ბოლოს ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. აგვისტოს ბოლოს ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება 2-ზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე …

22 ივნისს სამცხე-ჯავახეთში ავტომანქანების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 22 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 11 – კმ 25, კმ 34 – კმ 40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 21 – კმ 25 მონაკვეთებზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა, მეკლდეურების მეშვეობით. დეპარტამენტის განცხადებით, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის …

31 მაისამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ6-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, საჭიროა, 2020 წლის 31 მაისამდე საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის დროებით ჩაკეტვა მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის. სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დროის ამ პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზების გამოყენებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო …

17 დეკემბერს, ღამით, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

17 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდინარე ჭიშურას ხიდიდან ბაღდათის სატრანსპორტო კვანძზე გადატანა, რის გამოც ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი), ქუთაისი-სამტრედიის …

14-15 დეკემბერს ხულო-ზარზმის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, დაგეგმილია საავტომობილო გზის 86-ე კილომეტრზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, კლდის მასის ჩამოშლა. სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 14 და 15 დეკემბერს, 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუშვებული იქნება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება აჭარის …

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52 კმ მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის [11:50]  გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის …

ბახმაროსა და გომისმთამდე მისასვლელ გზებზე მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ლიპყინულის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 16-33 კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, თოვლისა და ლიპყინულის გამო ყველა სახლის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-53 კილომეტრზე, ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთზე.  

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

„ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ გზის რეაბილიტაციისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ორბიტას“ ავანსად 188 ათასი ლარი გადაურიცხა. აქედან კომპანიამ მხოლოდ 43 535 ლარის სამუშაოები შეასრულა, დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, დარჩენილი 144 465 ლარის დაბრუნებას კი ვერ ახერხებს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გზების დეპარტამენტს სს „ბაზისბანკიდან“ მოთხოვნილი აქვს გაცემული საბანკო გარანტიის ამოქმედება და შპს „ორბიტაზე“ რიცხული ავანსის − …

ჯაპანა-ლანჩხუთის გზის 4-ზოლიანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთზე ჯაპანიდან ლანჩხუთის ცენტრამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზით. სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5-კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. დეპარტამენტის ცნობით, პროექტის მიზანია, …

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათება 15 დეკემბრამდე მოეწყობა – გზების დეპარტამენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის 15 დეკემბრამდე ჩატარდება. „დროის აღნიშნულ პერიოდში საჭიროა საავტომობილო გზის მონაკვეთებზე სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ერთ მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 …

რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] პლაჟზე, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ მდებარეობს, მძიმე ტექნიკა მუშაობს. სანაპიროზე განთავსებულია ქვის ლოდები, რომლებითაც ნაპირდამცავ ნაგებობას აწყობენ. უკვე მთლიანად დაშლილია პირსიც [ლოდებით მოწყობილი ნავმისადგომი, საიდანაც სპეციალური ბარჟით მოტანილი მრავალწლოვანი ხეები ზღვიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ]. პლაჟზე კი, განთავსებულია დაფა წარწერით: „ბანაობა აკრძალულია“. „პლაჟს აწესრიგებს [ბიძინა ივანიშვილი – ავტ], ნაპირს ამაგრებს… …

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის დაწყებას დეპარტამენტი 2021 წელს გეგმავს

„ინტენსიური საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები ექსპლუატაციაში და 2021 წელს უკვე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ბათუმი-სარფის მონაკვეთზე“, – ეს განცხადება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დღეს, 13 აგვისტოს, გააკეთა. სად გაივლის ახალი გზა, დეპარტამენტი არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მარშრუტი ცნობილი იქნება დეტალური …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ინტენსიურად მაისიდან დაიწყება

„ჩვენ უკვე დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად“, – განაცხადა დღეს, 10 აპრილს, ხულოში ყოფნისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი 47 კილომეტრია [გოდერძის უღელტეხილის ჩათვლით] და მის ასაშენებლად 110 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი გზა ბათუმიდან ახალციხემდე მანძილის დაფარვას დროში დაახლოებით 1,5 საათით შეამცირებს. „დღეს უკვე დაიწყო სამუშაოები, აყვანილი არის …

გოდერძიზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა დაშვებულია, სატვირთოსა და ავტობუსების – არა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უხელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123[გოდერძის უღელტეხილი] მონაკვეთზე აკრძალულია სატვირთო ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა. „მსუბუქი ავტოტრანსპორტის და მიკროავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი წამყვანი ხიდის მქონე მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და მიკროავტობუსების მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ – აცხადებენ გზების …

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14  კმ-იან მონაკვეთს ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. აშენდება 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, …

ჩაქვში წყალდიდობის გამო მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა წყალდიდობის გამო, ამ დროისთვის [11:25 სთ.] შეფერხებულია. „გზაზე დგას წყალი, ჩვენი ინფორმაციით, გზა ან ხიდი დაზიანებული არ არის. ადგილზე ამ წუთებში გავიდა სპეციალური სამსახური და ყველაფერი გაკეთდება, რომ მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში, რაც შეიძლება მალე აღდგეს“ – გვითხრეს დეპარტამენტში. ადგილზე მყოფი მგზავრების თქმით, გზაზე არის საცობი, ავტომანქანები …

ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო, რომელიც 25 ივნისს გაიხსნა – საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ახალი გზა სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა. ექსპერტები კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნებზე საუბრობენ, რომლის შესრულებაც გზაზე მოძრაობას შედარებით უსაფრთხოს ხდის. ეს მოთხოვნები ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე შესრულებული არ არის. ქობულეთის შემოვლითი გზა ჯამში 31.7 კმ-ია. გზა ორზოლიანია. გელა კვაშილავა, „პარტნიორობა საგზაო …

უკავშირდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზის დროებითი გახსნა ხის გატანას – დეპარტამენტის განმარტება

დღეს, 18 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნულ გზაზე, 16 ივნისის ღამით და 17-ში დილით, მთლიანად იყო გადართული მოძრაობა – ბათუმსა და ქობულეთს შორის ტრანსპორტი ციხისძირის უღელტეხილის გვერდის ავლით, ახალ გზაზე მოძრაობდა. ზოგიერთი მძღოლის თქმით, ახალ გზაზე მოძრაობის გადართვის მიზეზი იმ ხის გადატანა …

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა

ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის. „აქ გადის ხულო-ადიგენის მაგისტრალი. 2016 წელს დაიწერა გასახლების გეგმა, სადაც წერია, ვის რამდენი უწევს კომპენსაცია. მე პირადად დაახლოებით 45 ათასი ლარი უნდა გადამიხადონ, მაგრამ არ მაძლევენ. გზების დეპარტამენტში მითხრეს, რომ ეს მიწები ტყის ფონდს ეკუთვნის, ტყის ფონდმა …

ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება

ქობულეთის შემოვლითი გზა, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში  გაიხსნება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს. „სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით ამ დღეებში დროულად დასრულდება და გზის გახსნის ღონისძიებაც დაიგეგმება. ვვარაუდობთ, რომ გზა 15 ივნისისთვის გაიხსნება,“ – გვითხრეს დეპარტამენტში, თუმცა სამუშაოების დასრულებისა და გზის გახსნის ვადა რამდენჯერმე გადაიწია. ქობულეთის …

5 და 6 მაისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის 5 და 6 მაისს, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის –  ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

გზა გოდერძიმდე – როდის შეკეთდება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი [ფოტო, ვიდეო]

ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილამდე მაგისტრალი აჭარის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, მთლიანად ამორტიზებულია. გზის კაპიტალური შეკეთება დაგეგმილია ხულოდან გოდერძიმდე, ხელვაჩაურიდან ხულომდე კი, ძირითადად, ორმული და მოასფალტების სამუშაოები შესრულდება. გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში ამბობენ, რომ ცდილობენ დაზიანებული ადგილების შეკეთება ივნისამდე მოასწრონ. „კონტრაქტორი კომპანია უკვე მუშაობს გზის სხვადასხვა მონაკვეთზე და ზაფხულამდე, ბათუმიდან-ხულომდე მაგისტრალის შეკეთება მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში, ვფიქრობთ, დასრულდება. ხულო-ზარზმის პროექტი …

ხულოში, ბათუმი-ახალციხის გზის დამეწყრილი ადგილის აღსადგენად 3 მილიონი ლარია საჭირო

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, სადაც მეწყერმა მაგისტრალი დააზიანა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღდგენით სამუშაოებს იწყებს. გზის აღდგენისთვის, წინასწარი გათვლებით, 3 მილიონ 125 ათასი ლარი იქნება საჭირო. დეპარტამენტის ინფორმაციით, „გზის გაწმენდის სამუშაოების მიუხედავად, მეწყრული პროცესები კვლავ გრძელდება და ამ მონაკვეთზე მოწყობილი დროებითი გადასასვლელი ვიზუალურად ისევ არამდგრადია; შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებებს საფრთხე შეექმნას, როგორც …

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დიოკნისთან მეწყრის შემდეგ [ფოტოამბავი]

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. მიწის მასამ მაშინ გზა ჩაკეტა და გოდერძის მიმართულებით ავტომობილები შემოვლითი გზით – სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან გადაადგილდებოდა. მაგისტრალი დღეს გახსნილია, თუმცა გზის სავალი ნაწილი ამორტიზებულია, არც მეწყრული პროცესების განმეორებაა გამორიცხული. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ხომ არ იგეგმება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გამაგრების, ფერდდამცავი თუ …

როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება; რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე მონაკვეთი], მისი გახსნა ივნისის თვეშია დაგეგმილი – ეს ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა. „ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის თვეში უნდა გაიხსნას, თუმცა გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებისთვის კი მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და მშენებლობა …

Exit mobile version