რატომ არის წარმატებული ესტონური მოდელი – ინტერვიუ „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერთან

შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით გაუარესდა. კვლევაში მონაწილე 15 წლის მოსწავლეებთან კითხვის მაჩვენებელი 401 ქულიდან 380 ქულამდეა დასული. გაუარესებულია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შედეგებიც. კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სინგაპურს, ჩინეთსა და ესტონეთს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი იყენებენ ესტონური განათლების გამოცდილებას. რა განაპირობებს ესტონელი მოსწავლეების …

პაატა პაპავა: განათლების რეფორმების ფრაგმენტულობა და ბოლომდე არ მიყვანა აჩენს ნიჰილიზმს

ბოლო 15 განმავლობაში განათლების სამინისტრომ 11 მინისტრი გამოიცვალა. ყველა ახალი მინისტრი ამბობდა, რომ რომ იწყებდა რეფორმების ახალ ტალღას, რაც საგანმანათლებლო სივრცეში, სპეციალისტების თქმით, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი პროცესების განცდას აჩენდა. იტანს თუ არა მსგავსი ტიპის რყევებს განათლების სფერო და რა აჩენს სიახლეების მიმართ ნიჰილიზმს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კომპანია „თიმბოუთის“ …

მიდიან თუ არა პენსიონერი მასწავლებლები სკოლიდან ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ

რას ფიქრობენ საპენსიო ასაკის პედაგოგები აჭარიდან საქართველოს განათლების მინისტრის შეთავაზებაზე – ან დაამტკიცონ საგნობრივი კომპეტენცია ან დატოვონ პროფესია, ორი წლის ხელფასის აღებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სანაცვლოდ? „ბათუმელები“ რამდენიმე საპენსიო ასაკის პედაგოგს ესაუბრა ამ თემაზე. 80 წლის ციალა ბერაძე სოფელ დაგვის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია, „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ პროფესიიდან გასვლაზე გადაწყვეტილება 90 პროცენტით …

ხალხს უკეთ რომ შეატყობინოს განათლების რეფორმის შესახებ, სამინისტრო 254 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის კუთხით „მედიით კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი ამხელა მასშტაბის ინფორმაციის მიწოდებისათვის“, ამიტომ, ვინაიდან „ცვლილებები ეხება ძალიან ბევრ ადამიანს, მიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მარკეტინგული/საკომუნიკაციო კამპანია და ამით, გარანტირებული იყოს ყველა სამიზნე ჯგუფისთვის რაციონალური ინფორმაციის მიწოდება განათლების რეფორმის შესახებ“. ამ კამპანიისთვის კი, სამინისტრო 254 …

სკოლის შეფასების ინსტრუმენტი სამინისტროს მზად არ აქვს, პროექტი კი მიმდინარეობს

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საპილოტე პროექტი საქართველოს 50 საჯარო სკოლაში, რომელიც ითვალისწინებს სკოლების შეფასებას, რის შემდეგაც უნდა გამოიკვეთოს სკოლის კონკრეტული საჭიროებები. წელს, მარტის დასაწყისში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო იმ ჯგუფის წევრების გადამზადება, რომლებმაც საპილოტე სკოლების შეფასებაზე უნდა იმუშაონ. მაშინ „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ სკოლის შეფასების ინსტრუმენტი, წერილობით სახით, ჯერ არ …

მინისტრი: დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს

დღეს, 22 მარტს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში კიდევ ერთხელ ისაუბრა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმაზე. მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა გამოსაშვებ და უმაღლესში მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად ჩატარება არაეფექტური და არამიზნობრივია. „არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული ცენტრალიზებული სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად  – …

სკოლის დირექტორი: დოგმებთან ბრძოლა არის განათლების სისტემის გამოწვევა

დღეს, 11 მარტს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ბათუმში, პირველ საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით იმყოფებოდა. პროექტი საპილოტეა და აჭარიდან მხოლოდ ორი საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერი სკოლაში მარტის ბოლოდან დაიწყებს მუშაობას, რომელიც სკოლის დირექტორს სკოლის მართვის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარება. სკოლას მუშაობაში სულ ოთხი სპეციალისტი უნდა დაეხმაროს – …

პრემიერ-მინისტრი: პედაგოგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია იქნება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა. პრემიერის განცხადებით, განათლების ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი იქნება, რაც გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების წახალისებას. „ეს ნიშნავს, რომ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი,“-ამბობს პრემიერი. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ რეფორმით საქართველო კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებს: „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი …

რა ევალებათ „სკოლის მხარდამჭერ ჯგუფებს“, რომლებსაც მასწავლებლის სახლი ქმნის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში სკოლის მხარდამჭერი ჯგუფის წევრების ტრენინგები მიმდინარეობს. ცენტრის ინფორმაციით, ახალი პროექტი განათლების რეფორმის ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვისაა საჭირო. რას ნიშნავს სკოლის მხარდამჭერი ჯგუფი და რა პრინციპით იმუშავებენ ჯგუფის წევრები სკოლებში? „ბათუმელები“ ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს, თამთა კვარაცხელიას ესაუბრა. აჭარის რეგიონიდან მხოლოდ ის არის ჩართული სკოლის მხარდამჭერ …

ლადო აფხაზავა განათლების რეფორმაზე: თუ სწავლას ძირი მწარე ექნება, არავინ აღარ ისწავლის

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნომინანტი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პრაქტიკოსი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ განათლების სფეროში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებზე საუბრობს. პედაგოგის აზრით, ახალმა რეფორმამ სისტემაში გაურკვევლობა და ბუნდოვანება შემოიტანა. თუმცა, ცვლილებები, მისი აზრით, მაინც აუცილებელი იყო. ბატონო ლადო, ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ საატესტატო გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმება, მოსწავლეებს …

შალვა ტაბატაძე: უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც სამინისტრომ წარმოადგინა

განათლების სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს და ეტაპობრივად სიახლეების პრეზენტაციებსაც სთავაზობს საზოგადოებას. ბოლო პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ უმაღლესი განათლება უნდა დაუახლოვდეს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას. ამის პარალელურად, ჯერ მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდები გააუქმეს, ცოტა მოგვიანებით კი მეთორმეტეკლასელებსაც მოუხსნეს გამოცდები. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები განათლების სისტემაში და რა შეიძლება მივიღოთ ამ ცვლილებით?  „სამოქალაქო ინტეგრაციისა და …

მარიამ ჯაში: საატესტატო გამოცდები არის ხისტი, შესაძლოა დუბლირებული გამოცდები გაუქმდეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდების არსებული სისტემა არის ძალიან ხისტი და მისი ცვლილება აუცილებელია. „ბათუმელებთან“ მარიამ ჯაში ასევე საუბრობს თავის პირად რეკომენდაციაზე, რომელიც საატესტატო გამოცდაში ჩაჭრილ მოსწავლეს, მისი გადაბარების შესაძლებლობას აძლევს, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. თუმცა, როგორც დეპუტატი ჯაში ამბობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია, გადაწყვეტილება …

რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წლისთვის სკოლებში დაიგეგმება „განახლებული პროგრამები“ და „სრულიად ახალი მიდგომები“. რა იგულისხმება ახალ სტანდარტებში, რას ითხოვს სახელმწიფო სკოლისგან და რატომ ვერ ასრულებს სკოლა სახელმწიფოს დაკვეთას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა საუბრობს. ქალბატონო მარიამ, რას გულისხმობს სამინისტრო, როცა ამბობს, რომ სკოლებში …

რა შემთხვევაში გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი – ახალი ვაუჩერული დაფინანსება სკოლებში

მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილების მიხედვით, საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებს ვაუჩერული დაფინანსება 900 ათასი ლარით გაეზრდებათ. თანხა ემატება მხოლოდ მოსწავლის ვაუჩერს. ვაუჩერის თანხის მატება დაკავშირებულია სკოლაში ზოგიერთი საგნის საათის მატებასთან, შესაბამისად, დამატებულ ხელფასს მიიღებენ ის მასწავლებლები, რომლებიც დამატებულ საათს ჩაატარებენ. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან კვირეული საათობრივი დატვირთვა 3.5 საათი იქნება. რაც …

რა იცვლება განათლებაში – სიმონ ჯანაშია მამუკა ბახტაძის პროგრამის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინა, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი განათლების რეფორმას ეხება. რა იყო სიახლე წარმოდგენილ პროგრამაში და უნდა ველოდეთ თუ რა ახალი სასწავლო წლიდან „ფუნდამენტურ ცვლილებებს განათლებაში“, როგორც ამას მამუკა ბახტაძე ამბობს? პრემიერობის კანდიდატის პროგრამას „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია აფასებს. ახალი არაფერი იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამაში, უბრალოდ, ფრაზებია …

აინტერესებთ თუ არა მასწავლებლების აზრი სამინისტროში – ლია გიგაური რეფორმაზე

იღებს თუ არა გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მასწავლებელთა უშუალო მონაწილეობის, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე და რა შეუძლია სკოლას გადაწყვიტოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საუბრობს. ქალბატონო ლია, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე „ბათუმელებთანაც“ ხშირად აღნიშნავენ პედაგოგები, განათლების სფეროს სპეციალისტები, რომ სამინისტრო მათ სიახლეებს პოსტფაქტუმ, მათი ჩართულობისა და პროცესის გაანალიზების …

ვინ შეიძლება იყოს მოწვეული მასწავლებელი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა განათლების სამინისტროს ორი ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლებიც სამინისტრომ დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ინიციატივის მიხედვით, სკოლებს, რომლებსაც არ ჰყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი კონკრეტულ საგანში, შეუძლიათ მოიწვიონ მასწავლებელი და ამ ფორმით შეავსონ დეფიციტი. ვინ შეიძლება იყოს მოწვეული მასწავლებელი და ვინ მაძიებელი? ამ თემაზე განმარტება „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექპერტ-კონსულტანტმა, მანანა რატიანმა …

გვინდა ნიშნები მხოლოდ შემაჯამებელ გაკვეთილში იწერებოდეს – ინტერვიუ თამარ ჯაყელთან

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც სექტემბერში უნდა ამოქმედდეს, მასწავლებელს შინაარსიანი გაკვეთილების ჩატარებას ავალდებულებს. საუბარია იმაზეც, რომ უნდა შეიცვალოს მოსწავლის შეფასების დღეს არსებული მოდელი და მოსწავლე შეფასდეს არა ყოველდღიურად, არამედ შემაჯამებელი ნიშნების მიხედვით. ამ თემაზე „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ჯაყელი ესაუბრა. ქალბატონო თამარ, ითქვა, რომ ახალი სასწავლო …

საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 80 წლის 224 მასწავლებელი მუშაობს. 71-დან 80 წლამდე  კი 2 501 მასწავლებელია სკოლაში. დასაქმებულთა შორის ყველაზე ცოტა – ცხრა მასწავლებელი, 21 წლისაა. რატომ რჩებიან საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიაში და რატომ არ ცვლის ხელისუფლება სისტემას? მიზეზებზე „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე საუბრობს. ბატონო შალვა, …

ქართველი მეცნიერები მოსწავლეებისთვის დისტანციურ გაკვეთილებს ჩაატარებენ

საჯარო სკოლებისთვის ელექტრონული ლაბორატორიების შექმნა 2019 წლისთვის გადაიდო. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ელექტრონული ლაბორატორიების საპილოტე პროექტი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყებოდა. ლაბორატორიების შესყიდვის გადადების მიზეზად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სახელდება. „რადგან ჩვენ ერთი წლით გადავწიეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მე-7 და მე-9 კლასებში, შესაბამისად, გვინდა ელექტრონული ლაბორატორიები თავსებადი იყოს ეროვნულ …

რას სთხოვს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგებს და ესტონური მოდელი

საქართველოს განათლების სამინისტრო 15 საჯარო სკოლაში ესტონური საგანმანათლებლო მოდელის პილოტირებას გეგმავს. რითი განსხვავდება ესტონური მოდელი ქართული საგანმანათლებლო მოდელისგან და რა მოხდება მაშინ, თუკი  პედაგოგი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს ვერ მიაღწევს?  „ბათუმელებს“ ამ თემაზე ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ესაუბრა. ქალბატონო მარიამ, რა სტანდარტებს მოიცავს ესტონური განათლების მოდელი, რას ავალდებულებს ის პედაგოგებს, …

რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა – მსოფლიოს 44 ქვეყანა კვლევის შედეგებში

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების, სწავლა-სწავლები (TIMSS)კვლევისშედეგებისმიხედვით, საქართვლოშიმოსწავლეების დამოკიდებულება სკოლის მიმართ საკმად ნეგატიურია. კვლევაში მონაწილე 5 ათასამდე მოსწავლიდან, კითხვაზე – „მიყვარს სკოლაში ყოფნა“უფრო მეტად არ ეთანხმება 11,2 პროცენტი, 5,7 კი საერთოდ არ ეთანხმება. „განცდა მაქვს, რომ ეს ნამდვლად ჩემი სკოლაა“, – არ ეთანხმება 12,2 პროცენტი, საერთოდ არ ეთანხმება 6,1 პროცენტი. გამოკითხვაში მერვე და მეოთხე კლასის მოსწავლეები …

განათლების მინისტრმა გარედაკვირვების წესი დაამტკიცა

რას ნიშნავს გარედაკვირება და რას შეცვლის ის სასწავლო სისტემაში? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის, მანანა რატიანის განმარტებით, გარედაკვირვება მხოლოდ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის არის აუცილებელი. მანანა რატიანის თქმით, ეს იყო ერთადერთი კომპონენტი სქემაში, რომელიც  აქამდე არ მუშაობდა. „ამ წესის დამტკიცებით კი სქემა სრულფასოვნად ამუშავდა“-გვეუბნება ის. სტანდარტიზებული ინსტრუმენტი რომელიც დამტკიცდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის, გამოიყენება როგორც …

უყვარს თუ არა მაღალხელფასიან პედაგოგს ბავშვი? – „სახელმწიფო ჩვენს ნერვებს ცდის“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მაღალი ხელფასების პირობებში, სკოლაში ისეთი ადამიანები მივლენ, ვისაც ბავშვი არ ეყვარება. „პედაგოგიკა არის ის ტერიტორია, სადაც ვინმე თუ ფულისთვის მოვიდა, ვინმეს თუ მოეჩვენა, რომ წავალ ეხლა და მაგარი ხელფასი მექნება და მასწავლებელი გავხდები, მოკლედ მაგარ შარშია, იმიტომ, რომ  ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში, …

სიმონ ჯანაშია: გამოცდების ბარიერის აწევა ჰგავს იმას, ავადმყოფი დასაჯო იმის გამო, რომ ავადაა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა. ცენტრის ინფორმაციით, შესაძლებელია ეს ციფრი დაზუსტების შემდეგ შეიცვალოს. ამის შემდეგ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის საატესტატო და ეროვნული გამოცდების ბარიერს აწევენ. მინისტრის აზრით, ყველა ატესტატის მქონე უმაღლესში არ უნდა აბარებდეს, რადგან ამით უმუშევრობის დონე იზრდება. დამამთავრებელ კლასებში …

რატომ უჭირთ ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის „მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების“ (PISA)  მიხედვით, ქართულ სკოლებში წაკითხულის გააზრების პრობლემა დგას. რა არის ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაკლი და რატომ ვერ გახდა ქართული სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული? ამ თემაზე „ბათუმელებს“  თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განათლების სპეციალისტი ნინო ლომიძე ესაუბრება. ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით რა არის იმის მიზეზი  რომ …

მოსწავლე მასწავლებლის როლში

დღეს, 3 მაისს, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში იმიტირებული გაკვეთილები ჩატარდა, სადაც მასწავლებლის როლში მოსწავლეები იყვნენ, მასწავლებლები კი მოსწავლეების მერხებზე ისხდნენ. იმიტირებული გაკვეთილის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში კარიერული დაგეგმვის, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა იყო. იმიტორებული გაკვეთილი მე-12 კლასს ორ საგანში – ისტორიასა და ქართულში ჩაუტარდათ. ქართულის გაკვეთილის თემა თავისუფლება იყო, რომელსაც მოსწავლეები ვაჟას პოეზიის მიხედვით განიხილავდნენ. …

პროფესიული სწავლების საგაზაფხულო მიღებაზე 8 558 აბიტურიენტი დარეგისტრირდა

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ სწავლებაზე აბიტურიენტთა საგაზაფხულო რეგისტრაცია უკვე დასრულდა. რეგისტრაცია  8 558-მა აბიტურიენტმა გაიარა. პირველი ტესტირება 23 აპრილს დაიწყება. 2017 წელს საგაზაფხულოდ  4 562 ადგილზეა მიღება გამოცხადებული. პროფესიულ სწავლებაზე რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობს.  2016 წელს საგაზაფხულო მიღებაზე 6 598 მსურველი დარეგისტრირდა, საშემოდგომოზე კი -13 536. სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. როგორც განათლების …

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო გაკვეთილების შემცირებას

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ არაერთხელ განაცხადა, რომ სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. როგორ აპირებს სამინისტრო საგაკვეთილო ბადის შემსუბუქებას და რას ისწავლიან მოსწავლეები მე-12 კლასში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური საუბრობს. ქალბატონო ლია, მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ სექტემბრიდან სკოლაში  გაკვეთილები შემცირდება, რა ფორმით მოხდება ეს და რა იგულისხმება შემცირებაში? ნამდვილად მიდის მუშაობა …

საზეპიროების ნაცვლად თამაშები – რას გეგმავს სამინისტრო სკოლებისთვის

„იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებმა საზეპიროები მოყვნენ ისტორიის წიგნიდან, მათ შეუძლიათ ითამაშონ ისტორიული ფაქტების ირგვლივ და განიხილონ რა სტარატეგია იქნებოდა უფრო საინტერესო, კონკრეტულ შემთხვევაში“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. ის მინისტრის ინიციატივაზე გვესაუბრება, რომელიც სკოლებში სამაგიდო თამაშების დანერგვას ითვალისწინებს. თემურ მურღულიას თქმით, სამინისტრომ სამაგიდო თამაშების იდეების მიღებაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მინიმუმ …

განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში

ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის დროს პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და საგნობრივ გამოცდებზე ისაუბრა. მისი თქმით, პედაგოგი  ვალდებული აღარ იქნება ჩააბაროს გამოცდა, თუმცა მას  გამოცდაზე მიღებული ქულები კრედიტების დაგროვებაში დაეხმარება. შეხვედრაზე, რომელიც გუშინ, 21 იანვარს გაიმართა პედაგოგებსა და მინისტრს შორის, ასევე საუბარი შეეხო სკოლიდან მასწავლებლის გაშვების …

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 21 იანვარს, ბათუმში საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. განათლების მინისტრი პედაგოგებს განვითარების სქემაში შეტანილ ცვლილებებსა და იმ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც ახალი წლიდან დაინერგება. „ყველა ცვლილება, რომელიც განათლების სისტემაში შევა, იქნება პედაგოგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრის მონოლოგის …

„პოზიტიური დისკრიმინაცია“ – რას ფიქრობენ დირექტორები სკოლების კატეგორიებად დაყოფაზე

როგორ გაიგეს სკოლის დირექტორებმა განათლების მინისტრის განცხადება საჯარო სკოლებისთვის „წამყვანის“ სტატუსის მინიჭებაზე და სჭირდებათ თუ არა სკოლებს „უფრო მეტი თავისუფლება“, რომელსაც მინისტრი „კარგად მუშაობის“ შემთხვევაში ჰპირდება?  გამოიწვევს თუ არა მინისტრის ინიციატივა სკოლების სტიგმატიზირებას და ხომ არ მოუწევთ სკოლებს პრესტიჟისთვის ბრძოლა, არაკონკურენტულ გარემოში?  მინისტრის განცხადებით  სკოლების კატეგორიებად დაყოფა „პოზიტიური დისკრიმინაცია“ იქნება. სკოლის დირექტორები ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას …

პედაგოგები განვითარების სქემისა და გამოცდების შესახებ

რას ფიქრობენ პედაგოგები განათლების მინისტრის მოსაზრებაზე, რომ გამოცდები არ უნდა იყოს მასწავლებლისთვის სავალდებულო? რა ზიანი ადგება განათლების სისტემას დაუსრულებელი რეფორმებით და რამ უნდა განსაზღვროს პედაგოგის კომპეტენცია? თემაზე „ბათუმელებთან“ საჯარო სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს. ქეთევან გიორგაძე უფროსი კატეგორიის ლიტერატურის მასწავლებელია ბათუმის #6 საჯარო სკოლაში. ის მიიჩნევს, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს თავისი საგანი და არც საგნის ჩაბარება არ …

დისკუსია საბავშვო ბაღების რეფორმაზე, ბაღების თანამშრომლების გარეშე

რატომ არ ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და პედაგოგები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონპროექტის“ განხილვას და იწყებს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებას იმ სფეროს წარმომადგებლების გარეშე, ვისაც უშუალოდ ეხება რეფორმა? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის გამგეს ნანა თედორაძეს და ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნატალია ზაქარეიშვილს ესაუბრა. „მე მივიღე წერილი …

25 მოსწავლე ყველა პირველ კლასში

 

საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლი წლიდან საჯარო სკოლებში, კლასებში, მოსწავლეთა რაოდენობა 25-მდე შემცირდება. ახალი სტანდარტი პირველ ეტაპზე მხოლოდ პირვეკლასელებზე გავრცელდება. რას ფიქრობენ საჯარო სკოლის დირექტორები სამინისტროს ინიციატივაზე და როგორ აპირებენ ისინი გადაწყვეტილების შესრულებას.

Exit mobile version