ექიმი ვახტანგ კალოიანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, ჯუმბერ ბოლქვაძის მიმართ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის კომენტარს ფეისბუქზე ეხმიანება. დღეს, 2 ოქტომბერს, მიხეილ სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროტესტზე განაცხადა, რომ ექიმმა კლინიკაში პაციენტის მიღებაზე უარი თქვა, რაზეც „აუცილებლად იქნება სამართლებრივი რეაგირება“. ექიმი ვახტანგ კალოიანი წერს, რომ გადაცდომა მართლაც თუ დაფიქსირდა, რატომ არ განიხილავს ამ ფაქტს პროფესიული …
Tag Archives: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო
აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს 4452-მა პაციენტმა მიმართა – რა უნდა ვიცოდეთ ცოფზე
დღეს, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის 60 000-დან 62 000-მდე დაზარალებული მიმართავს. პაციენტთა მომართვიანობა მაღალია აჭარაშიც. აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 4452-მა პაციენტმა მიმართა, 2025 წელს კი – 6015-მა. ცოფის …
111 წლის ნაქიფე დავითაძე აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია
აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 მოქალაქე ცხოვრობს – ასეთია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები. აჭარაში მცხოვრები ყველაზე უხუცესი მოქალაქე 111 წლის ნაქიფე დავითაძეა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორექეთიდან. მასზე მასალა „ბათუმელებმა“ 2022 წელს მოამზადა. დედაჩემმა 120 წელი იცოცხლაო – გვითხრა მაშინ ნაქიფე დავითაძემ. „მუხლები მაწუხებს და ვერ ვიარები, თორემ რომ ვიარებოდე, საქმეს გავაკეთებდი, ცოტ-ცოტას. ახალგაზრდობაში ფერადი …
Continue reading “111 წლის ნაქიფე დავითაძე აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია”
ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე. ის 2021 წლიდან ამავე სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. კობა ნაკაიძე 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. კობა ნაკაიძე პროფესიით ექიმია. სხვადასხვა დროს იყო ასევე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი [2015-2016 წწ ], აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი [2012-2015 წწ] და ქობულეთის …
ნინო ნიჟარაძე ბათუმში, ოზთურქის კორპუსებთან, აქციის მონაწილეებს შეხვდა
დღეს, 27 იანვარს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციას მართავენ, ნინო ნიჟარაძე მივიდა, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი. მოქალაქეები გოგოლის ქუჩაზე აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც ცნობილი გახდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. ისინი აჭარის მთავრობას ამ ბინების გადაცემას სთხოვენ. მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია …
Continue reading “ნინო ნიჟარაძე ბათუმში, ოზთურქის კორპუსებთან, აქციის მონაწილეებს შეხვდა”
90 წლის ექთანი ბათუმიდან, რომელიც ისევ მუშაობს კლინიკაში
90 წლის შორეთ ბეჟანიძე 65 წელია ექთანია. ის ახლაც ბათუმის ინფექციური ცენტრის ფთიზიოპულმონოლოგიურ დეპარტამენტში მუშაობს. „დილის შვიდ საათზე ვდგები. ვემზადები. სახლიდან გაჩერებამდე ფეხით მივდივარ. მერე ავტობუსში ვჯდები და ცხრაზე უკვე სამსახურში ვარ. დაგვიანება არ მიყვარს და არასდროს ვაგვიანებ. ერთი დღე არ დამიგვიანია, ერთი დღე ადრე არ წავსულვარ,“ – გვიყვება შორეთი და სამუშაო კაბინეტისკენ მიგვიძღვის. შორეთის …
Continue reading “90 წლის ექთანი ბათუმიდან, რომელიც ისევ მუშაობს კლინიკაში”
ალკოჰოლით გამოწვეული აშლილობის სამკურნალოდ აჭარაში ახალი პროგრამა ამოქმედდება
ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%-ს შეადგენს. საქართველოში მაღალია ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებლების რიცხვიც. ბოლო კვლევის (STEPS – 2016 წ.) თანახმად, ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 პროცენტია. ამავე კვლევის თანახმად, საკმაოდ მაღალია ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები სკოლის ასაკის (16 წელი) …
Continue reading “ალკოჰოლით გამოწვეული აშლილობის სამკურნალოდ აჭარაში ახალი პროგრამა ამოქმედდება”
შშმ დედები და ორსულები აჭარაში 2000 ლარს მიიღებენ ერთჯერადად – კრიტერიუმები
მომავალი წლიდან აჭარაში მცხოვრები შშმ სტატუსის მქონე დედებისა და ორსულების გარკვეული კატეგორია ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 2000 ლარს მიიღებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ინდირა ნაკაიძე განმარტავს, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შშმ სტატუსის მქონე დედები და შშმ სტატუსის მქონე ორსული ქალები 22 კვირისა და მეტი …
Continue reading “შშმ დედები და ორსულები აჭარაში 2000 ლარს მიიღებენ ერთჯერადად – კრიტერიუმები”
ერთჯერადი დახმარება შშმ დედებს – რა ახალ პროგრამებს გეგმავს 2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვა
2023 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურებას დააფინანსებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება მოიცავს ამ დარღვევების კუპირებასა და მათ მკურნალობას. მინისტრის თქმით, პროგრამის შემუშავება მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. „ამიტომ კომპონენტის სახით ეს …
28 ბავშვი აჭარიდან ნახიჩევანში გაივლის ბრონქული ასთმის მკურნალობის კურსს
აჭარის მთავრობის ინიციატივითა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის [აზერბაიჯანი] მხარდაჭერით, 28 ბავშვი ნახიჩევანის სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გაემგზავრა. ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან. „ბავშვები ნახიჩევანში სანატორიულ-კურორტული მკურნალობას გაივლიან. ბათუმიდან მათ მშობლებთან ერთად ექიმიც მიჰყვება. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭიროებით,” – აღნიშნავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე. აჭარის …
Continue reading ” 28 ბავშვი აჭარიდან ნახიჩევანში გაივლის ბრონქული ასთმის მკურნალობის კურსს”
აჭარაში სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა
სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 198 900 ლარამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერვისით დამატებით 50 ბენეფიციარი ისარგებლებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯამში, წელს პროგრამა 450 სმენადაქვითებულ პირზეა გათვლილი, უკვე გაცემულია 380 სმენის აპარატი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზურაბ თენიეშვილის თქმით, პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა მაღaლმა მომართვიანობამ განაპირობა. „მოსახლეობის მომართვიანობის გამო სამინისტრომ პროგრამის ბიუჯეტი …
Continue reading “აჭარაში სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა”
აჭარის მთავრობასთან კაცმა შიმშილობა დაიწყო: „ვითხოვ კვლევებისთვის დაფინანსებას“
„შიმშილობა დავიწყე, რადგან საჭირო კვლევებისთვის დაფინანსება არ მომცეს,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. ის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აპირებს ღამის გათევას. შადიმან ხოზრევანიძის თქმით, მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა წლებია აწუხებს, ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მოქალაქეს არ წარუდგენია ანგარიშფაქტურა, რომლითაც დადგინდება, კონკრეტულად …
Continue reading “აჭარის მთავრობასთან კაცმა შიმშილობა დაიწყო: „ვითხოვ კვლევებისთვის დაფინანსებას“”
აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე
წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ. შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ. წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800 ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ …
Continue reading “აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე”
როგორ გავხდეთ მინისტრის მრჩეველი აჭარაში
როგორ შეიძლება გახდე მინისტრის მრჩეველი? – კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კანონდარღვევებით და ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით ცნობილი ხელვაჩაურის ყოფილი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის მრჩეველი გახდა. „ბათუმელებმა“ აჭარის ოთხივე სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია მინისტრის მრჩევლების შესახებ და იმაზეც, თუ რა საქმით არიან დაკავებული ისინი. აჭარაში მინისტრებს 2 – 2 მრჩეველი …
წელს სახლს 100 ეკომიგრანტ ოჯახს შეუძენენ – პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარია
დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში 13-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართობები დაირეგისტრირა. მათ სახლები გაზრდილი თანადაფინანსებით შეიძინეს. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში წელს საცხოვრებელ ფართობებს თანადაფინანსებით, ჯამში, 100 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარია. „2016 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 558-მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ …
Continue reading “წელს სახლს 100 ეკომიგრანტ ოჯახს შეუძენენ – პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარია”
6 გარდაცვლილი და კოვიდის 229 ახალი შემთხვევა აჭარაში- 3 ნოემბერი
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 202, ხოლო ონლაინკლინიკაში – 857 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით დღეს, 3 ნოემბერს, კორონავირუსის 6024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აჭარაში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 99 ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 პაციენტი. პირველი ნოემბრის მდგომარეობით, კლინიკებში მკურნალობს 534 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით პირველ ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.
აჭარაში კოვიდზე სახლში ცრიან იმ პირებს, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ
აჭარაში იმ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე უტარდებათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით ამ დროისთვის აჭარაში 74-მა პაციენტმა ისარგებლა. სერვისის ბინაზე მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე – 1522. „შეტყობინების შემდგომ, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან,“ – აცხადებს …
Continue reading “აჭარაში კოვიდზე სახლში ცრიან იმ პირებს, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ”
აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 6 თებერვალი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 40. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკა უკვე დატოვა 9 პაციენტმა, კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზეა 5 პაციენტი. 6 თებერვლის მონაცემებით, ბათუმში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 178 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია – 123. ონლაინკლინიკაში – 173.
აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 იანვარი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით დაავადების 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზეა სამი პაციენტი, ხოლო კლინიკებში მკურნალობს 250 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში მკურნალობს – 175, ონლაინკლინიკებში კი – 479, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი.
აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 იანვარი
21 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში გამოჯანმრთელდა 153 პაციენტი, კლინიკა დატოვა 24-მა პაციენტმა, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარის კლინიკებში მკურნალობს 248 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 206.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მარი ზანაქიძე დაინიშნა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ უწყებაში მინისტრის მოადგილე ჰყავს და ის მარი ზანაქიძე იქნება. უწყების ინფორმაციით, მარი ზანაქიძე სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მარი ზანაქიძე აქამდე „საზღვაო ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელი იყო და კოვიდის მართვაში იღებდა მონაწილეობას. მას სამედიცინო განათლება აქვს მიღებული. ფლობს სერტიფიკატებს თერაპიაში, გასტროენტეროლოგიასა და კლინიკურ მენეჯმენტში. ახალი მოადგილე მინისტრმა ნინო ნიჟარძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მარი ზანაქიძე დაინიშნა”
ვის უნდა დაუკავშირდეთ კოვიდის სიმპტომების დროს აჭარაში – სამინისტროს განმარტება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარია და აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, უნდა დაუკავშირდეს პირად ოჯახის ექიმს, მკურნალობის ტაქტისკის განსაზღვრისა და კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების საჭიროების დადგენისათვის. „თუ ოჯახის ექიმი სიმპტომების გათვალისწინებით გადაწყვეტს, რომ პაციენტს ესაჭიროება COVID-19-ზე სპეციფიკური ტესტირება, მისივე მეშვეობით დაიგეგმება PCR-ის ნიმუშის აღება იმავე პირველად ჯანდაცვის ცენტრში, რომელშიც პაციენტია მიმაგრებული საყოველთაო …
Continue reading “ვის უნდა დაუკავშირდეთ კოვიდის სიმპტომების დროს აჭარაში – სამინისტროს განმარტება”
ბათუმის კლინიკებში 240 საწოლი დაამატეს კოვიდით ინფიცირებულებისთვის
ბათუმში საწოლფონდი 240-ით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200 საწოლი კლინიკებში თერაპიული მიმართულებით გამოიყო, 40 კი – რეანიმაციული მიმართულებით. აჭარაში სულ 12 კოვიდკლინიკაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად კოვიდკლინიკებს დაემატა „მედინა“, რეფერალური ჰოსპიტალი და ბავშვთა საავადმყოფო, ასევე ქობულეთში კლინიკამ „ბომონდი“ რამდენიმე რეანიმაციული დანიშნულების საწოლი გამოყო. სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს კლინიკები დაახლოებით ერთი კვირაა კოვიდპაციენტებს უკვე …
Continue reading “ბათუმის კლინიკებში 240 საწოლი დაამატეს კოვიდით ინფიცირებულებისთვის”
რა არის ცნობილი ბათუმში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე
ბათუმში 12 წლის ბავშვის დაღუპვის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გოგო იაშვილის კლინიკის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში წუხელ შეიყვანეს. “ბათუმელების”ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგო სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. ის სწორედ ამ დროს დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, …
Continue reading “რა არის ცნობილი ბათუმში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე”
კორონავირუსის ახალი 389 შემთხვევა აჭარაში – 22 ოქტომბერი
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – …
Continue reading “კორონავირუსის ახალი 389 შემთხვევა აჭარაში – 22 ოქტომბერი”
აჭარაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 88 წლის ქალს პნევმონია ჰქონდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 60 წლის ქალს კი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. 60 წლის ქალს ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ის ინსულინდამოკიდებული იყო. 69 წლის კაცს …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა”
რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს
რამდენი ექიმი და ექთანი მუშაობს კოვიდინფიცირებულებთან აჭარის კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და ოჯახებში პაციენტებთან? რამდენი მათგანია გადამზადებული კოვიდის მკურნალობაზე და მედიცინის რამდენი მუშაკი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით აჭარაში? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. კითხვებით, აჭარის მთავრობას და აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ოპერატულ შტაბს, ოფიციალურად, წერილობით 2020 წლის 25 სექტემბერს მივმართეთ. …
ჯანდაცვის მინისტრი: დამატებით 350 საწოლი გამოიყო, მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში უკვე 6 სამედიცინო კლინიკაშია შესაძლებელი კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა, გამოიყო 350 საწოლი, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი. „ჩვენ უკვე ავამუშავეთ საავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. …
8 ახალი შემთხვევის წყარო ბათუმში უცნობია – 6 სექტემბერი
ბათუმში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, რვა დაინფიცირებულის წყარო ამ ეტაპზე უცნობია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 4 „დონას“ კლასტერს უკავშირდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები უარყოფითია, თუმცა ჯერ ნიმუშების კვლევა არ დასრულებულა. რუსუდან შავიშვილის თქმით, 8 ახალი შემთხვევა პოლიკლინიკებში, ასევე კარვებში ჩატარებული ტესტირების შედეგად …
Continue reading “8 ახალი შემთხვევის წყარო ბათუმში უცნობია – 6 სექტემბერი”
13 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერია – კორონავირუსი ბათუმში
ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა, აქედან 9 „დონას“ კონტაქტია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 – კარანტინიდანაა, 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „დონას“ მომხმარებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის …
Continue reading “13 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერია – კორონავირუსი ბათუმში”
კარავში ტესტირებისას ბათუმში 1 პირს კოვიდი აღმოაჩნდა, შეამოწმეს 849 ადამიანი
ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის პარკში განთავსებულ კარვებში, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი, უკვე 849 ადამიანი შეამოწმეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტესტირების შედეგად მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა ერთი კვირის წინ. დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები ცნობილია. უფასო PCR ტესტირება ბათუმის ბულვარში კოლონადებთან გაშლილ კარავში შეიძლება, ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ. კარავში ატარებენ ტესტირებას ქობულეთის პარკშიც. ტესტირების ჩატარება …
Continue reading “კარავში ტესტირებისას ბათუმში 1 პირს კოვიდი აღმოაჩნდა, შეამოწმეს 849 ადამიანი”
ბათუმში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 აგვისტო
ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოლდოველი მძღოლია, მეორე – გუშინ გამოვლენილი ტრაილერის მძღოლის ოჯახის კონტაქტი. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 1455, გამოჯანმრთელდა – 1196, გარდაიცვალა – 19. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5943.
ბათუმში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი მოზარდია – 27 აგვისტო
ბათუმში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 2 საკარანტინო სივრცეს უკავშირდება, 4 – საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ოჯახის წევრებს, 2 – ქობულეთის საოჯახო სასტუმროს. ახალი შემთხვევიდან ერთი 15 წლის მოზარდია. 8 ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს, აქ ამ დროისთვის სულ 30 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში ბოლო …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი მოზარდია – 27 აგვისტო”
2 ქობულეთის კლასტერი, 2 მძღოლი – კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბათუმში – 25 აგვისტო
ბათუმში covid-19 კიდევ 4 პაციენტს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქობულეთის გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი – საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლი. მძღოლებიდან ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის მოქალაქეა. ის მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. ამჟამად, 25 აგვისტოს მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ბათუმში დაუდასტურეს კორონავირუსი, სამკურნალოდ ქუთაისში გადავიდა. ის ქუთაისში …
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 აგვისტო
ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების წყაროები დადასტურებულია – სამი პირი კარანტინში იმყოფებოდა, ერთი კი, ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი იყო. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს covid 19-ზე. stopcov.ge-ის მონაცემებით, 24 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 1421 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინშია – 7005 …
Continue reading “კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 აგვისტო”