რუსი ოფიცრის „გაქცევა“ თურქეთში – რას იხსენებს 88 წლის პედაგოგი კირნათიდან

88 წლის პედაგოგი, ზურაბ წითელაძე საკუთარი სახლის ეზოდან გაჰყურებს იმ სოფელს, რომელსაც ადრე ზედა მარადიდი ერქვა, შემდეგ კი მურათლი დაურქმევიათ. ზედა მარადიდი მურათლი მას შემდეგ გახდა, რაც ერთი სოფლის ორ უბანს შორის სახელმწიფო საზღვარი გავიდა – ზედა ნაწილი თურქეთში, ქვედა კი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში მოექცა. აი, რას იხსენებს ზურაბ წითელაძე: ცხოვრება საბჭოთა საზღვართან „კომუნისტური პარტიის …

რუსეთში თანამდებობის პირმა თავისსავე ორგანიზებულ გათამაშებაში მანქანა მოიგო, ჩიტაში ოჯახის დღე აღნიშნეს 

ჩიტაში კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირმა მის მიერვე ორგანიზებულ გათამაშებაში მანქანა მოიგო. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ არხები წერენ. 8 ივლისს, ჩიტაში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე გაუმართიათ, სადაც მონაწილეებს შორის გათამაშდა Lada Granta. ეს გათამაშება იმით დასრულდა, რომ მანქანა კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლაი გურულევმა მოიგო. თავდაპირველად, თანამშრომლის მიერ ავტომანქანის მოგების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომაც გაავრცელა. …

„რუს ტურისტებს უყვართ ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა და საქართველოს ბუნება“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსულ პროპაგანდისტულ „იზვესტიასთან“ საქართველოზე წარსულ დროზე საუბრისას ახსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ხშირი ვიზიტები საქართველოში და თქვა – „სრულიად აშკარა იყო, რომ სურდათ რუსეთისგან მოეგლიჯათ საქართველო…“ დღევანდელობაზე საუბრისას კი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულობას გაუსვა ხაზი, ამავდროულად კი ევროკავშირის „გასაშავებლად“ კი ყალბი ინფორმაციები მოიშველია. „რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი …

კრემლი 100 000 სომხის ტრანსპორტირებას გეგმავს რუსეთიდან, სომხეთის არჩევნებზე გავლენის მიზნით – მედია

რუსეთის სამთავრობო წრეებში განიხილეს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები 100 000-მდე სომხის ტრანსპორტირების შესაძლებლობა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მათი მობილიზაციის მიზანია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ხმის მიცემა. ამის შესახებ სომხური მედია ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თვის მხრივ ეს ინფორმაცია ეფუძნება ხუთ დასავლელ დაზვერვის ოფიცერთან ინტერვიუებსა და დოკუმენტებს. ხუთი წყაროს ცნობით, რუსი ოფიციალური პირები ბოლო თვეების განმავლობაში …

რუსეთში იმ პირების ქონებას დააყადაღებენ, ვინც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაშია „ბრალდებული“

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ადმინისტრაციული წესით დასაჯოს ის პირები, რომლებმაც ქვეყანა უკვე დატოვეს, მაგრამ „რუსეთის ფედერაციის ინტერესების“ საწინააღმდეგო ქმედებაში არიან „ეჭვმიტანილები“. ამის შესახებ რუსული დევნილი მედია წერს. მედიის თანახმად, ერთ-ერთი მუხლი იმ ადამიანების დასჯას ითვალისწინებს, ვინც „ხელისუფლებისა და საზოგადოების უპატივცემულობა“ გამოხატა. კიდევ ერთი მუხლის …

ეტყვის თუ არა რუსულ გემს უარს ბათუმში შემოსვლაზე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ პასუხობს კითხვას

მას შემდეგ, რაც მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის გამო რუსულმა გემმა ბათუმის სანაპირო 3 წლის წინ დატოვა და ბათუმი მარშრუტიდან ამოიღო, იგივე რუსულმა საკრუიზო გემის Astoria Grande-ს მიხედვით, გემი ბათუმში ისევ შემოვა – ამჯერად 28 მაისს. რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს ბათუმში შემოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს, 18 მაისს, უარყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. თუმცა, ეს უწყება გავრცელებულ …

„აბა, სხვაგან სად წავიდოდა?“ – კომენტარი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე

„სიმართლე გითხრათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები სხვა გარემოში ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია ისინი დემოკრატიული სამყაროს ლიდერებთან ერთად… რა თქმა უნდა, არიან იქ, სადაც ჯერ კიდევ ჩაესვლებათ. ახლა მათი ბუნებრივი და ორგანული მოკავშირეები, სამწუხაროდ, არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ადამიანების ბედი და მდგომარეობა არ ანაღვლებთ. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი,“ – ასე ეხმაურება „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, …

„ოცნების“ დამნაშავე რეჟიმი შეურაცხყოფს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს” – კოალიცია “ცვლილებებისთვის”

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და ამბობს, რომ „რეჟიმის ქმედებები შეურაცხყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს“. „დღეს, საქართველოს პრემიერადწოდებული ირაკლი კობახიძე ერთ სივრცეში იმყოფებოდა ომის დამნაშავე, საქართველოს ოკუპანტ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მთავარ მტერთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც არც ერთხელ არ უხსენებია თუ ვინ არის ჩვენი სამშობლოს ოკუპანტი და …

“რეჟიმი იმ სამყაროს ნაწილად ყოფნას გვთავაზობს, სადაც რუსეთისგან ყველაზე დაუცველები დავრჩებით” – ფედერალისტები

პარტია „ფედერალისტები“ ეხმაურება ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს და აცხადებს, რომ „აშხაბადის შეხვედრის ფოტო ყველაზე ცხადი ილუსტრაციაა იმ სივრცისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხედავს – ცივილიზაციური მტრის, რუსეთის გავლენის სფეროში და არა თავისუფალ სამყაროში“. დღეს, 12 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ესწრება ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. „ზოგადად, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელსაც …

„დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან უკვე პუტინთანაა შეხვედრები“ – გახარიას პარტია კობახიძეზე

ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ფორუმზე, რომელსაც პუტინიც ესწრება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა აფასებს. გიგა ფარულავა სადავო პარლამენტის წევრია გახარიას პარტიიდან. „დაწინაურებასთან გვაქვს საქმე, გავრილოვიდან ახლა უკვე პუტინთან არის შეხვედრები. იცით რა არის? საქმე შეხვედრაში კი არ არის, საქმე… შეხვედრით შეიძლება მტერსაც შეხვდეს ადამიანი. უბრალოდ, საქმე იმაშია, ამის პარალელურად ვისთან ვერ ახერხებენ შეხვედრას და ვისთან …

„სამხედრო მოქმედების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა კიევსა და ევროპას“ – მედვედევი ალასკის შეხვედრაზე 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის შეფასებას აქვეყნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ. მისი აზრით, ალასკაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის აღდგა მაღალი დონის დიალოგის მექანიზმი. მისი თქმით, საუბარი „მშვიდ გარემოში, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე“ წარიმართა. მედვედევის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს პირადად და დეტალურად გააცნო მოსკოვის პირობები …

ФСБ-ს დირექტორი დასავლეთს დსთ-ს ქვეყნებიდან მიგრაციის პრობლემის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები  პოსტსაბჭოთა სივრცეში დივერსიული საქმიანობის გაფართოებაში დაადანაშაულა, დივერსიის ხელისშემწყობად კი ტრადიციულად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია გამოაცხადა. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგრესიული პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების, დიპლომატიური დეპარტამენტების და მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დივერსიული საქმიანობა ფართოდება პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – თქვა ФСБ-ეს დირექტორმა დღეს, …

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სატელფონო ზარით მიიღო მითითება, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინაზე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დღეს, 21 ნოემბერს, ზახაროვა ბრიფინგს ატარებდა, როდესაც მან სატელეფონო ზარს უპასუხა, მითითების შინაარსი ცნობილი გახდა ჩართული მიკროფონების გამო: კაცის ხმამ ზახაროვას უთხრა, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა უკრაინის წინააღმდეგ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური …

ლავროვს იმედი აქვს, რომ „ქართველი მეზობლები“ 3+3 პლატფორმაში ჩაერთვებიან

რეგიონული თანამშრომლობის „3+3 ფორმატად“ ჩაფიქრებულ პლატფორმაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, ირანი, თურქეთი) საქართველოს მონაწილეობისთვის კარი ყოველთვის ღიაა. ეს დღეს, 18 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში გამართული ამ ფორმატის შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა. „ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ, როდესაც ვიკრიბებით ამ ფორმატში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება საქართველოსთვის …

„შეგვეძლო გვეცხოვრა ერთ სახელმწიფოში, რუსეთში!“ – რუსული პროპაგანდა კობახიძის განცხადებაზე

საქართველოში არჩევნების მოახლოების პარალელურად, რუსი პროპაგანდისტები სულ უფრო ბევრს მსჯელობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ქართული წარმომავლობის რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისგან“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ურთიერთობის დალაგების, კონკრეტული მოდელის ნახვას ისურვებდა. „პარტია ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მზად არის ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება …

„ესე იგი, მოფრინავენ თვითმფრინავები დიპლომატებით, მათ მოაქვთ ნაღდი ფული” – რუსი პროპაგანდისტები საქართველოზე

რუს პროპაგანდისტებს საქართველოს შესახებ მორიგი „სიახლეები“ აქვთ: „მათ არ რცხვენიათ და ესე იგი, მოფრინავენ თვითმფრინავები დიპლომატებით, მათ მოაქვთ ნაღდი ფული, როგორც ამას აკეთებდნენ სომხეთში”, – თქვა პროპაგანდისტული არხის – „სოლოვიოვ live“- ის ეთერში პროკრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ. „სომხეთში თქვენ იცით შედეგი, როგორ მოახერხეს მათ „ზურგჩანთიანი ადამიანის“ [იგულისხმება სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი] …

გვემუქრება თუ არა „დურაკოვო“ – დისკუსია ბათუმში

დღეს, 20 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „რუმსში“, გაიმართა ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმის  ჩვენება – „ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის“. ფილმი ასახავს მოსკოვთან ახლოს, სოფელ დურაკოვოში მცხოვრებ ულტრა-მემარჯვენე მიხეილ მოროზოვის და მისი სამფლობელოს ამბავს, სადაც იგი რუსული იმპერიისთვის ახალ ადამიანს („წმინდა რუსს“) ზრდის. ჩვენება, რომელსაც ახალგაზრდები ესწრებოდნენ, გაიმართა პროექტის ფარგლებში – „ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე“. დისკუსიას უძღვებოდა კინომცოდნე თეო ხატიაშვილი. …

რუსული სამხედრო-პატრიოტული ბანაკის წევრები Z-მაისურებით ბათუმსა და ურეკში სეირნობენ, შსს დუმს

10 ივლისს რუსმა ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა თავის ინსტაგრამის გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „Торнадо“ ბათუმშია. სამხედრო-პატრიოტული ბანაკი რუსეთიდან, „Z“ და „V“ სიმბოლიკით საქართველოში ისვენებს. გუშინ და დღეს ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ნახეს მოზარდების და ზრდასრულების დიდი ჯგუფი… რამდენიმე ათეული ადამიანი სეირნობდა ბათუმის სანაპიროზე, შემდეგ კი ურეკში წავიდნენ“. ბლოგერმა ასევე გაავრცელა ჯგუფის ფოტოები, რომლებსაც ნამდვილად აცვიათ …

რუსული კლუბის განმარტება შეკვეთილში რუსეთის სექციის უფროსის გამოჩენასა და პედაგოგების წვრთნაზე

„კატეგორიულად და მთელი პასუხისმგებლობით „რუსული კლუბი“ აცხადებს, რომ ტრენინგის პროექტი არ არის დაფინანსებული არცერთი [ხაზს ვუსვამთ არცერთი] უცხოური ქვეყნის მიერ. პროექტი მთლიანად და სრულიად მხარდაჭერილია ქართველი ბიზნესმენების მიერ, რისთვისაც ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მათ ვუხდით გულწრფელ მადლობას,“ – ორგანიზაცია „რუსულ კლუბი“ განცხადებას ავრცელებს შეკვეთილში ბავშვების და მასწავლებლებისთვის ტრეინინგის ჩატარებაზე. „ბათუმელებმა“ 2024 წლის 12 ივლისს გამოაქვეყნა …

ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა

2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. მეტიც, 2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე …

რატომ ამონტაჟებენ რუსეთის მოქალაქეები ბულვარში ტრენაჟორებს – ვინ დაუკვეთა მათ სამუშაო?

ბათუმის ბულვარში ახალ ტრენაჟორების დამონტაჟება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღეს, 18 იანვარსაც გრძელდება. ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ გასული წლის დეკემბერში და განმეორებით დღესაც დაუდასტურეს, რომ ბულვარში, ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოებს რუსეთის მოქალაქეები ასრულებენ. ანბანის კოშკის გასწვრივ სამუშაო ობიექტზე მყოფმა მუშებმა რუსულ ენაზე აგვიხსნეს, რომ ისინი „ბათუმის მერიის დაკვეთას ასრულებენ“ და ბულვარში ამას გარდა „კიდევ …

ბათუმის მერიამ სოცდაუცველებს რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგა საახალწლოდ 

ბათუმში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ, წინასაახალწლოდ რუსული ზეთი და ფქვილი დაურიგეს. ასევე რუსული ზეთი და ფქვილი შეისყიდეს ღამის თავშესაფრის ბინადრებისთვის. რუსული პროდუქტები ქალაქის მერიის სოციალური სერვისების სააგენტომ ტენდერში გამარჯვებული შპს „მარი-ანასგან“ შეიძინა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, მერიის სააგენტომ „ახალი წლის ნობათისთვის“ „მარი-ანასგან“ რუსეთში წარმოებული 8 150 ლიტრი ზეთი 27 710 ლარად შეისყიდა [ანუ, …

როგორ დაბრუნდა საქართველო 1 დღით უცხოურ მედიაში – გამოხმაურება The Killers-ის სკანდალზე

15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ამერიკული მუსიკალური ჯგუფის The Killers-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ჯგუფის სოლისტის, ბრენდან ფლაუერსის მიერ ქართული აუდიტორიისთვის რუსებთან ძმობის მოწოდებასა და აუდიტორიის პროტესტზე The Guardian-მა, The Independent-მა, Reuters-მა, BBC-იმ, INSIDER-მა და სხვა გავლენიანმა მედიებმა დაწერეს. The Independent-ი სტატიას ასეთი სახელწოდებით აქვეყნებს: რუსი გულშემატკივრის „ძმად“ მოხსენიებისა და ქართული …

ბექა გრიგორიადისი 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლემ – აქცია რუსული გემის წინააღმდეგ

რუსული გემის საპროტესტო აქციებზე ბათუმში დაკავებულებს შორის ბექა გრიგორიადისი ყველაზე მეტი – 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. „პრობლემებს მიქმნიან ფინანსურად, რომ მაქსიმალურად შემბოჭონ. მაშინებენ… წერონ ჯარიმები და იკითხონ“ – ამბობს ბექა გრიგორიადისი. მისი თქმით, ის აქამდეც დააჯარიმეს 800 და 1000 ლარით, ახლა კი – 3 500 ლარით. „მას [მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს] დაჭერილი ჰყავს შვილი …

2000-2000 ლარით დააჯარიმეს რუსული გემის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები – სასამართლო

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-2000 ლარით დააჯარიმა რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანები. 31 ივლისს, ბათუმში აქციაზე 23 პირი დააკავეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის თქმით, მისი ორგანიზაცია სასამართლოში იცავდა 6 პირის ინტერესებს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ექვსივე მათგანი – გენრი …

რამდენიმე დაკავებულს აქვს დაზიანებები – საია აქციის მონაწილეებზე

პარტია „დროას“ ინფორმაციით, მათი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გენრი დოლიძეს დაკავების დროს და დაკავების შემდეგაც პოლიციელებმა სცემეს. ის სენაკის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გენრი დოლიძის ინტერესებს საია იცავს. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ის უკვე მოინახულა ადვოკატმა და ადასტურებს, რომ გენრის დაზიანებები აქვს: „გენრი ამბობს, რომ დაზიანებები არამხოლოდ დაკავების დროს, არამედ გადაყვანის დროსაც მიაყენეს.“ …

აქციაზე დაკავებულ უკრაინელ ქალს ექიმის დახმარება დასჭირდა – ადვოკატი

ბათუმში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ ქალს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ექიმის დახმარება დასჭირდა. ადვოკატ ნინო ირემაძის თქმით, დაკავებულ ქალს დახურული სივრცის შიში აქვს და რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა: „რამდენჯერმე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი.“ ნინო ირემაძემ დაკავებული ქალი უკვე მოინახულა, ის ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატის თქმით, ქალი ამბობს, რომ პოლიციამ მისი დაკავების დროს …

როგორ „იმუშავა“ ბათუმის აქციაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ – ვიდეო

როგორ „იმუშავა“ ბათუმის აქციაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ. დავით მაღრაძის უშუალო ჩართულობით, მინიმუმ 4 პირი დააკავეს. რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა.

„რუსეთის მოქალაქემ ბინის კარზე გაკრული სტიკერები ჩამომიხია“ – მოქალაქე

ინჟინერი ქეთი ყურმაშვილი თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მან საკუთარი ბინის კარებთან, ლიფტსა და სადარბაზოს კედელზე უკრაინის სოლიდარობის გამომხატველი პლაკატები გამოაკრა. კედლებზე ასევე ნახავთ სტიკერებს წარწერით: „Fuck Russia“, „რუსკი ვაენნი კარაბლ იდი ნახუი“. გუშინ საღამოს კი ამ შინაარსის სტიკერები, ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მეზობელმა კაცმა ჩამოუხია, რომელიც რუსეთის …

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობელი: მე ევროპას ვემხრობი, მთავრობა ხელს რუსეთს უწყობს

„მე არ მინდა რუსეთი. არც რუსი მინდა. თვითონაც იტყოდა ხოლმე – „დედიო, მფრინავ ჩიტს გავასწრებ, რუსის ტყვია როგორ დამეწევა და რას მიზამსო“. მაგრამ რუსის ტყვიას შეეწირა,“ – ასე იწყებს საკუთარ შვილზე საუბარს აგვისტოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის დედა, ზინა მამალაძე. თენგიზ ჭაღალიძე 19 წლის იყო, როცა 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში მოკლეს. მისი დაღუპვა ოჯახმა რამდენიმე …

Exit mobile version