საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთზე მოძრაობა განახლდა. სამუშაოები 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა და ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი დაგეგმილზე ადრე გაიხსნა. „ამ ეტაპზე, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია“ – აცხადებს გზების …
Tag Archives: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქედაში მაგისტრალის შესაკეთებლად 3,6 მილიონი ლარი იხარჯება – როდის დასრულდება სამუშაოები
ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარი იხარჯება. გზების დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს არ აზუსტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სამუშაოები „უახლოეს დღეებში დასრულდება“. გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ქედის სოფლების – დოლოგნისა და მახუნცეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს. „ძირითადი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და მხოლოდ მცირედი დეტალებია დარჩენილი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ …
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე გარემოს სააგენტო თანახმაა
ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა უკვე აქვს. პროექტის განხორციელების მიზნით შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ. ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2024 წლის ნოემბერში წარუდგინეს. სააგენტოს უფროსის ბრძანების …
Continue reading “ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე გარემოს სააგენტო თანახმაა”
„გამწარებულია ხალხი“ – რატომ ჩადგეს ჯებირი გვირაბთან, სადაც გზა სახალვაშოსკენ მიდის
„გვირაბთან დაწესებული აკრძალვის შემდეგ, დამატებით 6 კილომეტრის გავლა გვიწევს იმისთვის, რომ სახლებში მივიდეთ, სოფელში ამოსვლას ამის გამო აგვიანებს სასწრაფო, სახანძრო რომ დაგვჭირდეს, იგივე პრობლემაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის 5 წელია… ეს პრობლემა ეხება 220 ოჯახს. მთავრობას მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ სახალვაშოში მცხოვრები შაქრო პაპიძე. სოფელ სახალვაშოსკენ მიმავალი გზა მახინჯაურის …
რომელ გზებზეა შეზღუდვები თოვის გამო – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 21 იანვარს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის უღელტეხილზე და კმ110-კმ146 მონაკვეთზე ნაქერალას უღელტეხილზე საჩხერე-რაჭის გზაზე ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის …
Continue reading “რომელ გზებზეა შეზღუდვები თოვის გამო – დეპარტამენტი”
გზის რა მონაკვეთებზეა შეზღუდვები თოვის გამო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. დეპარტამენტის განმარტებით, ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზეც. „მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე და ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე,“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ დღეს, 19 იანვარს …
Continue reading “გზის რა მონაკვეთებზეა შეზღუდვები თოვის გამო”
რიკოთზე ელექტროკაბელები მოიპარეს – გზების დეპარტამენტმა შსს-ს მიმართა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე გარე განათების კაბელები მოიპარეს. ქურდობის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს „თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისაგან“. დეპარტამენტის ცნობით, ქურდობის ბოლო ფაქტი 13 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე მოხდა. მოიპარეს რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელი და ამის შესახებ შსს-ს აცნობეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გადაჭრილი კაბელების ფოტოებიც გამოაქვეყნა. „ბოლო რამდენიმე თვის …
Continue reading “რიკოთზე ელექტროკაბელები მოიპარეს – გზების დეპარტამენტმა შსს-ს მიმართა”
გუდაური-კობის გზაზე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა – დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის გზაზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – წერს დეპარტამენტი. ასევე, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, დღეს, 9 იანვარს, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იყო შეზღუდული …
Continue reading “გუდაური-კობის გზაზე შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა – დეპარტამენტი”
რა ხდება გზებზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში – დეპარტამენტის გაფრთხილება
აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ თოვს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების …
Continue reading “რა ხდება გზებზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში – დეპარტამენტის გაფრთხილება”
იწყება 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირება – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს ახალი საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ აფრთხილებს. დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს. „მძღოლებს ვაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და …
Continue reading “იწყება 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირება – დეპარტამენტი”
4 მუშა დაიღუპა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე, სავარაუდოდ მიწა ჩამოიშალა – დეპარტამენტი
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი [თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები] მოყვა ჩამოშლილი მასის ქვეშ. „ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები“, – ინფორმაცია 23 ნოემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა …
ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია – გზების დეპარტამენტი
ბათუმი – სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათისა უნდა წარადგინონ. ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, 7.6 …
Continue reading “ბათუმი-სარფის გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია – გზების დეპარტამენტი”
შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა კომპანიას ოფისის კარი აუჭედეს – „არჩევნების მერე ხელფასი არ აგვიღია“
დღეს, 30 ივნისს, ბათუმის შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია ნატანებში კომპანია JV Polatyol & Mapa-ს ოფისთან გამართეს. გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასი უკვე 7 თვეა, „არჩევნების მერე“ არ აუღიათ. შემოვლით გზაზე სამუშაოებს გზების დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV Polatyol & Mapa ასრულებს. კომპანიას სამუშაოები დასასრულებელი აქვს. დღეს, 30 ივნისს, შემოვლით გზაზე დასაქმებულები კომპანია JV …
რიკოთზე ზვავმა 4 მანქანა მოიყოლა, მოძრაობა შეფერხებულია – დეპარტამენტი
საქარველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“. „ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გზების დეპარტამენტმა დღეს, 26 თებერვალს, 02:25 …
Continue reading “რიკოთზე ზვავმა 4 მანქანა მოიყოლა, მოძრაობა შეფერხებულია – დეპარტამენტი”
„სამი საათია ჩაკეტილი ვართ, ვითხოვთ შველას“ – ქედაში ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ქედაში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა – აქუცის ხიდის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ქვათაცვენა ამ დრომდე გრძელდება. „უკვე სამი საათია გზაში ვართ, ფეხითაც ვერ გადახვალ, რადგან გრძელდება მასის ჩამოწოლა, სოფელ ვაიოს მხრიდან ვაპირებთ ახლა გადასვლას, რომ ასე ჩავიდეთ როგორმე ქედის ცენტრამდე. 112-ში დავრეკე, რომ შველა გვჭირდება. გადმომირეკეს საგანგებოდან და მითხრეს, რა გავაკეთოთ, თვითმფრინავს ხომ არ გამოგიგზავნიო. ვუთხარი, …
მოძრაობა აკრძალულია კურორტ გოდერძისთან – სად რა შეზღუდვებია გზაზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი [ანგისა] -ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კილომეტრზე, [სოფელი პაქსაძეები- კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე. მოძრაობა ასევე აკრძალულია: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური [ფოსტა]-კობის მონაკვეთზე ვაზიანი-გომბორი-თელავის …
Continue reading “მოძრაობა აკრძალულია კურორტ გოდერძისთან – სად რა შეზღუდვებია გზაზე”
გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მიზეზი თოვა გახდა. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი/ანგისა – ახალციხის საავტომობილო გზის 106-123 კილომეტრზე, გოდერძის უღელტეხილზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღეს, 5 ნოემბერს, დილიდან თოვს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში. ____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
16-18 ოქტომბერს ხულოში, სოფელ ბოძაურთან ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური), 2024 წლის 16 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, 10:30 საათიდან 13:00 საათამდე და 14:30 საათიდან 18:00 საათამდე იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვის მიზეზი საგზაო სამუშაოებია. დეპარტამენტის ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია იქნება.
ბათუმში ხალვაშის გამზირზე მოძრაობა 5 დღით შეიზღუდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შემოვლითი გზისა და ბათუმი-ანგისა ახალციხის ავტომაგისტრალის დაერთების სამუშაოების გამო ხალვაშის გამზირზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება. „ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 …
Continue reading “ბათუმში ხალვაშის გამზირზე მოძრაობა 5 დღით შეიზღუდა”
ავტობანს ხალვაშის გამზირზე აერთებენ – როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ისევ გამოჩნდა მძიმე ტექნიკა. გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ბათუმის შემოვლით გზას აერთებენ ფრიდონ ხალვაშის ქუჩას. მიმდინარე სამუშაოების გამო ხელვაჩაურის გზაზე ხშირად ისევ ფერხდება მოძრაობა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, სატრანსპორტო კვანძი ბათუმის შემოვლით გზაზე ასასვლელების მოსაწყობად კეთდება. „ეს ცალკე პროექტია, საერთაშორისო ხელშეკრულებაა და სამუშაოს იგივე კომპანია ასრულებს, რომელიც ბათუმის შემოვლით …
Continue reading “ავტობანს ხალვაშის გამზირზე აერთებენ – როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა”
ხიდი რიონზე უხარისხოდ იყო გაკეთებული და ამიტომ ჩავარდა – ექსპერტიზა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. „ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის …
Continue reading “ხიდი რიონზე უხარისხოდ იყო გაკეთებული და ამიტომ ჩავარდა – ექსპერტიზა”
„არაფერი არ შეცვლილა“, – ზესტაფონელი ქალი მესამე დღეა შიმშილობს
მესამე დღეა, რაც ფატიმა ხიჯაკაძე ზესტაფონის მერიასთან შიმშილობს. ქალი აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობამ საფრთხე შეუქმნა მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. „[ღამით] მერიის შენობაში ვიყავი და მეძინა. დღეს არ ვიცი გამაჩერებენ თუ არა. არაფერი არ შეცვლილა. მე მგონი, დღეს საგზაო დეპარტამენტი ჩამოდის, ვისთანაც მაქვს დავა და შემახვედრებენ. მერმა გააჟღერა, რომ ჩამოდიან. ჩაერია მუნიციპალიტეტი, …
Continue reading “„არაფერი არ შეცვლილა“, – ზესტაფონელი ქალი მესამე დღეა შიმშილობს”
„მომატყუეს, ჩემი სახლი ინგრევა“ – მოქალაქე აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს
დღეს, 11 დეკემბერს, ზესტაფონის მერიის წინ მოქალაქემ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. ფატიმა ხიჯაკაძე აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. „დღეს დავიწყე შიმშილობა და გავაგრძელებ, სანამ ვიცოცხლებ. საგზაო დეპარტამენტმა გამომიტანა ტყუილი დასკვნები, გვირაბი გავიდა [სახლიდან] 16 მეტრში და სახლს ემუქრება დანგრევა. კომპენსაციას არ მაძლევს ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანზე …
Continue reading “„მომატყუეს, ჩემი სახლი ინგრევა“ – მოქალაქე აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს”
ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე
ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია 7,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა, რომელიც სოფელ ახალსოფელში დაიწყება და სოფელ სარფში ზღვის სანაპიროსთან [ჩანჩქერთან], ბათუმი-სარფის არსებულ გზასთან გამოვა. დოკუმენტების მიხედვით, „პროექტის ეს ვარიანტი მინიმალურ შეხებაშია დასახლებულ უბნებთან, თუმცა გარკვეული განსახლება მაინც იქნება საჭირო“. „ახალი ავტობანი იწყება ბათუმში, ეკონომიკურ ზონაში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე. ამის შემდეგ გზა კვეთს მდინარე ჭოროხს …
Continue reading “ავტობანი – რა მეთოდით გაიყვანენ 7,6 კმ სიგრძის გვირაბს ახალსოფლიდან სარფამდე”
რიკოთზე ყველაზე გრძელი, 1800 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭრა – გზების დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1800 მეტრია და დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში.“ დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. „ამ დროისათვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის …
Continue reading “რიკოთზე ყველაზე გრძელი, 1800 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭრა – გზების დეპარტამენტი”
ემუქრება თუ არა საფრთხე სარფის პლაჟს – ავტობანის პროექტი
ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე დაიწუნეს. ამ შეხვედრაზე დეპარტამენტის მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიში განიხილეს, რომელიც ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტს ეხება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებით დაიკარგება სარფის პლაჟი, რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ზოგადად მის პერსპექტივაზე“. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის …
Continue reading “ემუქრება თუ არა საფრთხე სარფის პლაჟს – ავტობანის პროექტი”
ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი 8 აგვისტოს დროებით ჩაიკეტება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 2023 წლის 8 აგვისტოს 00:00 საათიდან დილის 6 საათამდე, ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ჩაიკეტება. ავტოტრანსპორტი ჯაპანა-ლანჩხუთის „ძველი“ გზით იმოძრავებს. „დროის აღნიშნულ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობანის დროებით ჩაკეტვის მიზეზი …
Continue reading “ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი 8 აგვისტოს დროებით ჩაიკეტება”
აჭარაში აგროსერვისცენტრებზე გაწეული ხარჯების კანონიერება ანტიკორუფციულმა უნდა შეისწავლოს – TI
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ აჭარაში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება. ორგანიზაციის ინფორმაციით: „რეგიონის ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირების, შეფუთვის, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ერთიან სივრცეში თავმოყრის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დაასრულა ქობულეთის, ხელვაჩაურის [ბათუმის], …
დავა ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად გადაკეთების პროექტზე – ტენდერი 10,5 მილიონით
საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. ქობულეთის 2-ზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10,5 მილიონი ლარია. შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ დავების საბჭოში გაგზავნილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მან ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი …
წყალდიდობის გამო გზა ჩაკეტილია ნიგვზიანთან, ლანჩხუთი-სუფსის ავტომაგისტრალზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დღეს, 27 ივნისს, მდინარე წყალწითელას ადიდების გამო საავტომობილო გზა ჩაკეტილია. როგორც ადგილობრივებმა „ბათუმელებთან“ აღნიშნეს, მდინარემ აქ დროებითი ხიდი დააზიანა, რომელზეც ავტომობილები მოძრაობდნენ [აქ ძირითადი გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს]. მათივე თქმით, ტრანსპორტი მიმდებარე სასოფლო გზებით მოძრაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ახლახან [13:20] გაავრცელა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც: „საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო …
Continue reading “წყალდიდობის გამო გზა ჩაკეტილია ნიგვზიანთან, ლანჩხუთი-სუფსის ავტომაგისტრალზე”
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება – დეპარტამენტი
2023 წლის 2-5 და 15-18 მაისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებითი აკრძალვა ყოველწლიურ გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის 06:00სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, …
ჯაპანა-სამტრედიის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა
ჯაპანა-სამტრედიის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე ვრცელდება. ვიდეომასალაში ასევე ჩანს გზაზე გადავარდნილი ტრაილერი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დააზიანა მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა. დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე ჯგუფი გავიდა …
Continue reading “ჯაპანა-სამტრედიის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი ჩაინგრა”
გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა 6 საათით იკრძალება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 30 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 06:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის …
Continue reading “გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა 6 საათით იკრძალება”
შეზღუდვა ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ35-კმ43.6 მონაკვეთზე, ე.წ. „ნასაკირალის უღელტეხილზე“, 26 ოქტომბრის 08:00 სთ-დან 27 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ფენის დაგებაა. დროის აღნიშნულ პერიოდში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის …
Continue reading “შეზღუდვა ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის”
ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტში დღეს, 17 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა [ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში] სოფელ უტყისუბანთან [ზარზმის თემი] არის გადაკეტილი. …
Continue reading “ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება”