ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი დღეს, 13 მაისს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტით გადადგა. უკვე ყოფილ მერს არც თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობის ანგარიში ჩაუბარებია საზოგადოებისთვის და არც წასვლის მიზეზებზე უსაუბრია. არჩილ ჩიქოვანი მხოლოდ ზოგადი მადლობით შემოიფარგლა და დაწერა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ დიდი ოჯახის ერთგულ წევრად“. არჩილ ჩიქოვანის გადადგომამდე 4 აპრილს ასევე ფეისბუქზე დაწერილი პოსტით დატოვა …
Tag Archives: არჩილ ჩიქოვანი
ბათუმის მერი გადადგა
ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა. “მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს …
ბათუმის მერის ხელფასი გაიზარდა და 8 760 ლარი გახდა – რატომ მოიმატა ჩიქოვანის ანაზღაურებამ 31,7%-ით
ბათუმის მერის ხელფასი ახალი წლიდან 2 110 ლარით გაიზრდება და 8 760 ლარი იქნება. ამ დრომდე ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 6 650 ლარი იყო. ანუ მერის ხელფასი იანვრიდან 31,7 პროცენტით გაიზრდება, მაშინ, როცა ქვეყნის მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები იანვრიდან მხოლოდ 10 პროცენტით გაიზრდებოდა. საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ …
ბათუმის მერიას უნდა ამ ქალაქიდან წავიდეთ – მოქალაქების შიში და პროტესტი მშენებლობის გამო
ბათუმში, თავდადებულის 48 -ში შპს „სეივ ბილდინგი“ 25 სართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილის მომზადება უკვე დაიწყო. სამშენებლო ნაკვეთის გვერდით, #50-ში, მრავალბინიან სახლში მცხოვრები ოჯახები მშენებელ კომპანიას სამეზობლო მიჯნის დარღვევაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ კომპანიამ ადგილის მიტაცების მიზნით მოშალა ბეტონის კედელი, რომელიც თავდადებულის #40-ში მდებარე 15 სართულიან კორპუსსა და #48-ში მდებარე დასახლების ეზოებს …
ზოოკუთხის ადგილას არავითარი კორპუსები არ აშენდება – ბათუმის მერი
დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული ზოოკუთხის შესახებაც დაუსვეს კითხვები. ბათუმის მერის თქმით, ზოოკუთხის ადგილას არ იგეგმება კორპუსების აშენება და გამოთავისუფლებული ტერიტორია პარკის განვითარებას მოხმარდება. „ზოოპარკის გადატანისთვის გამოთავისუფლებულია შესაბამისი ადგილი და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავიწყებთ პროექტზე მუშაობას, თუ როგორი სახით, რა …
Continue reading “ზოოკუთხის ადგილას არავითარი კორპუსები არ აშენდება – ბათუმის მერი”
„ბოდიში“ – ბათუმის მერი თავის მოხსენებაში რუსეთის რუკის გამოყენებაზე
დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატურის სტატუსის მინიჭება მიულოცა. სწორედ ამ დროს სლაიდზე გამოჩნდა რუსეთის რუკა ევროკავშირის დროშის ფერებში. მოგვიანებით არჩილ ჩიქოვანმა ბოდიში მოიხადა ფაქტის გამო და შეცდომა ტექნიკურ გუნდს დაუკავშირა. „ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო, რაც ყველა ჩვენგანმა დავინახეთ ვიზუალიზაციის ნაწილში, თუმცაღა, რა …
Continue reading “„ბოდიში“ – ბათუმის მერი თავის მოხსენებაში რუსეთის რუკის გამოყენებაზე”
რა თქვა არჩილ ჩიქოვანმა თავის ანგარიშში რუსეთის რუკის გამოყენებაზე
„საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჯერ არ გასულა ყველა საკითხი, მათ შორის ბიუჯეტი“, – უთხრა ჟურნალისტებს ბათუმის მერმა. არჩილ ჩიქოვანს განმარტების გაკეთება იმის გამო მოუწია, რაც დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოში მოხდა: არჩილ ჩიქოვანის მოხსენების დროს საკრებულოში, დიდ ეკრანზე გამოჩნდა სლაიდი, რომელზეც გამოსახული იყო რუსეთის დროშა ევროკავშირის შეფერილობით და ვარსკვლავებით. ამ …
Continue reading “რა თქვა არჩილ ჩიქოვანმა თავის ანგარიშში რუსეთის რუკის გამოყენებაზე”
როგორ დაამტკიცა ბათუმის მერიამ არარსებულ სახლზე ლოჯიის მიშენების პროექტი
ბათუმში, ლეონიძის 8 გ-ში 156კვ.მეტრზე 7 -სართულიან კორპუსს აშენებენ. ნებართვა 2023 წლით თარიღდება, თუმცა მისი მიღების ისტორია გაცილებით ადრე, 2017 წელს დაიყო: არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენება შეათანხმეს და საბოლოოდ 7 სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღეს. მერიამ არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენების პროექტი განიხილა და დაამტკიცა. ამ „პროექტის“ საფუძველზე კი იმავე წელს 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს. …
Continue reading “როგორ დაამტკიცა ბათუმის მერიამ არარსებულ სახლზე ლოჯიის მიშენების პროექტი”
„ბათუმის ზონდერი მერი“ – ამ წარწერისთვის დაჯარიმებული კაცი სააპელაციომ გაამართლა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ვაჟა თავართქილაძე – ეს ის კაცია, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. ის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის უფლებით სარგებლობისთვის დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა და ბათილად მიიჩნია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული ოქმი, რომლითაც მოქალაქე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული განცხადებისთვის დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, ის ვეღარ …
Continue reading “„ბათუმის ზონდერი მერი“ – ამ წარწერისთვის დაჯარიმებული კაცი სააპელაციომ გაამართლა”
კიდევ ერთი ცათამბჯენის პროექტი იუსტიციის სახლთან და გახარებული ბათუმის მერი
ბათუმში, ფიროსმანის #21-ში კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობა დააანონსეს. პროექტის პრეზენტაციას ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ერთ-ერთმა სახელისუფლებო არხმა გააშუქა. როგორც ჩანს, კომპანიამ, რომელსაც სახელმწიფოსთან ვალდებულება აქვს და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, სხვა მედიების მიწვევა საჭიროდ არ ჩათვალა. სიუჟეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ამ პროექტის გამო …
Continue reading “კიდევ ერთი ცათამბჯენის პროექტი იუსტიციის სახლთან და გახარებული ბათუმის მერი”
1000 ლარით დააჯარიმეს კაცი ამ წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები ვაჟა თავართქილაძე მხოლოდ იმიტომ, რომ მან საკუთარი შენობის ფანჯარაზე გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“. მანამდე 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ სამართალდარღვევის ოქმი ვაჟა თავართქილაძის წინააღმდეგ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეადგინა. მერიის გადაწყვეტილება მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია. განცხადების ვიტრინაში გამოკვრამდე კი, ვაჟა თავართქილაძეს ტროტუარიდან თავისი ნარგავები უნდა აეღო, …
Continue reading “1000 ლარით დააჯარიმეს კაცი ამ წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“”
„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს
„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – თაბახის ფურცელზე დაწერილი და საშაურმეზე გამოკრული ამ განცხადებისთვის მესაკუთრე ვაჟა თავართქილაძე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 1000 ლარით დააჯარიმა. საშაურმე გორგილაძის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს. ამ საქმეს დღეს, 27 აპრილს, განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე. ვაჟა თავართქილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი პირადად სჯის კონსტიტუციით დაცული უფლების – …
Continue reading “„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს”
არჩილ ჩიქოვანი „ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის უფროსად აირჩიეს
ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიული კონფერენცია ბათუმში დღეს, 28 მარტს, გაიმართა. აქამდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მანველიძე იყო, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია. პარტიული შეხვედრა ბათუმის დრამატულ თეატრში დახურულ კარს მიღმა შედგა. კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა – მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებს თეატრის წინ საჯარო სივრცის დატოვებას აიძულებდნენ „ოცნების“ …
Continue reading “არჩილ ჩიქოვანი „ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის უფროსად აირჩიეს”
უნდობლობა ბათუმის მერს – ხარაზი 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე
დღეს, 14 მარტს, ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განცხადება გააკეთა ბათუმის ბულვარში, ბატუტზე 9 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით. ხარაზის თქმით, უნდა დადგეს ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის პასუხისმგებლობის საკითხი. „ჩვენ მალე მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, რომ დავიწყოთ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და პარალელურად, შევაგროვებთ ხელმოწერებსაც მოსახლეობაში“, – ამბობს რეზო ხარაზი. „ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა ბავშვი დაიღუპა ატრაქციონზე. გუშინ …
Continue reading “უნდობლობა ბათუმის მერს – ხარაზი 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე”
ჩაბნელებული ქუჩები და გადათხრილი გზები ბათუმში – ვინაა პასუხისმგებელი
„თქვენ ღამით ნახეთ, მაგრამ ვერ დაინახავთ გზაზე შუქებიც აღარ არის“, – ასე ეხმიანება მოქალაქე „ბათუმელების“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ ვითარებას ასახავს. ჩაბნელებული ქუჩები და ორმოები ბათუმში სოციალურ ქსელში ხშირად არის მწვავე დისკუსიის საგანი, ზოგჯერ კი შესაბამისი უწყებების [ვისაც ქალაქის მოვლა-პატრონობა ევალება] კრიტიკის და დაცინვის მიზეზიც ხდება. „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით …
Continue reading “ჩაბნელებული ქუჩები და გადათხრილი გზები ბათუმში – ვინაა პასუხისმგებელი”
ბათუმის მერი ამბობს, რომ მილიონად ნაყიდი ნაძვის ხე 25 დეკემბერს ლამაზი იქნება
„რა შევუკვეთეთ – რა ჩამოვიდა“ – წერენ მოქალაქეები ფეისბუქში ბათუმის მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით. ნაძვის ხე იმ ვიზუალით, როგორც ის ახლა გამოიყურება, მოქალაქეების ნაწილს არ მოსწონს და წერენ, რომ ეს არ არის ნაძვის ხე, რომელიც მათ ფეისბუქზე, ბათუმის მერიის გვერდზე შეარჩიეს. უკვე დასრულდა ნაძვის ხის აწყობა, თუ მას კიდევ უნდა დაემატოს დეტალები? – ამ …
Continue reading “ბათუმის მერი ამბობს, რომ მილიონად ნაყიდი ნაძვის ხე 25 დეკემბერს ლამაზი იქნება”
ბათუმის მერის ხელფასი 6050 ლარამდე იზრდება, ხელფასები ემატებათ სხვა მოხელეებსაც
მუნიციპალიტეტების მერიებში ხელფასები 10 პროცენტით იზრდება. შესაბამისი ხარჯები 2023 წლის ბიუჯეტების პროექტებში უკვე გაითვალისწინეს. ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განკარგულების პროექტები აჭარის ყველა თვითმმართველ ორგანოში უკვე მოამზადეს და მის დამტკიცებას დეკემბრის თვის სხდომაზე გეგმავენ. გადაწყვეტილება ძალაში პირველი იანვრიდან შევა. ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეს, ცვლილების შემდეგ ბათუმის მერის ხელფასი 6050 ლარი იქნება [ამ …
Continue reading “ბათუმის მერის ხელფასი 6050 ლარამდე იზრდება, ხელფასები ემატებათ სხვა მოხელეებსაც”
მერმა სათათბირო საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციები არ შეიყვანა
ავარიულ სახლებთან დაკავშირებული სათათბირო საბჭოს შექმნის შესახებ ბათუმის მერის ბრძანება დღეს, 18 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, რეზო ხარაზმა გაასაჯაროვა. ამ ბრძანების მიხედვით, მერმა სათათბირო საბჭოში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შეიყვანა. საბჭოში არ არის ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე 10-ზე მეტი წელია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული მიმართულებით მუშაობს. …
Continue reading “მერმა სათათბირო საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციები არ შეიყვანა”
რატომ მალავს ჩიქოვანი სათათბირო საბჭოს წევრებს – ავარიული სახლების პროგრამა
ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებული სათათბირო საბჭო შექმნა, თუმცა მერიაში მალავენ, რამდენ წევრიანია ეს სათათბირო საბჭო, ვინ არიან მისი წევრები და რა პრინციპით შეარჩიეს ისინი. კანონში შესული ცვლილების თანახმად, მერი ვალდებულია შექმნას სათათბირო საბჭო, რომელთანაც ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებულ სამშენებლო პროექტებს, მათთვის k2 კოეფიციენტის გაზრდის ან სხვა ცვლილებების …
Continue reading “რატომ მალავს ჩიქოვანი სათათბირო საბჭოს წევრებს – ავარიული სახლების პროგრამა”
ბათუმის მერი k2-ის გაზრდას თავის სათათბირო საბჭოს შეუთანხმებს – კანონპროექტის ახალი ვერსია
ბათუმში ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის ინიცირებული ცვლილების პროექტი სამშენებლო კოდექსში პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეცვალეს. პროექტში დაზუსტდა, რომ k2 კოეფიციენტის გადამეტებაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობა მერს ექნება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. გარდა ამისა, მიზანშეუწონლად ჩაითვალა ექსპროპრიაციის წესში ცვლილება, რაც ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული მესაკუთრისთვის საკუთრების, წინასწარი კომპენსაციით ჩამორთმევას ითვალისწინებდა. ცვლილების პროექტის …
ბათუმის მერმა 5 ახალი თანამდებობის პირი დანიშნა
ხელვაჩაურის მერის ყოფილი მოადგილე ბათუმის მერიაში თანამდებობაზე დანიშნეს – არჩილ ბარამიძე ბათუმის სპორტულ ცენტრს უხელმძღვანელებს. არჩილ ბარამიძე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მოადგილე იყო. არჩილ ბარამიძის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა დადასტურდა, რომ მისი მეგობარი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მაჭახლის ხეობაში უკანონოდ აწარმოებდა ბიზნესს, ხელვაჩაურის მერია კი, უკანონობას არ იმჩნევდა. საიას შეფასებით, ჩნდებოდა ეჭვები …
Continue reading “ბათუმის მერმა 5 ახალი თანამდებობის პირი დანიშნა”
„გათავისუფლების ბრძანება დაწერილია“ – ბათუმის მერი ხასიას პოსტზე ავარიული სახლების შესახებ
„თემურ ხასია დღეიდან უკვე აღარ მუშაობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, გათავისუფლების ბრძანება დაწერილია უკვე,“ – აღნიშნა დღეს, 14 თებერვალს, არჩილ ჩიქოვანმა. ბათუმის მერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მერიის სპორტული ცენტრის დირექტორის, თემურ ხასიას შესახებ, რომელმაც გუშინ, მიწისძვრის შემდეგ ფეისბუქში დაწერა – „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის შეფასებით, თემურ ხასიას პოსტი …
რატომ იხარჯება ქვაფენილის აყრაში 8 მილიონი, როცა ადლიაში კანალიზაცია არ აქვთ – ჩიქოვანი განმარტავს
„მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ნაწილდება,“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, როცა მას ვთხოვეთ განემარტა, როგორ ანაწილებს პრიორიტეტებს, როცა ქალაქში ქვაფენილის აყრასა და ხელახლა ასფალტის დაგებაში 8 მილიონი იხარჯება, ხოლო ქალაქის დასახლებებში – ადლიაში, აეროპორტის უბანში, კახაბერში, მახვილაურში, გონიოში, კვარიათში – კანალიზაციის სისტემაც კი არ აქვთ? მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ადლიაში ან ანგისაში არ მოუთხოვია კანალიზაციის სისტემა? …
რას ამბობს ბათუმის მერი შტორმისგან დაზიანებული ბულვარის აღდგენაზე
დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის არეჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცებაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ექსპერტებთან ერთად სწავლობენ სანაპირო ზოლს და გადაწყდება, თუ როგორ უნდა აღადგინონ-გაამაგრონ სანაპირო. „ბოლო ორ თვის განმავლობაში, სანაპირო ზოლთან არსებული სიტუაციის გამო, ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს შესაბამისი დარგის ექსპერტებთან. დღეს ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ნაპირდაცვის …
Continue reading “რას ამბობს ბათუმის მერი შტორმისგან დაზიანებული ბულვარის აღდგენაზე”
რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში
„არჩევნების მერე რომ ჩაქრა გარეგანათება, ისევ ბნელში ვართ,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯამბულ ბერიძე. ადამიანები ბათუმის სხვადასხვა ქუჩიდან, დაახლოებით 15 მისამართიდან, გვწერენ გარეგანათების პრობლემის შესახებ. ჩაბნელებულია ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილიც. გარეგანათება სხვადასხვა ადგილზეა გამორთული, როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარში. ჯამბულ ბერიძე ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე ცხოვრობს და გვიყვება, რომ გარეგანათების სისტემა 2019 წელს მოაწყვეს, თუმცა პერიოდულად …
Continue reading “რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში”
რას ითხოვენ საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“, როცა ბათუმის მერი ენმ-ის წევრებს არ ხვდება
„კანონის ჩარჩოს გასცდნენ ეს ადამიანები და, აბა, როგორ გინდათ ახლა?“ – ასე აფასებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა დღევანდელ ინციდენტს ბათუმის მერიაში – დღეს, 31 იანვარს, ბათუმის მერთან შეხვედრა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სცადეს. მათ არჩილ ჩიქოვანი არ შეხვდა. ოპოზიციონერები სათათბირო ოთახიდან გამოაძევეს. საკრებულოს წევრები რომ მერს ვერ ხვდებიან, ამასაც ოპოზიციას აბრალებს საკრებულოს …
როგორ შევხვდეთ ბათუმის მერს
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს მოქალაქეებთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოკადრებს. ამ კადრებში ჩანს ასევე, რომ შეხვედრებს ესწრებიან სამსახურების უფროსები. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სად უნდა დარეგისტრირდეს მოქალაქე, თუ მას პრობლემა აქვს და მერთან შეხვედრა სურს? ასევე დაახლოებით რა ვადაში ახერხებენ დაინტერესებული მოქალაქეები არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას? სპეციალური ვებგვერდი – „ვიზიტი ბათუმის მერთან“, რომელიც ყოფილმა მერმა …
მივდივარ, რატომ მაწვებით – საკრებულოს წევრები მერის კაბინეტიდან პოლიციამ გაიყვანა
ბათუმის საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით, მიწოლით, გაიყვანა. რეზო ხარაზი იმყოფება მერის კაბინეტის კართან და პოლიციას მიმართავს. ის აცხადებს, რომ „კაბინეტში კორუმპირებული ჩინოვნიკები ზიან“ და პოლიციისგან ითხოვს რეაგირებას: „იქ შეიარაღებული ჩინოვნიკები ზიან, მერს ველაპარაკებოდი და პოლიცია მომიყვანა, რა უნდა ელაპარაკო.“ ნახეთ: ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად …
Continue reading “მივდივარ, რატომ მაწვებით – საკრებულოს წევრები მერის კაბინეტიდან პოლიციამ გაიყვანა”
იარაღით უნდა ირბინოს მერიის თანამშრომელმა? – ოპოზიცია მერიაში აქციას მართავს
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიაში აქციას მართავს. საკრებულოს წევრები მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენს შორის დაპირისპირების შემდეგ მერისგან რეაგირებას ითხოვენ. „იარაღით უნდა ირბინონ მერიის თანამშრომლებმა – მიიღე გადაწყვეტილება?“ – მიმართეს საკრებულოს წევრებმა მერს. ამ წუთებში საკრებულოს წევრები მერის კაბინეტში იმყოფებიან. ოპოზიციის წევრებმა მერიაში მიიტანეს გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის ფოტოები. გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა მერს …
Continue reading “იარაღით უნდა ირბინოს მერიის თანამშრომელმა? – ოპოზიცია მერიაში აქციას მართავს”
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტება გაზრდილ ხელფასებზე
ბათუმის ახალარჩეულ მერს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მიმართა საკრებულოს ხელფასების გაზრდის ინიციატივით – ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა ბიუჯეტი, რითაც პირადად არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა და 5 500 ლარი იქნება. ხელფასები ეზრდებათ ბათუმის მერიის თანამშრომლებს და ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებსაც. ამ საკითხზე არჩილ ჩიქოვანის განმარტებას, რომელსაც ბათუმის მერია ავრცელებს, გთავაზობთ სტილის დაცვით: „მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, …
Continue reading “ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტება გაზრდილ ხელფასებზე”
ჩიქოვანი ითხოვს ხელფასი 5500 ლარამდე გაუზარდონ – საკრებულო საკითხს ხვალ განიხილავს
ბათუმის ახალარჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში ხელფასების გაზრდის ინიციატივით შევიდა. საკრებულომ გადაწყვეტილება ხვალ, 26 ნოემბერს, სხდომაზე უნდა მიიღოს. დადენილების პროექტის მიხედვით, იზრდება მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, სამსახურების უფროსებისა და ასე შემდეგ – ხელფასები. ბათუმის ახალარჩეული მერის ხელფასი ზუსტად 1000 ლარით იზრდება, ამ დრომდე მერის ხელფასი 4500 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ კი მისი თანამდებობრივი სარგო …
ბათუმის ახალმა მერმა მუშაობა დაიწყო – როგორ აპირებს ჩიქოვანი ენმ-სთან თანამშრომლობას
„მომავალი წლის ბიუჯეტი კანონმდებლობის და რეგლამენტის სრული დაცვით იქნება მიღებული ისეთი სახით, როგორსაც ამას მხარს უჭერს ჩვენი ქალაქის უმრავლესობა და მოსახლეობა,“ – აღნიშნა დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან. ის დღეს შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას, როგორც არჩეული მერი. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს იმაზეც, რომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას წინა მოწვევის საკრებულო აპირებს. ბათუმის ახალი …
კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში
ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომლითაც საია ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას ასაჩივრებდა, ამ ბიულეტენში არჩევანი ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული. ბიულეტენი 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიამ მხოლოდ იმის გამო გააბათილა, რომ მას კიდე ჰქონდა მოხეული. 79-ე ოლქში საჩივრის განხილვისას საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ამ ბიულეტენის პრობლემურობაზე საუბრისას მან განმარტა, რომ ბიულეტენი ყუთში კონვერტის …
Continue reading “კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში”
არჩილ ჩიქოვანს ხმის მიცემისას სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე ავტოგრაფი სთხოვეს
დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულ „ოცნების“ მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს, საარჩევნო უბანზე სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა დახვდა ფოტოსურათით, რომელზეც არჩილ ჩიქოვანი და მიხეილ სააკაშვილი არიან გამოსახული. ალექსანდრე მილორავას განმარტებით, მას არჩილ ჩიქოვანისგან ავტოგრაფი სურდა ამ ფოტოზე: „აქ არის გამოსახული ბატონი არჩილ ჩიქოვანი, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, გამოსახულია მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელიც …
ვინ როგორ სცადა ამომრჩევლის გულის მოგება მეორე ტურამდე ბათუმში
„პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ამომრჩეველი გაიზარდა – პოლიტიკოსები როცა ფიქრობენ, რომ მხარდამჭერებს გაიჩენენ, პირიქით, აღიზიანებენ“, – მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე საკუთარ დაკვირვებას და დასკვნას გვიზიარებს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ასლან ჭანიძის დაკვირვებით, მერობის კანდიდატები ბათუმში მეორე ტურის სამზადისში ნაკლებად საუბრობენ რეალურ თვითმმართველობაზე და იმაზე, თუ კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს ამომრჩეველი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – …
Continue reading “ვინ როგორ სცადა ამომრჩევლის გულის მოგება მეორე ტურამდე ბათუმში”
„ეს არის ფაბრიკაცია“ – ჩიქოვანი სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, როცა დაკავებულს სცემდნენ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სპეცოპერაციის კადრებს, სადაც ჩანს, დაკავების შემდეგ მოქალაქეებზე ძალადობენ, არჩილ ჩიქოვანმა დღეს ფეიკნიუსი უწოდა. მას შემდეგ, რაც არჩილ ჩიქოვანი ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად დაასახელეს, გავრცელდა სავარაუდოდ 2009 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები და ინფორმაცია, რომ ამ სპეცოპერაციაში არჩილ ჩიქოვანიც მონაწილეობდა. „ამ კადრებით მიზანმიმართულად მიმდინარეობს დისკრედიტაცია კონკრეტული პიროვნებების და მათი ოჯახების, ვისი რეპუტაციაც წლების …