„დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის მნიშვნელობა არა აქვს მძიმე შედეგის დადგომას. მაგალითად, ძალადობას შესაძლოა არ მოჰყვეს ფიზიკური ტკივილიც კი. ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას შესაძლოა არ მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზიანი და ა.შ,“ – ამ სახის განმარტება დასჭირდა მოსამართლე თათია გოგოლაურს „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“. მოსამართლის განმარტება განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როცა ამავე მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენის მიხედვით, …
Tag Archives: ნამახვანჰესი
„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შესასწავლად მთავრობა 70 800 აშშ დოლარს დახარჯავს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით, იურიდიულ მომსახურებას ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის ღირებულება 70 800 აშშ დოლარია. „მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური საერთაშორისო იურიდიული კომპანიისაგან; ხოლო იმ ფონზე, როცა მაღალი რეიტინგის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები თავს იკავებენ …
Continue reading “„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შესასწავლად მთავრობა 70 800 აშშ დოლარს დახარჯავს”
არ გავაგრძელებთ ნამახვანჰესის პროექტს იმ პირობებით, რა პირობებითაც ის მემკვიდრეობით დაგვხვდა – ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს ქუთაისში იმყოფება, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს ჰესი „იმ პირობებით, რა პირობებითაც ის მემკვიდრეობით დაგვხვდა, არ გავაგრძელებთ“. მთავრობის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა და მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ; იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის და დაგვხვდა ის …
„ახლა, წესით, მიწას უნდა ვამუშავებდე, მე კი აქ ვდგავარ“ – მაკა სულაძე
„რიონის ხეობის მცველებმა“ უკვე 200-ზე მეტი ღამე ღია ცისქვეშ მოწყობილ კარვებში გაათიეს პროტესტის ნიშნად. ძირითადი კარავი ახლა გუმათის დასახლებაში მოწყობილ ბარიკადებთანაა გაშლილი, სადაც ხეობის მცველთა ერთი ჯგუფი ათევს ღამეს. მათი სახლები ბარიკადებს მიღმა დარჩა, სადაც საპოლიციო ძალები პროტესტის მონაწილეებს არ უშვებენ, შესაბამისად დაუმუშავებელი რჩება მათი მიწები და მოუვლელია სახლ-კარი. აქციის მონაწილე მაკა სულაძემ გვითხრა, რომ …
Continue reading “„ახლა, წესით, მიწას უნდა ვამუშავებდე, მე კი აქ ვდგავარ“ – მაკა სულაძე”
ნამოხვანში დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო
ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში დაკავებული საპროტესტო აქციის მონაწილე რვავე პირი უკვე გაათავისუფლეს. მათი თქმით, დაკავებულების სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. წუხანდელი დაკავებების მიუხედავად, მთელი დღე რიონის ხეობის მცველებმა გუმათის დასახლების შესასვლელთან, კომპანია „ენკას“ ოფისთან გაატარეს. ისინი მობილიზებულები იყვნენ, რომ არ გაეტარებინათ კომპანიის სპეცტექნიკა, თუმცა მსგავსი ტექნიკა გუმათის დასახლებაში არ გამოჩენილა. გუმათში განთავსებული …
Continue reading “ნამოხვანში დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო”
ქვიარსოლიდარობა რიონის ხეობას – პოლიციამ ბანერის დაზიანებაზე მოკვლევა დაიწყო
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეებისადმი ჩადენილი ძალადობის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ მოკვლევა დაიწყო. საუბარია 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტზე, როცა ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრმა, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა, მომხრეებთან ერთად, ქვიარსოლიდარობის გამომხატველი ბანერი გადატეხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანებს, რომლებსაც ბანერი ეჭირათ. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტის, ციალა რატიანის განმარტებით, …
Continue reading “ქვიარსოლიდარობა რიონის ხეობას – პოლიციამ ბანერის დაზიანებაზე მოკვლევა დაიწყო”
„მე გადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ – მოქალაქეების კამპანია ფეისბუქში
ფეისბუქში მოქალაქეებმა კამპანია დაიწყეს ჰეშთეგით – „მე გადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის“. კამპანიის მიზანია იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ ვინ აფინანსებს რიონის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგეთა სამოქალაქო მოძრაობას. „როგორც იცით, უკანასკნელ დღეებში გაჩნდა კითხვები რიონის ხეობის მოძრაობის ფინანსების შესახებ. მთავრობის მიერ დაფინანსებული ფეისბუქ გვერდები და გარკვეული მედია ამ მიმართულებით მოძრაობის დისკრედიტაციას ცდილობენ. როგორც იცით, რიონის ხეობის მოძრაობას …
Continue reading “„მე გადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ – მოქალაქეების კამპანია ფეისბუქში”
რიონის ხეობაში რკინის ღობე ისევ აღმართეს
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, იქ, სადაც ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვებია გაშლილი, პოლიციამ რკინის ჯებირები დააბრუნა. რიონის ხეობაში მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია. ყველა შემსვლელს პოლიცია აკონტროლებს. “ბათუმელები” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. დავინტერესდით რის საფუძველზე აღმართეს ხეობაში რკინის ჯებირები. შსს-ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. რკინის ჯებირები რიონის ხეობაში პირველად 14 აპრილს აღმართეს. სახელმწიფო ამ გზით ცდილობს ხეობაში …
„პირველივე დღიდან ჩვენ გვერდით არიან ძალიან განსხვავებული ადამიანები“ – მარიტა მუსელიანი
დღეს, 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ლიდერი, მარიტა მუსელიანი თბილისში, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას იმ ძალადობრივ შემთხვევებს გამოეხმაურა, რომლებიც აქციაზე მისულმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წევრებმა თბილისში გამართულ აქციებზე ჩაიდინეს. საუბარია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე წინა დღეებში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, როცა მამა-შვილმა ფალავანდიშვილებმა ჯერ ქვიარსოლიდარობის გამომხატველი ბანერი გადატეხეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ადამიანებს, რომლებსაც ბანერი ეჭირათ. მეორე …
ნამახვან ჰესზე დასკვნებს არ ასაჯაროებენ იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები – საჩივარი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებისგან ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების თაობაზე მათი დასკვნების გასაჯაროებაზე უარს ადმინისტრაციული საჩივრითა და სასამართლოს გზით ასაჩივრებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების მიერ მომზადებული დასკვნები საჯარო ინფორმაციაა. „ამ დასკვნების შინაარსთან დაკავშირებით არსებობს უკიდურესად მაღალი საჯარო ინტერესი და მათი ამ დრომდე დახურულობა მიანიშნებს იმაზე, რომ მიუხედავად მოჩვენებითი ღიაობისა …
არ ვაპირებთ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან – გოლეთიანი
„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ კატეგორიულად გამორიცხავენ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან. გოლეთიანმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ რიონის ხეობის მცველები აპირებენ შეურთდნენ ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ აქციას 16 მაისს. „არაერთგზის გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება და გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ გავერთიანდეთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ზოგადად, არ მივიჩნევთ, რომ …
Continue reading “არ ვაპირებთ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან – გოლეთიანი”
სახელმწიფო ვალდებულია გამოიკვლიოს ნამახვანჰესის მშენებლობის შედეგები – არასამთავრობო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი [ყოფილი [EMC] ნამახვანჰესზე გაცემულ დადებითი ეკოლოგიური დასკვნის სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს. ამ ანალიზის მიხედვით, ნამახვანჰესის პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვა შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი გარემოსდაცვითი პრინციპების უხეშ დარღვევებს ააშკარავებს. კერძოდ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაირღვა საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის მოთხოვნები. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არსებული კვლევები დაუსაბუთებელია და ვერ აღწერს პროექტის …
ბათუმის სასამართლომ გაათავისუფლა სოლიდარობის აქციაზე დაკავებული აქტივისტი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 25 აპრილს, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა გუშინ, ბათუმში ჰესის წინააღმდეგ გამართულ სოლიდარობის აქციაზე დაკავებული აქტივისტი ალბერტ არაქელოვი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ამავე თემაზე: ბათუმში 1 პირი დააკავეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სოლიდარობის აქციაზე არაქელოვმა ერთი ღამე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საქმე შეწყვიტა. ალბერტ არაქელოვის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.
ბათუმში 1 პირი დააკავეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სოლიდარობის აქციაზე
მას შემდეგ, რაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა, რომ რიონის ხეობაში შეკრებილი აქციის მონაწილეები ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩის პიკეტირებისთვის დაიძრნენ, ბათუმშიც სცადეს „სიმბოლურად“ გადაეკეტათ ქუჩა. სწორედ ამ დროს, ზებრა გადასასვლელზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებული DJ ბაბა. ის პოლიციის უხეში ზემოქმედების შედეგად სავარაუდოდ დაშავდა. „სალტო გააკეთებინეს და წააქციეს“, – ამბობენ …
Continue reading “ბათუმში 1 პირი დააკავეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სოლიდარობის აქციაზე”
ბათუმში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების სოლიდარობის აქცია გაიმართება
დღეს, 24 აპრილს, 4:00 საათზე ბათუმში, ერას მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდგეგეების სოლიდარობის აქცია გაიმართება. დღეს აქტივისტებმა გაავრცელეს ასევე ინფრომაცია, რომ 23 მაისს საპროტესტო აქციას თბილისში გეგმავენ. “ხელისუფლებამ პრაქტიკულად გადაჭრით გვითხრა უარი დიალოგის გაგრძელებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ არ შესრულდა პირობები, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ კონსტრუქციული დიალოგისთვის… ამიტომ, მოგვიწევს, გადავიდეთ მოქმედების იმ გეგმაზე, რასაც ვაანონსებთ დიდი ხანია”, — განაცხადა …
Continue reading “ბათუმში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების სოლიდარობის აქცია გაიმართება”
გოლეთიანი წულუკიძეების საქმეზე: მუსლიმი ძმების უარყოფითი განწყობა მოწინააღმდეგების ინტერესშია
„ის, რაც ჩვენ გვაზიანებს, არის ის, რომ ჩვენს მუსლიმ ძმებს ჩვენი მისამართით უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდათ, ეს არის დამაზიანებელი მოძრაობისთვის, ამ საქმისთვის, ამიტომ ეს შედის ჩვენი მოწინააღმდეგების ინტერესებში და მათგან არის მართული,“ – მიმართა დღეს, 16 აპრილს ფეისბუქლაივით რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა დაკავებულ წულუკიძეებს და ჭელიძეებს, რომლებიც 12 აპრილს ნამახვენჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, 15 …
ქუთაისის პოლიციასთან ძმები წულუკიძეების და კიდევ 4 პირის გათავისუფლებას ითხოვენ – Live
ქუთაისის სამხარეო პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ 6 პირის და, მათ შორის, ძმები წულუკიძეების დაკავებას აპროტესტებენ. ისინი 15 აპრილს დააკავეს. ფირუზ და რეზო წულუკიძეს, ასევე კიდევ 4 ბრალდებულს დღეს, 16 აპრილს, წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან …
რიონის ხეობის მცველებს მხარს უჭერენ ავსტრიაში მცხოვრები ქართველები
ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და საპროტესტო აქცია გამართეს. „ბრძოლა ღირსებისთვის”, „სახალხო ინტერესი პირად ინტერესებზე მაღლა! ყველამ ერთად განვსაზღვროთ ქვეყნის ენერგოპოლიტიკა“, „საქართველო არის ხალხის და არა რომელიმე მთავრობის საკუთრება”, „რიონის ხეობა საფრთხეშია”, „არა ნამახვანჰესს!” – წერია პოსტერებზე, რომლებსაც ავსტრიაში მცხოვრები ქართველები ავრცელებენ სოციალურ ქსელში. „ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რიონის ხეობის მცველებს. …
Continue reading “რიონის ხეობის მცველებს მხარს უჭერენ ავსტრიაში მცხოვრები ქართველები”
გვაქვს ეჭვი, რომ ბათუმიდან ჩამოსულები წამოაგეს პროვოკაციას – ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილე
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მირზა ნოზაძე ამბობს, რომ აჭარიდან სოფელ გუმათში, აქციაზე ჩასულ ჯგუფს, რომლის 6 წევრიც დღეს დააკავეს ბათუმში, აქციაზე ყოფნისას ვერ შენიშნეს ვერც აგრესია და ვერც დესტრუქციული ქმედების სურვილი. დაკავებულია 6 პირი, მათ შორის არიან ძმები წულუკიძეები – შსს როგორც მირზა ნოზაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბათუმიდან …
„ჩვენ წინააღმდეგ მზადდება დიდი პროვოკაცია“ – ვარლამ გოლეთიანი
„ახლა აქ მზადდება დიდი პროვოკაცია, ამიტომ რასაც ჩვენ გთხოვთ, უპირობოდ გამოგვყევით“, – მიმართა ვარლამ გოლეთანმა აქციის მონაწილეებს. მან თანამებრძოლებს მოუწოდა ტერიტორია დატოვონ და ქუთაისისკენ დაიძრნენ. რიონის ხეობის მცველთა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხეობაში თავს იყრიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, რამაც შესაძლოა მათ პროტესტს საფრთხე შეუქმნას. დღეს ხეობაში ჩავიდა ულტრამემარჯვენე მოძრაობა …
Continue reading “„ჩვენ წინააღმდეგ მზადდება დიდი პროვოკაცია“ – ვარლამ გოლეთიანი”
მთავრობა ნამოხვანში კიდევ 23 176 კვ/მეტრ მიწას აძლევს კომპანიას სიმბოლურ ფასად
ამ წუთებში, როცა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ ხეობაში აქციას მართავენ, სახელმწიფო უწყება ჰესის მშენებელი კომპანიისთვის მიწის ახალი ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებაზე მუშაობს. მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანთან, დამატებით 23 176 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები გადასცა. ხეობაში შპს „ენკა რინიუებლზი“ სხვა მიწის ნაკვეთებსაც ფლობს საკუთრებაში, ხოლო ამავე ხეობის საკმაო ტერიტორიები …
Continue reading “მთავრობა ნამოხვანში კიდევ 23 176 კვ/მეტრ მიწას აძლევს კომპანიას სიმბოლურ ფასად “
მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე – შსს
ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ გუმათში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. შს სამინისტრო აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. „შინაგან …
Continue reading “მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე – შსს”
დაპირისპირება რიონის ხეობაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის
ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ გუმათში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები „გუმათჰესთან“ მდებარე ბლოკპოსტთან იყვნენ მისულები, ისინი ითხოვდნენ გზის გახსნას, რომ გზა გაეგრძელებინათ სოფელ ნამოხვანისკენ. აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის გამოსვლის დასრულების შემდეგ პოლიცია ფიზიკური ძალით შეეცადა აქციის მონაწილეები გაეწია უკან, რის შემდეგაც დაიწყო დაპირისპირება. რამდენიმე მოქალაქე პოლიციამ ადგილს განარიდა. ამ დროისათვის [16:00 …
Continue reading “დაპირისპირება რიონის ხეობაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის”
„ეს არის რეპრესიული პოლიტიკა“ – მესამე სექტორი რიონის ხეობაში კარვების დაშლაზე
დღეს, 12 აპრილს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს. „ხელისუფლების ეს ჩარევები არაკონსტიტუციურია,“ – მიიჩნევს ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნამოხვანში საპროტესტო აქციის შეზღუდვასა და კარვების დაშლაზე. „თუ ელოდება პოლიცია, რომ რიონის დონემ უნდა აიწიოს და საფრთხე შეექმნებათ პროტესტის მონაწილეებს, მაშინ რატომ არ ხდება სამშენებლო ბანაკებიდან თანამშრომელის ევაკუაცია? …
Continue reading “„ეს არის რეპრესიული პოლიტიკა“ – მესამე სექტორი რიონის ხეობაში კარვების დაშლაზე”
ნამოხვანში ჟურნალისტების არ შეშვებას ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ნამოხვანში ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტს ეხმაურება. ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს „არ ჩაერიონ ჟურნალისტურ საქმიანობაში და მედიას შეუქმნან შესაბამისი სამუშაო პირობები“. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები კი შინაგან საქმეთა სამინიტროს მოუწოდებენ იმოქმედოს ნამოხვანში მიმდინარე პროცესების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით. „დღეს, 2021 წლის 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან …
დაბრუნდით კანონის ჩარჩოებში – არასამთავრობო შსს-ს მიმართავს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ნამოხვანში კარვების აღებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს “მათ მიერ მიღებული ზომები დაუყოვნებლივ დააბრუნოს კანონის ჩარჩოებში”. „[შსს-მ] უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრების, გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს: მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა …
Continue reading “დაბრუნდით კანონის ჩარჩოებში – არასამთავრობო შსს-ს მიმართავს”
ნამოხვანში ჟურნალისტებს არ უშვებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამოხვანში (იქ სადაც კარვებია გაშლილი და რომლის დაშლასაც პოლიცია აპირებს) წასვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გვიშვებენ. გვეუბნებიან, რომ ვერ მოგვცემენ გადაადგილების უფლებას. თუ რაიმე კითხვით მიმართავ და სიღრმეში შეხვალ, მერე …
სოფელში არ უშვებენ ნამახვანიჰესის პროტესტის ორგანიზატორებს – შსს კარვებს შლის
პოლიცია ამ დრომდე არ აძლევს გადაადგილების უფლებას „რიონის ხეობის მცველებს“ – ვარლამ გოლეთიანს და მარიტა მუსელიანს სოფელ ნამოხვანის მიმართულებით. შსს-ს წარმომადგენლებმა ისინი სოფელ გუმათთან გახსნილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გააჩერეს. „ფაქტი არის სახეზე, რომ ცდილობენ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას. ამას გვეუბნებიან ამ მოქმედებით. არ აინტერესებთ ჩვენი აზრი. ძალაუფლება აქვთ და ამ ბერკეტს იყენებენ ბოლომდე,“ – თქვა ვარლამ …
Continue reading “სოფელში არ უშვებენ ნამახვანიჰესის პროტესტის ორგანიზატორებს – შსს კარვებს შლის”
ვემზადებით აქციისთვის თბილისში, ხელისუფლებამ საღად უნდა შეაფასოს პროცესი – გოლეთიანი
„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის ორგანიზატორები ემზადებიან დიდი დემონსტრაციისთვის თბილისში, პარლამენტის წინ. გოლეთიანის თანახმად, აქცია თბილისში გაიმართება იმ შემთხვევაში, თუკი „ნამახვანჰესის“ გარშემო მოვლენები კვლავ ისე გაგრძელდება, როგორც ამ დრომდე ვითარდება, — კომპანია არ შეწყვეტს სამუშაოებს და მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ. ჯერჯერობით აქციების ორგანიზატორებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული თარიღი, როდის …
სამინისტრო 30 ათას ლარს დახარჯავს „ახალი ჰესებისადმი რადიკალური განწყობის განსამუხტად“
„მოსახლეობის ენერგოპროექტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა“ და ახალი ჰესებისადმი „საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში შექმნილი რადიკალური განწყობილების“ განმუხტვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოციალურ ქსელ „facebook“-ზე გვერდი – „ენერგომომავალი“ შექმნა. გვერდი რამდენიმე დღის წინ, 2021 წლის 19 მარტს შეიქმნა. ფეისბუქრეკლამაში კი წელს 30 000 ლარი დაიხარჯება. „ქვეყნის მოსახლეობის ენერგოპროექტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა და მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის ფონზე, …
„ვერ შევთანხმდებით“ – თურნავა ნამახვანი ჰესის პროტესტის მონაწილეებზე
დღევანდელ [18 მარტი] ბრიფინგზე ნამახვანი ჰესის პროექტზე საუბრის დროს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირთან ასოცირება ახსენა. „ნამახვანჰესის პროექტი არის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი ამ თვალსაზრისით. მოგახსენეთ კიდევაც, რომ ევროკავშირთან ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წყალქვეშა კაბელი უნდა აშენდეს იმისთვის, რომ ჩვენგან მწვანე ჰიდროენერგია მიეწოდოს ევროკავშირს და ეს არის …
Continue reading “„ვერ შევთანხმდებით“ – თურნავა ნამახვანი ჰესის პროტესტის მონაწილეებზე”
ქუთაისში „ნამახვანი ჰესის“ საპროტესტო აქციაზე ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
დღეს, 14 მარტს, ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. ათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა შეკრებილი და მთავრობისგან ითხოვს, შეაჩეროს ჰესის მშენებლობა. დღეს გაჟღერდა ახალი მოთხოვნაც – თანამდებობა დატოვოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ ხალხმრავალი აქცია ქუთაისში 2 კვირის წინაც გაიმართა. მოსახლეობა ითხოვს კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელ …
დეპუტატი წუხს, რომ მინისტრები მის სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს არ პასუხობენ
ნამახვანიჰესთან დაკავშირებით მინისტრებს – ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომაზე უსმენენ დეპუტატები და საკითხით დაინტერესებული პირები. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ მინისტრებს იმაზე უსაყვედურა, რომ ისინი დეპუტატის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ბეჟან წაქაძე: „მე შეხვედრა მქონდა ჩემს ამომრჩეველთან, რომლებიც ტყიბულის აი იმ …
Continue reading “დეპუტატი წუხს, რომ მინისტრები მის სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს არ პასუხობენ”
მოქალაქეებმა დატოვეს დარბაზი, სადაც ნამახვანჰესზე მინისტრები შეხვედრას მართავენ
„კი, მაგრამ ეკონომიკის გაკვეთილს გვიტარებთ თუ პრობლემაზე ლაპარაკობთ?“ – ამ სიტყვებით დატოვა ერთ-ერთმა მოქალაქემ მინისტრებთან შეხვედრა, რომელიც ცაგერში იმართება ნამახვანი ჰესის თემაზე. „მივალ, მივალ პრობლემამდე,“ – უთხრა მოქალაქეს პასუხად ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. შეხვედრა ცაგერში, რომელსაც ნათია თურნავასთან ერთად მისი კოლეგა ლევან დავითაშვილიც ესწრება, ამ წუთებშიც [14:00 საათი] გრძელდება. მინისტრები მას ნახევრად ცარიელ დარბაზში მართავენ, …
Continue reading ” მოქალაქეებმა დატოვეს დარბაზი, სადაც ნამახვანჰესზე მინისტრები შეხვედრას მართავენ”
რატომ ახსენებს თურნავა ნამახვანი ჰესზე საუბრისას საბჭოთა ელექტროსადგურებს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის კონტექსტში ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობს. მინისტრის თქმით, ქვეყნის ენერგოსისტემა „მორალურადაც და ფიზიკურადაც ამორტიზებულია“. „საქართველოში ყველა არსებული ელექტროსადგური რომ შევკრიბოთ, ეს არის დაახლოებით 4500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე. აქედან 70 % ანუ 3100 მეგავატზე მეტი, არის აშენებული საბჭოთა პერიოდში. ანუ ეს არის უკვე მორალურადაც და ფიზიკურადაც ამორტიზებული სადგურები. შესაბამისად, ჩვენი მთავარი …
Continue reading “რატომ ახსენებს თურნავა ნამახვანი ჰესზე საუბრისას საბჭოთა ელექტროსადგურებს”
“ნამახვანი ჰესი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია” – ნათია თურნავა
„მინდა ვთქვა, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის შეკითხვები მოსახლეობაში, ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით,“- განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანი ჰესის შესახებ. დღეს, 4 მარტს, საქართველოს მთავრობაში რამდენიმე განცხადება გაკეთდა ნამახვანი ჰესის შესახებ. ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც, რომელმაც გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს ნამახვანში …
Continue reading ““ნამახვანი ჰესი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია” – ნათია თურნავა”