ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ორთავე მხარეს გზებზე და გზის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება. ჩაქვის მხარეს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ქობულეთის შემოვლითი ახალი გზის არსებულ მაგისტრალთან დაერთებას ახორციელებს, მახინჯაურის მხარეს კი მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი. ამასთან, ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში აცხადებენ, რომ უშუალოდ გვირაბში მიმდინარე …

ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. „გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს,“ – …

მეწარმის ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

დავით გურგენიძე, ინდმეწარმე ბატონო ზურაბ, მე ბათუმის ერთ-ერთი რიგითი მცხოვრები ვარ. ბოლო ხუთი წელია დილა იმით იწყება, რომ მივდივარ ჩემს სამუშაო ადგილზე – ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის 371-ში, სადაც მცირე ზომის ავტომანქანების შესაკეთებელი საამქრო მაქვს. ჩემ შვილთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯერ კიდევ ვმუშაობ. ცხადია, ბიუჯეტის სასარგებლოდ ვიხდიდი გადასახადებსაც. ამ ტერიტორიაზე ჩემს გარდა …

გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 მონაკვეთზე [გოდერძის უღელტეხილი] ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 15 ოქტომბერს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბეშუმის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი მგავრები გამოიყვანეს, სულ 13 ავტომანქანა. მთავარი ფოტო: რიყეთი, ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ჩაქვი-მახინჯაურის მიმართულებით გვირაბი 11 ოქტომბრამდე იქნება ჩაკეტილი

ჩაქვიდან მახინჯაურის მიმართულებით ავტომაგისტრალზე არსებული გვირაბის მარჯვენა მხარე 10 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ჩაკეტილი. მოძრაობა ორმხრივად გადართულია გვირაბის მარცხენა მხარეს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შპს „სინოჰიდროს“ მიერ მიმდინარეობს, ქობულეთის შემოსავლელი და ჩაქვი-მახინჯაურის გზის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის შემოსავლელი გზის სატრანსპორტო კვანძის არსებულ მაგისტრალთან მიერთების სამუშაოები. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ჩვეულებრივი რეჟიმით, 4 ოქტომბრიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა დეპარტამენტის …

ავტობანი – როდის დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ზედამხედველობას ავსტრალიური კომპანია გაუწევს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და SMEC lnternational Pty. Ltd of Australia-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება [ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობა], რომლის პროექტიც თავის დროზე საქართველოს მთავრობამაც მოიწონა, უკვე გაფორმებულია. ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ ააშენებს. რაც შეეხება უშუალოდ გზის მშენებლობას, შესაძლოა ორი თვის შემდეგ დაიწყოს, …

ცეცხლაურთან, მდინარე ჩოლოქზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურსა და ოზურგეთის სოფელ ლაითურს შორის მდინარე ჩოლოქზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. ხიდთან ერთად გაკეთდება 6 კმ-მდე გზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც. გზისა და ხიდის რეაბილიტაციის თხოვნით დეპარტამენტს ოზურგეთის გამგეობიდან მიმართეს. „…გამყოფ სასაზღვრო ზოლში მდინარე ჩოლოქზე არსებული საავტომობილო ხიდი 2004 წლის ცნობილი მოვლენების დროს იქნა დაზიანებული და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, …

ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ბათუმელების“ ინფორმაციით გამარჯვებულად თურქული კომპანია დასახელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვიდასტურეს ის, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის თურქული კომპანია შეარჩიეს, თუმცა სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. „მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში და ამ ეტაპზე მათგან პასუხს ველოდებით. მათი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულებაც და სატენდერო პროცედურებიც ამის შემდეგ დასრულდება, რაზედაც მოგვიანებით …

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი ახალი კვანძი მოეწყობა

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე, მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ [ჩაქვის მხრიდან], ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი მოეწყობა. ახალი კვანძის მოწყობას 2,5 მილიონი ლარი დასჭირდება და სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაჩქარებული წესით შეისყიდის. „განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა არის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, რომელიც გადის რთულ მთაგორიან რელიეფზე და გზის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარე შემცირებულია. შესაბამისად, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე, ხშირად იქმნება სატრანსპორტო საცობები და …

შეზღუდვები რიკოთისა და გორის საავტომობილო გვირაბებში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის აღნიშნულ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა …

ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კილომეტრზე, ქალაქ ქობულეთში, რკინიგზის გადასასვლელთან, საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია. სარემონტო სამუშაოების გამო, ქობულეთში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე [ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ], ავტოტრანსპორტის მოძრაობა 27 მაისიდან აკრძალული იყო. ამ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის გავლით. დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა 30 მაისის …

ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 10 კომპანიის წინადადებას განიხილავენ

ბათუმის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო …

გამზირი ქალაქში ტროტუარების, ზებრებისა და სანიაღვრე არხის გარეშე [ფოტო]

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელი გზაა. ეს გზა ბათუმი-ახალციხის საგზაო მაგისტრალის ნაწილია და ქალაქ ბათუმის ტერიტორიულ საზღვრებშია მას შემდეგ, რაც ბათუმს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი შემოუერთეს. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომელიც დაახლოებით 5 კმ სიგრძისაა, დღემდე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა – არ არსებობს გზის გასწვრივ ტროტუარები, არ არის შეღებილი ზებრა გადასასვლელები, არ არსებობს სანიაღვრე არხები, რის გამოც წვიმის …

მიკროავტობუსი მდინარიდან მაშველებმა გამოიყვანეს

გოდერძის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსი მდინარიდან მძიმე ტექნიკის საშუალებით გამოიყვანეს. მიკროავტობუსი ხულოდან ადიგენის მიმართულებით მიდიოდა. ტრანსპორტში, მძღოლის გარდა, ხუთი მგზავრი იყო, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. მდინარე, საიდანაც მიკროავტობუსი ვეღარ გამოვიდა, გზას კვეთს. სამაშველო სამსახურს დაახლოებით დილის ექვს საათზე ერთ-ერთმა მგზავრმა დაურეკა. მაშველებმა მგზავრებისა და მიკროავტობუსის მდინარიდან გამოყვანა მოახერხეს. „მანქანა ქვიშა-ღორში იყო გაჩერებული, მძღოლი მდინარიდან გამოსვლას და მგზავრების …

როდის აღადგენს მთავრობა დიდთოვლობისას ჩამონგრეულ გზას

ხელვაჩაურში დიდთოვლობის დროს დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ. თხილნარი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოშლილია და ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია. ამ გზას ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ფუნქციაც აქვს, თუკი ხელვაჩაურის მაგისტრალი ჩაიკეტება. „არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი გზაც ჩამოიშალოს. ამ გზით სარგებლობა სერიოზული საფრთხეა,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. ის ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებს ბრალს და აღნიშნავს, რომ …

მოქალაქე ავტობანზე – მიწის გორები დამიტოვეს და წავიდნენ

ჩაქვში, აღმაშენებლის 80-ში მცხოვრები ნუგზარ გამრეკელიძე ამბობს, რომ ავტობანის გაყვანის შემდეგ ის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ვეღარ იყენებს. ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანის პროცესში მიწა მშენებელ კომპანიას ნუგზარ გამრეკელიძის ფართობში დაუყრია. „2014 წელს მიდიოდა ეს სამუშაოები. ჩინური კომპანიიდან იყვნენ და მთხოვეს, იქნებ მიწის დაყრის უფლება მოგვცე, იჯარის ხელშეკრულებას გაგიფორმებთო“, – გვიყვება ნუგზარ გამრეკელიძე. – „შევთანხმდით, …

ავტობანი – მიწის საკომპენსაციოდ შეცდომით გადარიცხული 258 ათასი ლარის საქმე

სოფელ ციხისძირში მცხოვრები 6 ოჯახი საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. მათ მიწებზე ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანა უკვე დასრულებულია, თუმცა კომპენსაცია, რაც მიწების დათმობის სანაცვლოდ იყო გათვალისწინებული, სხვა პირმა მიიღო და მიიმალა. ვიდრე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ამ ადმინისტრაციული დავის განხილვას შეუდგება, რამდენიმე დღეში ამავე საქმეზე განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გამოიტანს. ამ შემთხვევაში პროკურატურისგან …

ვინ შეაკეთებს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს აჭარის მაღალმთიანეთში

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი სოფელ დოლოგნიდან ერგემდე ორმოებადაა ქცეული, ამორტიზებულია ასევე გზის მონაკვეთები შუახევში – დაბა ხიჭაურიდან შუახევის მუნიციპალურ ცენტრამდე და ხულოში – დაბისა და მიმდებარე ტერიტორიები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის თქმით, საავტომობილო გზაზე ქედის მონაკვეთამდე ორმოები ამოივსება, ხოლო ხულოსა და შუახევში მწყობრიდან გამოსულ ათკილომეტრიან მონაკვეთებს [მთლინობაში 20 კილომეტრს] …

სულხან ევგენიძე: გარეგანათების ბოძების ამოთხრა ხის გადატანას არ უკავშირდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ჩაქვი-ბუკნარის მონაკვეთზე გარეგანათების ბოძების ამოთხრა მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებას არ უკავშირდება. „ეს არის მიმდინარე სამუშაო გარეგანათების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტს ჯამში 280 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია გარეგანათებაზე. ჩვენ არ ვართ ვალდებული რაიმე ნებართვა გავცეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმირებული ვართ, რომ მიმდინარეობს …

ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის გამო განსახლება თებერვლის ბოლოს დაიწყება

ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს. კონკრეტულად ვის შეეხება ავტომაგისტრალის მშენებლობა, დეპარტამენტში არ დაგვიკონკრეტეს და აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამასთან არ გვითხრეს, თუ …

ბათუმის შემოვლითი გზა – განსახლებას 774 ოჯახი ექვემდებარება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, განსახლებას, საერთო ჯამში 774  ოჯახი ექვემდებარება, აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. „ოჯახების უმრავლესობა დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და განსახლების პროცედურები გრძელდება. დეპარტამენტმა, თავის მხრივ მოსახლეობის განცხადებები განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, …

11-ჯერ გადავადებული „გონიოს ხიდის“ აღდგენა

„გონიოს ხიდის“ აღდგენა 2014 წლიდან დღემდე გრძელდება და ვერ სრულდება. თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც კომპანია „ზიმოსა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2015 წლის 28 იანვარს გაფორმდა, სამუშაოები გასული წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. მას შემდეგ ხელშეკრულებაში 11-ჯერ შევიდა ცვლილება. დღეს მდინარე ჭოროხზე არსებულ „გონიოს ხიდთან“ ბრიფინგი ნოდარ დუმბაძემ გამართა, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და თქვა, …

ნაგავსაყრელად ქცეული ყოფილი მაგისტრალი

მწვანე კონცხის დასახლებაში, იმ გზის გარკვეული ნაწილი, რომელიც მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე ცენტრალური მაგისტრალი იყო, დღეს არაოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. უღელტეხილიდან ჩაქვის მიმართულებით გზის გასწვრივ ორივე მხარეს მიწაში არეული ასფალტის ნატეხებისა და ნაგვის გორები დგას. ეს გზა ახლა თბილისის ქუჩაა და ის ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მახინჯაურის გვირაბის გახსნამდე მის გასწვრივ არსებული ცენტრალური …

ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება

ბათუმის შემოვლითი გზის 14 -კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს იწურება. დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, …

გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია – ნამქერში 3 მანქანაა ჩარჩენილი

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმი-ახალციზის გზის 106-123 კილომეტრზე – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით აჭარის ტერიტორიაზე მოძრაობა აკრძალულია გზის 106-117 კილომეტრზე. ეს არის გოდერძის უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – დაახლოებით, სათხილამურო ტრასიდან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მონაკვეთი. …

2,6 მილიონი ლარი ქობულეთში დროებითი ნაპირდაცვისთვის

ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლის ნაპირდაცვისთვის პლაჟზე 195 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი ჩაიყრება. საპროექტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ამით “ზღვის სანაპირო ზოლში  რეცხვადი ბუნება მოეწყობა“, რაც ხელს შეუწყობს პლაჟის შენარჩუნებას და ნაპირის დაცვას. განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ქობულეთის სანაპირო ზონაში ყოველი შტორმის შემდეგ ნატანი გადაადგილდება ნაპირის გასწვრივ [ძირითადად ჩრდილოეთისაკენ]. შესაბამისად, დინამიკური წონასწორობის …

Exit mobile version