განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინსწავლებისთვის კიდევ ერთ ალტერნატიულ პლატფორმაზე – Feedc Edu-ზე ექნებათ წვდომა. პლატფორმა ქართულენოვანია.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა.
„მისი გამოყენება მარტივია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
იმ შემთხვევ, თუ მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი Feedc Edu -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინრეჟიმში გაუწევს დახმარებას.
გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს Facebook-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი Feedc Edu, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 555 458 417.