ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გოდერძიზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა დაშვებულია, სატვირთოსა და ავტობუსების – არა

09.04.2019
გოდერძიზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა დაშვებულია, სატვირთოსა და ავტობუსების – არა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უხელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123[გოდერძის უღელტეხილი] მონაკვეთზე აკრძალულია სატვირთო ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა.

„მსუბუქი ავტოტრანსპორტის და მიკროავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი წამყვანი ხიდის მქონე მსუბუქი ავტოტრანსპორტისა და მიკროავტობუსების მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დეკემბერში აიკრძალა და ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო.

მთავარი ფოტო: გოდერძის უღელტეხილი / ფოტო: აჭარის მთავრობის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: