„აუდიტის სამსახურის შეფასებით, ადგილი აქვს კერძო სამართლის სუბიექტში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისა და ბიუჯეტში თანხის არასრულად და არათავისდროულად მობილიზების ფაქტებს. შედეგად, სახელმწიფომ დაკარგა შესაძლებლობა დროულად და სრულად მიეღო შემოსავალი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის პრიორიტეტული სფეროების სრულად დაფინანსება,“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში, რომელიც აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის მთავრობის ანგარიშს ეხება. მთავრობის ანგარიში აჭარის …
Tag Archives: აჭარის ბიუჯეტი
აჭარაში გამგებლებსა და მერს შეუძლიათ ახალი ფონდიდან პროექტების დაფინანსება მოითხოვონ
მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ასევე ბათუმის მერს და ზოგიერთ მხარჯავ დაწესებულებას გარკვეული პროექტების დაფინანსების მოთხოვნა უკვე შეუძლიათ. ფონდი აჭარის 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტშია გათვალისწინებული და 25 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის, თეა ჯანაშიას თქმით, ამ ფონდის არსებობა საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად, რაციონალურად და პრობლემების დროულად მოგვარების კუთხით …
აჭარაში შესაძლოა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შეიქმნას
ქედის მუნიციპალიტეტის მწირი შემოსავლების გამო ტრანსფერის გაზრდის მოთხოვნის პასუხად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით პროექტების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრანსფერის გაზრდა მომდევნო პერიოდში. ქედის მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერის გაზრდა ერთ-ერთი საკითხი იყო უმაღლესი საბჭოდან მთავრობაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაგზავნილ შენიშვნებში. 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით ქედის მუნიციპალიტეტისათვის კაპიტალური ტრანსფერის სახით გათვალისწინებულია …
Continue reading “აჭარაში შესაძლოა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შეიქმნას”
ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტს აჭარის მთავრობა შეისყიდის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერის შემდეგ „ირკვევა, რომ მიმდინარე ეტაპზე შესაძლებელია ბათუმი-ქედის მონაკვეთზე ბუნებრივი აირის საშუალო წნევის დაახლოებით 30 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც მოხმარდება საორიენტაციოდ 4 600 აბონენტს“. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმი-ქედის მონაკვეთის გაზსადენის პროექტირების სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ 250 ათას ლარს შეადგენს. „მიმდინარე ეტაპზე საქართველოს …
Continue reading “ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტს აჭარის მთავრობა შეისყიდის”
7,5 მილიონი ლარი ბათუმის ბულვარისთვის
ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია და ის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ბათუმის ბულვარის მართვას 1 მილიონ 55 ათას 400 ლარი მოხმარდება; აქედან 924 ათას 500 ლარი კი ხელფასებში დაიხარჯება. …
რა პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტებში აჭარის 2017 წლის ბიუჯეტიდან
აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა, რომელსაც დღეს, 19 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს. წინა მოწვევის საბჭომ მთავრობას დაავალა წარმოედგინა ის პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს 2017 წელს. მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით: ბათუმი – 35 000 000 ლარი; ქობულეთი – 20 740 …
Continue reading “რა პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტებში აჭარის 2017 წლის ბიუჯეტიდან”
ორი კვირა აჭარის ბიუჯეტის დასაზუსტებლად
„სავალუტო კურსის რყევები და მისგან გამოწვეული ფასთა ცვლილებები რა დონეზეა გათვალისწინებული ხარჯებში“? – ეს შეკითხვა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიას აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაუჩნდა. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, არსებული პროექტით, 238 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 6 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე. მომავალ წელს ბიუჯეტის 15,3 პროცენტი ანუ 36 მილიონზე მეტი …
როგორ იმუშავებს პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა მუნიციპალიტეტებში
აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად ალტერნატიული სისტემა შეიქმნება, რისთვისაც მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 170 ათასი ლარი დაიხარჯება. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას და მას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. ზოგადად, პროგრამების განხორციელებისთვის კი სამინისტრო ახალ ა[ა]იპ-ს შექმნის. რას ითვალისწინებს ახალი სისტემა და რა შეღავათი ექნება …
Continue reading “როგორ იმუშავებს პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა მუნიციპალიტეტებში”
რომელი უწყება რამდენს დახარჯავს აჭარის ბიუჯეტიდან 2017 წელს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესბუბლიკური ბიუჯეტის 2017 წლის პროექტის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 238 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 6,1 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის შესაბამის მაჩვენებელზე. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ წელს ბიუჯეტში ასახული იყო უმაღლეს საარჩევნო კომისიისთვის [უსკო] არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი 3,2 მილიონი ლარიც. ანუ, მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში, ფაქტობრივად, 2,9 მილიონი ლარით მეტი იქნება. მომავალი წლის ბიუჯეტის …
Continue reading “რომელი უწყება რამდენს დახარჯავს აჭარის ბიუჯეტიდან 2017 წელს”
ვინ რამდენს ითხოვს აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან
აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება. საბიუჯეტო განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი 25 აგვისტოს დასრულდა, როცა მხარჯავმა დაწესებულებებმა საბიუჯეტო განაცხადები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინეს. სამინისტროს მონაცემებით, უმაღლესი საბჭო, საარჩევნო კომისია, აჭარის მთავრობა და სამინისტროები მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 125 მილიონამდე ლარს დახარჯავენ. ამ თანხაში შედის როგორც დასაქმებულთა ხელფასები, ასევე იმ პროექტების დაფინანსება, …
Continue reading “ვინ რამდენს ითხოვს აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან”
დეპუტატები აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშს ისმენენ
აჭარის ბიუჯეტის 2016 წლის პირველი კვარტალის ანგარიშს უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ისმენენ. ანგარიშს დეპუტატებს რამაზ ბოლქვაძე აბარებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, კვორუმის არარსებობის გამო, დღემდე ვერ მოახერხა აჭარის ბიუჯეტის გასული წლის ანგარიშის ჩაბარება. „ყველა პარამეტრი კარგი გვაქვს“ – მოკლედ გვიპასუხა რამაზ ბოლქვაძემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და დეტალური ინფორმაციის მოწოდებას კომისიის …
Continue reading “დეპუტატები აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშს ისმენენ”
უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს
გასული წლის აჭარის ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოში დღესაც ვერ მოისმინეს. სხდომის ჩავარდნის მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა. რეგისტრაცია მხოლოდ ათმა დეპუტატმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და ფრაქცია „თანასწორობის“ წევრებს რიგგარეშე სხდომისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ოპოზიცია დაუსწრებლობის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მომხსენებელი მათთან შეუთანხმებლად შეიცვალა და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ჩაბარებას დეპუტატებისთვის დღეს აჭარის …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს”
13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?
2015 წელს აჭარის მთავრობამ ორი მაღალბიუჯეტიანი პროექტის – რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაგეგმა. საავადმყოფოს მშენებლობას ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი, სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, გასულ წელს განსახორციელებელი პროექტებიდან მთავრობას 13 მილიონზე მეტი ლარი მორჩა. ამ თანხას ემატება ის 8 მილიონი, რაც შარშან სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე უნდა …
Continue reading “13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?”
აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 13 ხმით დამტკიცებულია
უმაღლესი საბჭოს 30 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე 13 ხმით აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 14 დეპუტატი იმყოფებოდა. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა მედეა ვასაძემ, ხოლო ირაკლი ბარამიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები: სულხან ღლონტი, რობერტ ჩხაიძე, პეტრე ზამბახიძე, ასმათ დიასამიძე, ეკატერინე თარგამაძე და …
Continue reading “აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 13 ხმით დამტკიცებულია”
უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 1 საათით გადაიდო
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დაწყება, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 1 საათით გადაიდო. „ბათუმელების“ ინფორმაციით 12 საათისთვის რეგისტრაცია მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა გავლილი. უმაღლეს საბჭოში სხდომის გადადების მიზეზად დასახელდა რომ „ამ წუთებში დეპუტატები კონსულტაციებს გადიან“. რიგგარეშე სესიაზე აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილონ, რომელიც წინა სესიაზე ვერ …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 1 საათით გადაიდო”
აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკოლოგიური განათლებისა და ტყის დაცვის პროგრამებზე
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: ყურადღებას იპყრობს რამდენიმე პროგრამის მრავალწლიანი გეგმის განწერა, მაგ: გაურკვეველია ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და …
აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას სოფლის მეურნეობის პროგრამებზე
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: თვალშისაცემია ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში ერთი მესამედი შრომის ანაზღაურების …
Continue reading “აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას სოფლის მეურნეობის პროგრამებზე”
აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებზე
აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85 შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: განსაკუთრებულ ყურადრებას იმსახურებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი …
Continue reading “აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებზე”
აჭარის მთავრობის პასუხები ოპოზიციის შენიშვნებზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით 2015 წლის 30 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. საბჭოს წევრები აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს განიხილავენ. კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე ჩავარდა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი ისევ არ დაამტკიცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, მარტში მთავრობა უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტს ისევ წარუდგენს. მანამდე …
2016 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა
24 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს. ახალი ბიუჯეტი არ დამტკიცდა, რადგან ექვსმა დეპუტატმა ხმა არ მისცა, სამმა თავი შეიკავა, ერთი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, სულხან ღლონტი კი სხდომას არ ესწრებოდა. ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა. ასევე, ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ. „თავისუფალი დემოკრატების“ …
Continue reading “2016 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა”
გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ
აჭარის მთავრობა არ აპირებს დააფინანსოს გაზსადენის მშენებლობა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, შესაბამისად, უარს ამბობს ამ მიზნით სპეციალური მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზეც. აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს: „არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი …
Continue reading “გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ”
ქონება, რომელსაც აჭარის მთავრობა 2016 წელს გაყიდის
იმ ქონების საერთო საწყისი ფასი, რომლის გასხვისებასაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მომავალ წელს აპირებს, 18 მილიონ ლარზე მეტია. სავარაუდო საპრივატიზაციო ჩამონათვალში ისეთი ქონებაცაა, რომელიც ადრე ვერ გაიყიდა. მაგალითად, ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რომლის გასაყიდი საწყისი ფასი ამჯერად 1 მილიონ 430 აშშ დოლარი იქნება. ახალი ბულვარის მიმდებარედ, კახაბრის დასახლებაში 36400 …
Continue reading “ქონება, რომელსაც აჭარის მთავრობა 2016 წელს გაყიდის”
ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება
აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება ჯამში 46 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ბათუმის მუნიციპალიტეტი 16 მილიონ ლარს მიიღებს, ქობულეთი – 18 172 600 ლარს, ხელვაჩაური – 3 მილიონს, შუახევი – 2 მილიონს და ხულოს მუნიციპალიტეტი – 3 მილიონ ლარს. აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა …
Continue reading “ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება”
სესხი, აჭარის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, 163 მეწარმეზეა გასაცემი
აჭარაში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი, რაც აჭარის მთავრობის განცხადებით, „საქართველოს ბანკთან“ მიმდინარე მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციართა შემდგენი კომისია 2014 წლის მაისში შეიქმნა, რომელმაც მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე მოამზადა 188 ბენეფიციარისაგან [რომელთაც გააჩნდათ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი] შემდგარი მსესხებელთა რეესტრი. …
Continue reading “სესხი, აჭარის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, 163 მეწარმეზეა გასაცემი”
ვინ და როგორ განკარგავს ბულვარის ქონებას
ბათუმის ბულვარის მართვას სულ ცოტა 2019 წლამდე კვლავ აჭარის მთავრობა გეგმავს. შესაბამისად, თვითმმართველობისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობაში არ განიხილება. ფაქტობრივად, ღია რჩება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და …
ქონების გაყიდვაზე ორიენტირებული აჭარის ბიუჯეტი
აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი, თუმცა მისი განხილვის ვადამ მაქსიმალურად გადაიწია. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალ წელს შემცირებულია შემოსავლები, თუმცა გაზრდილია ხარჯები, მათ შორის სახელფასო ფონდიც. აჭარის მთავრობა დეფიციტის შევსებას, ძირითადად, ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხით აპირებს. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მთლიანი შემოსულობები 162 მილიონზე მეტით განისაზღვრა, ხოლო გადასახდელები ანუ ხარჯები …
Continue reading “ქონების გაყიდვაზე ორიენტირებული აჭარის ბიუჯეტი”