1 ლარად და პირობით – სანაპიროზე, ბლექ სი არენასთან, 2.4 ჰექტარ მიწას აუქციონზე ყიდიან

ქონების ეროვნული სააგენტო შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ წინ, ზღვის მხარეს, ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2 ჰექტარზე მეტს [24 999 კვ.მეტრი] სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და პირობით ყიდის. აუქციონი 15 ივლისს გამოაცხადეს და 29 ივლისს უნდა დასრულდეს. მიწის ნაკვეთის კონკრეტული პირობებით გაყიდვაზე „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 8 ივლისს გამოსცა განკარგულება, 15 ივლისს კი ქონების ეროვნულმა …

აჭარის მთავრობა ჩაქვში უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას, ამ ადგილზე მშენებლობის პირობით ყიდის

აჭარის მთავრობა ყიდის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობას ჩაქვში – 13 147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობას, რომელიც 2508.53 კვ.მეტრია. პირობიანი აუქციონის საწყისი ფასით 5 მილიონ ლარია. დაზუსტებული საწყისი ფასი 4 900 000 ლარია, ბიჯი 125 000 ლარი. აუქციონი 10 ივლისს გამოაცხადეს და 30 ივლისს უნდა დასრულდეს. აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო საფასური …

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დასარქმევად ხელახალი აუქციონია გამოცხადებული

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის თავიდან შესარჩევად, რეკლამის და სხვა სახის უფლებებით სარგებლობისათვის ხელახლა გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2026 წლის 9 ივლისს დასრულდება. წინა აუქციონი, რომელიც 2026 წლის აპრილში დასრულდა, არ შედგა. აუქციონის წლიური საწყისი ღირებულება ამჯერადაც 1 750 000 ლარი, ხოლო აუქციონის ბიჯი კვლავ 43 800 ლარია. ახალი აუქციონის პირობების მიხედვით: „აუქციონში გამარჯვებულს მიენიჭება ბათუმის საფეხბურთო …

„აქედან გაგვყრიან, სხვა თუ ვერაფრით, ფულით მოგვერევიან“ – ვის უნდა პლაჟი გონიო-კვარიათის სანაპიროზე

20 ივნისს აჭარის მთავრობამ ტურისტული სეზონი „ოფიციალურად“ გახსნა, თუმცა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილებში – გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯერ მზადების პროცესიც არ არის. აუქციონები, რომლითაც ბათუმის მერია კვარიათის პლაჟზე კომერციული საქმიანობისთვის ადგილების საიჯარო წესით გასხვისებას გეგმავს, 24 ივნისს უნდა დასრულდეს. გონიოში კი ხშირ შემთხვევაში მერიას განმეორებითი აუქციონების გამოცხადება მოუწევს, რადგან მათი …

3 კვ.მეტრი ფართობი ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 249 995 ლარად გასხვისდა – აუქციონი

ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის #3-ში, ბათუმის მერიამ 3 კვ.მეტრი ფართობი კომერციული დანიშნულებით, აუქციონზე 9 ივნისს გაიტანა. პირობის მიხედვით, მოსარგებლემ, მერიასთან შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად, უნდა მოამზადოს სავაჭრო ჯიხური სუვენირებისთვის. მერია გამარჯვებულთან ხელშეკრულებას აუქციონის დასრულების შემდეგ აფორმებს.   მერიამ 3 კვ.მეტრი ფართობი საიჯარო წესით გასასხვისებლად წლის ბოლომდე გამოიტანა. საწყისი ფასი 620 ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 19 ლარი იყო. …

ბათუმის მერია გასაყიდად ამზადებს მიწის ნაკვეთს შინდისის ქუჩაზე

ბათუმის მერია შინდისის ქუჩაზე, #9- ის მიმდებარედ მცირე ზომის მიწის ნაკვეთის გაყიდვას უპირობო აუქციონით გეგმავს. ამ საკითხზე საკრებულომაც იმსჯელა და 29 მაიისს სხდომაზე კითხვების გარეშე დაამტკიცა ის. საზოგადოებას კი კითხვები ნამდვილად აქვს და აინტერესებს როგორ პოულობს მერია დაინტერესებული მშენებლებისთვის გასაყიდ მიწის ნაკვეთებს, როცა საბაშვო ბაღის ასაშენებლად ადგილს 2 წელია ეძებს და ვერ პოულობს. 150 კვ.მეტრი …

რას ამბობს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის სამშობიაროს გასხვისებაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრმა დღეს, 22 მაისს „ბათუმელებს“ წერილობით უპასუხა ბათუმის სამშობიარო სახლის აუქციონზე შესაძლოა გატანასთან დაკავშირებით. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოიწურა. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. ამ უწყებაში დამატებით …

ბათუმის სამშობიარო სახლი შესაძლოა აუქციონზე გაყიდონ

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი შეიძლება აუქციონზე გაიყიდოს. ამის შესახებ „ბათუმის სამშობიარო სახლის“ აქციონერი ექიმები საუბრობენ, რომლებსაც, მათივე თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი პირადად შეხვდა და განუცხადა, რომ სამშობიარო სახლს აუქციონზე გაასხვისებენ. „ჩვენ ვართ 110 პარტნიორი, ათწლეულებია შევინახეთ ეს შენობა, ისტორია და სამშობიაროს პროფილი,“ – გვეუბნება „ბათუმის სამშობიარო სახლის“ დირექტორი და ერთ-ერთი აქციონერი, …

ადგილს და შენობას, სადაც კაფე „ნეოკაა“ ბათუმის მერია აუქციონზე ასხვისებს

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას ბათუმის მერია ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად გაიტანს.  ბოლო წლების განმავლობაში აქ კაფე „ნეოკა“ ფუნქციონირებდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ყოფილ მოიჯარეს შპს „აჭარა ბათუმს“ საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2025 წლის ივლისამდე ჰქონდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩის #1 ში მდებარე ქონებას აუქციონზე ამ ქონების საბაზრო ღირებულების 5 …

ბათუმის მერია ჯავახიშვილზე მიწის ნაკვეთს ყიდის, დაინტერესებულია „ოცნების“ შემწირველი

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ფიროსმანის, ასევე ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ერთ კვარტალში ოთხ საკადასტრო ერთეულ მიწის ნაკვეთს, ჯამში 980 კვ. მეტრს და მასზე მდებარე ძველ შენობებს გაყიდის. ოთხივე ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ქონებას მერია აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანს და, საერთო ჯამში, მათი ფასი 4 მილიონ 370 800 …

„ოცნების“ შემწირველებმა ბათუმში 10 ჰექტარი იყიდეს – ვის ეკუთვნის კომპანია

„ოცნების“ შემწირველების ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ბათუმში, გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის სამი მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელთა ფართობიც ჯამში 10 ჰექტარია, 107 586 კვ.მეტრი. შემსყიდველი კომპანია შპს „ ბათუმი ლენდმარკი“ თენგიზ წულაიამ და კახა დევაძემ 2026 წლის 17 თებერვალს დააფუძნეს და წილებს თანაბრად ინაწილებენ. თენგიზ წულაია ყოფილი პარლამენტარის, ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნესპარტნიორია. ივლიანე წულაია 2016-2020 წლებში …

მერია მახინჯაურის სანაპიროზე 1266 კვ.მეტრ მიწს ნაკვეთს აუქციონზე 1.2 მილიონად ყიდის

მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპიროსთან 1266 კვ.მეტრ ფართობს გაყიდის. ეს ქონება მერიამ საკრებულოს თანხმობით საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 211 613 ლარია.   ქონება აუქციონზე კონკურენტულ პირობებში უნდა გაიყიდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი შეიძლება გაიზარდოს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 6 თვეში სრულად უნდა დაფაროს. …

საქართველოს რკინიგზა ბათუმში 10 ჰეტარ მიწას ყიდის, ტერიტორიაზე დგას შენობებიც

საქართველოს რკინიგზის კომპანია, შპს „ჯიარ ქონების მართვა“ ბათუმში 10 ჰექტარ ფართობს  [107 586 კვ.მ] და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს სამ ლოტად ყიდის. გასაყიდი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის მდებარეობს, მას „ბათუმის სატვირთო ეზოს“ უწოდებენ. ქონება ელექტრონულ აუქციონზე ერთხელ უკვე გაიტანეს 2026 წლის 21 იანვარს, აუქციონი 4 თებერვალს უშედეგოდ დასრულდა, ინტერესი არავინ გამოხატა. დამკვიდრებული …

რკინიგზა ბათუმში 107 586 კვ/მ მიწას ყიდის 59 მილიონ ლარად – აუქციონები არ შედგა 

ბათუმში, გაგარინისა და ხახულის  ქუჩის შესახვევს შორის [სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია] „საქართველოს რკინიგზა“ ჯამში 107 586 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის 3 ნაკვეთს ყიდის. ქონება მთლიანობაში 59 712 497 ლარად იყო აუქციონზე გატანილი, თუმცა აუქციონები არ შედგა. რკინიგზის შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვას“ თითოეულ ნაკვეთზე აუქციონი ორ-ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული. გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფართობები და საწყისი გასაყიდი …

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების უფლებას მერია 10 წლით ასხვისებს – აუქციონი

გარე რეკლამის განთავსების უფლებას ბათუმის მერია 10 წლის ვადით ასხვისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავრების ექსკლუზიურ უფლებას 10 წლის ვადით მიიღებს. აუქციონში გამარჯვებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელი უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ბათუმში გარე რეკლამის განთავსების საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. ნებართვის მოქმედების პერიოდში ნებართვის …

ბათუმის მერიამ ცენტრალურ პარკში მცირე ზომის მიწის ნაკვეთები აუქციონზე გაიტანა

მერია ბათუმის ცენტრალურ პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს საიჯარო წესით ასხვისებს. ელექტრონული აუქციონი 13 ივნისს გამოცხადდა და 25 ივნისს უნდა დასრულდეს. პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს მერია ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებებით ყოველ წელს სეზონურად ასხვისებს. ინდივიდუალური მეწარმეები მერიასთან ხელშეკრულებებს აფორმებენ კონკრეტულ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, აქ ძირითადად ყავის, ნაყინის და ბატი-ბუტის, საბავშვო სათამაშოების, ხელნაკეთი და სხვა მსგავსი …

აჭარის მთავრობა 4 მილიონად ყიდის მიწას და შენობას, სადაც 20 ოჯახია შესახლებული

ბათუმის სამრეწველო ზონაში 24 185 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 2 014 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. ქალაქის მერიის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილ შენობაში 20-მდე ოჯახია თვითნებურად შესახლებული. ქონება ბათუმში, ივანე მესხის ქუჩა N14-ში მდებარეობს და საწყისი გასაყიდი ფასი 4 მილიონი ლარია. ვაჭრობის ბიჯი 100 ათასი ლარია, …

ახალი აუქციონი ძველი ფასდაკლებით – აჭარის მთავრობა აგროსერვისცენტრებს ისევ ყიდის

აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროსერვისცენტრები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ისევ გამოიტანა. ამჯერად ქონება კვლავ 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და ადრინდელი პირობებით იყიდება. ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს აგროსერვისცენტრების უძრავ-მოძრავი ქონება ცალ-ცალკეა გამოტანილი აუქციონებზე. რაც შეეხება საწყის გასაყიდ ფასს და ვაჭრობის ბიჯს, წინა აუქციონების მსგავსია, რომლებიც არ შედგა: ბათუმის აგროსერვისცენტრი – საწყისი ფასი – 780 000 ლარი [ნაცვლად …

პობედა და სხვა ავტომანქანები ფასდაკლებით აჭარის სამინისტროს აუქციონებზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „პობედას“ და ასევე ოთხ სხვა ავტომობილს, რომლებიც წინა აუქციონებზე არ გაიყიდა, კვლავ ყიდის. მწყობრიდან გამოსული ავტომობილების გასაყიდად ელექტრონული აუქციონები დაწყებულია. ხუთივე აუქციონი 2024 წლის 14 მარტს დასრულდება: „გაზ 20 პობედა“ ავტომანქანა „გაზ 20 პობედა“ (გამოშვების წელი 1953, ძარა: 79246, ძრავა LJ 38864, შასი: 108144) საწყისი ფასი – 6 000 [იყო …

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს

ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილებები შეაქვს. ამჯერად მერია ნუსხაში გასაყიდ ფართობებს არამხოლოდ დაამატებს ახალ ობიექტებს, არამედ, ათამდე ქონებას ნუსხიდან ამოიღებს კიდეც. ამ გადაწყვეტილებისთვის მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკითხი საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და მისი განხილვა 26 თებერვალს, სხდომაზე იგეგმება. პროექტის მიხედვით, მერია აუქციონზე გაიტანს მცირე ზომის ნაკვეთს თამარის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს, რესტორან მეგრულ-ლაზურის მომიჯნავედ. ამ …

ხულოში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე სამინისტრომ აუქციონები გამოაცხადა

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი აუქციონი აქვს გამოცხადებული. ორივე აუქციონით ჯამში 24 471 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიები გაიცემა. ლიცენზიები მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილებია ხულოს სოფელ რაქვთას, ასევე მთა ლოდისძირის მიმდებარე ტერიტორიები. აუქციონი [1] – „ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ რაქვთაში „მდ. ხიხანის წყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის …

ბათუმის მერია ჯართადქცეულ მანქანებს აუქციონზე ყიდის

ბათუმის მერია ამჯერად დაზიანებულ და მწყობრიდან გამოსულ 7 ავტომანქანას ყიდის ელექტრონულ აუქციონზე. მანქანების უმეტესობა ფაქტობრივად ჯართად არის ქცეული და უპირობოდ იყიდება. აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 22 დეკემბერს დასრულდება. MERCEDES-BENZ მარკა MERCEDES-BENZ, მოდელი ML 270 CDI, სარეგისტრაციო ნომერი: BX 909 XB, საიდენტიფიკაციო ნომერი: WDC1631131A528757, გამოშვების წელი 2004; საწყისი გასაყიდი ფასი: 1400 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 50 …

პობედა სამინისტრომ 4 ათასით გააძვირა და ხელახლა ყიდის – აუქციონი

„პობედა“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 5 ათას ლარად ჰქონდა გატანილი აუქციონზე და 9 ათას ლარად გაიყიდა, ხელახლა იყიდება. ამჯერად საწყისი გასაყიდი ფასი 9 ათასი ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, წინა აუქციონში გამარჯვებულმა მანქანა აღარ შეიძინა. „ფიზიკურმა პირმა, რომელმაც აუქციონზე 9 ათასი ლარი დააფიქსირა და გაიმარჯვა, შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი აღარ მოაწერა. ამიტომ მანქანა ხელახლა გავიტანეთ …

მანქანები აჭარის სამინისტროს აუქციონზე, ამჯერად ფასდაკლებით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და აგროსერვის ცენტრის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს ხელახალ აუქციონზე ამჯერად 20 პროცენტიანი ფასდაკლებით ყიდის. ოთხივე ავტომანქანა აუქციონზე ერთადერთი პირობით იყიდება – გამარჯვებულმა დაფიქსირებული თანხა დროულად [ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 დღეში] უნდა გადაიხადოს. ყველა ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 22 ნოემბერს დასრულდება. KIA SORENTO ავტომანქანა KIA SORENTO (სახელმწიფო ნომერი …

მიწა გონიოს ხიდთან ყოფილი დეპუტატის კომპანიამ იყიდა – აუქციონი პირობით და უპირობო ხელშეკრულება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებული 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდდა. ნაკვეთი 2 მილიონ 465 ათას ლარად ერთი ბიჯით, შპს „მტზ-კომპანიმ“ იყიდა, რომლის დირექტორი ყოფილი პარლამენტარი იაშა შერვაშიძეა. კომპანიის მესაკუთრე კი – ყოფილი პარლამენტარის მეუღლე. სამინისტრომ კომპანიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 6 ოქტომბერს გააფორმა. 19 597 კვადრატული მეტრი ფართობის …

აჭარის სამინისტრო აუქციონზე მანქანებს ყიდის – საწყისი ფასი 10-16 ათასი ლარია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და აგროსერვის ცენტრის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს აუქციონზე ყიდის. ოთხი ავტომანქანა აუქციონზე ერთადერთი პირობით იყიდება – გამარჯვებულმა დაფიქსირებული თანხა დროულად უმდა გადაიხადოს. ელექტრონული აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 23 ოქტომბერს დასრულდება. KIA SORENTO ავტომანქანა „KIA SORENTO” (სახელმწიფო ნომერი XX-944-XY, გამოშვების წელი: 2010, ს/ნ KNAKU811DB5147885). საწყისი ფასი – 15 000 …

ჰონდა 11 500 ლარად, ოპელი 500 ლარად – რა მანქანებს ყიდის ბათუმის მერია

ბათუმის მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს ყიდის. 5 ავტომანქანა, რომლებიც მერიის ინფორმაციით გაუმართავია, უპირობო აუქციონზე ცალ-ცალკე იყიდება. ხუთივე აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 3 ოქტომბერს დასრულდება. ავტომანქანები, რომლებსაც ბათუმის მერია ელექტრონულ აუქციონზე ყიდის: BMW მოდელი 520 I, სარეგისტრაციო ნომერი: NBE860, საიდენტიფიკაციო ნომერი:WBAHB51030GH18478, გამოშვების წელი 1995 წელი. საწყისი გასაყიდი ფასი 1500 ლარი, ბიჯი – 45 ლარი. …

ბათუმის მერია ქუჩებში აყრილ ქვაფენილს ახლა 2 ნაწილად ყიდის – აუქციონი 800 000 ლარით არ შედგა

ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩებში აყრილი ქვაფენილების გასაყიდად ამჯერად ორი აუქციონი გამოაცხადა. თითოეულ აუქციონზე 10 000 კვადრატული მეტრი ქვაფენილის საწყისი გასაყიდი ფასი 400 000 ლარია. მერია ქვაფენილს ერთიანად ყიდდა, თუმცა, 20 ათასი კვადრატული მეტრი მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილზე გამოცხადებული აუქციონი, სადაც საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარი იყო, არ შედგა. ამ აუქციონში, რომელიც 11 სექტემბერს დასრულდა, …

ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსების ნებართვას ყიდის – საწყისი ფასი 8 მილიონი ლარია

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებაზე ქალაქის მერიამ აუქციონი გამოაცხადა. საწყისი ფასი 8 მილიონ 20 ათას 424 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 240 ათას 613 ლარი. ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ნებართვა 10 წლის ვადით გაიცემა. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 26 სექტემბერს დასრულდება. აუქციონის შედეგად განსაზრვრული გარე რეკლამის სრული პერიოდის საბოლოო საფასური გადაიხდება …

მთავრობა გონიოს ხიდთან 2 ჰექტარ მიწას პირობებით ყიდის

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებულ 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. მყიდველმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საწარმო ან წარმოების ხაზი უნდა აამოქმედოს და მას პროფილი მინიმუმ 15 წელი შეუნარჩუნოს. ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული 19 594 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 2 მილიონ 400 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – …

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 800 ათასი ლარია

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია უპირობო აუქციონზე ყიდის. აუქციონის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 000 კვ.მ მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 24 000 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 11 სექტემბერს დასრულდება. გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საწყობშია განთავსებული. აუქციონის პირობის მიხედვით, „გამარჯვებული ვალდებულია, …

აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა 40%-იანი ფასდაკლებით ყიდის – პირობებიანი აუქციონი

აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროსერვისცენტრები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ისევ გამოიტანა. ამჯერად ქონება 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და ადრინდელი პირობებით იყიდება. ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს აგროსერვისცენტრების უძრავ-მოძრავი ქონება ცალ-ცალკეა გამოტანილი აუქციონებზე. რაც შეეხება საწყის გასაყიდ ფასს და ვაჭრობის ბიჯს: ბათუმის აგროსერვისცენტრი – 780 000 ლარი [ნაცვლად 1 300 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 20 000 ლარი ქობულეთის …

უპატრონო პობედა აუქციონზე 9 ათას ლარად გაიყიდა

ავტომანქანა „პობედა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 9 ათას ლარად გაყიდა. სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი 2023 წლის 15 აგვისტოს დასრულდა. ელექტრონული აუქციონის პორტალის მიხედვით, ვაჭრობაში სამი პირი მონაწილეობდა, ავტომანქანა კი მე-20 ბიჯით გაიყიდა. „პობედის“ საწყისი გასაყიდი ფასი 5 ათასი ლარი, ხოლო ბიჯი – 200 ლარი იყო. აუქციონში გამარჯვებულმა საბოლოო თანხა – 9 ათასი ლარი, …

აჭარის მთავრობა უპატრონო პობედას აუქციონზე ყიდის

სასამართლოს მიერ უპატრონოდ ცნობილ „პობედას“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე 5 000 ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 200 ლარია. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 15 აგვისტოს დასრულდება. აუქციონის მიხედვით, „ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, „უპატრონოდ იქნა ცნობილი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ავტომანქანა …

1კვ. მეტრი 2400 ლარიდან – ხელვაჩაურის მერიამ სარფში საიჯარო ფასი გაზარდა

სარფში, საბაჟო პუნქტთან ახლოს მდებარე კომერციული ობიექტების საიჯარო ფასი ხელვაჩაურის მერიამ წელს კოლოსალურად გაზარდა. აქ ერთი კვ. მეტრის საწყისი ფასი 2400 ლარი იქნება. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. საკრებულომ ეს საკითხი 28 ივლისს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ობიექტები, რომელთა განკარგვასაც მერია აუქციონით გეგმავს, ამ დროისთვის ფუნქციურია, აქ მოიჯარეები აქამდე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობენ, რომელთა …

კერძო სკოლისა და ბაღის აშენების პირობით ბათუმში მიწას ყიდიან – აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში 21 521 კვადრატულ მეტრ მიწას პირობიან აუქციონზე ყიდის. მიწის ნაკვეთი სვიშევსკის ქუჩაზე, N1-ში მდებარეობს და მისი საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 800 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 45 ათასი ლარი. აუქციონის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მომავალმა მესაკუთრემ არანაკლებ 1000 მოსწავლეზე გათვლილი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება და ბაღი ააშენოს და …

Exit mobile version