მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარში რუსეთის დროშა გამოფინეს [ვიდეო]

24.11.2018
ბათუმის ბულვარში რუსეთის დროშა გამოფინეს [ვიდეო]

ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი რესტორნის შენობაზე რუსეთის დროშა ფრიალებს.  დროშები დღეს გამოფინეს. ადგილზე რუსეთის დროშის გამოფენა მოქალაქე შოთა კვანტალიანმა გააპროტესტა, რომელიც ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა. მისი თქმით საქართველოში ოკუპანტის დროშის გამოფენა მიუღებელია და ვერანაირი მიზეზი, „მათ შორის ვერც ტურისტების მოზიდვა, ამას ვერ გაამართლებს.“

ადგილზე გამოფენილია ასევე აჭარისა და უკრაინის დროშები, ჯერჯერობით საქართველოს დროშა გამოფენილი არ არის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შენობის მეპატრონეს რამაზ ცეცხლაძეს, რომელმაც სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ შენობა იჯარით აქვს გაცემული.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/576325232832819/?__xts__[0]=68.ARCYaN00KLU-MCMZ1Y382jERlkKn20_M4x_41asng_9i6F9BnHvrbf7OoLc-nULUCyJ_vf-BSUdmdSzaMjuGttC4vOPapdN2HDw5bNvZauGsgX6iwRsGZuK5y7oY_9LioAQPXTPavmlJW6POInt0D8MpPIFrdKHN-hNeo4TWK1RABiKanEF3exGqaeX7hOOx3Gv6klJ96O_PYuYuV2yA5CbJ4izfXA2l9fsvHB9asJvIkYbLWeasgeJ6UTABfsHBiyr9ArkA0K-Z8tQie5TuqYACtYjIDG9snAkA-eEM8PTJrHij1seRHKJm5rw4di_gqsddFjE0tQs8xqHMvewq_mmWUbmikqRH_NQ&__tn__=-R

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: