ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

მეზღვაურთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საზღვაო აკადემია ორგანიზებას ერთობლივად გაუწევენ და „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ჯამში 576 164 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ. ასეთ გადაწყვეტილებამდე ღონისძიების ჩატარებას მხოლოდ სააგენტო გეგმავდა 534 239 ლარით. ღონისძიება 2026 წლის 25 ივნისს ბათუმში გაიმართება. სააგენტო აღნიშნავს, რომ „საქართველო 21 000-მდე მეზღვაურის სამშობლოა. მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა …

ბათუმში 25 ივნისს მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ – დაიხარჯება 345 ათასი ლარი

საზეიმო მსვლელობა დილის 10 საათზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაიწყება და რუსთაველის ქუჩის გავლით ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან დასრულდება. დილის 11-დან 12-საათამდე პერიოდში კი, მე-10 ნავმისადგომთან დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები [გახსნის, დაჯილდოებისა და გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია]. ღონისძიებების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, რომლის ინფორმაციით, „საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 25 ივნისს ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს …

ბათუმში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალს გამართავს. ადგილმდებარეობა: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 53. დრო: 11:00 – 18:00 ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები. ფესტივალზე დასწრება შეუძლიათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. „ფესტივალი …

საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

ბათუმის საზღვაო აკადემიის დირექტორის მოადგილეებმა ირაკლი კაცაძემ, აბდულ კახიძემ და მანუჩარ ლორიამ, თანამდებობები დატოვეს. აკადემიის რექტორის, მურთაზ დევაძის თქმით, მოადგილეების გათავისუფლების მიზეზი, რეორგანიზაციაა. „რეორგანიზაცია გაკეთდა მთლიანად საზღვაო აკადემიაში, გაუქმდა მოადგილეების შტატი და დაემატა მხოლოდ ვიცე რექტორის შტატი, რომელსაც ქრისტინა ზგოევა უხელმძღვანელებს“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მურთაზ დევაძე. თუმცა აბდულ კახიძე ამბობს, რომ მან თანამდებობა უფრო ადრე, საკუთარი …

ვაჟა ანანიძეს აკადემიამ 76 000 ლარი უნდა გადაუხადოს – სააპელაციოს გადაწყვეტილება

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის თითქმის ყველა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ საზღვაო აკადემიას ანანიძის სასარგებლოდ 76 ათასი ლარის გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით, თუმცა სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება დღეს, 14 ივლისს, გამოცხადდა. როგორც ვაჟა ანანიძის ადვოკატი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომაც …

ბათუმში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს [ფოტო]

ბათუმში დღეს, 2 ივლისს,  მეზღვაურთა დღე აღნიშნეს. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მემედ აბაშიძის გამზირი ტრადიციული მსვლელობით ჩაიარეს და გვირგვინით შეამკეს იუნკრების საფლავები. ტრადიციულად მეზღვაურთა დღე  ყოველი წლის 25 ივნისს აღინიშნება, მაგრამ წელს უამინდობის გამო მისი აღნიშვნა 2 ივლისისათვის გადაიდო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას საზღვაო აკადემიის არც ახალი რექტორი ასრულებს

6 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა გადაწყვეტილება ყოფილმა რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ არ აღასრულა და, როგორც ჩანს, მის აღსრულებას არც ახალი რექტორი, მურთაზ დევაძე აპირებს. „ბათუმელები“ აკადემიის რექტორს გუშინ, 11 აპრილს, დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაჟა ანანიძის სამსახურში …

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორად მურთაზ დევაძე დაინიშნა

ბათუმის საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, მურთაზ დევაძე აკადემიის რექტორად დაინიშნა. ის მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან რექტორის მოვალეობას ასრულებდა. მასვე დაეკისრა ფოთში აკადემიის ახალგახსნილი ფილიალის საზღვაო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობაც. მურთაზ დევაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანია. „ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს …

მურთაზ დევაძე საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ბრძანებით, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მურთაზ დევაძე დანიშნეს. მურთაზ დევაძე მანამდე აკადემიის რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება საზღვაო აკადემიის რექტორის პოსტზე, რომელიც 14 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური. „დღეს დამეკისრა მხოლოდ საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულება. აღნიშნულ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება აკადემიის სპეციფიკიდან …

როდის ეყოლება ბათუმის საზღვაო აკადემიას ახალი რექტორი

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის მოვალეობას რექტორის პირველი მოადგილე, ირაკლი კაცაძე ასრულებს. ყოფილი რექტორის, ირაკლი შარაბიძის გადადგომის შემდეგ იმისთვის, რომ საზღვაო აკადემია დროებითი ხელმძღვანელის გარეშე არ დარჩენილიყო, ეკონომიკის სამინისტროს აკადემიის წესდებაში ცვლილების შეტანა მოუწია. კერძოდ, წესდებაში დაამატეს, რომ „რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში რექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რექტორის ერთ-ერთი მოადგილე ან აკადემიის  თანამშრომელი“. …

საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე თანამდებობას ტოვებს. როგორც ირაკლი შარაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება და სამსახურში 14 თებერვალს გავა. „ორშაბათს ვაპირებ სამსახურში გასვლას და განცხადების დაწერას “, – გვითხრა მან. კითხვაზე, თუ რატომ მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ დიდი ხანია, რაც რექტორად მუშაობს და დაიღალა. „ძალიან დიდი ხანია რაც …

გამოძიება დაიწყო საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გაიგეს

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში საქმე ორი თვის წინ მოიგო და „პლაგიატის საქმეზე“ ვაჟა ანანიძე დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ სამსახურში, ამ დრომდე საზღვაო აკადემია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. საგამოძიებო ორგანოში მოისმინეს მხარეთა ჩვენებები, თუმცა 7 ოქტომბერს მიღებული სასამართლოს …

აცრის ახალი სივრცე ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობაში გაიხსნა

ბათუმში კიდევ ერთი აცრის სივრცე გაიხსნა. დღეიდან ორი კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობაში, სპეციალურად მოწყობილ ოთახში იქნება შესაძლებელი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვაქცინაცია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში ჩატარდება. საზღვაო აკადემიის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საზღვაო დარგის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, მეზღვაურებს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საშუალება ექნებათ ადგილზე აიცრან ვაქცინებით: „ფაიზერით“, …

საზღვაო აკადემიის პროფესორების „პლაგიატის საქმე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

„ის, რომ არ ხარ ჯიგარი ლექტორი და ქულას ტყუილად არ წერ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენი გათავისუფლების საფუძველია,“ – მიმართა მოსამართლეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა. დღეს, 2 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე როინ კახიძემ „ვაჟა ანანიძის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო. ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ …

ლექტორის სასამართლო, რომელმაც კოლეგები პლაგიატში ამხილა და სამსახურიდან გაუშვეს

“900-მდე განცხადებით მივმართეთ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ – რა სამართლებრივი საფუძვლებით გაათავისუფლეს სამსახურიდან ვაჟა ანანიძე,” – მიმართა მოსამართლე როინ კახიძეს ანა ბერძენიშვილმა. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტია და სასამართლოში ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებული პროფესორის, ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს. ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი …

საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილედ მურთაზ დევაძე დანიშნეს

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორს ახალი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე მურთაზ დევაძე დანიშნეს. მანამდე ამ თანამდებობაზე აბდულ კახიძე მუშაობდა. როგორც აკადემიის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აბდულ კახიძეს ვკითხეთ, რა მიზეზით დატოვა  თანამდებობა, რაზეც მან გვიპასუხა:  „რვა წელია ამ თანამდებობაზე ვარ და ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. განცხადება ორი კვირის წინ დავწერე, დღეს …

რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე

„2020 წლის სტუდენტების რჩეული ლექტორი ქუჩაშია“, – ეს წარწერა ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა ვაჟა ანანიძემ პლაკატზე, საპროტესტო აქციის მეცხრე დღეს დააწერა. ყოფილი ლექტორის ერთკაციანი აქცია უკვე მე-12 დღეა, რაც აკადემიის ჭიშკართან იმართება. ვაჟა ანანიძე რექტორის სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატის არსებობაზე საუბრობს და მოითხოვს, კომისიური წესით გადამოწმდეს მისი და სხვა პროფესორ-მასწავლებლების ნაშრომებიც. აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე …

ევრო-2000 და საზღვაო აკადემია მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სკოლა ევრო–2000-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და შპს სკოლა „ევრო–2000“-ს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, მხარეები მოსწავლეთა და სტუდენტთა მოთხოვნების შესაბამის, ერთობლივ მიზნობრივ ღონისძიებებს განახორციელებენ. კერძოდ, საბუნებისმეტყველო მიმართულებით, საგნების სწავლების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები ისარგებლებენ ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებს ხარისხიანი ცოდნის მიღებასა და შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაში. …

ბათუმის საზღვაო აკადემია IAMU-ის კვლევითი პროექტების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU)-ს მიერ დაფუძნებული კვლევითი პროექტების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა. IAMU საზღვაო უნივერსიტეტების გლობალური ქსელია, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო განათლებასა და მეზღვაურთა ტრენინგებს  გლობალური გადაზიდვის ინდუსტრიისათვის. IAMU-ის სამუშაო ჯგუფში შედის მსოფლიოს 3 უმაღლესი სასწავლებელი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის წევრები არიან გდინიას საზღვაო უნივერსიტეტი [პოლონეთი] და ლივერპულის …

ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს

ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვაზე აკადემიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 23 ათასი ლარია. რას გეგმავს საზღვაო აკადემია – ტენდერის მიხედვით მიმწოდებელს ევალება: [checklist] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქ. N53-ში მდებარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბალანსზე რიცხული ორსართულიანი შენობის [საერთო ფართობი …

ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

„არაა გამორიცხული, აკადემიიდან საერთოდ გამათავისუფლონ… დაპირისპირება ჩემსა და მენეჯმენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე პროფესორი და, მათ შორის, რექტორი პლაგიატში ვამხილე… ვაპროტესტებდი სხვა გადაწყვეტილებებსაც, მაგალითად, როცა დოქტორანტურის შექმნა გადაწყვიტეს, როცა ამის რესურსი არ არის,“ – ამბობს ვაჟა ანანიძე. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და …

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალისთვის აღადგენენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთში ახალ ფილიალს ხსნის. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი საზღვაო სასწავლებელი 1000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. საზღვაო აკადემიის ფილიალი ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება. შენობის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო და კონტრაქტის პირობების თანახმად, 9 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესრულებაზე საზღვაო აკადემიამ ხელშეკრულება შპს „დანი ქონსთრაქშენთან“ 5 851 164 ლარზე გააფორმა. ფოთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე ყოფილი …

საზღვაო აკადემიამ შესაძლოა ბრიტანულ სანაოსნო სასწავლებელთან ითანამშრომლოს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლოა დიდი ბრიტანეთის სანაოსნო სასწავლებელ Portsmouth College-სა და ბათუმის საზღვაო აკადემიას, ასევე, ბათუმისა და ფოთის პროფესიული განათლების ცენტრებს შორის თანამშრომლობა დაიწყოს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის შესახებ შეთანხმება უკვე არსებობს სამინისტროსა და Portsmouth College-ს შორის. „მომავალი პარტნიორი ორგანიზაციები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა გაცვლითი …

რა სირთულეებს აწყდებიან ქართველი მეზღვაურები დასაქმებისას

საქართველოს საზღვაო შრომის ბაზარი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მეზღვაურები, რომლებსაც „ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა, ამბობენ, რომ დასაქმება რთულია სტუდენტისთვის, რომელიც ამთავრებს საზღვაო სასწავლებელს და არ აქვს გემზე მუშაობის გამოცდილება. ისტორია 1 ჯაბა მგზავრიძემ ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წელს დაამთავრა. ორი წელია არ დაუტოვებია ბათუმში არც ერთი საკრუინგო კომპანია, სადაც არ მივიდა და განაცხადი არ …

საზღვაო აკადემიის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააშენებენ

ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააგებს. აუზის მშენებლობაზე აკადემიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 516 317 ლარია. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობა, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საზღვაო აკადემიას საწვრთნელი აუზის მშენებლობაზე სააგენტოს ნებართვა აქვს. „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია თავისი …

ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთის ფილიალის შენობის რეაბილიტაციას იწყებს – 5.8-მილიონიანი ტენდერი

5 მილიონ 876 ათას 164 ლარია გათვალისწინებული ქალაქ ფოთში, იმ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის, სადაც შემდგომში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი უნდა გაიხსნას. ფილიალი 1 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. ფოთში, წმინდა გიორგის ქ. N24-ში მდებარე, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა, რომლის რეაბილიტაციაც უნდა ჩატარდეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს. ელექტრონულ …

გახარია: სასწავლებლები უშვებენ სპეციალისტებს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან

დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა. ასევე, პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია, რომელიც 500 000 ლარით დაფინანსდა აჭარის ბიუჯეტიდან. სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, სადაც პროფესიული სასწავლებელი განთავსდება. სასწავლებელი 1000-მდე სტუდენტზე იქნება გათვლილი, დასაქმდება …

„წადი!“ – პრემიერ გიორგი გახარიას ბათუმში სტვენით დახვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. 13 საათზე პრემიერ-მინისტრი ბათუმის საზღვაო აკადემიაში მივიდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. საზღვაო აკადემიის წინ მას ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები დახვდნენ პლაკატებით. ისმოდა შეძახილები: „წადი! „მონა!“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა პრემიერის ავტომანქანას მიახლოებოდა, თუმცა პოლიციამ შეაჩერა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილიც. გიორგი გახარია აკადემიის …

„მამაჩემი დამეხმარა“ – თვითმმართველობის თავმჯდომარე რეგიონიდან სტუდენტების წაყვანაზე

„არა, პარტიიდან საერთოდ შორს ვართ… მე ბიძაჩემი დამეხმარა, მამაჩემი, მეც მქონდა რაღაც დაგროვებული. მინდოდა, რომ ჩემი სტუდენტები სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით არ დარჩენილიყვნენ, ყველა მიდიოდა და ჩვენც წავედით,“ – გვითხრა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შოთა კაკაშვილმა. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონცერტს გუშინ, 2 ნოემბერს დაესწრო. სტუდენტი ამბობს, რომ …

ბათუმის საზღვაო აკადემიას 5,8 მილიონი ლარი გადაეცემა ფოთში ფილიალის გასახსნელად

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ფოთში ფილიალის გასახსნელად 5 876 164 ლარი გადაეცემა. აღნიშნული თანხით რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ფოთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობას, სადაც აკადემიის ფილიალი უნდა გაიხსნას. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის აკადემიას თანხას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ეტაპობრივად გამოუყოფს – აკადემიასა და შესაბამის კონტრაქტორ კომპანიას შორის შენობის რეაბილიტაციაზე გაფორმებული …

ბათუმში იაპონელი მეზღვაურების ფოტოგამოფენა გაიმართება

23  სექტემბერს, ბათუმში, იაპონელ მეზღვაურთა ჯგუფის (Hato-Kai) ფოტოგამოფენა გაიმართება სახელწოდებით Beyond the Horizon. გამოფენაზე მეზღვაურების მიერ გადაღებული ფოტოები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც გემზე მეზღვაურთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. გამოფენა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. საერთაშორისო საზღვაო ლექტორების ასოციაცია – IMLA – აერთიანებს საზღვაო ლექტორებს მსოფლიო მასშტაბით.  კონფერენციის მონაწილე ლექტორები ერთმანეთს გაუზიარებენ საზღვაო სფეროში …

მეზღვაურთა საწვრთნელ კურსებს საზღვაო სააგენტო ვიდეოთვალით გააკონტროლებს – ახალი პროექტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აპირებს მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი დისტანციურად, ვიდეოთვალით განახორციელოს. შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ვიდეომონიტორინგი პირდაპირ ეთერში [ონლაინრეჟიმში] განხორციელდება იმ პირობით, რომ სააგენტო არ მოახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას. საზღვაო-საწვრთნელ კურსს მეზღვაურები ხუთ წელში ერთხელ გადიან. ვიდეომონიტორინგის მიზანი კი მეზღვაურებისა და ინსტრუქტორების ამ წვრთნებზე დასწრების გაკონტროლება იქნება. „სააგენტოს ევალება …

გრიპის ვირუსის გამო ბსუ სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე აჩერებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე შეაჩერებს. უნივერსიტეტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ საქართველოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიიღო. რაც შეეხება ბათუმის საზღვაო აკადემიას, ამ დროისთვის აკადემიაშიც საგამოცდო პერიოდია. რექტორის მოადგილის ირაკლი კაცაძის ინფორმაციით, აკადემიაში ჯერჯერობით მუშაობა არ შეუჩერებიათ: „ისედაც არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და ინტენსიური შეხვედრები არ  გვაქვს. მხოლოდ …

ბათუმის საზღვაო აკადემია პრესტიჟული საერთაშორისო ფორუმის მასპინძლად აირჩიეს

ბათუმის საზღვაო აკადემია 2020 წელს საერთაშორისო საზღვაო სასწავლებლების ასოციაციის რიგით 21-ე გენერალურ ასამბლეას (IAMU) უმასპინძლებს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 16 ოქტომბერს, გახდა ცნობილი.  “მოვიგეთ! საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა და ფორუმი 2020-ში ბათუმში ჩატარდება საზღვაო აკადემიის ორგანიზებით. ეს წარმატების მწვერვალია, 9 პრეტენდენტთა შორის მთელი მსოფლიოდან ჩვენ გავიმარჯვეთ. ვულოცავ ყველას,”-  წერს ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე საკუთარ …

პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში გემი კადეტი საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა

25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმში არსებული საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა ქალაქის ერთ-ერთი მთავარ – მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობა გამართეს. ოფიციალური ცერემონია ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიმართა.  მეზღვაურებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. საპატიო ჯილდოები გადასცეს იმ კაპიტნებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ზღვას მიუძღვნეს. განსაკუთრებული გამძლეობისთვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს …

336 ათასი ლარი საზღვაო აკადემიის საწვრთნელი გემისთვის

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მის საკუთრებაში არსებული გემი „CADET“-ის შეკეთება/ტექნიკური და სხვა მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს სხვადასხვა მომსახურება, რაც გემის ექსპლუატაციასთან იქნება დაკავშირებული, რისთვისაც აკადემიას, 2018 წლისთვის, 336 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. საზღვაო აკადემიის პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს: [checklist] გემის ტექნიკური შემოწმება და გაუმართაობის აღმოფხვრა; სამანქანო განყოფილების გამართულობა, ზედამხედველობა; გემბანის, …

Exit mobile version