საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის 5 და 6 მაისს, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის – ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.