კორონავირუსით ინფიცირება დღეს, 21 აგვისტოს, ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მესაკუთრეს დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ის თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება და PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა. ინფიცირებული 60 წლის კაცია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. რუსუდან შავიშვილის თქმით, ახალი შემთხვევის გამო ქობულეთში 18 კონტაქტირებული პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, 2 – თვითიზოლაციაშია. ამ დროისთვის …
Tag Archives: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო
ბულვარში საღამოს გაშლიან კარვებს, სადაც კორონავირუსზე უფასოდ შეგამოწმებენ
ბათუმსა და ქობულეთში დღეს, 20 აგვისტოს, კარვები გაიშლება, სადაც ნებისმიერ ადამიანს ნებაყოფლობით კორონავირუსზე უფასოდ შემოწმება შეეძლება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ვირუსის წყარო უცნობი დარჩა. კარვები ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან, ასევე „აჭარული სახლის“ მიმდებარედ, სანაპიროს მხრიდან გაიშლება. ტესტირებას ჩაატარებენ ქობულეთშიც, აქ კარავს ქობულეთის პარკში გაშლიან. …
Continue reading “ბულვარში საღამოს გაშლიან კარვებს, სადაც კორონავირუსზე უფასოდ შეგამოწმებენ”
უფასო ტესტირება მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქობულეთის COVID19-ის შემთხვევებთან – კაფე „ჰავანას“ კლასტერი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის COVID19-ის დადასტურებელ შემთხვევებთან, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ შემდეგ დაწესებულებებში: [checklist] მედჰაუსი“ – ქ. ქობულეთი, მის: 26 მაისის ქ. N 2 “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” – ქ. ბათუმი, მის: ბარათაშვილის ქ. N 30 [/checklist] ტემპერატურის და სხვა …
რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის პირველ მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე წარადგინა. რამაზ ჯინჭარაძე აქამდეც მინისტრის მოადგილე იყო დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართულებით. იგი 2009 წლიდან მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, მანამდე კი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის უფროსი იყო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ოთხი მოადგილე ჰყავს. მას შემდეც, რაც რამაზ ჯინჭარაძე პირველ …
Continue reading “რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა”
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, ზაალ მიქელაძე გადადგა
დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პოსტს ტოვებს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებიდან“. ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ნინო ნიჟარაძე დაიკავებს, მინისტრის მოადგილე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, ზაალ მიქელაძე გადადგა”
973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია – კლინიკაში 10 პაციენტი რჩება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან არცერთც არ აქვს სიცხე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „გუშინ დაუფიქსირდა ორ პაციენტს ტემპერატურა, რის გამოც გაუკეთდათ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ ანთებითი პროცესი არ …
Continue reading “973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ბათუმში უარყოფითია – კლინიკაში 10 პაციენტი რჩება”
ტრაილერის კიდევ ერთ მძღოლს ბათუმში COVID 19 დაუდასტურდა – 24 ივლისი
covid 19-ით ინფიცირება ბათუმში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. დაინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის თურქი მძღოლია. პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივლისის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის, ხოლო ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 596 ლაბორატორიული კვლევის შედეგი …
Continue reading “ტრაილერის კიდევ ერთ მძღოლს ბათუმში COVID 19 დაუდასტურდა – 24 ივლისი”
ბათუმში 352 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმში covid 19-ზე ჩატარებული 352 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. 13 ივლისის მონაცემებით, ბათუმში 7 პირი აგრძელებს მკურნალობას კორონავირუსზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 27 638 პირს. გუშინ კორონავირუსი ბათუმში თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის თურქეთში დაბრუნდა. ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსის 9 …
Continue reading “ბათუმში 352 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”
სად უმკურნალებენ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებსაც სხვა დაავადებებიც აქვთ
„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ახლა კოვიდცენტრია მოწყობილი, არ არის მრავალპროფილური კლინიკა. შესაბამისად, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და ამავდროულად სხვა დაავადებები, მათ ვერ მოემსახურებიან. სასურველია, ერთ სივრცეში მოხდეს პაციენტების მომსახურება,“ – განაცხადა დღეს, 10 ივლისს „ლელოს“ წევრმა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ექიმმა, დავით მამულაძემ. ექიმის თქმით, კლინიკა სასწრაფოდ უნდა აღიჭურვოს სრულად. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურში [ახალ …
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2,7 მილიონად სამედიცინო საშუალებებს იმარაგებს
სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების შესაძენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ღირებულებით – 2 796 830 ლარი. 1 045 330 ლარია გათვალისწინებული სხვადასხვა რაოდენობის ქირურგიული ერთჯერადი ნიღბის, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანის, ქუდის, ბახილის, რესპირატორის, ფარის, სამედიცინო დამცავი სათვალის; ასევე გვამის ჩანთის, დისტანციური თერმომეტრისა და პორტატული პულსოქსიმეტრის შესაძენად. 1 751 500 ლარი კი, ერთჯერადი სამედიცინო წყალგაუმტარი ხალათებისა …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2,7 მილიონად სამედიცინო საშუალებებს იმარაგებს”
ბათუმში უარყოფითია 128 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 128 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, დღეს, 15 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 23 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 113 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. …
Continue reading “ბათუმში უარყოფითია 128 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე”
ახალი რესპუბლიკურისთვის 2,2 მილიონის აპარატურას სამინისტრო უტენდეროდ შეიძენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი „რესპუბლიკური“ კლინიკისთვის სამედიცინო აპარატურას და ინვენტარს შეიძენს. ამჯერად დაგეგმილია 2 მილიონ 200 ათასამდე ლარის ღირებულების აპარატურის შესყიდვა ტენდერის გარეშე. სამინისტრომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სამინისტრო გეგმავს შეიძინოს: ლაპარასკოპიული სისტემა 4K – 1 ცალი; ინტეგრირებული საოპერაციოს ლაპარასკოპიული სისტემა 3D – 1 ცალი; ენდოსკოპიური სისტემა – 1 ცალი; ეოპის …
Continue reading “ახალი რესპუბლიკურისთვის 2,2 მილიონის აპარატურას სამინისტრო უტენდეროდ შეიძენს”
ბათუმში 444 პირის კვლევის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 444 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ამ დროისათვის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამჟამად კი რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და …
Continue reading “ბათუმში 444 პირის კვლევის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია”
ვინ მიიღებს აჭარაში სასურსათო კალათას – პროდუქტის ჩამონათვალი და რაოდენობა
აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იმ პროდუქტებს შეიძენენ, რომლებსაც ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეულ ოჯახებს უფასოდ გადასცემენ. პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა, აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ამჯერად ამზადებენ 19 260 სასურსათო კალათას, რომელსაც ამდენივე ოჯახს გადასცემენ, მათ შორის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 993 ოჯახს. სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: [checklist] ხორბლის ფქვილი 10 კგ; შაქარი 2 …
Continue reading “ვინ მიიღებს აჭარაში სასურსათო კალათას – პროდუქტის ჩამონათვალი და რაოდენობა”
20 ათას ოჯახზე სასურსათო კალათა მზადდება, როდის დაიწყებს მთავრობა დარიგებას?
აჭარაში მცხოვრებ ამჯერად 20 ათასამდე ოჯახს სასურსათო კალათას დაურიგებენ. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება და რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ მას. 10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემოდა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 27 აპრილს განაცხადა. თუმცა, ეს რაოდენობა შეიცვლება. როგორც მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჩანს, კალათას …
Continue reading “20 ათას ოჯახზე სასურსათო კალათა მზადდება, როდის დაიწყებს მთავრობა დარიგებას?”
აჭარაში COVID 19-ზე კიდევ 391 პირი გამოიკვლიეს
აჭარაში 391 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად Covid19 არ დაუდასტურდა. კვლევები დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დღის ბოლომდე კიდევ 20 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ისინი ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს მხოლოდ 4 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამში აჭარაში 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უკვე ორი …
Continue reading “აჭარაში COVID 19-ზე კიდევ 391 პირი გამოიკვლიეს”
როდის გაიხსნება ქობულეთის სოფლები? – აქ პირველი ინფიცრებული დედა-შვილი გამოჯანმრთელდა
„ბოლო გამოვლენილი შემთხვევიდან მინიმუმ ორი საინკუბაციო პერიოდი უნდა გავიდეს, ანუ 28 დღე. საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე. მას ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმის დასრულების ვადის შესახებ ვკითხეთ. Coivid 19-ის ბოლო შემთხვევა ქობულეთში დღეს, 24 აპრილს დაფიქსირდა. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო …
კარანტინში 45 ადამიანი მოიწამლა ბათუმში
ბათუმში, კარანტინში მყოფი 45 პირი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. სასტუმროს მზა საკვებით ერთ-ერთი კვების ობიექტი ამარაგებდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული ორი პირი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ისევ საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს, დანარჩენის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქი იყო. ამ 45 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა …
რესპუბლიკურის ექთანი: ექიმები ვირუსით დაავადებულების შემდეგ რიგით პაციენტებს იღებენ
„…ექიმები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, მუშაობენ სხვა პაციენტებთანაც. ეს გვაშინებს და ამას არავინ ითვალისწინებს,“ – ეს ინფორმაცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექთანმა მოგვაწოდა. ის ამ კლინიკის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს ექთნად და ამბობს, რომ მისი განყოფილების ექიმები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებიც არიან. „არიან სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც გადაჰყავთ ცხელების ცენტრში ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეთ. სასწრაფოს …
covid 19-ით დაავადებულთა რაოდენობა ქობულეთში 20-მდე გაიზარდა – 2 ახალი შემთხვევა
ქობულეთში კიდევ ორ პირს დაუდასტურდა covid 19. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქობულეთში სულ 20 პირს აქვს დადასტურებული covid 19, რამდენიმე პირის ანალიზის პასუხს კი, დღის ბოლოსთვის ელოდებიან. ეს ადამიანები, რომლებსაც ანალიზი აუღეს, თვითიზოლაციაში რჩებიან. ბათუმში covid 19 დღეს, 12 აპრილს, კიდევ ერთ პირს დაუდასტურეს – ის აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც ამ დრომდე კარანტინში იყო. …
Continue reading “covid 19-ით დაავადებულთა რაოდენობა ქობულეთში 20-მდე გაიზარდა – 2 ახალი შემთხვევა “
ბათუმში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან, რომლებიც ბათუმში მკურნალობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა ისევ განსაკუთრებით მძიმეა. კლინიკა „მედალფაში“ 3 აპრილის მდგომარეობით 7 პაციენტია, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს გადის, ერთი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. „ის 70 წელს გადაცილებულია და დღესაც იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმალურია. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, რადგან მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა”
ბათუმში კორონავირუსზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ბათუმში COVID-19-ზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან, ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. 2 პაციენტი ინფექციურში კარანტინიდან გადაიყვანეს, 5-მა კი, კლინიკას თვითდინებით მიმართა, მათ შორისაა, ხულოდან გუშინ გადმოყვანილი ქალიც, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. 2 აპრილის დილის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 8 ადამიანს მკურნალობენ. ბათუმში გუშინ COVID-19 დაუდასტურდა 10 წლის ბავშვსაც, რომელიც თბილისში გადაიყვანეს. 2 აპრილს …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან”
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებს სამი კლინიკა მიიღებს – ინტერვიუ
ბოლო მონაცემებით ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პირს მკურნალობენ, 1500 ადამიანი კი აჭარაში კარანტინში იმყოფება. რამდენი ადგილი აქვს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს და რამდენი პაციენტის მომსახურებას შეძლებენ აჭარაში მედიკოსები საჭიროების შემთხვევაში? – ამ თემაზე ჩვენს კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ უპასუხა. ქალბატონო ნინო, რამდენი ადგილი გვაქვს ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტებისთვის სრული სერვისის …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებს სამი კლინიკა მიიღებს – ინტერვიუ”
ბათუმის ინფექციურში მოთავსებული 5 პირიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – COVID 19
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა. 5 პირი კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს. 22 მარტის მონაცემებით, ბათუმში 3 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევათა რაოდენობა ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 კარანტინის რეჟიმში – 3 254 თვითიზოლაციაში – 2693 სტაციონარში მეთვალყურეობის …
აჭარაში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა დატოვა
ბათუმში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა უკვე დატოვა, მათ საკარანტინო ვადაში [მინიმუმ 14 დღე] არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 22 მარტის მონაცემებით, აჭარის რეგიონში 800-ზე მეტი პირი რჩება. 22 მარტის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსი სამ პირს აქვს დადასტურებული. 4 პაციენტის ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგს დღეს ელოდებიან. ქვეყნის მასშტაბით კი: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა …
Continue reading “აჭარაში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა დატოვა”
ბათუმში 4 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე დღეს ელოდებიან
ბათუმში 4 პირის ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღეს, 22 მარტს, დღის ბილოსთვის ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე პირი საკარანტიონო სივრციდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. აჭარაში ამ დროისთვის სამ პირს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 22 მარტის12:30 საათის მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54, მათ შორის …
Continue reading “ბათუმში 4 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე დღეს ელოდებიან”
ბათუმში 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმში, კარანტიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან 4 ადამიანი გუშინ ღამით გადაიყვანეს. ბათუმში კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს აქვს დადგენილი. ბათუმის ინფექციური კლინიკის მენეჯერის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება კორონავირუსის შემთხვევებს 19 მარტის მდგომარეობით: საქართველოში ამ დროისათვის ლაბორატორიულად დადასტურებულია 40 შემთხვევაა, აქედან 1 …
Continue reading “ბათუმში 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”
თვითიზოლაციის დამრღვევი რისკის ქვეშ აყენებს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნება – ინტერვიუ
ბოლო პერიოდში გახშირდა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები, მეტი კონტროლისთვის ამ პროცესში პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო. სპეციალისტები განმარტავენ, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისას შესაძლოა გაფართოვდეს ვირუსის გავრცელების წრე, ხოლო თუ ამ მოქალაქეს [დამრღვევს] შემდგომში ვირუსი გამოუვლინდება, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება. სახელმწიფოს კი ამ დროს მეტი ძალისხმევის გაღება უწევს ინფიცირებულ პირთან დამატებითი კონტაქტების მოსაძიებლად …
ბათუმში კორონავირუსი 5 პირიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი 5 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ხუთი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს კორონავირუსის სიმპტომებით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ევროპაში იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58.
ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირები სტაციონარის ნაცვლად კვარიათში, საცხოვრისში იმკურნალებენ
ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები სტაციონარის ნაცვლად ოჯახურ გარემოში, საცხოვრისში გააგრძელებენ მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია ბენეფიციარებზე, რომლებსაც სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააჩნიათ. რამდენიმე დღეა 24 ბენეფიციარი კვარიათში, ბათუმის სამედიცინო ცენტრის მიერ დაქირავებულ შენობაში დროებით გადაიყვანეს. ცენტრს, ფინანსურ მხარდაჭერას სამინისტრო უწევს. 2020 წლის მაისიდან კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, საკუთარი ფინანსებით, საცხოვრისის მშენებლობას ფრიდონ …
ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს შაბათს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან
გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა პრევენციისა და დროული რეაგირების მიზნით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან შევხდრას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამსახურის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები. სამინისტროს რეკომენდაციით, ხვალ, 4 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან. ეს დაწესებულებებია: [checklist] …
ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავარიაზე: დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
„დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“ – გვითხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. ის ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს ესაუბრა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია აქ აქვთ. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 30 დეკემბერს, სტამბოლთან მისვლამდე 150 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ავტობუსს თბილისიდან მიჰყავდა მგზავრები თურქეთში. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. მომხდარზე ინფორმაცია …
Continue reading “ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავარიაზე: დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს”
რას დააფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წელს 21-მილიონიანი ბიუჯეტით
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 18%-ით, 337 365 ლარით გაიზრდება და 21 000 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 2020 წელს 36 პროგრამას განახორციელებს, ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 2020 წელს დაგეგმილი სიახლეები მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა 2020 წლიდან პირველად მოხდება 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების …
Continue reading “რას დააფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წელს 21-მილიონიანი ბიუჯეტით”
ვის დაუფინანსდება უცხოეთში ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლის ბიუჯეტის 18 პროცენტით გაზრდას გეგმავს. სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 3 237 365 ლარით გაიზრდება და 21 000 000 ლარი იქნება. სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლიდან, 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა პირველად დაფინანსდება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებში. კერძოდ, სამინისტრო დააფინანსებს: ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 100 000 ლარით; ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 180 000 ლარით; ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 210 000 ლარით. აჭარის ჯანდაცვის …
Continue reading “ვის დაუფინანსდება უცხოეთში ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა”
ღვიძლის ტრანსპლანტაცია აჭარაში რეგისტრირებულ პაციენტს 100 000 ლარით დაუფინანსდება
2020 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას ზრდის. ბათუმში დარეგისტრირებული თითოეული პაციენტისთვის დაფინანსება განისაზღვრება 70 000 ლარით, დამატებით 30 000 ლარს კი ბათუმის მერია გამოყოფს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული თითოეული პაციენტისთვის კი სამინისტრო ტრანსპლანტაციას დააფინანსებს 100 000 ლარით. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ღირებულება საშუალოდ 120 – 125 ათასი ლარია. თანხის ნაწილს პაციენტები თავად …
Continue reading “ღვიძლის ტრანსპლანტაცია აჭარაში რეგისტრირებულ პაციენტს 100 000 ლარით დაუფინანსდება”
დახმარება აგვისტოს ომში აჭარიდან დაღუპულთა ოჯახებს
რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და შშმ სტატუსის ვეტერანებს 3000-3000 ლარს გადასცემს. 19 დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის გარდა, თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი. თანხას სულ 25 ოჯახი მიიღებს, ჯამში 75 000 ლარი გაიცემა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო …
Continue reading “დახმარება აგვისტოს ომში აჭარიდან დაღუპულთა ოჯახებს”