ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ უშუალოდ კუნძულის მშენებლობამდე „ნაპირდამცავ ჯებირს“ ააშენებს, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება. ბარცხანის პლაჟის გასწვრივ ზღვაში ჩასაყრელად საჭირო ქვებს ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან შემოიტანენ. ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია 3 სექტემბერს გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის …

„ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია ბათუმში – გაცემულია თუ არა მშენებლობის ნებართვა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის ნებართვა“ კომპანიამ უკვე მიიღო. თუმცა, არ დააკონკრეტა, რა სახის ნებართვა მიიღო კომპანიამ მაშინ, როცა „ხელოვნური კუნძულის“ პროექტთან დაკავშირებით, ჯერ გარემოზე ზემოქმედების კუთხით ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. „ძალიან ბევრი ეტაპია გავლილი შესწავლისა, ტექნიკური ზედამხვედლობის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროში …

ბულვარისთვის შეუსაბამო „ამბასადორის“ გენგეგმიდან ამოღებაზე საკრებულო იმსჯელებს

ბათუმის საკრებულო ორშაბათს, 22 აგვისტოს, „ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების [განაშენიანების] გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტს განიხილავს. საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევს – ამოიღოს თუ არა გენგეგმიდან ჩანაწერი, რომ „ამბასადორის პროექტი“ ბულვარისთვის შეუსაბამოა. არის ასევე მოლოდინი, რომ გენგეგმის დოკუმენტს სახელიც შეუცვალონ და ისე დაამტკიცონ, რაც სამართლებრივად უკვე აღარ იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი, არამედ იქნება, როგორც სარეკომენდაციო ხასიათის. …

12,5 ჰექტარს ზღვაში ლოდებით ამოავსებენ – კუნძულის ნაპირდამცავი ჯებირი გზშ-ს გარეშე მოეწყობა

ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ [ბარცხანის პლაჟზე] „ნაპირდამცავი ჯებირი“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] გარეშე აშენდება. ეს გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო. სამუშაოებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ჩაატარებს, რომელიც ამ ტერიტორიის მიმდებარედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობას გეგმავს. „ნაპირდამცავი ჯებირის“ აშენება, დაახლოებით 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვის ლოდებითა და ინერტული მასალით ამოვსებას გულისხმობს. ამ ლოდების შემოტანა კი სხვადასხვა კარიერებიდანაა დაგეგმილი. …

ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ნაპირდამცავ ნაგებობას ააშენებენ – ნებართვის პროცედურა 

ბათუმში, ბარცხანის სანაპიროს გასწვრივ, „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ხელოვნური ნაგებობა კი, მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მშენებლობას შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აპირებს, რომელიც აქ ხელოვნური კუნძულის მოწყობასაც გეგმავს. კომპანიამ „ჯებირის“ ასაშენებლად ნებართვის მიღების პროცედურა უკვე დაიწყო და სკრინინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა. სააგენტომ უნდა მიიღოს სკრინინგის …

როცა ბულვარში უკანონოდ აშენებ და მხოლოდ 10 000 ლარით გაჯარიმებენ

ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“ სასტუმრო კომპლექსის მიმდინარე მშენებლობის დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუშაოების მიმღებმა კომისიამ 2021 წლის 20 სექტემბერს შეამოწმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დარღვევის შესახებ 18 სექტემბერს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა. „ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული სააგენტოს კომისიამ მიმდინარე მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოავლინა. ოქმის მიხედვით, …

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში, კერძოდ …

შენობის მოცულობა უჩინარდება ცის ფონზე – მინისტრის არგუმენტი ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

„შედარებით შორი თვალსაწიერიდან შენობის მასშტაბი მშვიდად ეწერება მრავალსართულიანი შენობების საერთო პანორამაში, რომლებიც განთავსებულია ობიექტის უშუალო სიახლოვეს, მოცულობის საერთო მასიურობას აქრობს, ფასადების ზედა ნაწილების მთლიანი შემინვა, რომელიც ცდილობს მოცულობის „გაუჩინარებას“ ცის ფონზე“, – ეს ამონარიდია აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის უარის წერილიდან, რომლითაც მან ორგანიზაციების „ბათომისა“ და EMC- ის საჩივარს უპასუხა. „ბათომი“ და EMC ბათუმის ბულვარში …

ფულის ძალა – „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში

რა გავლენა აქვს ბიზნესმენს, რომელმაც ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის ასაშენებლად ნებართვის მიღება მოახერხა, მაშინ როცა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცალსახად არ უშვებს მსგავსი მასშტაბის მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე? როგორ მოხდა, რომ ყველა სამთავრობო სტრუქტურა, რომლებსაც ამბასადორის „დაჟინებულ მოთხოვნებთან“ შეხება ჰქონდა, მობილიზებული იყო მის დასახმარებლად? „ამბასადორმა“ მიზანმიმართული უკანონო ქმედებების შემდეგ ჯერ ბულვარში …

„შეჩერდეს ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა“ – EMC-ისა და „ბათომის“ საჩივარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს. ამის შესახებ ორგანიზაციებმა დღეს, პირველ მარტს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება  უკანონოა და ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს. „მივიჩნევთ, რომ არსებული სივრცე …

„ამბასადორს“ ბულვარში პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600კვ/მეტრი უნდა – დღემდე უცნობი დოკუმენტი

კომპანია „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში საკუთარი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრისთვის პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600 კვ.მეტრი ტერიტორია სჭირდება. ამისთვის კომპანიის დირექტორი, ელგუჯა ქებურია, თავისივე ნაკვეთსა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის არსებულ ტერიტორიას ითხოვს ბათუმის მერიისგან. ამ წერილით ირკვევა, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ელგუჯა ქებურია ბათუმის ყოფილ მერს, ლაშა კომახიძეს 600 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ავტოსადგომზე პარკინგის ადგილების გადაცემას მუნიციპალურ …

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

ნამდვილად 16 სართულის აშენებას გეგმავს „ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში, თუ მომავალში ისევ მოითხოვს პროექტში ცვლილებას რამდენიმე სართულის დამატების მოთხოვნით? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღეს არ გვაქვს და რომც გვქონდეს, ის მაინც არ იქნებოდა სარწმუნო, რადგან „ამბასადორის“ პროექტთან დაკავშირებით ბათუმში დაინტერესებული მოქალაქეები ბევრჯერ მოატყუეს. ეჭვები, რაც ამ კომპანიის ბულვარში საქმიანობის მიმართ ბოლო წლებში ხმამაღლა გამოითქვა, ფაქტობრივად, …

ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც ბულვარში 16  სართულის აშენება დაუშვეს

როგორ გამოჩნდება 16-სართულიანი შენობა ქალაქის შემოსასვლელიდან – ძირითადად ამ საკითხზეა აქცენტირებული ხელოვნებათმცოდნეების კვლევა „ამბასადორის“ პროექტზე. სწორედ ეს კვლევაა პროექტის შეთანხმების ერთ-ერთი საფუძველი – ზაურ ახვლედიანი, ანუ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ის ეყრდნობა „კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების და არქიტექტორების დასკვნებს.“ ხელოვნებათმცოდნეების – გიორგი პატაშურისა და ვალერი კალანდაძის 9 გვერდზე მომზადებულ კვლევაში დიდი დოზით მიმოიხილავენ ბულვარის გარშემო …

ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია – საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარიც ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან ბათუმელებმა,  იმ მაღლივი მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც კომპანია „ამბასადორ ბათუმს“ აქვს დაგეგმილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია 16-სართულიანი შენობის აგება ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ფაქტობრივად ერთადერთი რეკრეაციული ზონაა ამ ქალაქისთვის. საპროტესტო აქცია საზოგადოება „ბათომის“ ორგანიზებით გაიმართა. ბათუმელი ნატალია ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ბულვარში მაღალი შენობების მშენებლობა დაუშვებელია, …

არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას

„ბულვარში მშენებლობის ნებართვის გაცემა თავიდანვე შეცდომა იყო“ – ასე აფასებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრი ერმილე მესხია „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას ბათუმის ბულვარში. თუმცა პროექტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის ნაცვლად 16-სართულიანი შენობა აშენდება და სასტუმროს ფუნქციაც ექნება, მან გუშინ, 21 იანვარს, მხარი დაუჭირა. ერმილე მესხია იმ საბჭოშია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის …

„ეს არის კორუფცია“ – საბჭოს წევრი ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენებაზე 

„როგორც ჩანს, რაღაცები დალაგდა იქ და რიჟვაძემ უკან დაიხია. ახვლედიანი რიჟვაძის წინ მორბენალი კვიცი არ არის. გახსოვთ, მან თქვა, რომ წინააღმდეგ იყო“, – ასე აფასებს შოთა გუჯაბიძე „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი [დამატებით 3 მიწისქვეშა სართულით] სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დათანხმებას. ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს წევრია და ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის …

„ნებართვას ვაძლევ“ – ზაურ ახვლედიანი თანახმაა ბულვარში 16-სართულიანი პროექტის მშენებლობაზე

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას გეგმავს, ამას დაემატება სამი სართული მიწის ქვეშ, რასაც პროექტი ითვალისწინებს. ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ დღეს განიხილა. ცვლილების შეთანხმების შემდეგ შენობა გარკვეულწილად ფუნქციასაც იცვლის, შეთანხმებული იყო ოთხსართულიანი [დამატებით სამი მიწისქვეშა  სართულით] ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა, ახლა კი მას სასტუმროს ფუნქციაც ექნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ …

ამბასადორს ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენება უნდა – უცნობია რას გადაწყვეტს სააგენტო 

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში დაწყებული მშენებლობის 16 სართულამდე გაზრდის ნებართვას ითხოვს. კომპანიას მხოლოდ ოთხსართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა აქვს, სადაც სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა განათავსოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა. მისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ბულვარში მაღალსართულიან მშენებლობას საბჭოს ყველა წევრი არ ეწინააღმდეგება. შეთანხმებული პროექტის …

ბულვარში უკანონო მშენებლობა დადასტურდა, რა მოხდება თუ „ამბასადორი“ თვითნებობას გააგრძელებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, ბათუმის ბულვარში შეთანხმებულ ოთხსართულიან პროექტზე უნებართვოდ მეხუთე სართულის მშენებლობისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ჯგუფმა მშენებლობა მას შემდეგ შეამოწმა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება შპს “ამბასადორის” შენობის სართულიანობის ცვლილებას, კერძოდ, ნაცვლად 4 სართულისა, კომპანიას მე-5 სართულის აშენება აქვს დაწყებული. მიუხედავად იმისა, …

ამბასადორი ბულვარში მეხუთე სართულს აშენებს – ნებართვა 4 სართულზეა გაცემული

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის კარკასზე მეხუთე სართულს აშენებს, კომპანიას მხოლოდ 4 სართულის აშენების უფლება აქვს [პლუს 3 სართულიც მიწის ქვეშ], თუმცა 15 სართულის აშენება სურს. ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება. მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა პროექტის შესაბამისად? – ამ კითხვაზე სააგენტოში, ჯერჯერობით, პასუხი …

რისი აშენების უფლება აქვს „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში – გასაიდუმლოებული რენდერი

„ბათუმელებმა“ მოიპოვა შპს „ამბასადორ ბათუმის“ მშენებარე პროექტის რენდერი, რომელსაც კომპანია ორი წელია ასაიდუმლოებს. ამ რენდერის მიხედვით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ შეითანხმა მსუბუქი კონსტრუქციის შუშით შეფუთული შენობის პროექტი. აშენებს თუ არა კომპანია შეთანხმების შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს – კომპანიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. ამ მშენებლობის არქიტექტურული იერ-სახე მშენებლობის დაწყების დღიდან დისკუსიის საგანია, რადგან …

რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს

„ამბასადორ ბათუმს“, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ქვეყანაში უკვე ფლობს ამ ბრენდის ორ სასტუმროს, სურს ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა ააშენოს. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სწორედ ამიტომ გავლენიანი ბიზნესმენის ელგუჯა ქებურიას წარმომადგენლებმა ამ პროექტის განხორციელების უფლების მისაღებად აჭარის კმდს-ს [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო] მიმართეს. კმდს საბჭომ კომპანიას უარი უთხრა პროექტის დამტკიცებაზე, მაგრამ პროცესი ამით არ …

„ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი“ – საია ლაშა კომახიძის SMS-ზე

„ეს შემთხვევა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უნდობლობის გამოცხადების საფუძველი. ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი…“ –  ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, შესასწავლია, რის გამო მისწერა ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს, ბათუმის მერმა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა დათანხმდა ბათუმის ბულვარის ცენტრში „ამბასადორი …

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულომ შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად. დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია TV 25-მა გადაიღო კადრი, როგორ მიიღო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ SMS შეტყობინებით მითითება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან „ამბასადორი ბათუმის“ შესახებ. „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“ – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო. კადრებში ნათლად …

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან იმ ტერიტორიის ამოღებას ითხოვს, სადაც 15-სართულიანი შენობის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. ასე კომპანია შეძლებს თავიდან აირიდოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოსთან შეთანხმების ვალდებულება, რაც მისთვის ერთგვარი ბარიერია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან სასურველი ნებართვის მისაღებად. სააგენტოში განგვიმარტეს, რომ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მისი განხილვა დღის წესრიგში დგას. შპს „ამბასადორი …

ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ – აქცია ბათუმში

„ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტის გამო, ბათუმში დღეს, 4 იანვარს, გამაფრთხილებელი აქცია იმართება. მოქალაქეები ძველ ბულვარში 15-სართულიანი შენობის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ, რომ ბულვარში მაღლივი შენობა არ აშენდება. „მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილება ბათუმის ძველი ბულვარის დამახინჯების ხარჯზე. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს პასუხისმგებელი …

ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს

ბათუმის ძველ ბულვარში [ე.წ. ტექნოლოგიურის შენობის უკან] ორსართულიანი რკინის კონსტრუქცია შენდება. ადგილზე მომუშავეთა თქმით, აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რესტორანს აშენებს. კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი არიან. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული. საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2019 წლის 8 თებერვალს არის გაცემული. მშენებლობის დასრულების დროდ კი …

Exit mobile version