ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გზის საფარის შეცვლა და სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. ამ და კიდევ რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთის „კეთილმოწყობაზე“ ქალაქის მერიამ ტენდერი 7 მილიონ 178 ათას 902 ლარით უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, ჩატარდება შემდეგი სამუშაოები: „შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის [კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე], დავით ხახუტაიშვილის ქუჩის [ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე] და ინასარიძის …
Tag Archives: ბათუმის ქუჩები
რატომ ვერ ააშენეს ახალი გზა ბათუმში, რომელმაც ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩები უნდა შეაერთოს
ბათუმში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ ორი ქუჩის დასაკავშირებლად ხელშეკრულება ბათუმის მერიას 2025 წლის თებერვალში აქვს გაფორმებული ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-თან, ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში კი ამისათვის 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამავე კომპანიას ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი გზაც უნდა აეშენებინა, რისთვისაც ბიუჯეტში დამატებით 1,3 …
ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ
ბათუმის საკრებულო ბათუმში, გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებას გეგმავს. საკითხს ქალაქის საკრებულო 2025 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს. გოგოლის ქუჩის ეს მონაკვეთი, რომელსაც სახელი უნდა შეუცვალონ, წმინდა სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გრძელდება და მისი სიგრძე დაახლოებით 640 მეტრია. ეს მონაკვეთი ბონის დასახლებას ბარცხანასთან აკავშირებს. ქუჩის ამ მონაკვეთის …
Continue reading “ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ”
როდის გაიხსნება ბათუმში გადაკეტილი რუსთაველის ქუჩა – აქ ფილებს კანონდარღვევით ჭრიან
ბათუმში რუსთაველის ქუჩა ნაწილობრივ ჩაკეტილია. აქ ფილაქანი აყარეს და ასფალტს აგებენ. პარალელურად ბორდიურებს აწყობენ და ტროტუარებზე ფილებს აგებენ. ქუჩის იმ მონაკვეთებში, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, პერიოდულად სამშენებლო მტვრის ბუღი დგას, რადგან ადგილზე ჭრიან ფილებს, რომლებითაც ბორდიურებს აწყობენ. სამშენებლო მასალების შუა ქუჩაში წესების დარღვევით დაჭრა-დამუშავება ბათუმში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე [ილია …
ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან მოძრაობა იკეტება – ბათუმის მერია
ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილიდან მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ფრიდონ ხალვაშისა და მახვილაურის ქუჩების დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო ხიდზე. „აღნიშნულ პერიოდში N22 მიკროავტობუსის მარშრუტი დროებით შეიცვლება და იმოძრავებს ფრიდონ ხალვაშის, ზურაბ ნაჭყებიასა და მახვილაურის ქუჩების გავლით“ – აცხადებს ბათუმის მერია. მერიის ინფორმაციით, „არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა მახვილაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში …
ტროტუარების კრიზისი – ქვეითებისთვის ბათუმში ადგილი აღარ არის | ვიდეო
ბათუმში ძნელად მოიძებნება ქუჩა, რომლის ტროტუარიც უკანონოდ გაჩერებული ავტომანქანებით, კაფეების მაგიდებით ან სულაც სამშენებლო კომპანიების მიერ მოწყობილი ოფისებითა და სხვა კონსტრუქციებით არ არის ოკუპირებული. მიტაცებულ ტროტუარებზე მცირე ადგილი რჩება ქვეითებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს ან საბავშვო ეტლით მოძრაობს. ქალაქში პარკირების არასაკმარისი ადგილების გამო მძღოლები ავტომანქანებს ხშირად აჩერებენ ტროტუარებზე. ეს აიძულებს ქვეითებსა და …
Continue reading “ტროტუარების კრიზისი – ქვეითებისთვის ბათუმში ადგილი აღარ არის | ვიდეო”
ლეონიძის ქუჩა ნაწილობრივ გადაიკეტა – შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მარშრუტებიც
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა შეეხება 1, 1ა, 4, 7, 8 და 11 ნომერ მუნიციპალურ ავტობუსებს, რომლებიც იმოძრავებენ შემდეგი სქემის მიხედვით: N1 და N8 – ლეონიძის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით N1ა – აღმაშენებლის, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით N4, N7 და N11 – …
Continue reading “ლეონიძის ქუჩა ნაწილობრივ გადაიკეტა – შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მარშრუტებიც”
ბათუმში მუსხელიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 9,5 მილიონია გამოყოფილი
ბათუმის მერია ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 9,5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული ქუჩა ბათუმის შემოვლითი მშენებარე გზისა და ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკვეთასთან ახლოს [მახვილაურის დასახლებაში] მდებარეობს. დაგეგმილია, როგორც მუსხელიშვილის ქუჩის, ასევე მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია. სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 9 539 467 ლარით უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 …
Continue reading “ბათუმში მუსხელიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 9,5 მილიონია გამოყოფილი”
შეთანხმება ან ექსპროპრიაცია – 6 მილიონი კომპენსაციისთვის ბათუმში ქუჩების გასაგრძელებლად
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლადაა საჭირო. კერძო მესაკუთრეები მერიასთან თუ ვერ შეთანხმდებიან, მათ საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მერიას აქვს დაგეგმილი, რაზედაც ქალაქის საკრებულოც თანახმაა. კერძო საკუთრების გამოსყიდვის შემდეგ, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის …
ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანამდე გაგრძელდება – ექსპროპრიაციით ან შეთანხმებით მესაკუთრეებთან
ბათუმის მერია ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებას გეგმავს. მერიის გეგმას ქალაქის საკრებულოც დაეთანხმა. თუმცა გეგმის განსახორციელებლად, საჭირო იქნება ქუჩის გაგრძელების არეალში მოქცეული კერძო საკუთრების გამოსყიდვა. თუ მერია რომელიმე მესაკუთრეს ქონების გამოსყიდვაზე ვერ შეუთანხმდება, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეს საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ “საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს მიერ მომზადებულია მოსაწყობი ქუჩის წინასწარი …
გადაკეტილი ხახულის ქუჩა – ბათუმის მერიაში არ ამბობენ როდის გაიხსნება გზა
ბათუმში ხახულის ქუჩა [ამავე ქუჩის მეორე შესახვევის მიმდებარედ] გადაკეტილია. მიზეზი – ხიდზე სამუშაოებს ატარებენ, რის გამოც ავტომანქანებს შემოვლითი გზის გავლა უწევთ, ისევ ხახულის ქუჩით რომ გააგრძელონ მოძრაობა. ამ ხიდის ქვეშ ღია სანიაღვრე არხი გადის. გზის [ხიდის] ჩაკეტვა პრობლემაა ქვეითებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ არც დროებითი გადასასვლელია ქვეითებისთვის მოწყობილი, ბავშვები არხის მეორე მხარეს, მიკროავტობუსებთან …
Continue reading “გადაკეტილი ხახულის ქუჩა – ბათუმის მერიაში არ ამბობენ როდის გაიხსნება გზა”
2.7 კილომეტრი სიგრძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე – მოსახლეობა უსაფრთხო გზას ითხოვს | ფოტო
ბათუმში მამია ვარშანიძის ქუჩა, რომლის სიგრძე თითქმის 2,7 კილომეტრია, ფაქტობრივად, ტროტუარის გარეშეა. გარდა იმისა, რომ ამ ქუჩაზე სავალი ნაწილი, როგორც ავტომანქანებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის მოუწესრიგებელია, ის ვიწრო ბილიკებიც კი ჩახერგილია, სადაც ქვეითმა შეიძლება ისე გაიაროს, რომ სამანქანო გზაზე არ აღმოჩნდეს. „იძულებული ვართ, ტრასაზე ვიაროთ და ავტობუსს და „მარშუტკასაც“ ტრასაზე ველოდებით. ქალაქის მერიისგან ვითხოვთ ქუჩაზე ტროტუარი …
ბათუმში „ორბის“ მიწებზე მერია ახალ გზებს აპროექტებს – საკითხი საკრებულოშია
ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15ა და 15გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაშია, ქალაქის მერია გზებს აპროექტებს. საპროექტო გზებისა და ქუჩების ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახვის მიზნით მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. საკრებულო საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რომელიც 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მიწის ნაკვეთებზე, სადაც გზები უნდა გაკეთონ, „ორბის“ მრავალსართულიანი შენობები დგას, თუმცა, კომპანია ამ ნაკვეთებს შორის …
Continue reading “ბათუმში „ორბის“ მიწებზე მერია ახალ გზებს აპროექტებს – საკითხი საკრებულოშია”
პარკინგი – პრობლემა ბათუმში, რომლის მოგვარების პირობა მესამე მერმა დადო
„პარკირების თანხა გადაიხადე. პლუს ხურდა იქონიე, ყველგან „სტაიანშჩიკები“ დგანან. ღმერთი თუ დაგეხმარება გააჩერებ. აქ ისეთი ამბავია, არ ვიცი რა…“ – უპასუხეს მოქალაქეს, რომელმაც ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა, რომ ბათუმში დასასვენებლად ჩასვლას გეგმავს და აინტერესებს პარკირების საკითხი, როგორ მოაგვაროს. ყველა კომენტარი, ხუმრობანარევი და სერიოზულიც კი, რომელიც ამ პოსტს მოჰყვა, ეჭვქვეშ აყენებდა ბათუმში მანქანის წესებით გაჩერების შესაძლებლობას: …
Continue reading “პარკინგი – პრობლემა ბათუმში, რომლის მოგვარების პირობა მესამე მერმა დადო”
ჩაბნელებული ქუჩები და გადათხრილი გზები ბათუმში – ვინაა პასუხისმგებელი
„თქვენ ღამით ნახეთ, მაგრამ ვერ დაინახავთ გზაზე შუქებიც აღარ არის“, – ასე ეხმიანება მოქალაქე „ბათუმელების“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ ვითარებას ასახავს. ჩაბნელებული ქუჩები და ორმოები ბათუმში სოციალურ ქსელში ხშირად არის მწვავე დისკუსიის საგანი, ზოგჯერ კი შესაბამისი უწყებების [ვისაც ქალაქის მოვლა-პატრონობა ევალება] კრიტიკის და დაცინვის მიზეზიც ხდება. „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით …
Continue reading “ჩაბნელებული ქუჩები და გადათხრილი გზები ბათუმში – ვინაა პასუხისმგებელი”
ჩაბნელებული ბათუმის შემოსასვლელი მაგისტრალი და გარეუბნები – რა პასუხი აქვს მერიას I VIDEO
გუშინ, 25 დეკემბერს, როცა ბათუმის მერი ცენტრალურ მოედანზე მილიონად ნაყიდ ნაძვის ხეს საზეიმოდ ანთებდა, ქალაქის მთავარი შემოსასვლელი ჩაბნელებული იყო. ბათუმში შემოსასვლელი ცენტრალური გზის მახინჯაურის მონაკვეთი დღესაც ჩაბნელებულია. მახინჯაურის ძველი რკინიგზის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ მძღოლებსა და ქვეითებს კი სრულ სიბნელეში უწევთ გადაადგილება. ჩაბნელებულია თამარის დასახლების ერთი ნაწილიც. „როგორც მძღოლს ძალიან მეხმარება ქუჩის განათება. მით უფრო, …
ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ მერიის ქონების მართვის სამსახურში არ იციან, რა რაოდენობის ქვაფენილი აყარა მერიამ ქალაქის სამი ქუჩიდან და რა ღირებულებისაა ეს ქვაფენილი. მისი თქმით, ვერც საკრებულოში და ვერც მერიის შესაბამის სამსახურებში ოპოზიციამ ვერ მიიღო პასუხი ამ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებზე. მან დღეს, 5 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა იმის …
Continue reading “ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი”
„მშენებელმა კომპანიამ საკანალიზაციო სისტემა დაგვიზიანა“ – მოქალაქეები
ბათუმში, შარაშიძის ქუჩის #23-ში, აქვე მცხოვრებთა ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონებთან ახლოს საკანალიზაციო სისტემა ჟონავს. „ადგილზე ისეთი გაუსაძლისი სუნია, იქვე ახლოს მდებარე კორპუსში ფანჯრებს ვერ ვაღებთ. გარდა ამისა, განსაკუთრებული პრობლემაა ის, რომ ბავშვები ატრაქციონებით მაინც სარგებლობენ“, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ დასახლებიდან მოგწერეს. მოსახლეობამ ამ ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც გადმოგვიგზავნა. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. შამბო და …
Continue reading “„მშენებელმა კომპანიამ საკანალიზაციო სისტემა დაგვიზიანა“ – მოქალაქეები”
თქვენს ქუჩაზე ავტობუსის გაჩერება გადახურულია? – გილოცავთ, თქვენ გაგიმართლათ
ავტორები: ელისაბედ მამულაძე, მარიამ ჩხაიძე, „არ გადადოს“ აქტივისტები _________________________________ ბათუმში ცხოვრებისას ადამიანები ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით – იქნება ეს გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო დატბორილი ქუჩები, ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანები, გაუმართავი შუქნიშნები, არასათანადოდ აღჭურვილი ავტობუსის გაჩერებები თუ სხვა. ამ სტატიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ვისაუბრებთ. ბათუმის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის გამართვაზე და გაუმჯობესებაზე წლებია მუშაობს, …
Continue reading “თქვენს ქუჩაზე ავტობუსის გაჩერება გადახურულია? – გილოცავთ, თქვენ გაგიმართლათ”
წყალი მუხლებამდე გვწვდება – ადამიანები ბათუმის დატბორილი ქუჩიდან
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილთან ახლოს, ევგენი მიქელაძის ქუჩა ყოველი გაწვიმების შემდეგ წყლით იფარება. აქ მცხოვრები ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის დროს წყალი მუხლებამდე აღწევს, გუბეები კი ხშირად მზიანი ამინდის დროსაც ვერ შრება. ნახევრად მოასფალტებული ქუჩა ორმოებითაა სავსე. ამ დასახლებას არც საკანალიზაციო სისტემა აქვს და არც სანიაღვრე არხები. მოსახლეობა ჭების წყლით სარგებლობს, რომელიც ძლიერი წვიმის დროს …
Continue reading “წყალი მუხლებამდე გვწვდება – ადამიანები ბათუმის დატბორილი ქუჩიდან”
რატომ არის ბათუმის ქუჩებში ქვაფენილი მუდმივად დაზიანებული
ბათუმის ცენტრალური, ქვაფენილიანი ქუჩები ბევრ ადგილზე დაზიანებულია. მემედ აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, გამსახურდია, ფარნავაზ მეფის და კიდევ ბევრ სხვა ქუჩაზე, ქვაფენილი თვეობით ამოყრილია. ამოყრილი ქვების ადგილი წვიმის დროს წყლით ივსება, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისას, ასევე ქვეითებისთვის. ბათუმის მერიის წარმომადგენლები პერიოდულად ჩნდებიან ხოლმე ქუჩებში და ამოყრილ ქვაფენილს ასწორებენ, თუმცა როგორც თავად გვეუბნებიან, ისინი მხოლოდ ზედაპირულ …
Continue reading “რატომ არის ბათუმის ქუჩებში ქვაფენილი მუდმივად დაზიანებული”
ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან – წელს დაიხარჯება 4,5 მილიონი
ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] ქვაფენილებს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ. ჯერჯერობით უცნობია, რაში გამოიყენებს მერია აყრილ ქვაფენილს. ამავე მონაკვეთში ქვაფენილებს შეცვლიან ასევე გორგასალსა და გორგილაძის ქუჩებს შორის, იმ ქუჩებზე, რომლებიც ფარნავაზ მეფის ქუჩას კვეთენ [ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ფერადი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა]. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 …
კიდევ ერთი ტროტუარი ბათუმში, სადაც კონსტრუქციას ამონტაჟებენ | ფოტო
ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ფარნავაზ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გზაჯვარედინზე, კაფე „ტერასა საფერავმა“ გამსახურდიას ქუჩის მხრიდან, მცენარეების ქოთნებით სრულად გადაკეტა ტროტუარი, ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან კი კომპანია სულაც რკინის კონსტრუქციას ამონტაჟებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას იმის გასარკვევად, აქვს თუ არა კომპანიას ნებართვა, აითვისოს ტროტუარი კომერციული დანიშნულებით. უწყებაში გვითხრეს, რომ „აღნიშნულ მისამართზე ობიექტის მეპატრონე …
Continue reading “კიდევ ერთი ტროტუარი ბათუმში, სადაც კონსტრუქციას ამონტაჟებენ | ფოტო”
სულაბერიძის ქუჩაზე ფილების ნაცვლად ასფალტს დააგებენ, რაშიც 5 მილიონი დაიხარჯება
ბათუმში სულაბერიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი ქუჩის სავალი ნაწილის, გამყოფი ზოლისა და ტროტუარების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. აქ არსებული რკინა-ბეტონის ფილების ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ. სამუშაოებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მეორე ტენდერში კი წინადადებების მიღება ჯერ …
Continue reading “სულაბერიძის ქუჩაზე ფილების ნაცვლად ასფალტს დააგებენ, რაშიც 5 მილიონი დაიხარჯება”
რატომ და რამდენი ხნით გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა ბათუმში
ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფისის მიმდებარედ, ნაწილობრივ გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა. ამ ადგილიდან, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გადადიან. მოძრაობა შეზღუდულია ასევე ჟიული შარტავას გამზირზე [„კარფურის“ მიმდებარედ]. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილება ფიროსმანისა და შარტავას ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით შეიზღუდა, რაც აბუსერიძის ქუჩაზე [სადაც ასევე შეზღუდულია მოძრაობა] კოლექტორის მშენებლობას უკავშირდება. „რა …
Continue reading “რატომ და რამდენი ხნით გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა ბათუმში”
როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში
ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა [ჭავჭავაძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე მონაკვეთში] ავტომანქანებისთვის უკვე რამდენიმე თვეა გადაკეტილია. ქუჩის ამ მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა და ახლა სავალი ნაწილის მოწყობა მიმდინარეობს. დასრულებულია ბორდიურებისა და ტროტუარებზე ფილების დაგების სამუშაოებიც. ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში დარჩენილია ასფალტის დაგებისა და სავალი ნაწილის მონიშვნის გარკვეული სამუშაოები, რომელთა დასრულება ძირითადად …
Continue reading “როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში”
ქუჩების მონაკვეთები ბათუმში, სადაც ბეტონს დააგებენ – ბიუჯეტიდან 1 მილიონია გამოყოფილი
ბათუმში 20-ზე მეტი ქუჩისა და ჩიხების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დღეს, 23 მარტს, გამოაცხადა. სამუშაოები 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2021 წლის 8 აპრილს დაიწყება და 13 აპრილს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით „თითოეულ ობიექტზე …
ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი
ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის …
ვინ შეაკეთებს წელს ბათუმის ქუჩებს – დავა 300-ათასიანი ტენდერის მოსაგებად
ბათუმში გზების მოვლაზე ქალაქის მერიას ამ დრომდე კონკრეტული კომპანია შერჩეული არ ჰყავს. გზების სავალი ნაწილი კი მისახედია, განსაკუთრებით ქვაფენილიანი [რუსთაველის, გოგებაშვილის, მემედ აბაშიძის და სხვა] ქუჩები, სადაც ამოცვენილი ქვები ქვეითებისთვის აღარ არის უსაფრთხო. „ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე შეძლებისდაგვარად, საკუთარი თანამშრომლების ძალებით, ვუვლით ქუჩებს“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში. სააგენტოს ქუჩების მოვლა-შენახვისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო …
Continue reading “ვინ შეაკეთებს წელს ბათუმის ქუჩებს – დავა 300-ათასიანი ტენდერის მოსაგებად”
ბათუმელმა სტუდენტებმა უსაფრთხო მოძრაობის თემაზე კამპანია დაიწყეს
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანია დაიწყეს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვაზე ყურადღების გამახვილების მიზნით. კამპანიის ფარგლებში სტუდენტებმა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #6-ში, მე-6 საჯარო სკოლასთან ზებრა გადასასვლელი გააფერადეს. „თამაშის, კლასობანას სტილში მოვხატეთ ზებრა გადასასვლელი. ჩანაფიქრი იყო ის, რომ ზებრა გადასასვლელმა ყველა ასაკის ბავშვის ყურადღება მიიქციოს და სწორედ ამ გადასასვლელით ისარგებლონ. ჩვენი მიზანია მათ ქვეცნობიერში აისახოს, რომ …
Continue reading “ბათუმელმა სტუდენტებმა უსაფრთხო მოძრაობის თემაზე კამპანია დაიწყეს”
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 11 მილიონი დაიხარჯება
ბათუმის მერიას ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში 4 359 741 ლარია გათვალისწინებული. ამ ქუჩაზე, ავტომანქანების სავალ ნაწილზე, წლების წინ რკინა-ბეტონის ფილები დააგეს, რომლებიც კარგა ხანია ამორტიზებულია. ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, შარტავას წრიულიდან [რეფერალური საავადმყოფოდან] ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები მრავალწლიანი …
Continue reading “ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 11 მილიონი დაიხარჯება”
რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 999 996 ლარით აქვს გამოცხადებული. მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. აღდგენითი სამუშაოები ტენდერში …
Continue reading “რომელ გადათხრილ ქუჩებს გააკეთებენ ბათუმში 2021 წელს – ტენდერი”
ვინ შეაკეთებს ბათუმის ქუჩებს
ბათუმის ასფალტირებული და არაასფალტირებული ქუჩების შეკეთებაზე ტენდერები მერიის სამსახურებს ახლა აქვთ გამოცხადებული. ქალაქის ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებისთვის ჯამში 440 ათას 140 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დაწყება კი, მიმდინარე ტენდერების დასრულებაზეა დამოკიდებული. გზის პრობლემატურ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების [ასფალტის დაკერების] სამუშაოებზე ტენდერი 299 ათას 840 ლარით აქვს გამოცხადებული მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს. წინადადებების მიღება 29 ივლისს …
შეამოწმე, როგორ იცნობ ბათუმის ქუჩებს
არ აქვს მნიშვნელობა, ბევრს დადიხარ ფეხით, თუ მანქანით გადაადგილებას არჩევ, დიდი ხანია ბათუმში ცხოვრობ, თუ ზაფხულობით ისვენებ ხოლმე – ვინც არ უნდა იყო, ეს ტესტი შენთვისაა და დაგეხმარება გაიხსენო ბათუმის ქუჩები, რომლებიც ფოტოებიდან აუცილებლად გეცნობა.