ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე სამინისტრომ აუქციონები გამოაცხადა

05.01.2024
ხულოში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე სამინისტრომ აუქციონები გამოაცხადა

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი აუქციონი აქვს გამოცხადებული.

ორივე აუქციონით ჯამში 24 471 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიები გაიცემა. ლიცენზიები მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილებია ხულოს სოფელ რაქვთას, ასევე მთა ლოდისძირის მიმდებარე ტერიტორიები.

აუქციონი [1] – „ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ რაქვთაში „მდ. ხიხანის წყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება“ კატეგორია P2 მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა 12 600 კუბური მეტრი.“

  • საწყისი ფასი: 16 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი: 1 650 ლარი

აუქციონი [2] – „ხულოს მუნიციპალიტეტი, მთა ლოდისძირის მიმდებარე ტერიტორია მდ. „ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი „ყორანა ღელის“ კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება“ კატეგორია P2 მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა 11871 კუბური მეტრი“.

  • საწყისი ფასი: 15 485 ლარი, ვაჭრობის ბიჯი: 1 548.5 ლარი

[checklist]

  • ორივე აუქციონი 2024 წლის 15 იანვარს 12:00 საათზე დაიწყება და იმავე დღის 18:00 საათზე დასრულდება.

[/checklist]

პირობები კი ასეთია:

  • „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე შეადგინოს წიაღით სარგებლობის დოკუმენტაცია.
  • მოპოვება უნდა განხორციელდეს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების მიმართულებით;
  • გეოდინამიკური სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ობიექტის მთელ ფართობზე საშუალო წლიური მოპოვების სიღრმე (სიმძლავრე) არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს;

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
  • არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (გზის საფუძვლისა და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა) ასევე წიაღისეულის ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით კანონით გათვალისწინებულ ნორმას.
  • წიაღით სარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;
  • შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
  • სამუშაოების დაწყებამდე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში წარადგინოს ტრანსპორტის შესასვლელი და გამოსასვლელი სქემატური ნახაზი და გზის საფარის მოწყობა განახორციელოს საავტომობილო გზის საფარის იდენტურად გზის ღერძიდან 30 მეტრის ფარგლებში;
  • წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება;

მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;

ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა.“

აუქციონებში გამარჯვებულად ჩაითვლება ლიცენზიის ის მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებსა და მოთხოვნებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს.

აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხა გამარჯვებულმა უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: