მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსების ნებართვას ყიდის – საწყისი ფასი 8 მილიონი ლარია

06.09.2023 • 1068
ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსების ნებართვას ყიდის – საწყისი ფასი 8 მილიონი ლარია

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებაზე ქალაქის მერიამ აუქციონი გამოაცხადა.

საწყისი ფასი 8 მილიონ 20 ათას 424 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 240 ათას 613 ლარი.

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ნებართვა 10 წლის ვადით გაიცემა.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2023 წლის 26 სექტემბერს დასრულდება.

აუქციონის შედეგად განსაზრვრული გარე რეკლამის სრული პერიოდის საბოლოო საფასური გადაიხდება ერთჯერადად, წინასწარ, 2024 წლის 01 დეკემბრამდე ვადაში.

გარე რეკლამის განთავსება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახეობის კონსტრუქციაზე [უნიპოლი, ხიდისებური კონსტრუქცია, სამკუთხა ბილბორდი, დროშისებური ბილბორდი, ბილბორდი, ლაითბოქსი და ციფრული ეკრანი]. სულ 184 კონსტრუქცია, საერთო ფართობით 7 625 კვადრატული მეტრი.

კონსტრუქციები ქალაქის ტერიტორიაზე 66 ლოკაციაზეა მოწყობილი ან უნდა მოეწყოს.

აუქციონის პირობების მიხედვით:

  • „ნებართვის მფლობელის მიერ, ახალ ობიექტებზე რეკლამის განთავსების უფლების მოპოვების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნას მუნიციპალიტეტის
    მერიაში წერილობითი ფორმით, შესაბამისი აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის თანხლებით.
  • ნებართვის გამცემის თანხმობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია სარეკლამო კონსტრუქციები განათავსოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
  • ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ნებართვის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს განსაზღვრულ ობიექტებზე, ახალ ობიექტებსა
    და არასტანდარტულ საშუალებებზე გარე რეკლამის განთავსების (გავრცელების) საფასურის ოდენობა და სხვა პირობები.
  • ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სრულად ეკუთვნის ნებართვის მფლობელს (კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გარდა).
  • სარეკლამო ინფრასტრუქტურაზე გარე რეკლამის განთავსებისთვის რაიმე სახის, გარდა კანონმდებლობითა და ამ პირობებით დადგენილისა, საფასურის ან/და მოსაკრებლის გადახდა ნებართვის გამცემისათვის ნებართვის მფლობელს არ მოეთხოვება.
  • ნებართვის გამცემი არცერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული, დააკმაყოფილოს გამარჯვებული პირის მიმართვა ახალი ობიექტის განთავსების თაობაზე და
    იგი უფლებამოსილია, საკითხი გადაწყვიტოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ნებართვის გამცემი აუქციონში გამარჯვებული პირს არ გადასცემს (არცერთი სამართლებრივი ფორმით) რაიმე სარეკლამო ინფრასტრუქტურას.
  • ამასთან, ნებართვის მფლობელის მიერ განთავსებული სარეკლამო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ნებართვის მფლობელის საკუთრებას და მასთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოქმედებისა და ხელშეკრულების ვადის გასვლის ან/და შეწყვეტის შემდეგ რაიმე სახის ანაზრაურების უფლება ნებართვის გამცემის მიმართ არ წარმოეშობა.
  • აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია განათავსოს თანამედროვე ტიპისა და დიზაინის სარეკლამო კონსტრუქციები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე.
  • აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, დაიცვას სარეკლამო ინფრასტრუქტურისა და მასზე გარე რეკლამის განთავსების უფლების (თანხმობა/გამოყენების უფლება/შეტყობინება და სხვ.) მოპოვების, განახლების/ვადის გაგრძელებისა და მათი ექსპლუატაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და სტანდარტები…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: