ზურაბ ჯაფარიძის ლაივის შემდეგ ფიტნესკლუბი გამოძიების დაწყებაზე გააფრთხილეს

„შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები როცა მოვიდნენ დღეს, ზურაბ ჯაფარიძეს ფეისბუქლაივი უკვე დასრულებული ჰქონდა და დარბაზში ვარჯიშობდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „Reformerfitness-ის ხელმძღვანელი. მას ინსპექციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, რადგან ფიტნესკლუბი ისევ ფუნქციონირებს. „ხვალიდან აქ უფლება არავის აქვს შემოვიდეს, ეს ჩემი სახლია… ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად,“ – განაცხადა …

საპროტესტო აქცია ბათუმში ორმეტრიანი დისტანციით [ვიდეო]

ბათუმში საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს 3 საათზე შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება. აქციაზე დღეს ყველაზე ხშირად ლიდერები სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნისკენ მოუწოდებდნენ. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა სპეციალური სტიკერები გააკრეს, რომელთა შორის მანძილი 2 მეტრია. საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღევანდელ აქციაზე თემურ ბერიძემაც მიმართა. ის ხულოს არქივის უფროსია …

ფიტნესკლუბი ბათუმში, რომელიც 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, მაგრამ მუშაობას არ აჩერებს

შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმში მუშაობას აგრძელებს ფიტნესკლუბი „Reformerfitness“. დღეს ამ ფიტნესკლუბში მისული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებსა და პოლიციელებს უთხრეს, რომ პანდემიის დროს დადგენილ შეზღუდვებს, რომელიც ფიტნესკლუბებსაც ეხება, არ ემორჩილებიან. ეს ფიტნესკლუბი ბათუმში სექტემბერში გაიხსნა და აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გაჩერებას არ აპირებს. „გიცხადებთ დაუმორჩილებლობას… ასე ხომ არაა, გახარიას როდის რა მოუნდება, გვითხარით, რატომ არ უნდა ვიყოთ აქ, …

პატიმრები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნებით ვეღარ ისარგებლებენ

ბრალდებულები და მსჯავრდებულები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით ვეღარ ისარგებლებენ, ისინი 28 დეკემბრამდე ამანათებსაც ვეღარ მიიღებენ. პენიტენიცურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღეს. „მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით …

„იალჩინი“ 12 მაღაზიიდან 5-ს ისე კეტავს, რომ მიზეზებზე არ საუბრობს

ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში „იალჩინის“ მაღაზიების ქსელის ნაწილში ახალი ქსელი – „დეილი“ გაიხსნება. „იალჩინს“ ამ დრომდე ბათუმში სულ 9 მაღაზია ჰქონდა, ახლა კი 7 ექნება. „იალჩინის“ ნაცვლად „დეილი“ დაგხვდებათ ქობულეთსა და ხელვაჩაურის ორ მაღაზიაში. „იალჩინის“ 5 მაღაზიის დაკეტვის გამო კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება პანდემიას არ უკავშირდება. ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ „დეილს“ …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს

28 ნოემბრიდან საქართველოს  დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს. ასევე, 28 ნოემბრიდან  31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე. საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო დღეს, 26 ნოემბერს, კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შესახებ …

ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი

ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ შეაჩერა სახელმწიფო პროგრამით არაგეგმიური ოპერაციების დაფინანსება 2021 წლის პირველ მარტამდე. „ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე …

კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა – 26 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 3200, გარდაიცვალა – 39. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარაში-475, იმერეთში-793, ქვემო ქართლში-270, შიდა ქართლში-232, გურიაში-80, სამეგრელო-ზემო სვანეთში-371, კახეთში-129, მცხეთა-მთიანეთში-70, სამცხე-ჯავახეთში-62, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-26.

„მძიმე ზამთარი და გაზაფხული გველის“ – ინტერვიუ ექიმთან მომავალ შეზღუდვებზე

„ხელისუფლებას ეს სჭირდება შემზღუდავი ღონისძიებების „გასაპრავებლად“, – მიიჩნევს ექიმი ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებისგან ახალი გზავნილების გააქტიურებაზე – არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მთავრობა პაატა იმნაძის ან ამირან გამყრელიძის ნაცვლად უფრო იმ ექიმების გზავნილებს აწვდის საზოგადოებას, რომლებიც კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან. აქამდე მათი აზრით ხელისუფლება არ ინტერესდებოდა. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ამჯერად კრიტიკულად განწყობილი ექიმებისთვის ყურის დაგდება და საზოგადოებისთვის იმის …

კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 3366, გარდაიცვალა – 34 უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა  აჭარბებს ინფიცირებულები პირების რაოდენობას – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 95 581-მდე. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარაში – …

ბათუმის კლინიკებში 240 საწოლი დაამატეს კოვიდით ინფიცირებულებისთვის

ბათუმში საწოლფონდი 240-ით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200 საწოლი კლინიკებში თერაპიული მიმართულებით გამოიყო, 40 კი – რეანიმაციული მიმართულებით. აჭარაში სულ 12 კოვიდკლინიკაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად კოვიდკლინიკებს დაემატა „მედინა“, რეფერალური ჰოსპიტალი და ბავშვთა საავადმყოფო, ასევე ქობულეთში კლინიკამ „ბომონდი“ რამდენიმე რეანიმაციული დანიშნულების საწოლი გამოყო. სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს კლინიკები დაახლოებით ერთი კვირაა კოვიდპაციენტებს უკვე …

როგორ ვებრძოლოთ უძილობას – დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეგიცვლით

COVID19-ის პანდემიის შედეგებით გამოწვეული შფოთვისა და სტრესის გამო სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ებრძვის უძილობას. ხანმოკლე უძილობა, რომელიც რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება, ხშირად ვითარდება სტრესის ან ტრავმული მოვლენის შედეგად, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს გრძელვადიანი, ქრონიკული უძილობა უყალიბდება, რომელიც ერთ თვეს ან მეტ ხანს გრძელდება. „ორივე შემთხვევაში უძილობა ნეგატიურად აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე და მის …

კორონავირუსით გარდაიცვალა 39, დაინფიცირდა 3128 – 24 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3128 ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 3045, გარდაიცვალა – 39. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარაში – 576, იმერეთში – 212, ქვემო ქართლში – 129, შიდა ქართლში – 101, გურიაში – 87, სამეგრელოში – ზემო …

კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 36, გამოჯანმრთელდა – 3531 ადამიანი. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  108 690-ს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 012 შემთხვევა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 157, აჭარაში – 417, იმერეთში – 537, …

რა ხდება ბობოყვათის სამკერვალოში, სადაც 4 თანამშრომელი გარდაიცვალა

„ძალიან მოდებულია უკვე ვირუსი ამ სოფელში,“ – გვითხრეს ექიმებმა, რომლებიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მუშაობენ. ამ სამკერვალო ფაბრიკას ასობით თანამშრომელი ჰყავს. სექტემბრიდან ამ დრომდე კლინიკის ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცავალა. ექიმები არ ადასტურებენ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ მკერავები სამკერვალოში შესვლამდე სპეციალურად პარაცეტამოლს სვამენ, რომ მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირდეთ და შემდეგ მთელი დღე მუშაობენ. ამავე ფაბრიკის ექიმი …

კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 41

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4055, გარდაიცვალა – 41. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში გარდაიცვალა 19,  აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 894 შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა …

ქობულეთში ექიმი კოვიდით იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მუშაობდა

ქობულეთში ექიმი covid 19-ით გარდაიცვალა. ქალი 72 წლის იყო და იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. “მას 5 თუ 6 დღის წინ დაუდგინდა კორონავირუსი. თავისი სურვილით მკურნალობას გადიოდა სახლში…. სამწუხაროდ, როცა მოგვმართა, მდგომარეობა უკვე გართულებული იყო. მას სხვადასხვა გართულება ჰქონდა, მათ შორის, ფილტვის მწვავე უკმარისობა, ანთება…”- გვითხრა “ქობულეთის სამედიცინო ცენტრის” დირექტორმა, ავთანდილ მიქელაიშვილმა. გუშინ, …

კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 პირი – 19 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, აჭარაში – 664. ამავე პერიოდში გარდაიცავალა – 38, გამოჯანმრთელდა – 2409 პირი. უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  93 092-ს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  16,  აჭარაში – 8, …

აჭარაში კორონავირუსი 512 პირს დაუდასტურდა – 18 ნოემბერი

18 ნოემბრის დილის მდგომარეობით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 512 შემთხვევა დაფიქსირდა; გამოჯანმრთელდა – 574 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში ჯამში კოვიდი დაამარცხა 13 299-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე ბათუმის კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს 140 ადამიანი; მთლიანობაში აქტიური შემთხვევა რეგიონში არის 6 240. ამავე პერიოდში, აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 ადამიანი. სულ …

კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში,  გამოჯანმრთელდა 2 539 პირი. დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში – 562, ქვემო ქართლში – 163, შიდა ქართლში – 178, გურიაში – 64, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – …

კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირების 3117 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3117 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 3 638 პირი.  პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 85 952-ს. უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  18,  აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – …

რა არის ცნობილი ბათუმში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე

ბათუმში 12 წლის ბავშვის დაღუპვის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გოგო იაშვილის კლინიკის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში წუხელ შეიყვანეს. “ბათუმელების”ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგო სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. ის სწორედ ამ დროს დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, …

მხოლოდ ერთმანეთის იმედად – ლგბტ თემი პანდემიის დროს 

კორონავირუსის პანდემიამ, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების ფონზე, საქართველოში უმუშევრობის ახალი ტალღა წარმოქმნა. ცხადია, ამ შემთხვევაში უფრო საზოგადოების ყველაზე ღარიბი ნაწილი და მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ, მათ შორის არიან ლგბტ თემის წევრებიც. მათი დიდი ნაწილისთვის უსახლკარობა და სიღარიბე ყოველდღიურობის ნაწილია – უმრავლესობა ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა …

კორონავირუსით აჭარაში 516 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით აჭარაში 516 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5. დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 249 შემთხვევა, აჭარაში – 516, იმერეთში – 477, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 181, გურიაში – 82, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 212, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 121, სამცხე-ჯავახეთში – 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11. …

სასწრაფოს ხშირად ვიძახებდი, ახლა მრცხვენია – პენსიონერები და პანდემია

ეს ოთხშაბათის მენიუა სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც ბათუმის უფასო, მუნიციპალური სასადილოებით სარგებლობენ. ასეთ სასადილოებს პანდემიამდე ბათუმში ყოველდღიურად 5822 ბენეფიციარი აკითხავდა ქილებით, პარკებით, კონტეინერებით, ყველაფრით, რითაც ცხელი თუ ცივი კერძის მიტანა შეიძლება სახლამდე. ჯავახიშვილის ქუჩის №6 სასადილოში გვითხრეს, რომ აქ ყოველდღიურად 995 ადამიანს აპურებდნენ. პანდემიის გამო უზარმაზარი დარბაზი ახლა ცარიელია, მაგიდები და სკამები – აკეცილი. ბენეფიციარებისთვის ერთი …

რუსეთში ბოლო 24 საათში კოვიდის 20 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, ინფიცირების 19 768 შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 1 639 454-მდე გაიზარდა. რუსეთი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში – 5826  და პეტერბურგში – 1031. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 389 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია …

კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 1943 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 3 ნოემბრის მდგომარეობით 44 522-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ის მონაცემებით,  გამოჯანმრთელდა 1833, გარდაიცვალა 20 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაავადებული პირებიდან გამოჯანმრთელდა – 28 633, გარდაიცვალა -362

აჭარაში კორონავირუსი 389 ადამიანს დაუდასტურდა – 2 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 389 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა – 272, გარდაიცვალა – 6 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულია – 26 800. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინშია – 2977, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4293, კოვიდსასტუმროში იმყოფება – 2236 პირი.

კორონავირუსით გარდაიცვალა 7 ადამიანი, მათგან 6 ბათუმში

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავიურუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 389 აჭარაში. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 42 579-მდე გაიზარდა. საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით,  გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულია – 26 800. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 აჭარაში. კორონავირუსით თებერვლიდან ამ დრომდე გარდაიცვალა 342 …

უსიმპტომო კოვიდპაციენტები სასწრაფოთი გადაჰყავთ, როცა ეს სხვას სასიცოცხლოდ სჭირდება – მოქალაქე

„რატომ უნდა გადაჰყავდეს სასწრაფოს კოვიდდადებითი ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ამ დროს სასწრაფო იგვიანებს პაციენტთან, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება?“ – კითხულობს მოქალაქე ნატალია დევაძე. ნატალიამ თავისი ოჯახის შემთხვევაზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. ნატალიას მამას გუშინწინ, 28 ოქტომბერს დასჭირდა სასწრაფოს დახმარება. თუმცა 67 წლის კაცთან, რომელსაც დიაბეტი აქვს და კომაში ვარდებოდა, ნატალიას თქმით, სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებიდან დაახლოებით …

გიორგი გახარია: სისტემური ჩაკეტვა არ იქნება

„სისტემური ლოქდაუნი არ იქნება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 30 ოქტომბერს, ბრიფინგზე. ის გამოეხმაურა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჩაკეტავს და ამით პროტესტის გამოხატვას შეზღუდვას. პრემიერის თქმით, შესაძლოა კონკრეტული მიმართულებებით „წერტილოვანი ლოქდაუნი“ გვქონდეს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვა არ გამოცხადდება. „ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში აქვს ფასი იმ შემთხვევაში, თუ …

აჭარაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში აჭარაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, მას ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინდამოკიდებული, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. 62 წლის ქალი გარდაიცვალა მედცენტრში. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა …

აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 30 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელდა 258 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 7733 პაციენტი. 30 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი, გარდაიცვალა – 12. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 285-მდე გაიზარდა, ხოლო კორონავირუსისგან ჯამში 19 810 პირი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ის მონაცემებით კარანტინშია 3 070, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 200, კოვიდსასტუმროში კი 2 324 პირი იმყოფება.   

კორონავირუსით აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში – 20. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები ბათუმის და ქობულეთის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული. მათი ასაკი  63-დან 78 წლამდეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, რომლის …

აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 178, გარდაიცვალა – 9. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Exit mobile version