Batumelebi | 22 ივნისს სამცხე-ჯავახეთში ავტომანქანების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება 22 ივნისს სამცხე-ჯავახეთში ავტომანქანების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება – Batumelebi

22 ივნისს სამცხე-ჯავახეთში ავტომანქანების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 22 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 11 – კმ 25, კმ 34 – კმ 40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 21 – კმ 25 მონაკვეთებზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა, მეკლდეურების მეშვეობით.

დეპარტამენტის განცხადებით, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20- წუთიანი ინტერვალებით.

მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ან/და შს სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com