მთავარი,სიახლეები

უკავშირდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზის დროებითი გახსნა ხის გატანას – დეპარტამენტის განმარტება

18.06.2018
უკავშირდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზის დროებითი გახსნა ხის გატანას – დეპარტამენტის განმარტება

დღეს, 18 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნულ გზაზე, 16 ივნისის ღამით და 17-ში დილით, მთლიანად იყო გადართული მოძრაობა – ბათუმსა და ქობულეთს შორის ტრანსპორტი ციხისძირის უღელტეხილის გვერდის ავლით, ახალ გზაზე მოძრაობდა.

ზოგიერთი მძღოლის თქმით, ახალ გზაზე მოძრაობის გადართვის მიზეზი იმ ხის გადატანა იყო, რომელიც უღელტეხილზე, ციხისძირში ამოთხარეს და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადაიტანეს. ის, რომ ხე სწორედ იმ დროს გადაიტანეს ციხისძირიდან ჩაქვში, როცა მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტილი იყო, იმ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომელსაც ხე გადაჰქონდა.

„როგორც მოგეხსენებათ იგეგმება მეორე ლოტის [ქობულეთის შემოვლითი გზის – ავტ.] გახსნა და მაგისთვის სატესტოდ, რამდენჯერმე მოხდა გადართვა ახალ მიმართულებაზე. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ხესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ეს გადართვა გვქონდა ახალი გზის გატესტვის მიზნით. რაც შეეხება იმას, რატომ ღამით? – ღამით ნაკლებად ინტენსიურია მოძრაობა და ასეთი შეზღუდვები ნაკლებ [პრობლემას] ქმნის და მაგიტო, ეს ლოგიკურიცაა“, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დეპარტამენტში ვერც დღეს დაგვიდასტურეს თუ როდის გაიხსნება ახალი გზის მონაკვეთი – ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე.

ამ თემაზე:

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა ისევ გადაიდო

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან: ციხისძირის უღელტეხილი – გადასატანად გამზადებული ტიტას ხე [მარჯვნივ], რომელიც 17 ივნისს შეკვეთილში გადაიტანეს / ფოტო გადაღებულია 14.06.2018

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: