რამდენს დახარჯავენ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები 2021 წელს – პროექტი

აჭარის მთავრობის გათვლებით, 2021 წელს აჭარის ბიუჯეტში 328 მილიონ 474 ათასი ლარი შევა, თუმცა ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარით მეტი, 349 მილიონ 474 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან ხელფასებისთვის ჯამში 38,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა მომავალ წელს 301 მილიონ ლარს სხვადასხვა სახის შემოსავლიდან ელის, 27 მილიონ …

აჭარის ბიუჯეტიდან კარანტინისთვის 11,3 მლნ, რესპუბლიკურისთვის კი – 2,8 მლნ ლარი დაიხარჯა 

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის სამი კვარტალის [იანვარი-სექტემბერი] შესრულების მიმოხილვა წარადგინა. დოკუმენტი მთავრობამ საბჭოს 27 ოქტომბერს გადაუგზავნა. ამ დოკუმენტის მიხედვით: ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით [კარანტინის მოწყობაში], სექტემბრის თვის ჩათვლით, 12 500 000 ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ 11 360 300 ლარი შეადგინა. რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის და სხვა ღონისძიებების პროგრამისთვის …

სამთავრობო ვახშამი ზღვისპირა რესტორანში 2 161 ლარად, ბიუჯეტის ხარჯზე

პანდემიის დროს, 3 მარტს, აჭარის მთავრობის წევრებმა რესტორან „ფიშლანდიაში“ სახელმწიფოს ხარჯზე ივახშმეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ერთჯერადად 2 161 ლარი დაიხარჯა. ამ შესყიდვის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურა, საგადასახადო მოთხოვნა და რუსულ-ქართულ ენაზე ინვოისი შესყიდვების ვებგვერდზეა ატვირთული. ვახშმის მიზნის გადამოწმება „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სცადა, შესყიდვა სწორედ ამ უწყებას აქვს განხორციელებული. [თუმცა აქვე უნდა დავუშვათ ისიც, რომ შეიძლება …

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 2,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წელს, აჭარის ბიუჯეტიდან, მთლიანობაში 2 320 000 ლარი დაიხარჯება. აქედან: [checklist] შრომის ანაზღაურებისთვის – 1 498 800 ლარი; საქონელი და მომსახურება – 791 200 ლარი; სხვა ხარჯი – 25 000 ლარი; …

უმაღლესი საბჭო 2021 წლისთვის საკუთარ ბიუჯეტს 100 ათასი ლარით ზრდის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალი წლისთვის მთლიანობაში 100 ათასი ლარით გაიზრდება, თუმცა ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხა უცვლელი დარჩება. უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საბჭომ უკვე დაამტკიცა. ამ პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5 216 800 ლარი გამოიყოფა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით: 2021 წლის ხარჯები განისაზღვრა 5 163 800 ლარით, საიდანაც 3 …

ხელფასებში 44,3 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან გასულ წელს

აუდიტის მიხედვით, გასულ წელს, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისთვის სულ გაიხარჯა 44 366 300 ლარი, რაც 1 206 100 ლარით მეტია, ვიდრე 2018 წელს. აუდიტის თქმით, „აჭარის მთავრობის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი განმარტება სახელფასო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით“. „მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ ხელფასის ხარჯების ზრდა სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის, 2019 წელს შეიქმნა სსიპ – …

განათლებისა და ფინანსთა სამინისტროების დაფინანსება 19 მილიონით მცირდება – აჭარის საგანგებო ბიუჯეტი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებები შედის აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში, რის გამოც, მთავრობის განმარტებით, ცალკეული გადასახდელების მოცულობა მცირდება 23 მილიონ 370 ათას 3 00 ლარით. თუმცა ეს თანხა სრულად მოხმარდება ბიუჯეტიდან სხვა ღონისძიებების დაფინანსებას. ე.წ საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაფინანსება მცირდება შემდეგ დაწესებულებებში: უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება მცირდება 90 ათასი ლარით. მთავრობის ინფორმაციით, ეს გამოთავისუფლებული …

578 ათასი ლარი აჭარის ფერმერებისთვის მიწის უსასყიდლოდ დასახნავად

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება წელს 2 413 500 ლარით გაიზრდება. ეს თანხა უნდა დაემატოს სხვადასხვა პროგრამას. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნის მიზნით. იმ ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, 2,4 მილიონი ლარი …

აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობს – კოვიდ 19

აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს, სადაც უნდა აისახოს ის ფინანსები, რაც აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიხარჯა ან დაიხარჯება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ცალკე ფონდის შექმნას არ გეგმავს და COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებებისთვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დაზოგილი თანხა [წარმომადგენლობითი და სამივლინებო თანხები, როგორც მთავრობის აპარატის, ასევე …

აჭარის მთავრობა covid 19-ის პრევენციისთვის 1 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან შეაგროვებს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 1 მილიონი ლარის შეგროვება იგეგმება. ამ ერთი მილიონის აკუმულირება აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში, მთავრობის აპარატისა და სამინისტროებში მივლინებებისთვის და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხებით უნდა მოხდეს. როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, თანხა უნდა მოხმარდეს „იმ ნეგატიური ზეგავლენების მართვას, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ეკონომიკაში“. ამ ეტაპისთვის აჭარის მთავრობაში ვერ გვიზუსტებენ, …

უმაღლესი საბჭო 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს – ოპოზიცია სხდომას არ ესწრება

დღეს, 12 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე აჭარის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. სხდომაზე დასწრებას არ აპირებს ოპოზიცია. ენმ-ს წევრებმა უმაღლეს საბჭოში ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, გია დიასამიძის თქმით, ბოიკოტის მიზეზი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრების მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაზე უარის თქმა იყო და არა ბიუჯეტი. „საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა …

უმაღლესი საბჭოს შენიშვნები აჭარის მთავრობას – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში თვლიან, რომ აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, „პროგრამებისა და პროექტების შეფასების ინდიკატორები ხშირ შემთხვევაში არის ზოგადი, რაც მათი დაფინანსების რაციონალურობის და შესაძლო ეფექტიანობის შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა“. კომიტეტი ასევე სთხოვს რეგიონის მთავრობას, მაქსიმალურად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სხვადასხვა კომუნიკაციის [სტენდები, ბუკლეტები, მასმედია, სოციალური ქსელები და სხვა] …

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობაზე ოპოზიციას კითხვები აქვს

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ არაერთხელ იქნა წარდგენილი წინადადება „ოცნების დასახლების“ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დღემდე პასუხი არ მიუღიათ. აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პროგრამა კი, როგორც ოპოზიცია აცხადებს, კითხვით ნიშნებს აჩენს. საუბარია სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომლისთვისაც 2019 წელს გათვალისწინებული იყო …

„შეამცირეთ ბიუროკრატიის ხარჯები და დააფინანსეთ სიღარიბის დაძლევა“ – ენმ აჭარის მთავრობას

„2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტში არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები სიღარიბის დაძლევაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. აღნიშნული დოკუმენტები არის კოპირებული და არაფერი იცვლება“, – ასეთია უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზოგადი დასკვნა აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. „2013 წლიდან დღემდე, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, აჭარის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დაიხარჯა 1,5 მილიარდ …

ხელფასებში აჭარის ბიუჯეტიდან 39,2 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის 39 269 700 ლარი დაიხარჯება, რაც 2 213 300 ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით. თუმცა აქედან 1 498 800 ლარი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებს მოხმარდება. 2020 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია, რომლის ჩატარებისთვის მთლიანობაში აჭარის ბიუჯეტის პროექტში 2,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებს გამოვაკლებთ, აჭარის ბიუჯეტიდან …

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინებს 2021 და 2023 წლებში მიიღებენ – პროგრამა

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებს, ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 73 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. პროგრამაში ადრე 48 750 000 ლარი იყო გაწერილი და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი. ამ პროგრამით, …

44 მილიონი ლარი საჯარო მოხელეთა ხელფასებსა და მივლინებებში აჭრის ბიუჯეტიდან – 2018 წელი

იმ საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება, 2018 წელს საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის 43 160 264 ლარი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო აუდიტის მიხედვით 2 300 400 ლარით მეტია 2017 წელთან შედარებით. „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 36 042 935 ლარი, ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა ხარჯებმა − 7 117 329 ლარი. მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ …

აჭარის სამთავრობო ავტომანქანებისთვის 4,3 მილიონის ხარჯი რიგ შემთხვევაში დაუსაბუთებელია – აუდიტი

აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის 2018 წელს 4 346 392 ლარი დაიხარჯა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „მოპოვებული მტკიცებულებებით, რიგ შემთხვევებში, ამ ხარჯის გაწევა დაუსაბუთებელია და ვერ დგინდება ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა“. აუდიტის მიხედვით: [crosslist] სსიპ − აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და ა(ა)იპ − ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა, გარდა ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო …

უმაღლესი საბჭოს ხარჯები 2020 წლისთვის 170 ათასი ლარით გაიზრდება – პროექტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტი 5 216 800 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე 170 ათასი ლარით მეტია. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საბჭომ უკვე დაამტკიცა. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული უნდა იქნეს „აჭარის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტში. აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს კი, საბოლოოდ, თავად უმაღლესი საბჭო ამტკიცებს. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დადგენილებით, 2020 …

ბათუმი რივიერა – ისტორია, დეტალები და „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები

„სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს იქნება თანამედროვე, მაღალი დონის არქიტექტურის ნიმუში, რომელიც გამორჩეულ ადგილზე მდებარეობს. კომპლექსი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ადგილობრივ მცხოვრებლებს დასაქმების საშუალებას მისცემს. პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება დაახლოებით 73.5 …

„ოცნების ქალაქის“ საკითხი აჭარის ბიუჯეტში ისევ ვერ მოხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ოცნების ქალაქის“ საკითხი ასახული არ არის. აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი რეგიონის მთავრობას მოუწოდებდა პრიორიტეტების დოკუმენტში აესახა, თუ რას აპირებდა „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში. თუმცა მთავრობამ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა. “ბათუმელები” დაინტერესდა, თუ რატომ არ გაითავლისწინეს „ოცნების ქალაქის“ საკითხი ბიუჯეტში. “რამდენიმე მიმართულებით განიხილება საკითხის მოგვარება. მათ …

აჭარის ბიუჯეტი დამტკიცებულია – რაში დაიხარჯება 324 მილიონი ლარი

სხდომას, რომელზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი დამტკიცდა, 21 დეპუტატიდან 14 დაესწრო. ოპოზიციამ – ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა – სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აჭარის ბიუჯეტში მოსახლეობის პრიორიტეტები ასახული არ არის. 2019 წლის აჭარის ბიუჯეტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. დარბაზში იყო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ გიორგი …

აჭარის მთავრობას თხოვენ „ოცნების ქალაქის“ საკითხი პრიორიტეტებში ასახოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი რეგიონის მთავრობას მოუწოდებს პრიორიტეტების დოკუმენტში ასახოს თუ რას აპირებს კონკრეტულად „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში. „პრიორიტეტების დოკუმენტში ასახული იყოს ფინანსური დასაბუთება ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,“ – აღნიშნულია კომიტეტის შენიშვნებში, რომელიც მთავრობას 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გადაეგზავნა. „ოცნების …

უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას: სკოლის შენობები გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს

„მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ძირითადად ორ ცვლაში მიმდინარეობს [ბათუმში], სკოლის შენობები მაინც გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს. სასკოლო ასაკის მოსწავლეთა რეგისტრაციის პერიოდში კი უამრავი მოქალაქე მოგვმართავს პრეტენზიით და გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ახერხებს არათუ ახლომდებარე, არამედ ქალაქის ნებისმიერ საჯარო სკოლაში ბავშვის დარეგისტრირებას“, – აღნიშნულია შენიშვნებში, რომელიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას 2019 წლის …

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 154 361,6 ლარით განისაზღვრება. პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და …

როგორი იქნება აჭარის 2019 წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით

დღეს, 12 ნოემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2019-22  წლების პრიორიტეტები განიხილეს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკითხი კომიტეტის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 11,6 მილიონი ლარით იზრდება, „რაც 4,3 %-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“. მისივე ინფორმაციით, …

რაში დახარჯავს აჭარის მთავრობა 20 მილიონს, რომელიც ბიუჯეტს დაემატა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 20 521 500  ლარით გაიზარდა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის უმაღლეს საბჭოში უთხრეს, ბიუჯეტი  საშემოსავლო გადასახადების ხარჯზე იზრდება და თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გადანაწილდეს. იგეგმება კურორტ „გოდერძიზე“ შიდა გზების გაყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წელს ერთი მილიონი ლარით გაიზრდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა გულის ქირურგიის, ონკოლოგიის და ასევე ზრდასრული მოსახლეობის სამედიცინო …

1,2 მილიონი ლარი „აჭარის მუზეუმის“ შენახვისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს 9 მილიონ 554 ათასი ლარით გაიზრდება. აღნიშნული თანხიდან 5 მილიონ 286 ათას 200 ლარი საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის იქნება მიმართული; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე 628 ათას 300 ლარია გათვალისწინებული, სპორტის მიმართულებით ბიუჯეტი 800 ათასი ლარით გაიზრდება, რომელიც სპორტული ინვენტარის შეძენას უნდა მოხმარდეს. ახალი ორგანიზაციის – …

2019 წელს აჭარაში ტურისტების მოსაზიდად 7 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება

ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის საშუალოვადიანი გეგმისა და პრიორიტეტების განხილვა გაიმართა. დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 413,000 (+4,2%) ლარით გაიზარდოს. 2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 10, 177, 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი 9, 764 800 …

როგორ გადაანაწილა აჭარის მთავრობამ 355 მილიონი ლარი

355 მილიონი ლარია აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი. გასულ წელთან შედარებით 19 მილიონით გაიზარდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება. გასულ წელს უწყების ბიუჯეტი 26 მილიონი ლარი იყო, მომავალ წელს 45 მილიონი ლარი იქნება. მათ შორის მომავალ წელს მილიონი ლარი მოხმარდება რეგიონის საინვესტიციო პრომოუშენს. 3 მილიონ 270 000 ლარით დაფინანსდება ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, …

საჯარო სამსახურებში ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს

2018 წლიდან საჯარო სამსახურებში შრომითი ხელშეკრულებით ხალხის დასაქმება, შესაძლოა შეიზღუდოს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტი ზღუდავს საჯარო დაწესებულებებში შტატგარეშე, ანუ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობას და აწესებს ზღვრულ ოდენობებს, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის უფლება ექნება კონკრეტულ უწყებას. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების [მრჩეველი, თანაშემწე] რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტულ უწყებაში შტატით დასაქმებულთა რაოდენობის …

რა შენიშვნები მისცა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

„მიზანშეწონილია, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში გადაიხედოს ის პროგრამები და ქვეპროგრამები,  რომელთა შესრულების მაჩვენებლები მიმდინარე საანგარიშო პერიოდისთვის გამოირჩევა დაბალი აქტივობით და მოხდეს ამ პროგრამების და ქვეპროგრამების ფუნდამენტური ცვლილება და მორგება შესაბამის ბენეფიციარზე,“ – ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ერთ-ერთ შენიშვნაა აჭარის ბიუჯეტის 2018 წლის პროექტზე. ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას დღეს, 29 ნოემბერს დაუბრუნა. უმაღლესი საბჭოს კომისიებიდან …

აითვისებენ თუ არა აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები თანხას

აჭარის ბიუჯეტის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის მაღალმთიანმა მუნიციპალიტეტებმა წელს 5 მილიონ 054 ათას 492 ლარი მიიღეს, რითაც მთლიანობაში 11 პროექტი დაფინანსდა. ხუთი მილიონიდან ყველაზე მეტი თანხა, 2 054 717 ლარი, შუახევის მუნიციპალიტეტმა მიიღო. აჭარის მთავრობის მუნიციპალური ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს შორის შუახევში, ყველაზე ძვირადღირებული პროექტი ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის სოფლების წყალმომარაგების სისტემების მოწყობაა, რაც 1,5 მილიონი ლარითაა …

რის დაფინანსებას აპირებს აჭარის მთავრობა 2018 წლის ბიუჯეტით

მთავრობის სხდომაზე 2018 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. 2017 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი თითქმის 45 მილიონით იზრდება. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მთავრობისთვის ისევ პრიორიტეტია. აჭარის მთავრობა ბათუმი-ქედა-ხიჭაურის დასახლების გაზსადენის, ასევე ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ესტაკადის მშენებლობას აანონსებს. ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ “ამ მეგა პროექტების განხორციელება საზოგადოების დაკვეთაა”. მომავალ წელს აჭარის ფინანსთა …

ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები

2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. …

როგორ გადანაწილდა 28 მილიონი აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე 28 მილიონი  ლარით გაიზარდა. აქედან ყველაზე მეტი  შვიდი მილიონ 600 000 ლარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის, გიორგი რომანაძის ინფორმაციით, ეს თანხა სამინიტრომ აჭარის მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების პროექტს უნდა მოახმაროს. 3 მილიონი ლარი დაემატება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს. 1 156 000 …

Exit mobile version