სამედიცინო პერსონალის ნაწილს, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ამ დრომდე მთავრობისგან დაპირებული დანამატი არ მიუღია. საუბარია ნოემბრის დანამატებზე, რომელიც გაცემული არ არის. ბათუმში სამ დიდ კლინიკაში – BAU, BMC და „მედინა“ – „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ შესაბამისი დაფინანსება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღიათ. 50-პროცენტიანი დანამატების შესახებ სამედიცინო პერსონალმა დაპირება ეკატერინე ტიკარაძისგან ოქტომბერში მიიღო. შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა, რომლის მიხედვითაც, …
Tag Archives: პანდემია
„როცა პანდემიის სიჩუმე მაწუხებს“ – 90 წლის კაცი ხულოდან | ზეპირი ისტორია
ნუსრედინ შავაძე 90 წლისაა, მუხლი ახლაც ერჩის და თავის საყვარელ საქმიანობას – დურგლობას ჯერ კიდევ ვერ ანებებს თავს. წლების წინ სახლებს აშენებდა სოფლებში. ახლა ამბობს, რომ წლები მოერია, თუმცა თავს მაინც მხნედ გრძნობს. რა შეცვალა პანდემიამ კაცის ცხოვრებაში, რომელსაც დიდი ოჯახი აქვს. გვაჯობა ვირუსმა როცა პანდემიით გამოწვეული სიჩუმე შემაწუხებს, სახლის ახლოს, ხის ფარდულს მივაშურებ ხოლმე …
Continue reading “„როცა პანდემიის სიჩუმე მაწუხებს“ – 90 წლის კაცი ხულოდან | ზეპირი ისტორია”
როცა პენსილვანიაში უნდა გესწავლა, მაგრამ თბილისში დარჩი – სტუდენტი პანდემიისას
„გასული წლის დეკემბერში ვიცოდი, რომ ჩაბარებული მქონდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მას შემდეგ ველოდი, როდის მოვიდოდა აგვისტო, რომ წავსულიყავი…“ – გვიყვება თიკა ქოქოშვილი. ის პენსილვანიის უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს, თუმცა პანდემიის გამო ახლაც თბილისშია. თიკამ ონლაინ გაიარა პირველი სემესტრი. ამერიკაში არასდროს ვყოფილვარ… პანდემია რომ არა, სექტემბრიდან იქ ვიქნებოდი „მაინც მარტივად გავაანალიზე, რომ ყველას ცხოვრება შეიცვალა, მხოლოდ ჩემი …
Continue reading “როცა პენსილვანიაში უნდა გესწავლა, მაგრამ თბილისში დარჩი – სტუდენტი პანდემიისას”
გაიხსნება თუ არა ხოფის ბაზრობა – მინისტრის კომენტარი
„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ხოფის ბაზრობის ადმინისტრაციასთან და იქ მომუშავე მოქალაქეებთან… იქ ახლა მუშაობენ სპეციალისტები, რამდენად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს ეს ობიექტი,“ – უთხრა ჟურნალისტებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა ფუტკარაძემ ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებით, რომლის მოვაჭრეებმაც დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას ითხოვენ. დღეს არსებული რეგულაციებით შეზღუდვა ამ ტიპის …
Continue reading “გაიხსნება თუ არა ხოფის ბაზრობა – მინისტრის კომენტარი”
აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 24 დეკემბერი
24 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, აჭარაში, 24 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკებში მკურნალობს 647 პაციენტი, მათ შორის, 119-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 98, კოვიდსასტუმროებშია – 707, თვითიზოლაციაშია – 4363.
კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 43
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 43, გამოჯანმრთელდა – 2737. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარაში – 139, იმერეთში – 279, ქვემო ქართლში – 112, შიდა ქართლში – 145, გურიაში – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 120, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 57, სამცხე-ჯავახეთში – 32, …
Continue reading “კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 43”
ჩვილი ბავშვის საკვები და საფენები გაძვირდა
ჩვილი ბავშვის საჭმელი პანდემიის პირობებში ძირითადად 4-5 ლარით გაძვირდა, ზოგიერთი ბრენდის მოთხოვნად პროდუქტზე კი ნამატი 7 ლარამდეც ფიქსირდება. გაძვირდა ხილის ფაფებიც, რომლებსაც 6-7 თვის ჩვილებისთვის დანამატის სახით რეკომენდაციას აძლევენ პედიატრები. ჩვილბავშვიანი ოჯახები ამბობენ, რომ ერთი შეკვრა საკვებში 28-დან 35 ლარამდე ეხარჯებათ, რაც ჩვილს 4-5 დღის განმავლობაში ჰყოფნის. გაძვირდა საფენებიც. ამ მონაცემების მიხედვით, ჩვილის საკვების საშუალო …
Continue reading “ჩვილი ბავშვის საკვები და საფენები გაძვირდა”
კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 51
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავიორუსის 2 345 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 51, გამოჯანმრთელდა – 3 560. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 139, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 157, შიდა ქართლი – 192, გურია – 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 146, კახეთი – 158, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და …
Continue reading “კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 51”
სასურსათო კალათა მჭირდება – ქალი, რომელიც 3 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის
„პირველად მაშინ ვიგრძენი პანდემია, როცა შვილიშვილს სათამაშო მოუნდა და 30 ლარი აღარ მქონდა, რომ მისთვის მეყიდა… პანდემიის პერიოდმა გამჭედა, თორემ ისე არ მიჭირდა… ახლა თვეში 150 ლარად გაგვაქვს თავი. კომბოსტო, კარტოფილი, კვერცხი, ხანდახან ქათმის ხორცი – ძირითადად ამ პროდუქტებს ვყიდულობ,“ – გვიყვება ფატმა დეკანაძე. ის ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში, ნაქირავებში ცხოვრობს. ის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდა. ფატმა …
Continue reading “სასურსათო კალათა მჭირდება – ქალი, რომელიც 3 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის”
კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 42
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42, გამოჯანმრთელდა 3 740 პირი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარაში – 191, იმერეთში – 497, ქვემო ქართლში – 246, შიდა ქართლში – 244, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – …
Continue reading “კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 42”
კორონავირუსის ახალი შტამი – რა ვიცით მასზე?
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენა ბევრს აშფოთებს. არაერთმა ქვეყანამ შეწყვიტა ავიამიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან. ახალ შტამზე აქვეყნებს „ბიბისი“ სტატიას, რომელშიც ავტორი თავს უყრის ყველა გავრცელებულ ცნობას კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამის შესახებ. რატომ იწვევს შეშფოთებას კორონავირუსის ახალი შტამი? ამ შეშფოთების საფუძველი სამი ფაქტორია: კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ანაცვლებს აქამდე არსებულ შტამებს; მუტაცია ხდება ვირუსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან …
Continue reading “კორონავირუსის ახალი შტამი – რა ვიცით მასზე?”
აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 21 დეკემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 84 შემთხვევა დადასტურდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს 747 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 133, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 40. აჭარაში საკარანტინო სივრცეშია 141 პაციენტი, თვითიზოლაციაშია – 5187.
კორონავირუსის 824 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 46
21 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 824 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა -46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4227 ადამიანი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარაში – 84, იმერეთში – 111, ქვემო ქართლში – 67, შიდა ქართლში – 78, გურიაში – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთში …
Continue reading “კორონავირუსის 824 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 46”
რა შემთხვევაში იყენებს პედაგოგი ზეპირ შემაჯამებელს მოსწავლის შეფასებისას
სკოლებში 2020-ის სასწავლო წელი 30 დეკემბერს დასრულდება. მოსწავლეების სემესტრული შეფასებისთვის კი სკოლები ძირითადად იმ მეთოდს მიმართავენ, რაც პანდემიის პერიოდში სამინისტროსგან ოფიციალურად იყო გაჟღერებული. ეს არის მაგალითად, შემაჯამებელი კომპლექსური დავალებები, რომელიც შესაძლოა როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმითაც ჩატარდეს. ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ თითქმის ყველა საგანში ზეპირი შემაჯამებლებით შეაფასეს მის სკოლაში …
Continue reading “რა შემთხვევაში იყენებს პედაგოგი ზეპირ შემაჯამებელს მოსწავლის შეფასებისას”
კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
დღეს, 17 დეკემბერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 31, გამოჯანმრთელდა – 2 001 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარაში – 228, იმერეთში – 489, ქვემო ქართლში – 229, შიდა ქართლში – …
Continue reading “კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი”
საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 39, გამოჯანმრთელდა – 2 495 პირი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარაში – 280, იმერეთში – 533, ქვემო ქართლში – 254, შიდა ქართლში – 283, გურიაში – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 269, კახეთში – 153, …
Continue reading “საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა”
კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 44
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 44, გამოჯანმრთელდა – 3 105. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარაში – 263, იმერეთში – 646, ქვემო ქართლში – 245, შიდა ქართლში – 262, გურიაში – 100, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 404, კახეთში – 254, მცხეთა-მთიანეთში – …
Continue reading “კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 44”
აჭარაში კორონავირუსით 212 პირი დაავადდა – 14 დეკემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 212 პირს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით 14 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა 1337 ადამიანს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარაში-212, იმერეთში-147, ქვემო ქართლში-168, შიდა ქართლში-48, გურიაში-16, სამეგრელო-ზემო სვანეთში-74, კახეთში-41, მცხეთა-მთიანეთში-41, სამცხე-ჯავახეთში-18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-1. ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა აჭარაში 82 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია 1332, საკარანტინო სივრცეშია …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსით 212 პირი დაავადდა – 14 დეკემბერი”
კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 49
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1337 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 49, გამოჯანმრთელდა – 3498. ჩატარებულია 6554 ტესტირება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარაში-212, იმერეთში-147, ქვემო ქართლში-168, შიდა ქართლში-48, გურიაში-16, სამეგრელო-ზემო სვანეთში-74, კახეთში-41, მცხეთა-მთიანეთში-41, სამცხე-ჯავახეთში-18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-1.
გავყიდე ყველაფერი, რაც შემეძლო გამეყიდა, სახელმწიფო კი ისევ ბიზნესს ეხმარება – მოქალაქე
„ისეთ მდგომარეობამდე მივედი, როცა სახლიდან ყველაფერი გაგაქვს და ყიდი – ველოსიპედი, მოტოციკლი მყავდა ესენიც გავყიდე, სახელმწიფო კი ისევ ბიზნესს ეხმარება. ჩვენი ვალი, ვალი არ არის?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი გორგილაძე. კორონავირუსის პანდემიამდე გიორგი სამორინეში მუშაობდა და საკმაოდ კარგი შემოსავალიც ჰქონდა. სამორინე პირველი შეზღუდვების, ანუ გაზაფხულის შემდეგ ქვეყანაში არ გახსნილა და ამ ხნის განმავლობაში მისი …
„მალე ალბათ აუქციონზე გაგვყიდიან“ – რისი ეშინიათ სარიტუალო დარბაზების მფლობელებს
„მაინც აქ მოვდივარ ყოველდღე, კარებს ვაღებ, განიავდეს მაინც, ხანდახან სხვებიც მოდიან, 5 – 6 კაცი ვიკრიბებით და ჯოკერს ვთამაშობთ,“ – გვითხრა სელიმ არძენაძემ, რომელმაც ამჯერადაც გააღო აპრილიდან დახურული სარიტუალო დარბაზი „დავითი“. პანდემიის პირობებში ქორწილების გაუქმების შემდეგ დარბაზების მესაკუთრეებიც და აქ დასაქმებული ადამიანებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. „დაძირული ვართ, ასე თუ გაგრძელდა, ჩვენს დარბაზებს მალე აუქციონებზე გაიტანენ,“ …
Continue reading “„მალე ალბათ აუქციონზე გაგვყიდიან“ – რისი ეშინიათ სარიტუალო დარბაზების მფლობელებს”
აჭარაში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 530 პაციენტი, კლინიკა დატოვა 91-მა პაციენტმა, მართვით სუნთქვაზეა 52 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს 931 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია 1548, ხოლო ონლაინკლინიკაში – 3127. დღეს, 11 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4146 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 11 დეკემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4146 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 37, გამოჯანმრთელდა – 2129. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარაში-313, იმერეთში-636, ქვემო ქართლში-281, შიდა ქართლში-268, გურიაში-82, სამეგრელო-ზემო სვანეთში-397, კახეთში-252, მცხეთა-მთიანეთში-116, სამცხე-ჯავახეთში-69, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-24.
როდის მიიღებს 50%-იან დანამატს კოვიდკლინიკების მედპერსონალი – სამინისტროს განმარტება
„მედპერსონალი, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ხელფასებზე 50 %-იან დანამატს დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღებს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. სამედიცინო პერსონალისთვის დანამატების გაცემის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 7 ოქტომბერს ისაუბრა. გუშინ კი ბათუმის რამდენიმე კლინიკაში მომუშავე ექთანმა მოგვწერა, რომ „არ მიუღიათ ეს დანამატი, რის შესახებაც ორი თვის წინ ასევე პრემიერმა გახარიამ განაცხადა“. ექთნის …
კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 დეკემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3045 ადამიანი , გარდაიცვალა – 43. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარაში-331, იმერეთში-708, ქვემო ქართლში -352, შიდა ქართლში-214, გურიაში -72, სამეგრელო – ზემო სვანეთში -325, კახეთში-272, მცხეთა-მთიანეთში-133, სამცხე-ჯავახეთში-75, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-21.
რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები
„მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს“, – ფიქრობენ საპროტესტო აქციის ლიდერები ბათუმში. აქ თვლიან, რომ საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს და პირიქით, საჭიროა მისი გაფართოება. 35-ე დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბათუმში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ხვალინდელი დღე მოლაპარაკების მორიგ რაუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში. აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ დგანან სამართალდამცველები, …
Continue reading “რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები”
კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს – გამყრელიძე
„მიმდინარეობს პარალელური პროცესი სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რომ უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია,“ – განაცხადა დღეს, 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა …
Continue reading “კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს – გამყრელიძე”
გამყრელიძე: შესაძლოა გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს
„თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო… შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს,“ – აღნიშნა დღეს, 8 დეკემბერს, ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანები შეეჩვიენ პირბადის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას, რაც ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ გრიპი ნაკლებად აქტიური იყოს. ამირან …
Continue reading “გამყრელიძე: შესაძლოა გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს”
„ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას“ – რა ემუქრებათ მცირე მეწარმეებს პუშკინის ქუჩიდან
მაღაზიების დაკეტვის გარდა ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ახლა ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით წარწერას – „ქირავდება“. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ცხოვრება განსაკუთრებით მცირე ბიზნესს გაუჭირდა, რომელსაც ონლაინვაჭრობის რესურსიც არ აქვს. გამოკეტილი და ბოქლომდადებული მაღაზიების გვერდით დაგხვდებიან ინდმეწარმეებიც. ისინი კლიენტებს ისევ ელიან – საკუთარი მაღაზიასთან ახლოს, ან წინ გაჩერებულ მანქანებში. მათ საჯაროდ გამოჩენა არ სურთ, თუმცა თითოეულ მათგანს …
Continue reading “„ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას“ – რა ემუქრებათ მცირე მეწარმეებს პუშკინის ქუჩიდან”
სახიფათო მითები COVID19-ზე | ვინ დგას კონსპირაციების უკან
მსოფლიოში კოვიდპანდემიის გავრცელების პარალელურად დღემდე მზარდია კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც ბოლო დროს კორონავირუსის ახალშემუშავებული ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობასაც აყენებს ზიანს. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ამ მასობრივ დეზინფორმაციას სახელიც აქვს – ინფოდემია. ასე უწოდებენ კორონავირუსზე დიდ საინფორმაციო ტალღას, რომლითაც ხშირად არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება. ინფოდემიამ შეიძლება გამოიწვიოს მასიური დაბნეულობა და უნდობლობა მთავრობებისა და ჯანდაცვის სამსახურების …
Continue reading “სახიფათო მითები COVID19-ზე | ვინ დგას კონსპირაციების უკან”
ბათუმის სამშობიარო სახლის განმარტება 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე
„მისი ოჯახის წევრებს, დას, მეუღლეს ჰქონდათ კომუნიკაცია სამშობიაროს დირექტორთან, ერთხელაც არ გაუჟღერებიათ, რომ ყურადღებას არ აქცევენ, იჩაგრება ჩემი და, ან მსგავსი რამ… იმ პალატაში მარტო ხომ არ იყო, სხვასთან მიდიოდა ექიმი და მასთან არა?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტი სიმონ ასათიანი 31 წლის რუსუდან კოკობინაძის სმს მიმოწერის შესახებ, რომელიც დღეს გავრცელდა. კოვიდინფიცირებული ქალი, …
Continue reading “ბათუმის სამშობიარო სახლის განმარტება 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე”
კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი – 5 068 ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 38 , გამოჯანმრთელდა – 2 336 პირი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.
81 წლის ქალის ამბავი, რომელიც სასწრაფოს 9 დღე ელოდა და კოვიდი მაინც დაამარცხა
„დავამარცხე კოვიდი, ღმერთმა გაახაროს ყველა ექიმი, წამალი გინდა, საჭმელი გინდა, ყურადღება არ დამკლებია, თუ გადავრჩებოდი არ მეგონა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 81 წლის ნათელა ფაღავა. მან კორონავირუსი დაამარცხა და ახლა უკვე სახლშია. ნათელა ფაღავა კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მას პნევმონია ჰქონდა. „ახლა რამე აღარ მაწუხებს, ისე სუნთქვა მიჭირდა ძალიან… ჩემს ერთად კიდევ 85 წლის ქალი იყო თბილისიდან, …
Continue reading “81 წლის ქალის ამბავი, რომელიც სასწრაფოს 9 დღე ელოდა და კოვიდი მაინც დაამარცხა”
აჭარაში კოვიდით ინფიცირების 402 ახალი შემთხვევაა, გარდაცვლილთა რიცხვს მთავრობა აღარ ამბობს
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 4033. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში სულ 999 პირი გადის მკურნალობას კლინიკებში, მათ შორის 119 ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა. 1973 პირი აჭარის რეგიონში კოვიდსასტუმროში მკურნალობს, 1004 ადამიანი საკარანტინე სივრცეშია, ხოლო 11 505 – თვითიზოლაციაშია. აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 443 პაციენტი. …
კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 2 დეკემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 39 , გამოჯანმრთელდა – 4061 უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9.
162 ლარი კოვიდსასტუმროს ექიმს 24 საათში – რამდენი დაიხარჯა პანდემიის მართვაზე
საქართველო ახალ წელს ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლითა და ახალი შეზღუდვებით ხვდება. პანდემიის გამო სხვადასხვა ღონისძიებაში და კოვიდის სამართავად ქვეყნის ბიუჯეტიდან 2020 წელს ჯამში 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა. ჯერ კიდევ არ არის დათვლილი დაახლოებით რამდენ თანხას დახარჯავს სახელმწიფო ამ კუთხით 2021 წელს, თუმცა პრემიერის განცხადებით, მოსახლეობის სოციალური დახმარებისა და „ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტისთვის“ 1,1 მილიარდი …
Continue reading “162 ლარი კოვიდსასტუმროს ექიმს 24 საათში – რამდენი დაიხარჯა პანდემიის მართვაზე”