განათლება,მთავარი,სიახლეები

საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე თანამდებობას ტოვებს

11.02.2022
საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე თანამდებობას ტოვებს.

როგორც ირაკლი შარაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება და სამსახურში 14 თებერვალს გავა.

„ორშაბათს ვაპირებ სამსახურში გასვლას და განცხადების დაწერას “, – გვითხრა მან.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ დიდი ხანია, რაც რექტორად მუშაობს და დაიღალა.

„ძალიან დიდი ხანია რაც რექტორი ვარ, ათი წელია უკვე და ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთე. ძალიან დავიღალე. როცა ამოწურავ რესურს, უნდა მიხვდე და გადააბარო სხვას. მე მაქვს აკადემიური თანამდებობა საზღვაო აკადემია და ვრჩები ლექტორად“, –  გვითხრა ირაკლი შარაბიძემ.

ბათუმის საზღვაო აკადემია სამართლებრივად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება. შესაბამისად, აკადემიის რექტორსაც ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: