საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს – ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას’’ იწყებს, რომლის მიხედვით, საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, პროფესიებსა და დასაქმების პერსპექტივებზე გაკვეთილები ჩაუტარდებათ. ახალი პროექტი 2014 წლიდან ამოქმედდება.