მთავარი,სიახლეები

„მრცხვენია!“ – ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავა რუსი დეპუტატის პარლამენტში ყოფნაზე

20.06.2019
„მრცხვენია!“ – ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავა რუსი დეპუტატის პარლამენტში ყოფნაზე

პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან თამარ ხულორდავა „ბათუმელების“ კითხვას – რატომ ზის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი და რატომ მიმდინარეობს რუსულ ენაზე ასამბლეა? გვწერს: „აბა რა გითხრათ…“

ხულორდავამ  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის  წერს: „ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ალბათ უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასამბლეა პარლამენტის შენობაში იმართებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ გუშინდლამდე არც ის ვიცოდი, რომ მას ეს რუსი დეპუტატი გავრილოვი ხელმძღვანელობდა“.

დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსულად გაუძღვა სხდომას.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/373314/?fbclid=IwAR0GMdeWv6WOAaNNKSO8Q7Ny9E9jNK2L59DAS1ALHhPBgXPNk8cC0xN85TE

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: