„აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს“ – აჭარა TV გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებაზე

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ მაუწყებლის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, გათავისუფლებული 3 თანამშრომელი – ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე სამსახურში დააბრუნეს. სამივე მათგანი 30 ივლისს, მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. მაუწყებლის მენეჯმენტი იუწყება, რომ მათი გათავისუფლება „გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურებრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას“. მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ …

სოლიდარობა გათავისუფლებულ თანამშრომლებს – აჭარის ტელევიზიის წინ დღეს აქცია გაიმართება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება აქციის გამართვას გეგმავს მოთხოვნით – დაუყოვნებლივ აღადგინონ სამსახურში გუშინ გათავისუფლებული თანამშრომლები: გიორგი მურვანიძე, შოთა (ბაჩო) გურაბანიძე და გურამ ქადიძე. აქცია დღეს, 31 ივლისს, 19 საათზე გაიმართება აჭარის ტელევიზიასთან. „გათავისუფლებელი თანამშრომლები წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. დღეს მაუწყებლის ბადეში არსებული გადაცემის დიდი ნაწილი სწორედ ამ ადამიანების შრომის პროდუქტია. ნაცვლად იმისა, …

ჟურნალისტის საჯარო წერილი აჭარის მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი პირად ფეისბუქის გვერდზე საჯარო წერილს ავრცელებს და მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მიმართავს. მალხაზ რეხვიაშვილი წერს: „თუ თქვენ ჩაწერთ ხელშეკრულებაში, რომ სამსახურში დაგვიანების გამო თითოეულ გადაშორებულ წუთზე ერთი შოლტია, ეს არ ნიშნავს, რომ გექნებათ უფლება გამშოლტოთ“. საქმე იმაშია, რომ მალხაზ …

აჭარის ტელევიზიის წამყვანი ფეისბუქზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ეთერიდან მოხსნეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა. როგორც თავად ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებელთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დაუსახელეს. „მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს. ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება. ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც …

აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე გაღარიბდა – ალტერნატიული პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადე უკიდურესად გაღარიბდა“ – განცხადებას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირი აქვეყნებს. ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებით, ამჟამად აჭარის ტელევიზია და რადიო ვერ პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხით: „დაინტერესებული აუდიტორიისთვის შესაბამისი მოცულობით არ არის წარმოდგენილი არსებული ვითარების სოციალურ-ანალიტიკური პერსპექტივები, ხოლო საეთერო ბადეში არ აისახება მოქალაქეთა წინაშე წარმოქმნილი როგორც …

„კოხრეიძე თავის პერსონალურ გეგმას არ ახორციელებს აჭარა ტვ-ში“ – ზვიად ქორიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ალტერნატიულ პროფკავშირთან მედიაციის პროცესი ისე შეწყვიტა, რომ არ დალაპარაკებია თანამშრომლებს. არხის ჟურნალისტები გაფიცვას გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თქვეს, რომ ამ რთულ ვითარებაში საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ უნდა იმუშაონ. ამის მიუხედავად, ეს ჯგუფი მაინც ეთერს მიღმა აღმოჩნდა: გიორგი კოხრეიძემ გააჩერა გადაცემა „ჰეშთეგი“. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა ტელეწამყვანის …

თეონა ბაკურიძე TV პირველზე გადაცემას წაიყვანს, ის აჭარა ტვ-დან გაათავისუფლეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი თეონა ბაკურიძე TV პირველის გადაცემას წაიყვანს. 6 მარტს ის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ეთერიდან დროებით ჩახსნა, რამდენიმე დღეში კი სამსახურიდან გაათავისუფლა. თეონა ბაკურიძე დღეს თამარ ჩიხლაძის ნაცვლად წაიყვანს ,,ღამის ამბებს“ 22:40-ზე. „ამჯერად „ღამის ამბებს” წავიყვან TV პირველზე და ცხადია გადაცემის თემა პანდემია იქნება.  საგანგებო მდგომარეობის პირობებში დასაწყისისთვის …

„შეგვაჩერეს განუსაზღვრელი ვადით“ – აჭარა ტვ-ის გადაცემა ჰეშთეგი

ახლახანს, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი პოპულარული გადაცემამ – „ჰეშთეგმა“ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, გადაცემის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების თაობაზე. „დღეს, ოფიციალურად განგვემარტა მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან იმის თაობაზე, რომ გადაცემა #ჰეშთეგი, ქვეყანაში/მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდება. სატელევიზიო ბადე/ეთერი სრულად დაეთმობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შესაბამისად, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და სამედიცინო გადაცემა დარჩება …

„ასე აქრობს 11 მილიონს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან“ – მრჩეველი აჭარა ტვ-ის დირექტორზე

„ეს არის კრიტიკული ადამიანის მოშორება ძირითადი ტერიტორიული ერთეულიდან. აქ საუბარი არ შეიძლება იყოს ბიუროზე, რადგან ბიუროს გახსნას ბევრი წინმსწრები პროცედურა აქვს“, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. ტელევიზიის ჟურნალისტს დირექტორი ქუთაისში სამუშაოდ ოპერატორის გარეშე უშვებს. გია ქარცივაძის …

აჭარის ტვ-ში რედაქტორების შემდეგ „ურჩი ჟურნალისტების“ დასჯის ეტაპი დაიწყო 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს, თეონა ხარაბაძეს სამუშაოდ ქუთაისში უშვებს. შესაბამისი ბრძანება ჟურნალისტს დღეს ჩაჰბარდა – ეს იმ ამბის გაგრძელებაა, როცა აჭარის ტელევიზიიდან საინფორმაციოს უფროსი, რედაქტორები და ტელეწამყვანი ან დაითხოვეს ან საინფორმაციო პოლიტიკას ჩამოაშორეს. თეონა ხარაბაძე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი იყო და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, …

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: აჭარა ტვ-ში “პარასკევ საღამოს გათავისუფლება ტრადიციად იქცა”

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამჯერად აჭარის მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პროცესი შეფასებულია, როგორც პოლიტიკური ზეწოლა: “პარასკევ საღამოს გათავისუფლებები ტრადიციად იქცა აჭარის ტელევიზიისთვის. ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, რომელიც ახმოვანებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობებს. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”  მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა”. აჭარის მაუწყებელში მიმდინარე …

გადაიღე ვიდეო აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და გამოგზავნე – აქცია 

ხვალ, 13 მარტს, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ დაგეგმილი იყო ამ არხის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია. COVID-19 რისკებიდან გამომდინარე, აქციის ორგანიზატორებმა ტელევიზიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმეს. უფრო ზუსტად, აქციამ გადაინაცვლა ინტერნეტში. ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აჭარის მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. ჩართე საკუთარი ტელეფონი, გადაიღე მხარდასაჭერი ვიდეო და გამოაქვეყნე ან გადააგზავნე ქვემოთ …

შეშფოთებული ვარ – ეუთოს სპეცწარმომადგენელი აჭარის მაუწყებლის მოვლენებზე

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ჰარლემ დეზირი აცხადებს, რომ შეშფოთებულია აჭარის მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. „შეშფოთებული ვარ საქართველოში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ძირითადი პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენლის თანამდებობიდან გადაყენებისა და გადადგომის გამო“, — წერს ჰარლემ დეზირი ტვიტერზე. ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ასევე წერს, რომ შეშფოთებულია „სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის ჩარევის შესახებ ცნობებით“. „დამოუკიდებელი საზოგადოებრივი …

თეონა თურმანიძე აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციოს წაიყვანს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას რვა საათზე ტელეწამყვანი თეონა თურმანიძე წაიყვანს. ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, სამსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში მიაწოდა მაყურებელს. “დილიდან ვიცოდით, რომ რვასაათიან გამოშვებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი აბაზაძე წაიყვანდა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა რედაქტორმა ფირუზ ბოლქვაძემ. თუმცა სამსაათიანი ეთერის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გიორგი აბაზაძემ შემომთავაზა, რომ რვასაათიან ეთერში …

გიორგი კოხრეიძე: ჯერ არ ვიცი, ვინ წაიყვანს 8-საათიან საინფორმაციოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერ არ იცის, ვინ წაიყვანს არხზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. „იქნება ყველაფერი ისე, როგორც  საჭიროა. გადავწყვიტავთ. პრობლემა არ იქნება,“ –  ამბობს გიორგი კოხრეიძე. რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარს“ წამყვანი 6 მარტის შემდეგ აღარ ჰყავს – გიორგი კოხრეიძემ გუშინ შეუჩერა თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით. „ბათუმელებმა“ გიორგი …

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მაუწყებელში დღეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ რედაქტორების გათავისუფლების შემდეგ, 4 მარტს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დირექტორმა გოგა კოხრეიძემ გიორგი აბაზაძე დანიშნა. დღეს გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არხის მთავარი გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის თქმით, გიორგი აბაზაძე ზეწოლის ქვეშაა. გთავაზობთ ალტერნატიული …

მაქვს ეჭვი, რომ საინფორმაციოს ახალი უფროსი ზეწოლის ქვეშაა – ტელეწამყვანი

„მაქვს ეჭვი, რომ ის ზეწოლის ქვეშაა,“ – ამბობს აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე გიორგი აბაზაძის შესახებ, რომელიც 4 მარტს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. გიორგი აბაზაძე ამ დროისთვის კლინიკა „მედცენტრში“ იმყოფება. ჟურნალისტების თქმით, გიორგი აბაზაძესთან კამათი დილით ჰქონდათ, დაახლოებით 40 წუთში, მას შემდეგ, რაც ის რადიოს შენობაში გადავიდა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის …

4 საგაფიცვო მოთხოვნა – აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირი დღეს,  2 მარტს, 17 საათზე შეიტანს შესაბამის დოკუმენტს მაუწყებელში. დოკუმენტის შეტანის შემდეგ მედიაციის პროცესი დაიწყება, რომელშიც ტელევიზიის თანამშრომლების და მენეჯმენტის გარდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროც უნდა ჩაერთოს. თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ამის შემდეგ შეეძლებათ მაუწყებლის თანამშრომლებს …

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან, მაია მერკვილაძე ტელევიზიაში რჩება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან. გადაწყვეტილება გუშინ ღამით ალტერნატიულმა პროფკავშირმა მიიღო. გუშინ, 24 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე – მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. მას გიორგი კოხრეიძემ არარსებული თოქ-შოუს წამყვანობა შესთავაზა. საინფორმაციო სამსახურში რედაქტორად ნინო ხაჟომია დანიშნეს. დღეს, 25 თებერვალს, მაია მერკვილაძემ თქვა, რომ ის გიორგი კოხრეიძეს შეთავაზებას დათანხმდა და მზადაა თოქ-შოუს …

სამი ხმით მაუწყებლის მრჩევლებმა თანამშრომლების შტატები გააუქმეს

ეს წუთია[16:05] აჭარის მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ გააუქმა მაუწყებლის სამსახურების მოადგილეების შტატები. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა – სოსო სტურუამ, გიგა ჩხარტიშვილმა და თამილა დოლიძემ. გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ გია ქარცივაძე და ნინო წილოსანი. შტატების გაუქმებას მაუწყებლის დირექტორი ითხოვდა. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებით სამსახურს კარგავს მაუწყებლის ახალი ამბების სარედაქციო მიმართულების უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე …

აჭარის მაუწყებლის რედაქტორი: ხვალიდან არ გამოვრიცხავთ გაფიცვას

ხვალ, 19 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო იკრიბება იმისთვის, რომ გააუქმოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. მრჩეველთა საბჭოს მაია მერკვილაძის და კიდევ სამი თანამშრომლის შტატის გაუქმების მოთხოვნით მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მიმართა. დირექტორის სურვილის დაკმაყოფილებას 3 ხმა სჭირდება. მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, დირექტორს ეს 3 ხმა აქვს – „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მეურვეები …

სოლიდარობა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს – კვირას ტელევიზიასთან აქცია გაიმართება

ხვალ, 16 თებერვალს, 11:30 საათზე აჭარის ტელევიზიასთან ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, ვისაც სურს სოლიდარობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდს. აქცია ფეისბუქზე დღეს, საღამოს დაანონსდა და მისი ორგანოზატორები ჟურნალისტები არიან, რომელთაც სურთ აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს მხარი დაუჭირონ. ასევე ხვალ, 11.45 საათზე მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმი” აჭარის ტელევიზიასთან გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის …

დაშინების მცდელობა დამთავრდება წარუმატებლად – აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. „მაუწყებლის დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს საშტატო განრიგში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. პროექტის თანახმად, მაუწყებლის სამსახურების უფროსების მოადგილეების თანამდებობები უქმდება, მათ შორის, უქმდება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაც, რაც კონტრაქტის მიხედვით, სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ამავე თემაზე: „ჩემს შტატს აუქმებენ“ – …

„ნათია ზოიძის წასვლა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტია“ – განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირები ტელევიზიის ყოფილი დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას განცხადებით ეხმაურება. გუშინ, 2 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი დატოვა. ალტერნატიული პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი: „ვინაიდან ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მაუწყებლიდან პროფესიონალი და …

ნათია ზოიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვა

აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე წერს. ნათია ზოიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რატომ მივდივარ აჭარის მაუწყებლიდან. ძალიან „მარტივადაა“ საქმე – აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ. არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია. [checklist] იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება; ჩემი ახალი ხელშეკრულება …

აჭარის ტელევიზიაში ალტერნატიული პროფკავშირი დაარსდა

დღეს, 28 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილმა მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირების შემქნის შესახებ განაცხადეს. ალტერნატიულ პროფკავშირებში ამ დროისათვის 64 თანამშრომელია გაწევრიანებული. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები დიდი ხანია ვაკვირდებით მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ამ დროის განმავლობაში მაუწყებელმა გამოიცვალა დირექტორები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი პრიორიტეტები და ხედვები. ხშირად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანამშრომელთა ჩართულობა …

„უფროსების უფროსები“ – რა სტრუქტურას ქმნის აჭარის მაუწყებელი და რა ელით ჟურნალისტებს

ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი სამსახურიდან გაშვება უკვე დროის ამბავია. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, გუშინ, 10 იანვარს მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს გააცნეს დოკუმენტი, რომელსაც მაუწყებლის ჟურნალისტები პირად საუბარში აფასებენ, როგორც „ტელევიზიის დანგრევას“. რა წერია დებულების ცვლილების პროექტში და რის შეცვლას აპირებს ახალი მენეჯმენტი? – „ბათუმელები“ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს, გია ქარცივაძეს …

აჭარის მაუწყებლის ახალმა მრჩეველთა საბჭომ საკუთარი ჰონორარები გაიზარდა

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ საკუთარი ჰონორარები გაიზარდა. გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 დეკემბრის სხდომაზე მიიღო. ხუთივე მრჩევლისთვის მომავალი წლიდან 26 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს. „ჯამში, ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიონ 600 ათასი ლარით, აქედან 26 ათასი ლარი დაემატება მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურებას,“ – ამბობს მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამარ წილოსანი. …

„დაინტერესდით აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით“ – პარტიების მიმართვა დიპლომატებს

აჭარაში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა დღეს, 3 დეკემბერს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია: „ხელისუფლება ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რისი მაგალითიც არის მაუწყებლის დირექტორის არჩევა ფორსირებულ რეჟიმში, მოქმედი დირექტორის მოადგილისა და ჟურნალისტების ჩამოშორების მცდელობა საინფორმაციო სამსახურიდან“. პოლიტიკური გაერთიანებები მოუწოდებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა …

ქარტია აჭარის მაუწყებლის დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს შეხვდება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, „ვინაიდან აჭარის ტელევიზიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ქარტიის წევრი და ხელმომწერია, ქარტიის ინიციატივით შეთანხმდა ტელევიზიის დირექტორთან და მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა“. ქარტიის წარმომადგენლები აჭარის მაუწყებელში შეხვედრებს 3 და 4 დეკემბერს გამართავენ. „აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ღიად საუბრობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფაზე. ქარტიის საბჭო …

ზვიად ქორიძემ აჭარის მაუწყებლის დირექტორს გათავისუფლების თხოვნით მიმართა

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის მაუწყებლის კონსულტანტი იყო, ახალდანიშნულ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მაუწყებელი ავრცელებს. “2019 წლის 1 იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება”, …

გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტიკას სტუმარმასპინძლობას ადარებს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების აჭარის ტელევიზიაში არმისვლის მიზეზი თავად ტელევიზიაა. „შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ეს ვისი ბრალია, სტუმრის თუ შენი?… გამეცი პასუხი თეონა“ – ეს შეკითხვა დაუსვა გიორგი კოხრეძემ ჟურნალისტ თეონა ბაკურიძეს გადაცემა „მთავარის“ პირდაპირ ეთერში. „ნუ მიყვრიხართ ბატონო გიორგი პირველ რიგში…. თქვენ მართლა ფიქრობთ, …

დღეს სიტყვის თავისუფლება დამარცხდა – ასლან ჭანიძე მაუწყებლის დირექტორის არჩევაზე

აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევას თვალყურს ადევნებდნენ რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევას აფასებენ, როგორც „დემოკრატიის მარცხს“. ერთ-ერთი მათგანი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე აჭარის ტელევიზიასთან აცხადებს, რომ არჩევნები იყო დადგმული სპექტაკლი. „გადაწყვეტილი იყო ეს ამბავი და გაითამაშეს, რადგან თუ დააკვირდებით, მაია მერკვილაძემ [კონკურსანტი] ერთი ხმა აიღო [პირველი ტურში] და მეორე …

„აჭარის ტელევიზიის“ ახალ დირექტორს 10 ივლისს აირჩევენ

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილება ბორდმა ზეგ, 10 ივლისს, საღამოს 7 საათზე უნდა მიიღოს. „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობა სულ 12 კანდიდატს სურს. დღეს, 8 ივლისს, მრჩეველთა საბჭო დავით ჩხარტიშვილს, შოთა ზოიძეს, ირმა ზოიძეს და თინათინ ცისკარიძეს მოუსმენს. ხვალ, 9 ივლისს საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ კანდიდატები: დავით დიასამიძე, შოთა გურაბანიძე, …

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განცხადებები კონკურსში 4 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით მიიღება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც  აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ …

Exit mobile version