მასწავლებლების დეფიციტის გამო სათანადო განათლება 15 ათასმა მოსწავლემ ვერ მიიღო – აუდიტი დისტანციურ სწავლებაზე

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებლების დეფიციტის გამო, „არსებობს რისკი, რომ 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15 000-მა მოსწავლემ“. „მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“,  რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული …

როგორ სწავლობენ ბავშვები სოფელში, სადაც ტელეფონის სიხშირეც კი არ არის

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაღვარევი ზღვის დონიდან 1347 მეტრზე მდებარეობს. ამ დროისთვის სოფელში დაახლოებით 170 ადამიანი ცხოვრობს. საჯარო სკოლაში 23 ბავშვი სწავლობს. წელს ამ სოფელში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და სკოლას თავისუფლად შეეძლო სწავლა სასკოლო გარემოში განეახლებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ნაღვარევის სკოლის მოსწავლეების თქმით, მათ სოფელში ტელეფონის სიხშირე ძალიან ხშირად სუსტია და მასწავლებლებთან …

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადეს. დღეს ითქვა, რომ დისტანციურად სწავლებას, ჯერჯერობით, 4 ოქტომბრამდე მოიაზრებენ. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც. მოგვიანებით, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა იქნება, სწავლა გაგრძელდება საკლასო …

ბსუ-ს სტუდენტები, რომლებიც სწავლას აუდიტორიებში აგრძელებენ [ფოტო]

უმაღლეს სასწავლებლებში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 მარტიდან შერეული მეთოდით განახლდა სწავლა. სტუდენტების ნაწილს თეორიული სალექციო კურსები დისტანციურად ჩაუტარდებათ. სამედიცინო მიმართულების, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინის, სამედიცინო რეაბილიტაციის, ქიმიის, ფიზიკის, არქიტექტურისა და ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს კი, გარდა თეორიული სწავლებისა, კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული ლექციები აუდიტორიებსა და უნივერსიტეტის სამედიცინო …

ქვეყანაში 17 სკოლა და 145 კლასი სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების და მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენელი ამ კვირაში ერთმანეთს გაუტოლდა და შეადგენს 0.1 -0.1 პროცენტს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. „საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში. სამინისტროს ინფორმაციით, …

მოსწავლეების შეფასების ახალი წესი 2021 წელს – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის 18 იანვრის ბრძანებით,  ცვლილება შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ცვლილების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ერთვებიან ან სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში, პირველ სემესტრში  მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან. „თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის ან ქულების და შემაჯამებელ …

„ჩემს შვილებს სკოლაში არ ვუშვებ“ – სოფლები, სადაც კოვიდის გამო ონლაინსწავლებას ითხოვენ

„სოფელში ბევრს ჰქონდა ვირუსი, მანავის ღვინის ქარხნიდან გავრცელდა, რომელიც მეზობელ სოფელშია და იქ მუშაობდნენ ინფიცირებული ადამიანები. მათ კი გაიარეს კარანტინი, მაგრამ სოფელში კიდევ ბევრს აქვს სიმპტომები, რომლებიც ვერ იტესტებიან. ამიტომ, პირადად მე, ჩემს შვილებს არ ვუშვებ სკოლაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მშობელი, რომელიც სოფელ თოხლიაურში ცხოვრობს. მშობლის თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში კორონავირუსის შემთხვევების გახშირების გამო …

შუშანიკის სწავლება სტატუსებად – მასწავლებლის ექსპერიმენტი ონლაინგაკვეთილზე 

„ამას რა ისწავლის?“, „საერთოდ არ მესმის“, „რა ენაზე წერია?“, „რაში მჭირდება ეს ყველაფერი“ – ეს მცირე ჩამონათვალია მოსწავლეების იმ ფრაზებიდან, რომელთაც ისინი ჰაგიოგრაფიასთან ან სხვა ძველ ტექსტებთან პირველი შეხების დროს წარმოთქვამენ. როგორ ახერხებენ პედაგოგები ონლაინსწავლების ფორმატში შეძლონ და დააინტერესონ მოსწავლეები მათთვის მიუჩვეველი ენობრივი ნორმებით, დააწყებინონ ფიქრი და მსჯელობა,მაგალითად, „შუშანიკზე“, „აბოზე“, ვარსქენზე“ თუ სხვა გმირებზე და …

რის გაკეთებას ავალებს სამინისტრო მასწავლებლებს, თუ მოსწავლეს სახლში ინტერნეტი არ აქვს

საქართველოს განათლების სამინისტრო „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას წერილობით ეხმაურება და ამბობს, რომ მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწორედ სკოლაა ვალდებული უზრუნველყოს, რომ დისტანციური სწავლების მიღმა არ აღმოჩნდეს არცერთი მოსწავლე ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში. ამისთვის „სკოლამ უნდა უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება. აღნიშნული ბრძანების თაობაზე ინფორმირებულია ყველა სკოლა და ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი“, – გვწერს სამინისტრო. …

მასწავლებლების ნაწილს ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ჯერ არ დაუწყია

ცალკეულ მუნიციპალიტეტების სკოლებში ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ჯერ კიდევ არ დაუწყიათ პედაგოგებს, რადგან, როგორც „ბათუმელებს“ რესურსცენტრებში უთხრეს, TEAMS-ის პროგრამაში ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება ამ დრომდე არ არის დასრულებული. უფრო მეტიც, რესურსცენტრების ინფორმაციით, თუ როგორ უნდა იმუშაონ მასწავლებლებმა ელექტრონულ ჟურნალში, ამაზე ახლახან გადამზადდნენ სკოლის დირექტორები, რომლებმაც მასწავლებლები უნდა გადაამზადონ. ელექტრონული ჟურნალის „თიმსში“ ინტეგრირებაზე ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა განათლების …

განახევრებული გაკვეთილები – როგორ ახერხებენ მიზნის მიღწევას მასწავლებლები

როგორ აისახება შემცირებული გაკვეთილები მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე, ახერხებენ თუ ვერა პედაგოგები ეროვნული სასწავლო გეგმის [ესგ] დაძლევას და რა ფორმით? მარინე ვართუმაშვილი გორის მე-12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია. ის 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი ფინალისტიცაა. პედაგოგი ამბობს, რომ თუ საკლასო ოთახში კვირაში ორ გაკვეთილს ატარებდა, დისტანციური სწავლების დროს ერთ გაკვეთილს ატარებს – თითო კლასთან თითო …

28-30 ოქტომბერს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს [ანუ 28, 29 და 30 ოქტომბერს] ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ – ამის შესახებ 20 ოქტომბერს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს დღეები საჭიროა იმისთვის, რომ ამ სკოლის შენობებში საარჩევნო უბნის გახსნის მიზნით ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები. საქართველოს პარლამენტის არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს  გაიმართება.

10 ათასმა მოსწავლემ სწავლის გაგრძელება დისტანციურად არჩია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის სკოლების გარდა სრული დისტანციური სწავლების რეჟიმზე ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საჯარო სკოლა და 55 სკოლის ცალკეული კლასია გადასული. „განათლების სამინისტრომ შესთავაზა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის. დღეისათვის I- VI კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების …

ვიქირაოთ ბინა თბილისში? ონლაინსწავლა აბსურდია – ბათუმელი სტუდენტების თავსატეხი

19 ოქტომბრიდან საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება, გარდა აჭარისა, სადაც სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოში. 19 ოქტომბრამდე კი უმაღლეს სასწავლებლებში ონლაინსწავლება მიმდინარეობს. როგორია მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე აჭარიდან დედაქალაქში ჩარიცხული სტუდენტების მდგომარეობა, მოსთხოვენ თუ არა მათ PCR ტესტის პასუხს აუდიტორიებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე და როგორ ართმევენ თავს სტუდენტები ონლაინსწავლებას? – …

იზრდება ბავშვების რაოდენობა, ვინც განათლებას ვერ იღებს – რატომ ვერ ხედავს სისტემა მათ

ბავშვები, რომლებიც არავის ახსოვს საქართველოში – ასე აფასებს ერთ-ერთი ბათუმელი პედაგოგი თავისი ღარიბი მოსწავლეების მდგომარეობას. ის დაწყებითის მასწავლებელია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწავლა ონლაინში ყველა მოსწავლეს დაეწყო, მაგრამ მის გაკვეთილებს 10 ან 12 ბავშვი თუ ესწრება. უმრავლესობას არავითარი პირობა არ აქვს იმისთვის, რომ გაკვეთილებს დაესწრონ. ამ ბავშვების საგანგებოდ მოძებნა სულაც არ არის საჭირო. ისინი ყველა …

2 სკოლაში სწავლება შეწყდა – მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კოვიდი დაუდგინდათ

დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოს ორ სკოლაში სწავლება საკლასო ოთახებში შეწყდა კორონავირუსის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების გამო. ოზურგეთში, სოფელ შრომის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ასევე, დისტანციურად გააგრძელეს სწავლება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის სკოლის მოსწავლეებმა. სოფელ შრომაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი აქვს პირველკლასელს.როგორც საჯარო სკოლის დირექტორმა, რუსუდან ცეცხლაძემ გვითხრა, მისი ინფორმაციით, ბავშვს ორჯერ აუღეს ტესტი კორონავირუსზე, მოსწავლე …

როგორ გაიცნო ანდრიამ პირველი მასწავლებელი ეკრანზე

ანდრია 6 წლისაა და 15 სექტემბერს სკოლაში უნდა წასულიყო. სწავლა დაიწყო, თუმცა ანდრიას „ონლაინსკოლაში“ მოუწია პირველი გაკვეთილის მოსმენა, ონლაინში შეხვდა მის პირველ მასწავლებელსაც. ანდრიამ ჯერ არ იცის, როგორი ფერისაა მისი სკოლა, რამდენი თანაკლასელი ჰყავს, რადგან ონლაინგაკვეთილზე ისინი ვერ დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ გაკვეთილზე სახლში უნდა ყოფილიყო, ანდრია მაინც დილით ადრე ადგა. ამბობს, რომ ცოტა …

15 სექტემბერს სკოლის შენობებში სწავლა 730-მდე სკოლამ ვერ განაახლა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, სწავლა საკლასო ოთახებში 1 577-მა სკოლამ განაახლა, დისტანციურად კი  – 730-მდე სკოლამ. დისტანციური მეთოდით დაიწყო სწავლა ბათუმში და აჭარაშის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში იმატა. სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით, ასევე სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთაც მოსწავლეებს …

რამდენწუთიანი იქნება დისტანციური გაკვეთილები – სამინისტროს რეკომენდაცია

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა I-IV კლასებში უნდა იყოს 15-20 წუთი; V-IX კლასებში – 25-30 წუთი; ხოლო X-XII კლასებში – 35-40 წუთი. ამასთან, სამინისტროს მიერ რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება. სკოლა ვალდებულია „მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს“ იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს სასწავლო პროცესის ჩატარება საკლასო ოთახებში. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქების – …

დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდეს ყველა სასწავლებელი, სადაც სწავლა უკვე დაიწყო

ბათუმში, ქობულეთში, თბილისში, ქუთაისში, გორში, ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში მოსწავლეები სწავლას დისტანციურად 15 სექტემბერს დაიწყებენ, ხოლო ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს – ამის შესახებ დღეს, 11 სექტემბერს, განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა განათლების სამინისტროში გამართულ …

მაქსიმუმ 3 გაკვეთილი და შესვენება თვალის 6-ჯერ დახამხამებით – მინისტრის ბრძანება ონლაინსწავლებაზე

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს, 9 სექტემბერს, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება დღესვე შევიდა ძალაში. ამ წესის მიხედვით, ელექტრონული სწავლება, არის სწავლება ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით და განსაზღვრულია დისტანციური სწავლების რამდენიმე მოდელი: [checklist] სინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების …

დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი 100 ქართულ სკოლაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან სკოლებში დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი საქართველოს 100 სკოლაში დაიგეგმება. პროექტი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მას ესტონეთის მთავრობა დააფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან დისტანციური სწავლების ესტონურ პრაქტიკას და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს. „დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები კი …

 V-XII კლასებში დისტანციური სწავლების წესი – შერეული მოდელის შემთხვევაში

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში შერეული მოდელის დანერგვისას დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება შემდეგი წესით: V-VI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 1 დღე VII-XI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 2 დღე XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს შესაძლებლობა ექნებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. …

ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის როგორც ტრადიციულ, ასევე დისტანციურ ფორმატში – სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს გათვლებით, 15 ივნისს უნდა დაწყებულიყო და 18 ივლისს დასრულებულიყო დისტანციური სწავლების შესახებ საინფორმაციო კამპანია, რისთვისაც სამინისტროს ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 199 996 ლარზე უნდა გაეფორმებინა. შესაბამისი თანხმობა სამინისტროს შესყიდვების სააგენტოსგან 2 ივნისს ჰქონდა. თუმცა, სამინისტროს ეს პროექტი არ განუხორციელებია. განათლების სამინისტრომ ხელახალი თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 17 ივლისს მიმართა. განაცხადში სამინისტრო აღნიშნავს, რომ დისტანციური …

რა შემთხვევაში აღიარებს სახელმწიფო უცხოეთში დისტანციურად მიღებულ განათლებას

საქართველოს პრეზიდენტის 12 ივნისის ბრძანებით, უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ განათლება მიღებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. სხვა შემთხვევაში, ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე, …

სამინისტრო 15 ივნისის შემდეგ 200 000 ლარს დახარჯავს „ტელესკოლის“ პოპულარიზაციაზე

განათლების სამინისტრო 199 996 ლარად ყიდულობს პროექტს, რის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია. სამინისტრო „ტელესკოლის“ საინფორმაციო კამპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა, მომსახურებას ყიდულობს სასწავლი წლის დასრულების შემდეგ. სამინისტრო შესყიდვის აუცილებლობას ასე ასაბუთებს: „აღნიშნული საკითხი (ანუ „ტელესკოლის“ და სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია) წარმოადგენს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინტერესის ღონისძიებას… 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო წელი მთავრდება …

ვინ და რისთვის გადაუხადა მადლობა 10 ათას პედაგოგს

ბოლო რამდენიმე დღეა პედაგოგების ჯგუფები ფეისბუქში ერთმანეთს წარმატებას ულოცავენ და სერტიფიკატის ფოტოებს აზიარებენ, სადაც წერია, რომ სერტიფიკატი მათ გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისთვის გადაეცათ. ზოგიერთმა პედაგოგმა მიიჩნია, რომ სერტიფიკატი მასწავლებლებს განათლების სამინისტრომ დაურიგა, მათ კი არ შეხვდათ, რის გამოც უკმაყოფილება გამოხატეს. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით კი, „TV- სკოლის მასობრივი …

სკოლებს ონლაინსწავლებისთვის ქართული პლატფორმის გამოყენება შეუძლიათ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინსწავლებისთვის კიდევ ერთ ალტერნატიულ პლატფორმაზე –  Feedc Edu-ზე ექნებათ წვდომა. პლატფორმა ქართულენოვანია. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. „მისი გამოყენება მარტივია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, …

როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას

„იყო შემოთავაზება, რომ დავალებები ფურცლებზე ამოგვებეჭდა და ისე გაგვეგზავნა მოსწავლეებისთვის, თუმცა ამასაც ხომ მიმტანი სჭირდება?“ – გვეუბნება სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი, ილია ბოლქვაძე. აქ, სამინისტროს ახალი რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის ინლაინსივრცეში გადატანას ცდილობენ, თუმცა სკოლას ჯერ არც გამოცდილება ჰყოფნის და არც ინტერნეტის სიჩქარე უწყობს ხელს. „ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი საჯარო სკოლა, …

როგორ ჩავატაროთ საინტერესო ონლაინგაკვეთილი – პედაგოგი საკუთარ გამოცდილებაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ახალაია, „ბათუმელებთან“ პირად და სკოლის გამოცდილებაზე საუბრობს – როგორი უნდა იყოს ონლაინგაკვეთილი და რატომ არის აუცილებელი საკუთარ მოსწავლეებთან თანამშრომლობა. ქალბატონო მაია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ონლაინგაკვეთილი შედგეს და იყოს საინტერესო მოსწავლისთვის. როგორია თქვენი გამოცდილება ამ მხრივ? ონლაინგაკვეთილი რომ ჩატარდეს, ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპიუტერი და ინტერნეტი. ჩვენ …

სკოლის დირექტორი: უნდა ვიფიქროთ დისტანციური სწავლების მოდელზე

სკოლებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის საფრთხის გამო პირველ აპრილამდე შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში იძულებითი არდადეგების ანაზღაურება მოუწევთ. განათლების მინისტრმა დღეს, 11 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელიც სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიეწოდებათ, თუმცა მას გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია. როგორ აპირებენ სკოლები გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და აპირებენ …

როგორ ვისწავლოთ ქიმია, მათემატიკა, ისტორია და სხვა საგნები youtube-ით ქართულ ენაზე

თუ მოსწავლე ხართ, ან აბიტურიენტი, ან სულაც, სკოლაში დიდი ხნის წინ ნასწავლი საგნების ხელახლა შესწავლა გსურთ, იუთუბზე უკვე საკმაოდ ბევრი არხი გთავაზობთ გაკვეთილებს ქართულ ენაზე. ონლაინგაკვეთილების ხიბლი მისი მოქნილობაა – შეგიძლიათ ცოდნა მიიღოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში და თავად დაგეგმოთ, რა სისწრაფით წახვალთ სწავლების პროცესში წინ – მთავარია იყოთ იქ, სადაც ინტერნეტი ვიდეოკურსების გასახსნელად …

რატომ არ აღიარებს საქართველო დისტანციურ სწავლებას უცხოეთში

საქართველოს განათლების სამინისტრო არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ უმაღლეს განათლებას, იმ შემთხვეავშიც კი, თუკი თქვენ მსოფლიოში აღიარებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის პროგრამას დაასრულებთ.  მსოფლიოში დისტანციური განათლების პროგრამაზე მოთხოვნა მზარდია, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ამ მიმართულებით არსებული შეზღუდვები ადამიანებს შესაძლებლობას ართმევს, მიიღონ ხარისხიანი განათლება შედარებით ნაკლებ ფასად. მაგალითად, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ხელმძღვანელი, ანზორ დიასამიძე „ბათუმელებთან“ …

ქართველი მეცნიერები მოსწავლეებისთვის დისტანციურ გაკვეთილებს ჩაატარებენ

საჯარო სკოლებისთვის ელექტრონული ლაბორატორიების შექმნა 2019 წლისთვის გადაიდო. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ელექტრონული ლაბორატორიების საპილოტე პროექტი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყებოდა. ლაბორატორიების შესყიდვის გადადების მიზეზად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სახელდება. „რადგან ჩვენ ერთი წლით გადავწიეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მე-7 და მე-9 კლასებში, შესაბამისად, გვინდა ელექტრონული ლაბორატორიები თავსებადი იყოს ეროვნულ …

Exit mobile version