დეპუტატი ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევასა და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოზე

ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 4 წლის პაციენტი დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახის წევრები ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ. ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეები აკრიტიკებენ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმების კვალიფიკაციას. „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური“ ცენტრი ერთადერთი საბავშვო სამედიცინო დაწესებულებაა ბათუმში. არის თუ არა ეს პრობლემა? – ამ საკითხზე …

სამინისტროს განცხადებით დედა-შვილი ელექტროენერგიის თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის  ბინაში გარდაცვლილ დედა-შვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ოჯახი 2006 წლიდან ფიქსირდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მუდმივად იყო საარსებო შემწეობის მიმღები. მათ საარსებო შემწეობის თანხა 2017 წლის იანვარშიც ჩაერიცხათ. ოჯახში რეგისტრირებულია 3 პირი – 78 წლის ქალბატონი და მისი 2 ვაჟი ( 53-51 წლის პირები). შვილებს …

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში, აჭარის ოთხ სამინისტროში გასულ წელს მთლიანობაში 6 მილიონ 151 ათასზე მეტი ლარი გაიცა. აქედან 3,5 მილიონი ლარი –  ხელფასებში [თანამდებობრივი სარგო], 1,6 მილიონი ლარი – დანამატებში, ხოლო 867 ათას 724 ლარი პრემიებში დაიხარჯა. აჭარის სამინისტროებში 2016 წელს გაცემული ხელფასები და პრემიები [ლარი]: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, გასული წლის დეკემბრის …

დამატებითი ანაზღაურება ექიმებს და ავტომანქანები ჯანდაცვის ცენტრებს აჭარის სოფლებში

2017 წელს აჭარაში სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამისთვის, ისევე როგორც გასულ წელს, 270 ათასი ლარია გამოყოფილი; რაც შეეხება სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებას, ის შარშანდელთან შედარებით 50 ათასი ლარითაა გაზრდილი და 250 ათას ლარს შეადგენს. პროგრამებს მიმდინარე წელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა – სოფლის ექიმების დამატებითი შრომის …

ვინ ისარგებლებს სოციალური დაცვის პროგრამებით აჭარაში 2017 წელს

სოციალური დაცვის პროგრამებს, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რეგიონში აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. გთავაზობთ სამინისტროს ინფორმაციას პროგრამების შესახებ – თუ ვის შეუძლია ისარგებლოს ამა თუ იმ პროგრამით, რას ითვალისწინებს კონკრეტული პროგრამა და რა ფორმით ხდება მათი დაფინანსება.  სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით [178 ლარი], რეაბილიტაციის 1 კურსი მოიცავს …

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება აჭარაში

 აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ: შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები; ასკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, …

ონკოლოგია, დიაგნოსტიკა, სახსრების ენდოპროთეზირება – აჭარის ჯანდაცვის პროგრამები

2017 წელს აჭარის ბიუჯეტიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი, ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევისთვის – 600 ათასი, ხოლო ონკოლოგიურ  პაციენტთა  დამატებითი  სამედიცინო  მომსახურების პროგრამისთვის – რომელიც მეორე წელია ხორციელდება – 800 ათასი ლარი, რაც 100 ათასი ლარით მეტია გასულ წელთან შედარებით. ზემოაღნიშნულ პროგრამებს, ისევე როგორც სხვა, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ თუ ჯანდაცვის პროგრამებს, აჭარის …

ვინ სარგებლობს გულის ქირურგიის პროგრამით აჭარაში

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გულის ქირურგიის პროგრამა ითვალისწინებს გულის იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას. პროგრამის მოსარგებლეები არიან 18 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით. დაფინანსების ფორმა მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს  ქვეპროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა,  …

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯებს აჭარაში წელს 5 პაციენტს დაუფინანსებენ

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩატარებას [საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში] დაფინანსდებიან ერთჯერადად 50 000 ლარის ფარგლებში. 2017 წლის განმავლობაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯები დაუფინანსდება 5 პაციენტს რიგითობისა და მოცდის პრინციპის გათვალისწინებით ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად. გასულ წელს სამინისტრო პაციენტს ერთჯერადად 10 ათასი ლარის ფარგლებში აფინანსებდა. …

როგორ ვისარგებლოთ ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით აჭარაში

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა „ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით“. პროგრამით მოსარგებლეები: პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით; 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები; შშმ პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის …

აჭარაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმდინარე წელშიც აგრძელებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას. პროგრამა აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარითაა დაფინანსებული. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა ითვალისწინებს ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარის ფარგლებში. პროგრამით მოსარგებლეები პროგრამით ისარგებლებენ ეკომიგრანტთა მონაცემების …

უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო]

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან უსახლკაროდ დარჩენილ იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარი რესურსით ბინის შეძენას ვერ ახერხებენ, წლების განმავლობაში ახლობლებს აფარებენ თავს, ან უკანონოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში. რას ნიშნავს ბათუმის მერიის „იაფი სახლი“ და რას უპირებს აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქს“? ბათუმის მერიაში ბინის მოთხოვნით უკვე 5 ათასამდე განცხადებაა შესული. მერიაში კი ამბობენ, რომ მოქალაქეთა ბინით …

200 ათასი ლარი აჭარაში სოფლის ექიმებისთვის ავტომობილების შესაძენად

მაქსიმუმ 200 ათას ლარს გადაიხდის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო  მაღალი გამავლობის 9 მსუბუქ ავტომობილში. სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, სოფლის ექიმებისთვის გადასაცემად უნდა შეისყიდონ. რაც შეეხება მიმდინარე ტენდერს, ის ხელახლა გამოცხადდა, ვინაიდან წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო პირობების თანახმად, ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არნამყოფი; ტექნიკური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სამინისტროს მიერ …

საწოლს მიჯაჭვულები და სახელმწიფო [ვიდეო]

რას აკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საწოლს მიჯაჭვული აღმოჩნდნენ – ნახეთ ადამიანები მთიდან, რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილი არიან და ადამიანები, რომლებიც ვალდებულებამ მომვლელებად აქცია… მესამე წელია შინმოვლის პროგრას ბათუმის მერია ახორციელებს. რას ცვლის მუნიციპალური პროგრამა ბათუმში ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანებისთვის?

აჭარას ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლევან გორგილაძე უხელმძღვანელებს – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ლევან გორგილაძემ მინისტრის პოსტი მას შემდეგ დაიკავა, როცა ყოფილმა მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ თანამდებობა დატოვა, რადგან ის მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ლევან გორგილაძე 2012 წლიდან დღემდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საქმიანობდა. ის სხვადასხვა წლებში იყო მინისტრის მოადგილე, მინისტრის …

ბათუმელმა ექიმებმა პოლონეთში გადამზადების კურსი გაიარეს

აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დღეს, 2 აგვისტოს პოლონეთიდან დაბრუნებულ ექიმებს შეხვდა. აჭარის მთავრობისა და სილეზიის სავოევოდოს [პოლონეთი] მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის, 2015-2016 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში აჭარის ონკოლოგიური ცენტრის სამი ექიმი სპეციალიზებული ტრენინგკურსის გასავლელად პოლონეთში იმყოფებოდა. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის თქიმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა. ქიმიოთერაპევტი …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ავტომობილის შესაძენად 200 ათასი ლარი გამოყო

11 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას, მაქსიმუმ 200 ათას ლარად გეგმავს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების. სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის უნდა შეიძინონ და ისინი ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ. 2014 წელს, 21 ავტომანქანა სამინისტრომ ხულოს, შუახევისა და ქედის პირველადი …

როდის აამოქმედებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამას

იმ სამი მილიონი ლარიდან, რაც მთავრობამ ბიუჯეტში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამისთვის გაითვალისწინა, ამ დრომდე ლარიც არ დაუხარჯავთ. ეს ერთადერთი პროგრამაა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოცდაერთი პროგრამიდან, რომელიც ამ დრომდე არ აუმოქმედებიათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის განმარტებით, 2016 წლის პირველი კვარტალი მთავრობას გათვალისწინებული ჰქონდა იმ სამართლებრივი ბაზის მოსამზადებლად, რაც სჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას. „მიღებული იქნა მთავრობის …

ვაკანსია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. კანდიდატი უნდა იყოს 21 წელს გადაცილებული, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორ წლიანი სამუშაო გამოცდიელება. ხელფასი 1500 ლარი. ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ევალება – სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;  სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;  სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს …

16 აპრილს აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 16 აპრილს, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება. ხულოს მუნიციპალიტეტში აქცია ხიხაძირის თემში გაიმართება. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ. პაციენტებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება. შუახევის მუნიციპალიტეტში …

ჯანმრთელობისა და განათლების სამინისტროების პროგრამების ანგარიში ხელვაჩაურში

2016 წლის 17 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამებისა და 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშები მინისტრებმა – ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს. სამინისტროების ინფორმაციით: 2016 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორციელებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი …

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პირველი-მერვე კლასის მოსწავლეებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლა-პანსიოში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის განათლების სამინისტროს შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ,,სს საზღვაო ჰოსპიტალი“, აჭარის ყველა ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულში, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სამედიცინო – პროფილაქტიკურ შემოწმებას (სკრინინგი პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგისა და ორთოპედის კონსულტაციები) ჩაუტარებს. მემორანდუმის თანახმად ასევე ტარდება: – აჭარის თვითმმართველი …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება გრიპის ვირუსითან დაკავშირებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სეზონური პოლიკლინიკები ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების პაციენტებს 21 საათამდე მოემსახურებიან. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას. პოლიკლინიკები დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებენ, 18:00 -დან 21 …

Exit mobile version