ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებიდან ექსპერტებმა დნმ-ის ბაზისთვის ნიმუშები აიღეს

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტებიდან ნიმუშებს იღებენ დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად. სპეციალისტები მუშაობას დღეს, 12 ივლისს, დაასრულებენ. ნეშტები, რომლებიც შესაძლოა 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირებს ეკუთვნოდეს, ორი წელია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში ინახება, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი წელს, აპრილში გახდა. ეკლესიის სარდაფში დაახლოებით 150 ნეშტია დასვენებული, თუმცა, როგორც …

10 მრავალსულიან დევნილ ოჯახს ბათუმში ბინა გადაეცა

10 მრავალსულიანი, დევნილი ოჯახი ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მფლობელი გახდა. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. სამინისტრომ 154 ბინა, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდა და …

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ შემხვდეს”- აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი სადმე რომ შემხვდეს. ის არავის დაუსჯია,” – ამას ანრი ბერიძის დედა, შორენა იაკობაძე. დღეს, 14 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო პერიოდში სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები შეიკრიბნენ. “გვაქვს თუ არა გამოძიების უფლება?”- ეს ერთ-ერთი ტრანსფარანტია, რაც შეკრებილებმა საპროტესტო აქციაზე გამოფინეს. ისინი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც კლინიკებში გარდაცვლილი …

მინისტრი რესპუბლიკურის აღჭურვა, მართვა, გადამზადებაზე: გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „დაანონსებულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ სახელმწიფო კლინიკების განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც უნდა განვიხილოთ როგორც ახალი კლინიკის აღჭურვის თემა, ასევე მისი სამომავლო მართვის თემაც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ზაალ მიქელაძემ. მინისტრი ამბობს, რომ რაოდენობრივად ყველაფერი დათვლილია და იციან ზუსტი …

როგორ გამოიყურება ახალი რესპუბლიკური და როდის გაიხსნება 2,2 მილიონით გაძვირებული შენობა (ფოტო)

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მშენებელ კომპანიასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის დადებული ბოლო შეთანხმებით 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გარდა ამისა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი 2 211 987 ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს, საბოლოოდ, 24 384 751 ლარი დაუჯდება. ამ თანხის 93% [22 741 …

ვაკანსიები აჭარის საჯარო სამსახურებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე  გამარტივებული კონკურსი გამოაცხდა. სამინისტროს პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილებაში ვაკანტურია მოქალაქეთა მომსახურების სპეციალისტის ორი პოზიცია. ამ პოზიციებზე დასაქმებულების მოვალეობა მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა იქნება, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სპეციალიტები სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ვაუჩერის მომზადებასა და გაცემაში უნდა დაეხმარონ. ორივე …

რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში

წითელას საწინააღმდეგო აცრები ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, 31 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად შეწყდა. ვაქცინაცია უნივერსიტეტში დღესაც უნდა გაგრძელებულიყო. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, კამპანია იმიტომ შეწყვიტეს, რომ ქალაქის პოლიკლინიკებში ხალხი მომსახურების გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სტუდენტების დაინტერესება იყო მცირე, თავად უნივერსიტეტს კი არ აქვს ინფორმაცია, რის გამო შეწყდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია …

სად შეიძლება წითელას აცრის ჩატარება აჭარაში, მათ შორის უქმე დღეებშიც – აცრა უფასოა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის წითელას მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა  დაავადების პრევენციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებები უქმე დღეებშიც მუშაობენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა და ვირუსისგან ერთადერთი თავდაცვა არის ვაქცინაცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმებს, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკი ბავშვებში …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მკურნალობას დააფინანსებს

„ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, წელს პირველად, გაფანტული სკლეროზის მაღალეფექტური მედიკამენტით  მკურნალობას დააფინანსებს. „ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, მედიკამენტები დაუფინანსდებათ სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემდეგი პროპორციებით: 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტების – 100 %-ით; 70 001-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო …

სოფლის ექიმები აჭარაში დანამატს წელსაც მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები და ექთნები სახელფასო დანამატს 2019 წელსაც მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 300 ლარი, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარია გათვალისწინებული. ჯამში დანამატს 107 ექიმი მიიღებს. სამინისტროს განმარტებით, პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.  2018 წლიდან …

2018 წლის ბოლოს აჭარის მთავრობაში 400 ათასამდე ლარი ჯილდოს სახით მიიღეს

აჭარის მთავრობის სტრუქტურებში მომუშავე საჯარო მოხელეები, რომლებმაც, მათივე ხელმძღვანელების შეფასებით, კარგად იმუშავეს, 2018 წლის ბოლოს ფულადი ჯილდოთი წაახალისეს. აჭარის მთავრობის აპარატსა და ოთხ სამინისტროში, საერთო ჯამში, ფულადი ჯილდოს სახით 365 საჯარო მოხელეზე 400 000 ლარამდე გაიცა. ე.წ. ჯილდო, რომლის გაცემასაც კანონი ითვალისწინებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აპარატის უფროსს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს არ მიუღიათ. მთავრობიდან გამოთხოვილი …

სად მიიღებთ „ტამიფლუს“ უფასოდ აჭარაში – პრეპარატი რეცეპტით გაიცემა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატ „ტამიფლუს“ გაცემა აჭარის რეგიონში უკვე დაიწყო. მოქალაქეებს რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ბათუმსა და ქობულეთში არსებულ შემდეგ ფარმაცევტულ აფთიაქებში: ბათუმში: [checklist] აფთიაქი „ფარმადეპო“, მის: ინასარიძის ქ. N14 აფთიაქი „ჯი-პი-სი“, მის: გორგილაძის ქ. N66 აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: ჭავჭავაძის ქ. N 46 [/checklist] ქობულეთში: [checklist] აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: აღმაშენებლის ქ.N 4 აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: …

12-13 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები 10:00-დან – 17:00 საათამდე იმუშავებენ

12-13 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან – 17:00 საათამდე მოემსახურებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით უქმე დღეებში პოლიკლინიკების მუშაობა, გრიპის სეზონთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა. გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა უნდა მიმართონ შემდეგ პირველად ჯანდაცვის ცენტრებს: ► შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა” მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2 ☎ ტელ: (0422) …

გრიპის ვირუსის გამო სკოლებში არდადგები გახანგრძლივდა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით გრიპის ვირუსის გავრცელების გამო სკოლებში საახალწლო არდადგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდება. გადაიდება თუ არა სამუშაო პროცესის განახლება ბათუმის საბავშვო ბაღებში ამის შესახებ ბაღების გაერთიანების დირექტორს , მამუკა შამილიშვილს დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ აჭარის ჯანმრთელობისა და განათლების სამინიტროების რეკომენდაციებს ელოდებიან. „ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას …

პირველადი ჯანდაცვის ცენტრები გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებენ

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების მიზნით, ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 09:00 საათიდან – 20:00 საათამდე მოემსახურებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მუშაობის ახალ გრაფიკს კვირის ბოლომდე შეინარჩუნებენ, საჭიროების შემთხვევაში მიღების საათები გახანგრძლივდება. ⤵    დაწესებულებები, სადაც მომსახურების მიღება 20:00 საათამდეა შესაძლებელი: ► შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა” მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. …

გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში

აჭარის განათლების სამინისტროში, ჯერჯერობით, არ აქვთ პასუხი კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები H1N1 ვირუსის გავრცელების გამო. „ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაქვს ვიდრე არდადეგები დასრულდება, თანაც ჯანდაცვის სამინისტრო არ ამბობს, რომ ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ამიტომაც დაველოდებით როგორი ინფორმაცია ექნება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ კვირაში. ჯერ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სამინისტროში არ მიუღიათ“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. ჯანდაცვის სამინისტროს …

სამინისტრო: გრიპის სეზონის გამო პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ეპიდსიტუაციის გამო, მომდევნო შაბათ-კვირას და ასევე 7 იანვარს [შობას ნაწილობრივი შეზღუდვით] პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებით უკვე მიიღეს პრეპარატი „ტამიფლუ“. სამინისტრო ასევე გთავაზობთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, ვისზეც პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით აჭარაში ოთხი …

ბათუმში სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 2 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად ჩამოვარდნილმა სახურავმა ორი პირი დააზიანა. ისინი ჩამოვარდნილი სახურავის ქვეშ მოექცნენ, მათ შორის ერთი „მედცენტრში“, მეორე კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც. ბათუმის …

სერგეენკო ღორის გრიპზე: „ავადობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არ არის“

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, „ღორის გრიპით“ დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის: „ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა“. მინისტრის განმარტებით, დაავადების რაოდენობას კვირაში ერთხელ 100 000 მოსახლეზე ითვლიან. ბოლო მონაცემებით, დაფიქსირებულია ვირუსის გამოვლენის 277 შემთხვევა. ეპიდემიის ზღვრად კი 450-500 შემთხვევა ითვლება: „თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ 300 იქნება თუ 500, …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სფეროს 24 წარმომადგენელი, ექიმები და ექთნები დააჯილდოვა

დღეს, 24 დეკემბერს, მედიცინის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 24 წარმომადგენელს გადასცა სიგელი. სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოებულები თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და ამ დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების მიერ შეირჩნენ, შერჩევის კრიტერიუმს მათ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა. სამინისტრომ დააჯილდოვა: ჯემალ ქიქავა – უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 80 …

აჭარაში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 19 ოჯახი დახმარებას მიიღებს

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 19 ოჯახს 157,979 ლარი გამოეყოფა. ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოთხ ოჯახზე გაიცემა  40 000 ლარი, თითო ოჯახზე – 10 ათასი ლარი, სტიქიის შედეგად დაზარალებული 15 ოჯახი კი მიიღებს ჯამში 117 979 ლარს. 2018 წელს სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით სარეზერვო ფონდიდან ხანძრისა და სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ სულ გამოიყო 797 …

აჭარაში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთათვის მედიკამენტების დაფინანსება იზრდება

2019 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ცვლილებები შედის. მართალია, ჯერჯერობით პროგრამის ბიუჯეტი არ იცვლება და კვლავ 2 მილიონი ლარია, მაგრამ იზრდება მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი. პროგრამაში ცვლილებების შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს, მანანა ფაღავას ესაუბრა. ქალბატონო მანანა, კონკრეტულად რა შეიცვლება 2019 წლიდან ამ პროგრამაში?   ჩვენ ვაფინანსებთ იმ …

აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს 50 000 ლარს გამოუყოფს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარს გამოყოფს 2018 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში აჭარაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში ხანძრის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში – ორი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში სამი ოჯახი დაზარალდა, მათ შორისაა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში მცხოვრები ოჯახი, სადაც გაჩენილი ხანძრის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის …

1200 ვაქცინა ამოწურულია – გრიპზე უფასო აცრის აქცია ბათუმში დასრულდა

საღამოს ხუთი საათისთვის საოჯახო მედიცინის ცენტრს ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციისთვის ასამდე პირმა მიაკითხა. მათ შორის იყვნენ როგორც ხანდაზმულები, ასევ, მიიყვანეს ჩვილებიც. აქ მომუშავე ექთანმა გვითხრა, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება აცრების მიმართ შეიცვალა და ახლა ადამიანები მოტივირებულები არიან მსგავსი საშუალებები, მით უმეტეს თუ მისი მიღება აქციის ფარგლებში უფასოდ შეუძლიათ, აუცილებლად გამოიყენონ: „ხუთი წლის წინ …

2018 წელს აჭარაში 62 ტყუპი ბავშვი დაიბადა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს აჭარაში 62 ტყუპი ბავშვი დაიბადა, სულ 126 ბავშვი, 60 ბიჭი და 66 გოგო. 126 ტყუპიდან ორ შემთხვევაში დაიბადა სამ-სამი ბავშვი. 2017 წლის მონაცემებით კი, აჭარაში ტყუპი ბავშვი 74 -ჯერ გაჩნდა, აქედან სამ-სამი ბავშვი ოთხჯერ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში ტყუპების მშობლებს ორ ბავშვზე ერთჯერადად 2000 ლარს ჩუქნის, სამი …

აჭარის მთავრობა: მოსახლეობა უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართავს

აჭარის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამებისა, რაც ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხორციელდება,  სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისთვის მაინც ხელმიუწვდომელი რჩება ზოგიერთი ფასიანი სამედიცინო მომსახურება. „ისინი მოკლებულნი არიან საშუალებას, მიიღონ დროული სამედიცინო დახმარება. უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ დიდი დაგვიანებით, დაავადებების გართულებული ფორმებით, რომელთა მკურნალობა უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შედეგად იზრდება მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური …

უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში

დღეს, 2 ნოემბერს, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დახმარებით, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციაში 16-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ბენეფიციარები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევისა და ექიმის კონსულტაციისა, დანიშნულ მედიკამენტებსა და სათვალესაც უფასოდ მიიღებენ, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა …

ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“ 

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტში თანხა ისევ არ არის გათვალისწინებული. ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. კლინიკის მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება. დღემდე აჭარის ბიუჯეტში …

ვის შეეძლება დედების თავშესაფრით სარგებლობა აჭარაში – პროგრამა ფართოვდება

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებას გეგმავს. პროგრამით სარგებლობას მომავალი წლიდან აჭარაში რეგისტრირებული ის დედებიც შეძლებენ, რომელთაც მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვთ, თუმცა რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან: არ აქვთ უსაფრთხო საცხოვრებელი და საჭირო თანადგომა. „სამინისტროს მომართავდნენ ქალები არასრულწლოვანი შვილებით, რომლებიც არ იყვნენ მარტოხელა დედები, თუმცა იყვნენ მიუსაფრები, არ ჰყავდათ თანამდგომი …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას დააფინანსებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2019 წლიდან სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, ქვეპროგრამის ფარგლებში პირველად დაუფინანსებს ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას – 80 000 ლარით და ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას -150 000 ლარით. ასევე, სამინისტროს ცნობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება პაციენტების დაფინანსება და ნაცვლად 50 000 ლარისა, გახდება 65 000 ლარი. სამინისტროს …

რა პროგრამებს გეგმავს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს – ბიუჯეტი იზრდება

დღეს, 12 სექტემბერს, სამინისტროში 2019 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვის მეორე ეტაპი გაიმართა. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით,  2019 წლისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში ცვლილებები იგეგმება. სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში ქვეპროგრამის ფარგლებში პირველად დაუფინანსებს ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაცის …

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ბათუმში გადმოიყვანეს

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქე, ვენერა ოსტიაშვილი, დღეს, 20 აგვისტოს, საქართველოში გადმოიყვანეს. ის მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელებს. ორი დაშავებული კი თურქეთის საავადმყოფოში რჩება. ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში 14 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, ავარია მოუვიდა ქართულ სანომრენიშნიან ავტომანქანას, რომელსაც გადაჰყავდა საქართველოს 21 მოქალაქე – დროებით მომუშავე სეზონური …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე იქნება, რომელიც აქამდე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მანამდე ამ თანამდებობაზე რუსუდან შავიშვილი მუშაობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნინო ნიჟარაძეს აღნიშნულ უწყებაში საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს. 2012 წელს დაინიშნა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ, მანამდე იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ეპიდემიოლოგი არაინფექციურ დაავადებათა მართვის …

ქედაში ას წელს გადაცილებული სამი ქალი ცხოვრობს

ქედის მუნიციპალიტეტში ას წელს გადაცილებული სამი ქალი ცხოვრობს, მათგან ერთ-ერთს, აიშე ბერიძეს, დაბადებიდან 100 წელი დღეს შეუსრულდა. აიშეს იუბილე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაალ მიქელაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ მიულოცეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მას 1000 ლარი გადასცა 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში. აიშე ბერიძე სოფელ აქუცაში …

რატომ აღჭურვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრები რუსული ნივებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარის სოფლებში მდებარე სამედიცინო ცენტრები რუსული წარმოების „ნივებით“ აღჭურვა. სამინისტრომ სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე  51 პჯდ ცენტრს გადასცა ავტომანქანა „ნივა“. რატომ შეაჩერა არჩევანი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული წარმოების ავტომობილზე? აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ გადამწყვეტი გეოგრაფიული არეალი იყო – აჭარის მაღალმთიანეთში მაღალი …

ჯანდაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს პჯდ ცენტრებს ავტომანქანებს გადასცემს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემს. „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხუთ ავტომანქანას ხელვაჩაურის, ორს ქობულეთის, ხოლო ერთს ხულოს პჯდ ცენტრები მიიღებს. სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა. აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს. სამინისტროს ინფორმაციით, აქედან …

Exit mobile version