საქართველო 100 000 დოზა ჩინურ ვაქცინას მომდევნო კვირას მიიღებს, რა ვიცით მის შესახებ

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზას კვირის ბოლოს ჩამოიტანენ. ჩინურ “სინოფარმს” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დროისთვის მინიჭებული არ აქვს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინის ჩამოტანის შემდეგ ჯანმოსთან კონსულტაციებს გააგრძელებენ იმის შესახებ, დაელოდონ მარეგულირებელის მიერ პრეპარატის ავტორიზაციას, თუ უნგრეთის მსგავსად დაიწყონ მისი გამოყენება. …

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ ვაქცინაციას ჩავუტარებთ – მინისტრი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციის ჩატარებას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. მინისტრის თქმით, აცრის ჩატარებას შეძლებენ სამედიცინო სფეროში დასაქმებული და 65 წელს გადაცილებული პირები. „რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო. ვინაიდან ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან. სქემა, დამატებითი, რომელზეც შევთანხმდით …

რითი განსხვავდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები

საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა შემოტანილი – ბრიტანულ-შვედური ფირმა „ასტრაზენეკა“ და გერმანულ-ამერიკული „ფაიზერი“. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია მედიცინის მუშაკებისთვის. ვაქცინაციის გეგმით, ასევე გათვალისწინებულიa 65 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა. თუმცა ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის ჯერჯერობით მხოლოდ „ასტრაზენეკაა“ ხელმისაწვდომი, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან აცრიან მათ. ეფექტურობა ასტრაზენეკა: 76% ეფექტურობა სიმპტომური COVID 19-ის წინააღმდეგ; 100% ეფექტურობა მძიმე …

საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა გამოყოფილი – Covax

Covax პლატფორმაზე ვაქცინების განაწილების პირველი რაუნდის დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნების და მათთვის განკუთვნილი ვაქცინების დოზებია გაწერილი. ვაქცინების დოზები 139 ქვეყანას 2021 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში უდნა მიეწოდოს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა განკუთვნილი. დოკუმენტშივე მითითებულია, რომ ცხრილი განახლდება ამ კვირის ბოლოს, სადაც მითითებული იქნება 2021 წლის თებერვალი-მარტისა და აპრილი-მაისისთვის გამოყოფილი …

სად არის კოვიდის ვაქცინა? – მთავრობის განმარტება

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა. გამყრელიძის თქმით, იმის გამო, რომ  ვაქცინის გარკვეული დოზა ზოგიერთ ქვეყანას შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვის გამო გაუფუჭდა, რამდენიმე დღის წინ „ფაიზერმა“ ახალი პირობები წაუყენა საქართველოსა და იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინა „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით უნდა შესულიყო. „ჯერ …

ბათუმის რესპუბლიკურს ეყოლება 3 ამცრელი ბრიგადა – კოვიდზე აცრის ჩატარების წესი

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრების ჩასატარებლად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად მზად არის. კლინიკა ჯერჯერობით ერთადერთია აჭარაში, რომელიც ვაქცინაციას ამ ვაქცინით ჩაატარებს. „ფაიზერის“ ვაქცინა -70/-80​0C ტემპერატურის პირობებში ინახება. „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეყოლება სამი ამცრელი ბრიგადა. კლინიკაში უკვე მზად არის სპეციალური კაბინეტები, სამაცივრო სისტემები, უახლოეს დღეებში პერსონალს ჩაუტარდება ტრენინგი. „ფაიზერის“ ვაქცინას კი ჩვენი სამმართველო მიაწვდის. რაც შეეხება სხვა …

რატომ შემცირდა სეზონური გრიპის შემთხვევები?

სეზონური გრიპის ვირუსი, რომელიც ყოველწლიურად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მილიონობით ადამიანის ავადობას იწვევს, წელს გაცილებით უფრო ნაკლებად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ვიდრე გასულ წლებში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (ჯანმო) იუწყება. “COVID 19-ის მიმდინარე პანდემიამ სხვადასხვა მასშტაბით იმოქმედა მსოფლიოში სეზონური გრიპის ვირუსის ცირკულაციის შემცირებაზე. კერძოდ SARS-CoV-2 ვირუსის გადაცემის შემცირების მიზნით, ქვეყნების მიერ …

კორონავირუსის ვაქცინის შესანახი მაცივარი 3 ქალაქში გვაქვს – ჯანდაცვის სამინისტრო

„ჩინური ვაქცინის შემოტანა არ განიხილება,“ – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ჯანდაცვის  სამინისტრო ამ ეტაპზე განიხილავს მხოლო პფაიზერის ვაქცინას, მოდერნას და ასტრაზენეკას. „რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მზაობას, დღესაც რომ გვქონდეს პფაიზერის ვაქცინა, სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, – 80 გრადუსზე ტემპერატურის მქონე …

როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსის ვაქცინა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასასრული კოვიდის ახალ ვაქცინებს უკავშირდება, ვაქცინის შემადგენლობის შესახებ დღემდე უამრავი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს რამდენიმე ტიპის კოვიდვაქცინა, მათ შორის: ერთ-ერთია დეაქტივირებული ან დასუსტებული ვირუსის ვაქცინა, რომელიც გააუვნებელყეს ან დაასუსტეს ისე, რომ არ იწვევს დაავადებას, მაგრამ წარმოქმნის იმუნურ რეაქციას. ცილებზე დაფუძნებული ვაქცინები – იყენებენ ცილებს ან ცილის გარსების უვნებელ ფრაგმენტებს, …

კოვიდზე აცრა შესაძლოა საქართველოში იანვრის ბოლოს დაიწყოს – გამყრელიძე

„მიმდინარეობს პარალელური პროცესი სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული, დამტკიცებული მარეგულირებლების მიერ ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, 200 ათასიდან 300 ათას დოზამდე, რომ უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია,“ – განაცხადა დღეს, 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან, ხოლო „კოლექტიური იმუნიტეტის“ მისაღწევად საჭიროა …

კოვიდის ვაქცინის შემქმნელი თურქი ემიგრანტი ექიმის ქონება 4 მილიარდით გაიზარდა

გერმანული მედიის ცნობით კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი, კომპანია Biontech-ის თანადამფუძნებელი უღურ შაჰინი  მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაშია. კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, შაჰინი მსოფლიოში 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის რიგებში შევიდა. 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე უღურ შაჰინის ქონება 1 მილიარდიდან 5.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე შაჰინის ქონება, რომელიც კომპანია Biontec-ის 17.3 პროცენტს …

კორონავირუსის Pfizer-ის ვაქცინა ბრიტანეთში დაამტკიცეს – ვაქცინაცია შემდეგ კვირას იწყება

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა Pfizer/ BioNTech კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო MHRA აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც Covid-19-ისგან 95% -ით დაცვას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა მომავალი კვირიდან გამოსაშვებად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. იმუნიზაცია სავარაუდოდ  რამდენიმე დღეში დაიწყება მაღალი პრიორიტეტის მქონე ჯგუფებისთვის. პრიორიტეტული სიის თავში არიან მოხუცებულთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და პერსონალი, შემდეგ …

ჯანმო: სინათლე გვირაბის ბოლოს უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 23 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა შეხვედრა პოზიტიური მესიჯით დაიწყო და განაცხადა, რომ „ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებული ბოლო პოზიტიური სიახლეებით ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება”. მსოფლიო მასშტაბით უკვე რამდენიმე ვაქცინაა შემუშავებული, რომელთა ეფექტურობა 70-95%-ია. „ახლა უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინები – ჯანდაცვის სხვა, უკვე ნაცად და …

როგორ შექმნეს კოვიდის ვაქცინა ასე სწრაფად – ჯანმოს პასუხი

ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა უსაფრთხო და 95%-მდე ეფექტურია. ამ იმედისმომცემი ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ვაქცინების უსაფრთხოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ კონსპირაციების თეორიების მომხრეებზე. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით, მათი უსაფრთხოების გატესტვის დროს ეხება. კერძოდ – როგორ შეიმუშავეს კოვიდის საწინააღმდეგო …

ნორმალური ცხოვრება მომავალ ზამთარს დაბრუნდება, ამბობს კოვიდის ვაქცინის შემქმნელი

პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდის საპრევენციო ახალი ვაქცინის ზეგავლენა საგრძნობლად გაიზრდება ზაფხულის განმავლობაში და ცხოვრება ჩვეულ რიტმს მომავალი ზამთრისთვის დაუბრუნდება. პროფესორმა შაჰინმა, რომელიც კოვიდის ვაქცინის შემქმნელი კომპანიის BioNTech–ის თანადამფუძნებელია, ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა გაანახევრებს ვირუსის გადაცემას, რაც გამოიწვევს „შემთხვევების დრამატულ კლებას“. გასულ კვირას, BioNTech-ისა და ამერიკული კომპანია Pfize-ის განცხადების თანახმად, …

სად შეგიძლიათ გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა უფასოდ ბათუმში

აჭარაში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონის პოლიკლინიკებში 7 ათასამდე ვაქცინაა უკვე გაცემული. საჭიროების შემთხვევაში, რისკჯგუფებისთვის გათვალისწინებულ ვაქცინას აჭარაში ისევ შემოიტანენ. „წლევანდელი ვაქცინა, ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპი“, 4-კომპონენტიანია. მოქალაქემ, რომელიც შედის რისკის ჯგუფში, აცრა უნდა გაიკეთოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, პოლიკლინიკაში, სადაც იმყოფება აღრიცხვაზე, სადაც არის მისი ოჯახის ექიმი და სადაც …

ჯანმო: ვაქცინა არ იქნება პანდემიის დასასრული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ოქტომბერსა და ნოემბერში COVID 19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის მატებისთვის. „სიტუაცია უფრო გამკაცრდება. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩვენ ვიხილავთ მეტ სიკვდილიანობას”, –  განაცხადა მან.  კონტინენტზე ამჟამად აღინიშნება ახალი შემთხვევების მასიური მატება, მაგრამ გარდაცვალებათა მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. ჯანმოს ცნობით, კვირას, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში 307 …

ჯანმო: მსოფლიო ახლოსაც არაა ჯოგური იმუნიტეტის იმ დონესთან, რაც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვმა თქვა, რომ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 10%-ს, SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის ანტისხეულები აღმოაჩნდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მოწყვლადია ვირუსთან მიმართებაში. ასე გამოეხმაურა ჯანმო კითხვას იმ ვარაუდის შესახებ, რომელიც ზოგიერთმა მეცნიერმა სულ ახლახან გამოთქვა და რომლის მიხედვითაც, COVID 19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის …

„ვაქცინას პირველი აშშ-ი მიიღებს“ – მღელვარება საფრანგეთში ფრანგული კომპანიის განცხადებაზე

„სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ფულის კეთება დაუშვებელი არაადამიანობაა,“ – ეს და მსგავსი კომენტარები ფრანგულ მედიაში ფრანგული ფარმაკოლოგიური კომპანია Sanofi-ის განცხადების შემდეგ გაჩნდა. 13 მაისს კომპანია Sanofi-ს პრეზიდენტმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 18 თებერვალს, აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, თუკი კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებს, ამერიკა იქნება უპირატესი ქვეყანა, რომელიც პრეპარატს მიიღებს. …

ვირუსი შეიძლება არასოდეს გაქრეს – ჯანმო კორონავირუსსა და ვაქცინაზე

COVID19- ის გამომწვევი კოროვირუსი, შეიძლება აივ-ინფექციის მსგავსად, მუდმივად არსებული ვირუსი გახდეს – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა იმაზე საუბრისას, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის ცირკულაცია მსოფლიოში. „ეს ვირუსი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ენდემური ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში და შესაძლოა, ეს ვირუსი არასოდეს გაქრეს. აივ-ი არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ …

დაწყებულია კლინიკური კვლევები 3 ვაქცინაზე – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს კლინიკური კვლევები სამ ვაქცინაზე, ხოლო კიდევ 70 ვაქცინაზე დაჩქარებული ტემპით განაგრძობენ მუშაობას. 90-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა ჯანმოს გლობალურ კვლევას, სახელად – “სოლიდარობა”. მასში 900-ზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული, რათა შეაფასონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ოთხი წამლის და ამავე წამლების კომბინაციების უსაფრთხოება და ეფექტურობა. კვლევაში, …

ვაქცინის გარეშე ვირუსის გავრცელების სრული შეჩერება არ გამოვა – ჯანმო

Covid-19-ის მასიური გავრცელების სრულად შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შემთხვევაში – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა. „უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება და მიწოდება იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის გადაცემა სრულად შეწყდეს” –  თქვა ტედროს გებრეისუსმა. ის ამ განცხადებით გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის ინიციატივას, მოხსნან ვირუსის პრევენციისთვის …

ქართველი მეცნიერი კანადიდან: შესაძლოა, შემოდგომაზე გვქონდეს covid 19-ის ვაქცინა

„შექმნილი ვაქცინა უკვე გადის პრეკლინიკურ ფაზას, ეს არის ცხოველებზე დატესტვა… გააჩნია რა პასუხებს მივიღებთ და შემდეგ გადავალთ ადამიანების გამოცდაზე, რასაც ჰქვია კლინიკური ფაზა…. ამ პროცესს დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება,“ – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბუნების შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორმა, კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ. ის ერთ-ერთი მეცნიერია მათ შორის, რომლებიც covid -19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობენ. …

„აფრიკა ვერ იქნება ვაქცინის გამოცდის ადგილი“ – ჯანმო ფრანგი ექიმების რასისტულ განცხადებაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ფრანგი ექიმების ორაზროვანი კომენტარი, გატესტონ Covid 19-ის პოტენციური სამკურნალო მედიკამენტი აფრიკაში, შეაფასა, როგორც რასისტული და თქვა, რომ დროა კოლონიალური მენტალიტეტისგან საბოლოოდ გამოფხიზლებისა. “სიმართლე გითხრათ, ამან შემძრა. და ეს მაშინ, როცა მე ვთქვი, რომ ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა – ასეთი ტიპის რასისტული გამონათქვამები არ დაგვეხმარება, ეს სოლიდარობის წინააღმდეგ მიდის”, – …

ავსტრალიელი მეცნიერები კორონავირუსზე პოტენციური ვაქცინების ტესტებს იწყებენ l BBC

ავსტრალიაში მეცნიერებმა დაიწყეს კორონავირუსის ორი პოტენციური ვაქცინის ტესტირება “milestone” ლაბორატორიულ კვლევებში. BBC წერს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ამერიკული კომპანია Inovio Pharmaceutical-ის მიერ შექმნილი ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცხოველებზე გასატესტად ნებადართულია. ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტო შეაფასებს მის ეფექტურობას, იქნება თუ არა ეს ვაქცინები ადამიანებისთვის უსაფრთხო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კვლევა ადამიანზე აშშ-ი, მარტის თვეში ჩატარდა, …

აშშ-ში კორონავირუსის საცდელი ვაქცინა კვლევის პირველ მონაწილეს გაუკეთეს – „გარდიანი“

„გარდიანი“ აშშ-ის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კლინიკური კვლევის ფარგლებში, პირველი პაციენტი, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტულ დოზას დღეს, 16 მარტს მიიღებს. ცდაში, რომელიც სიეტლში, Kaiser Permanente – ვაშინგტონის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ტარდება, 45 ახალგაზრდაა ჩართული, ჯანმრთელი მოხალისეები, რომლებსაც Covid-19-ის ექსპერიმენტულ ვაქცინას გაუკეთებენ. ვაქცინა შეიმუშავა კომპანია Moderna-მ და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, რომელიც, ასევე, აფინანსებს …

დამატებითი 300 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულებისთვის აჭარაში

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე „საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით შეიძინეს 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. აქედან აჭარის რეგიონში მოწოდებულია 300 დოზა ვაქცინა.  საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები და …

რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის

მაშინ, როცა აჭარაში წითელას ეპიდემიაა და დაავადების ახალი შემთხვევები მატულობს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, ფეისბუქის ჯგუფებში მცირეწლოვანი ბავშვების დედები აცრებს კვლავ ეჭვით უყურებენ. წითელათი დაავადების 300-მდე შემთხვევიდან 222 შემთხვევა აჭარაშია რეგისტრირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი იმუნოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედველობის დარგში ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ შემთხვევები, როცა მშობლები კატეგორიულ უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე იშვიათია, თუმცა დღემდე არსებობს: „ერთეულები …

Exit mobile version