რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ალიშერ ბეისენბაევის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. ალიშერ ბეისენბაევი ყაზახეთის მოქალაქეა. ექსტრადიციის ამ საქმეში დადგენილია, რომ ყაზახურმა მხარემ მიმართა საქართველოს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებაა. ალიშერ ბეისენბაევს ყაზახეთი თაღლითობის ჩადენას ედავება და ამის გამო ეძებდა. საინტერესო ისაა, …
Tag Archives: ოკუპაცია
„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ
„ეს რეალობა უკვე დადგა: ჩვენ ვართ ფეოდალურ, ტოტალიტარულ, კოლონიური გამოცდილებების ნარევი ჰიბრიდის მმართველობის ქვეშ, თანაც მტრულად განწყობილი და ისტორიული მჩაგვრელის, უცხო სახელმწიფოს, რუსეთის გარანტიით,“ – გვესაუბრება ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. მას 26 მაისს „ოცნების“ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გზავნილებზე ვესაუბრეთ: დამოუკიდებლობის დღეს ოკუპაციასა და დაკარგულ ტერიტორიებზე, ასევე, სხვა ეროვნულ ინტერესებზე „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს. „ერთადერთი, რაც ახალი …
Continue reading “„ძალაუფლებას თუ შეინარჩუნებენ, გადავლენ უფრო მასშტაბურ ბოროტებაზე“ – ინტერვიუ”
საკრუიზო კომპანია რუსული გემის ბათუმში შემოსვლას აანონსებს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს
რუსული გემი, რომელსაც 3 წლის წინ პროტესტის ნიშნად დაატოვებინეს ბათუმის სანაპირო, ბათუმში ისევ შემოდის. რუსული გემი Astoria Grande 28 მაისს, დილის 10 საათზე შემოვა. საკრუიზო კომპანიის Astoria Grande-ის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რუსული გემი სოჭიდან 26 მაისს გამოვა, ჯერ ტრაბზონში ჩავა, ხოლო 28 მაისს ბათუმში შემოვა. რუსული გემი ბათუმში ერთი ღამით გაჩერდება. საკრუიზო პროგრამის მიხედვით, რუსული …
როგორ იბრძოლეს 105 წლის წინ ქვეყნის გადასარჩენად – „მითია, რომ არავის უნდოდა ბრძოლა საქართველოსთვის“
„უკანასკნელი პლაცდარმი, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებდა საქართველოს რესპუბლიკა იყო დასავლეთ საქართველოში – გურია და აჭარა. ფრონტის ხაზი გადიოდა რიონის გასწვრივ გურიის მისადგომებთან. ასევე, ბათუმი იყო ქალაქი, სადაც იყო ბაზირებული რესპუბლიკის მთავრობა, მისი დამფუძნებელი კრება, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ევაკუაციით ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, შემდეგ – ბათუმში,“ – 105 წლის ამბებს იხსენებს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი. 1921 წლის 25 თებერვალს …
„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოვემსახურებით“ – რეფორმერ ფიტნესის პასუხი სახალხო დამცველს
„არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს, როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით. თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს. როგორც ჩანს, თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემოგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერებს. გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე.“ – …
დინამო ბათუმის ფან-კლუბი: „მტერი სახელითაც ვიცით – რუსეთი!“
„სამწუხაროა, რომ 2025 წელსაც გვიწევს იმის ახსნა, ვინ არის ის, ვინც კლავს, იტაცებს და ანგრევს, სანამ ჩვენი მიწა თავისუფალი არ იქნება – ჩვენ არ გავჩერდებით!“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც „ბათუმის დინამოს“ ფან-კლუბი „პირატები“ 9 აგვისტოს შემთხვევას ეხმაურება: საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს” ფან-კლუბი „ჯუნგლების“ ინფორმაციით, 9 აგვისტოს გამართულ მატჩზე პოლიციამ ფან-კლუბის წევრებს ჩამოახსნევინა ბანერი, რომელზეც ეწერა „რუსეთი …
Continue reading “დინამო ბათუმის ფან-კლუბი: „მტერი სახელითაც ვიცით – რუსეთი!“”
რუსული სიმღერა, როგორც „ნელი მოქმედების ნაღმი“ – ინტერვიუ
ბათუმში ბევრ ადგილას ისმის რუსული მუსიკა – ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, რესტორანი, ტაქსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი და ა.შ. ასეა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მუსიკა არ უნდა ისმოდეს, მით უფრო იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია. რატომაა მნიშვნელოვანი უარი ვთქვათ რუსულ მუსიკაზე და სწორია თუ არა მოსაზრება, რომ „კულტურა …
Continue reading “რუსული სიმღერა, როგორც „ნელი მოქმედების ნაღმი“ – ინტერვიუ”
რუსულიც ვიცი, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველოში, მათ არ უნდა შევუქმნათ კომფორტი – მოქალაქე
„ჩვენ სულ ვსაუბრობდით ოკუპაციაზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მომიწია უფრო მკაფიოდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია“ – ამბობს ელენე ხაჯიშვილი, მოქალაქე, რომელმაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ „რუსკი კარაბლის“ ფოტო, ცნობილი წარწერით, საკუთარ სამუშაო ოთახში, კედელზე ჩამოკიდა. ელენე თარჯიმანთა ბიუროში მუშაობს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ რუსეთის მოქალაქეები. „მიწევს რუსულენოვან ხალხთან კონტაქტი. მინდოდა მათთვის მეჩვენებინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და …
„დაისაჯონ მკვლელები“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს, 7 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. „არა რუსეთს, დაისაჯონ მკვლელები“ – ამ მოთხოვნით მოქალაქეები რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გააპროტესტებენ. აქციაზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე არ იქნება მიკროფონი და სიტყვით გამოსვლები. ორგანიზატორები მოქალაქეებს სთხოვენ აქციაზე მიიტანონ სანთლები და საქართველოს დროშები. გუშინ, 6 ნოემბერს, გორის …
Continue reading “„დაისაჯონ მკვლელები“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება”
„არ ითამაშო გამყოფი ხაზის მხარეს“ – ამბები მდუმარე სოფლიდან
„გიმნაღურა უდეს ქაგურ ხურჩაქ“ – ხურჩა მგლოვიარე გახდაო, ასე ამბობენ აქაურები, როცა ჩვენი მდგომარეობის აღწერა სურთ. ადამიანი რომ გარდაიცვლება და სიჩუმე ისადგურებს, ეგეთი სიჩუმეა ახლა სოფელში გამსვლელი პუნქტის ჩაკეტვის და მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ,“ – ასე იწყებს საკუთარ სოფელზე საუბარს ხურჩაში მცხოვრები ლია კვარაცხელია. ხურჩა ოკუპირებულ აფხაზეთთან გამყოფ ხაზზე მდებარე სოფელია. ის ორ მდინარეს – ენგურსა …
Continue reading “„არ ითამაშო გამყოფი ხაზის მხარეს“ – ამბები მდუმარე სოფლიდან”
„გეტყვიან… რუსი მოდის, გაიქეცით, უნდა გაიქცე“ – რას ჰყვებიან ხურჩაში მცხოვრები ქალები
მეგრული ოდის ღია კარიდან სოფლის მთავარი გზა ჩანს. ზაფხულის ცხელი დღის სიჩუმეს ავტომობილის ხმა არღვევს. გზაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებმა ჩაიარა. „აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ გზაზე სირბილში გავიზარდეთ. ამ გზაზე დაიკარგა ჩვენი ბავშვობა,“ – ხმაურის შემდეგ ჩამომდგარ სიჩუმეს ისევ არღვევს 42 წლის ლია კვარაცხელია. ლია ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელში ცხოვრობს. მდინარე ხურჩისწყლის მარცხენა მხარეს …
მუდმივი გაქცევა – როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან
„85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. თითქმის ყველა სახლიდან ერთი ადამიანი მაინც არის საზღვარგარეთ წასული. წასულია ჩემი შვილიც. უნივერსიტეტში აკადემიური აიღო, პოლონეთში რომ ემუშავა. გამყოფი ხაზისპირას მცხოვრები ქალები მძიმე შრომას ვწევთ, მაგრამ ჩვენი მოყვანილი პროდუქტის გაყიდვა როცა გვინდა ზუგდიდის ბაზარში, ამ პროდუქტის მუნიციპალურ ავტობუსში ატანის უფლება არ გვაქვს. ტაქსი უნდა დავიქირაოთ. აი, ასე ვცხოვრობთ აქ“, – 52 …
Continue reading “მუდმივი გაქცევა – როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან”
ვის უმღეროდნენ ნუცა ბუზალაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვა ქართველი მომღერლები მოსკოვში
დღეს, 24 ივნისს, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, გიტარისტი – ხვიჩა მაღლაკელიძე, მომღერალი მიშა სულუხია და სხვები, მოსკოვში კონცერტს მართავდნენ. კადრებში ჩანს სოსო პავლიაშვილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია, მეგი გოგიტიძე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეც მართავდა რუსეთში კონცერტებს და ღიად პრორუსი, კრემლის იდეოლოგიის გამტარებელი საქართველოში „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრი, კონსტანტინე მორგოშია. ნუცა ბუზალაძე, …
1 კვირაში რუსეთი „მცოცავ ოკუპაციაზე“ გადავა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი
რუსული ჯარები ხერსონის ოლქის საზღვრებზე არიან გაჭედილი. მათ არც ძალა აქვთ და არც განზრახვა გადაადგილების. ეს მოსაზრება უკრაინული 24-ე არხის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა გამოთქვა. „მათი მთავარი ამოცანაა, დაასრულონ ჩვენი ძალების ალყა, მაგრამ მათი ჯარები უკვე საკმაოდ შესუსტებულია. მე, ზოგადად, ველი, რომ ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, მათ ექნებათ კრიტიკული მდგომარეობა. …
Continue reading “1 კვირაში რუსეთი „მცოცავ ოკუპაციაზე“ გადავა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი”
უკრაინის დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლისთვის შტამპს უკვეთავს, რომელზეც რუსეთი აწერია
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის საბოლოოდ დაამყარებაში – ინფორმაციას დღეს, 3 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს ტელეგრამზე. უწყების ცნობით, პირველ მაისს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ჰენიჩესკში ახლად დანიშნულმა „საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა“ ანდრეი კლოჩკომ რუსეთის დროშა აღმართა, თუმცა მოსახლეობამ „რაშისტული დღესასწაული“ უგულებელყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი …
Continue reading “უკრაინის დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლისთვის შტამპს უკვეთავს, რომელზეც რუსეთი აწერია”
უკრაინამ ხარკოვში 200 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალების საწყობი აღმოაჩინა – ვიდეო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხარკოვის რეგიონში აღმოჩენილია საიდუმლო საწყობი, სადაც 200 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა ინახებოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ მთელი ეს ტექნიკა უკვე გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. წინასწარი მონაცემებით, იქ არსებული დეტალები განკუთვნილი იყო რუსეთის ფედერაციის განადგურებული ტექნიკისთვის, რომლის შეკეთებას რუსი სამხედროები შეტევის დროს აპირებდნენ. „უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობის შედეგად, ხარკოვს …
ესენი რუსეთს დაასწრებენ, არ მივდივართ ნატოშიო – ზაქარეიშვილი „ოცნების“ პოლიტიკაზე
რა ხდება უკრაინაში და როგორ ჩანს საქართველო, როგორც თავადაც ოკუპირებული ქვეყანა დღეს, მსოფლიოს თვალში? – ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ. გუშინ, 25 თებერვალს, პრემიერმა თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლის აზრს ვერ ხედავს და საქართველო არც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. მთავრობის გადაწყვეტილებები მან ეროვნული ინტერესებით ახსნა. უკრაინაში განვითარებული მოვლენები და საქართველო …
Continue reading “ესენი რუსეთს დაასწრებენ, არ მივდივართ ნატოშიო – ზაქარეიშვილი „ოცნების“ პოლიტიკაზე”
უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით
„თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, საქართველოს ოკუპაცია რამდენიმე საათის საქმე იქნება,“ – მიიჩნევს მამუკა მამულაშვილი. ის უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელია და ამ ეტაპზე მოქალაქეებს წვრთნის – როგორ იმოქმედონ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. დღეს, 24 იანვარს, ნატომ [ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია] განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ხომალდებსა და თვითმფრინავებს გაგზავნის. ბოლო თვეების განმავლობაში …
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. „საქართველოს ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე …
Continue reading “რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს”
როგორ ცხოვრობს სოფელი ხურჩა, სადაც რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შეიჭრნენ
სოფელ ხურჩაში 4 თვის წინ რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შევიდნენ და გალიდან გადმოპარული 4 ადამიანი უკან – აფხაზეთში დააბრუნეს. ქართულ მედიაში არაფერი თქმულა, თუ რა ბედი ეწიათ იძულებით წაყვანილებს. ხურჩაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რუსი ჯარისკაცები სოფელს ძაღლებით აღარ დასხმიან თავს. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ამ სოფელში – „ბათუმელების“ რეპორტაჟი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლიდან. „28 წელი …
Continue reading “როგორ ცხოვრობს სოფელი ხურჩა, სადაც რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შეიჭრნენ”
„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი
„ადამიანებს როცა იტაცებენ, ეს ხომ არ არის ნორმა? მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, როცა გვეუბნებიან, რომ ეს არის ნორმა…“ – ამას ერგნეთში მცხოვრები ლიკა კასრაძე ამბობს. იგი არ ეთანხმება მმართველი პოლიტიკური პარტიის მთავარ გზავნილს: ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთადერთი მთავრობა ვართ, რომლის მმართველობის პერიოდში ომი არ მომხდარა და ტერიტორია არ დაგვიკარგავს. ხელისუფლების გზავნილი …
Continue reading “„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი”
გონიოში ჩამოხიეს „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდი, სადაც აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული
დღეს, 29 აგვისტოს, გონიოში პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბილბორდი პროტესტის ნიშნად ჩამოხიეს. „აჭარაში არ დავუშვებთ არასდროს იმას, რომ პატრიოტთა ალიანსმა მოღალატეობრივი და სრულიად უბადრუკი მცდელობებით შეძლოს აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა. მოსახლეობას მივმართავთ, რომ არასდროს არ დაუშვათ და თქვენივე ხელით მოხსენით ნებისმიერი ბანერი, რომელიც გაშვებული იქნება ამ სივრცეებში“, – …
„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერს აჭარაში, მოქალაქეები სამარცხვინოს უწოდებენ
პოლიტიკურმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსი“, გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზათისა და სამაჩაბლოს გვერდით, აჭარაც წითლად არის მონიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. ბანერს აწერია: „დაიცავი აჭარა“. სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის და დავით თარხან მოურავის პარტიის ახალ ბანერს მოჰყვა მყისიერი შეფასებები: „სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ“, „ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის …
Continue reading “„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერს აჭარაში, მოქალაქეები სამარცხვინოს უწოდებენ”
პატიმრობით დაისჯება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, კოდექსს დაემატა ახალი 3431 მუხლი, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით …
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში ადვოკატები შეიკრიბნენ
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში, ევროპის მოედანზე, ადვოკატები შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილებმა ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს. „ადვოკატები მივმართავთ ადვოკატთა საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას, მათ შორის, რუს კოლეგებს და მოვუწოდებთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახს,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა. მისი თქმით, ადვოკატები დღეს საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. ——————————————————– 13 …
Continue reading “ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ბათუმში ადვოკატები შეიკრიბნენ”
14 წლის ბიჭმა ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა კახეთში შშმ პირთა სათნოების სახლისთვის
გიორგი ვენკო თოთხმეტი წლისაა, ლევან ვენკო კი – თორმეტის. გარდა იმისა, რომ ძმები არიან, მათ ერთი დიდი საერთო აქვთ – ორივე ქველმოქმედია. გიორგისა და ლევანს დედა ქართველი ჰყავთ, მამა – ჰოლანდიელი და ჰოლანდიაში ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც დედისგან გიორგიმ კახეთში „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ შეიტყო, 12 წლის ბიჭმა სკოლაში საქველმოქმედო აქცია მოაწყო, …
პრეზიდენტი ანწუხელიძის დაბადების დღეს გამოეხმაურა, საოკუპაციო ხაზთან გატაცებულებს – არა
„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. 24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა. მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს“, – ეს ტექსტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ისე როგორც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ დღეს საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულ ერთ და გუშინ გატაცებულ 7 ადამიანთან …
პრემიერისა და პრეზიდენტის დუმილი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. სამხედროები სოფელში 2019 წლის 7 აგვისტოს გამოჩნდნენ და რამდენიმე ძელი აღმართეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, 14-15 აგვისტოს, დაწყებული სამუშაოები განაახლეს და ძელებზე ლითონის ბადე გაავლეს. შედეგად, ორი ოჯახის ქონება, რომლებსაც სახლები აგვისტოს ომის დროს დაენგრათ, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა. ამ დრომდე, 16 აგვისტო, დილის 12:00 საათი, …
ჯანდაცვის სამინისტროში ამ დრომდე არ იციან ზუსტად რამდენი პირი დაშავდა წუხელ აქციაზე
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე [11:30] არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია გუშინ საღამოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაშავებული პირების შესახებ. აქციის დაშლის მიზნით, პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოქალაქეებს რეზინის ტყვიები დაუშინა, ასევე გაუშვა ცრემლსადენი გაზი. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, კლინიკაში შევიდა 24 პაციენტი, აქედან ექვს პაციენტს დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია, ორი ოპერაცია დასრულდა თვალის ამოღებით, დანარჩენზე მიმდინარეობს კვლევები, …
როგორ მუშაობს რუსული რბილი ძალა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის – ინტერვიუ
საქართველოში მეორე დღეა მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელიც დღეს, 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართვით დაიწყო საქართველოს პარლამენტიდან. გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას რუსულ ენაზე. საზოგადოება საპროტესტო აქციებით გამოეხმაურა რუსული დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა რუს დეპუტატს საშუალება აღარ მისცეს, ისევ ჩამჯდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „არ იცოდნენ“, რაც …
„მრცხვენია!“ – ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავა რუსი დეპუტატის პარლამენტში ყოფნაზე
პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან თამარ ხულორდავა „ბათუმელების“ კითხვას – რატომ ზის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი და რატომ მიმდინარეობს რუსულ ენაზე ასამბლეა? გვწერს: „აბა რა გითხრათ…“ ხულორდავამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის წერს: „ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ალბათ უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ …
სად არიან ქართველი დეპუტატები, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი ზის
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც ესწრება. დღეს რუსი დეპუტატი გავრილოვი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, საიდანაც სხდომას რუსულ ენაზე წარმართავდა. რატომ მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში სხდომა რუსულ ენაზე და რატომ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? – „ბათუმელები“ ამ კითხვაზე პასუხის მოპოვებას ცდილობს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებისგან, ასევე, სხვა პარტიების წარმომადგენლებისგან. ამ შინაარსის …
გიდები საქართველოს სიმბოლიკის დამახინჯებას ბათუმშიც გააპროტესტებენ
21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მომუშავე გიდები მასშტაბურ აპოლიტიკურ აქციას აანონსებენ. ამ დღეს ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გიდები უფასო „ქალაქის ტურებს“ ჩაატარებენ და აქცია-პერფორმანსს მოაწყობენ სახელწოდებით „ეს საქართველოა“. გიდები ამ ფორმით აპროტესტებენ სახელმწიფო სიმბოლიკის – საქართველოს რუკის დამახინჯებას. „საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი ქვეყნის გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა! #ესსაქართველოა #ძალაერთობაშია“, …
Continue reading “გიდები საქართველოს სიმბოლიკის დამახინჯებას ბათუმშიც გააპროტესტებენ”
ბათუმის ბულვარში რუსეთის დროშა გამოფინეს [ვიდეო]
ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი რესტორნის შენობაზე რუსეთის დროშა ფრიალებს. დროშები დღეს გამოფინეს. ადგილზე რუსეთის დროშის გამოფენა მოქალაქე შოთა კვანტალიანმა გააპროტესტა, რომელიც ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა. მისი თქმით საქართველოში ოკუპანტის დროშის გამოფენა მიუღებელია და ვერანაირი მიზეზი, „მათ შორის ვერც ტურისტების მოზიდვა, ამას ვერ გაამართლებს.“ ადგილზე გამოფენილია ასევე აჭარისა და უკრაინის დროშები, ჯერჯერობით საქართველოს დროშა გამოფენილი არ არის. „ბათუმელები“ …
Continue reading “ბათუმის ბულვარში რუსეთის დროშა გამოფინეს [ვიდეო]”
აცნობე მსოფლიოს, რომ რუსეთი ოკუპანტია – პროტესტი სამოგზაურო დაზღვევით
„ოკუპაციასთან ბრძოლა შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებით, აცნობე მსოფლიოს, რომ შენი ქვეყნის 20%-ი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – ამ შეტყობინებებით ეხმაურება „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აგვისტოს ომიდან 10 წლისთავს. სადაზღვევო კომპანიის ანტიოკუპაციური აქცია ასე მოქმედებს: ავსებთ სამოგზაურო დაზღვევის ელექტრონულ ანკეტას და როცა სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერსა თუ სხვა საჭირო ინფორმაციას შეიყვანთ შესაბამის ველში, ჩნდება მოსანიშნი გრაფა წითელი წარწერით: „ვადასტურებ, …
Continue reading “აცნობე მსოფლიოს, რომ რუსეთი ოკუპანტია – პროტესტი სამოგზაურო დაზღვევით”
დაშვებული დროშები ბათუმში – ოკუპაციის დღე
ბათუმის მერიის შენობაზე, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის დაკავშირებით, დროშები დაშვებულია. შავი ლენტები აქვს დროშებს აჭარის მთავრობისა და საკონსტუტუციო სასამართლოს შენობებზე. საქართველოს მთავრობის ცნობით, დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.