2016 წელს კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს დააფინანსებს

დღეს, 22 თებერვალს, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგიმ სიტყვით მიმართა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში. ,,სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. კომპანია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, როცა თვისი …

რა სარგებელს მოუტანს შუახევიჰესი საქართველოს

შუახევიჰესის მშენებლობა მთავარ ეტაპზე გადავიდა: პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს შეემატება 187 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური. ეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ხოლო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქვეყანა ჭარბი ოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ექსპორტი თურქეთის მიმართულებით განხორციელდება. შუახევიჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობს პროექტის დირექტორის …

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გეგმები აჭარის მთის მხარდაჭერაზე

 

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის მთაში „შუახევიჰესის“ პროექტს ახორციელებს. კომპანიაში უპირველეს მნიშვნელობას აჭარის განვითარების ხელშეწყობას ანიჭებენ. კომპანიის მიერ სოციალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე ხელმძღვანელობს. მან კომპანიის პრიორიტეტებზე ისაუბრა:

საპროტესტო აქცია სოფელ ჩანჩხალოში

 

ამ წუთებში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფლის მაცხოვრებლებმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილი გზა გადაკეტეს.  ისინი კომპენსაციას და სოფელში სასმელი წყლის აღდგენას მოითხოვენ. 

მეწყერსაშიში ზონები აჭარაში

 

აჭარა, განსაკუთრებით რეგიონის მთიანეთი, მეწყრული პროცესებითაა ცნობილი. მეწყრული კერების გააქტიურებას აქ არაერთხელ მოჰყვა ტრაგიკული შედეგი. სად არის აჭარაში “ცხელი წერტილები”, რამდენად ინფორმირებულია ამ პროცესების შესახებ ხელისუფლება? – “ბათუმელები” აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.

რას ცვლის შუახევიჰესი

 

ერთ-ერთი მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტის – „შუახევიჰესის“ მშენებლობის მესამე ფაზის დაფინანსების ხელშეკრულებას 19 მარტს ოფიციალურად მოეწერა ხელი. ცერემონიას სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა 400-მილიონიანი პროექტიდან, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულდეს და რამდენით გაიზრდება თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტი? „ბათუმელების“ კითხვებს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიულმა მრჩეველმა თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა. 

ჰესი, გახიზნულები და დაკარგული წყალი სოფელში

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში გააქტიურებულ გეოლოგიურ პროცესებს ადგილობრივები კვლავაც „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ. ამ დროისთვის, გაჩენილი ბზარების გამო, საცხოვრებელი სახლი ორმა ოჯახმა დატოვა, 14-მა ოჯახმა კი სასმელი წყალი დაკარგა. აქ ამბობენ, რომ საცხოვრებელ სახლებს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აფეთქებები დაიწყო. 

მიწის ნაკვეთები „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ჰესებისთვის

 

საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 20588 კვ/მ სახელმწიფო მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში გადასცა. მიწის ნაკვეთები კომპანიამ შუახევისა და სხალთის ჰიდროელექტროსადგურებისთვის უნდა გამოიყენოს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” აჭარის მთავრობას: გაასაჯაროეთ ჩანჩხალოში კვლევის შედეგები

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აჭარის მთავრობას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს სოფელ ჩანხალოში გეოფიზიკური კვლევა, რომლის შედეგებზე მოსახლეობისთვის დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა ან მათი განსახლებაა დამოკიდებული – ამის შესახებ განცხადება დღეს, 24 იანვარს, ნათია ზოიძემ გააკეთა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა აჭარაში.  

ჩანჩხალო – კითხვები პასუხის გარეშე

 

უკანასკნელი სამი თვეა შუახევის სოფელი ჩანჩხალო საპროტესტო რეჟიმში ცხოვრობს. მოსახლეობა სოფლიდან განსახლებასა და უსაფრთხოებას ითხოვს. ჩანჩხალოში „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბი შენდება. სექტემბრიდან დღემდე სოფელში დაიბზარა სახლები, განვითარდა მეწყრული პროცესები. მოსახლეობა ამ ყველაფერს გვირაბის მშენებლობის გამო წარმოებულ აფეთქებებს უკავშირებს. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ბრალდებებს უარყოფს. „შუახევი ჰესი და მის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანჩხალოში“ – 5 დეკემბერს ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დისკუსია მოაწყო. ჩანჩხალოელებს ყველა პასუხისმგებელ პირთან შეხვედრის საშუალება სწორედ ამ დისკუსიაზე მიეცათ. 

რა ბედი ელის ჩანჩხალოს

 

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში, იქ, სადაც „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბი შენდება, მოსახლეობა გეოფიზიკურ დასკვნას ელოდება. სწორედ დასკვნის მოლოდინის გამო შეაჩერეს საპროტესტო აქციები და ჰესის მშენებელ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გვირაბში სამუშაოების ჩატარების უფლება მისცეს. კვლევის შედეგები მოსახლეობისთვის ცნობილი ერთ კვირაში უნდა გახდეს. თუმცა ჩანჩხალოს მკვიდრთ მის სანდოობასთან დაკავშირებით უკვე კითხვები აქვთ. 

შუახევიჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანჩხალოში – დისკუსია

 

დღეს, 5 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონში“ ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მართავს დისკუსიას თემაზე  „შუახევიჰესი და მის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანჩხალოში“. 

ჩანჩხალოში შუახევი ჰესის მშენებლობასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს

 

24 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩანჩხალოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია განაახლა და მშენებარე გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტა. ისინი ხელისუფლებისგან სოფლის გეოფიზიკურ-სესმოლოგიური მდგომარეობის ძირეულ  შესწავლას ითხოვენ.

ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ ჩაშლილია

 

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოს სკოლაში ახალი სასწავლო წელი ამ დრომდე არ დაწყებულა. მშობლები ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ. სოფელში „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. აფეთქების ხმა დღეში რამდენჯერმე ისმის და როგორც მოსახლეობა ამბობს ყოველი აფეთქების შემდეგ სახლებზე ახალი ბზარები ჩნდება. ბზარები არის სკოლაზეც. სოფლის მცხოვრებნი ენერგეტიკის მინისტრთან, კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

ვინ აგებს პასუხს სოფლის უსაფრთხოებაზე

 

ორი კვირაა შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში სასწავლო პროცესი ჩაშლილია. ბავშვები ჩანჩხალოდან ცხრა დღეა სკოლაში წასვლის ნაცვლად მშობლებთან ერთად აქციებს მართავენ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვენ. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ დაეწყო „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობა სოფლის ერთ ნაწილში. ადგილობრივთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც გვირაბის მშენებლობისთვის აფეთქებების სერია დაიწყო, სახლები და სკოლა დაიბზარა. 

საპროტესტო აქცია ჩანჩხალოში

 

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობამ სოფელში მშენებარე გვირაბთან აქცია გამართა. მოსახლეობა სოფელში გააქტიურებულ მეწყერულ მოვლენებს ჰეასის მსენებლობას უკავშირებს. 

კახა კალაძემ და არჩილ ხაბაძემ „შუახევიჰესის“ მშენებლობა მოინახულეს

 

 დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მშენებარე ,,შუახევიჰესზე“მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. სტუმრების შეფასებით სამუშაოების მიმდინარეობა ნორმალურია. ინფორმაციას ამის შესახებ, აჭარის მთავრობის პრესსამსახური  ავრცელებს.

მშენებარე ჰესი და ყოველწლიური კომპენსაციის მოლოდინი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაყანაში მცხოვრები შოთა და ზურაბ ჯაყელები ამბობენ, რომ შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, რომელიც მდინარე აჭარისწყალზე, დაბა ხიჭაურთან ჰესს აშენებს, მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ისე დაიკავა, რომ არც შეისყიდა და არც კომპენსაცია გადაუხადა.

სოფელ ღურტას მაცხოვრებელთა ღია წერილი, შუახევი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

 

სოფელ ღურტაში მცხოვრებლები ღია წერილს ავრცელებენ, ისინი თვითმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.

 

 

 

ჩაშლილი შეთანხმება – “შევეცდებით ყველა ხერხით გავაჩეროთ ეს მშენებლობა”

 

 

სოფელ ღურტის მცხოვრებლები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. ხუთი სოფელი არც თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ისინი “შუახევი ჰესისთვის” საჭირო წყალსაცავისა და გვირაბის მშენებლობის პროცესის შეჩერებას ყველა საშუალებით აპირებენ. რატომ არ თანხმდება მოსახლეობა ხელისუფლების შეთავაზებას? _ ამ საკითხზე “ბათუმელებს” სოფელ ღურტის მცხოვრებელი, პედაგოგი ოთარ იაკობაძე ესაუბრა.

შეთანხმება აჭარის მთავრობასა და მოსახლეობას შორის

 

დღეს აჭარის მთავრობის და “აჭარისწყალი ჯორჯია”-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებისა და სოფელ გელაძეების მოსახლეობასთან, რომლის დროსაც შეთანხმება იქნა მიღწეული. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

სხალთა ჰესის მშენებლობის არეალში მოქცეული სოფელი კომპენსაციას ითხოვს

 

დღეს ხულოში, სოფელ კვატიაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და   სოფელში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივები ამბობენ რომ სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. მათივე თქმით  ჰესის აშენების შემდეგ  სახნავ-სათეს მიწებს და სავარგულებს დაკარგავენ. მოსახლეობა  კომპენსაციას ითხოვს. 

მშენებარე ჰესთან მოსახლეობას შესაძლოა მიწები ჩამოართვან

 

ხელვაჩაურში ჰესს, რომელსაც კომპანია „აჭარა ენერჯ 2007“ მდინარე ჭოროხზე აშენებს, სოფლები კირნათი, მარადიდი და  აჭარისწყალი ესაზღვრება. ჰესის აშენებით დაიტბორება აღნიშნული სოფლების მდინარისპირა ტერიტორია, რომლის ნაწილი მოსახლეობის საკუთრებაშია, ან ეგრეთ წოდებული “ბაბუის მიწაა”, რომელსაც წლების განმავლობაში სარგებლობდა.

რატომ ეშინიათ მარტის წვიმის ჩანჩხალოში

 

9 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით გამართული პრესტურით ჩასულებს სოფლის ცენტრში, სკოლასთან, სოფლის მოსახლეობა დაგვხვდა. ყველას უნდა თავისი საკარმიდამო ნაკვეთი ან სახლი გადავიღოთ, რომ გვაჩვენონ, როგორ დააზარალა ისინი მეწყერმა.   

ღურტის მოსახლეობა აქციებს აგრძელებს

 

ამ წუთებში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის მოსახლეობა, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციისთვის ემზადება. 

ადგილობრივთა განცხადებით, აქცია ჰესის მშენებლობის ადგილზე გაიმართება

ღურტაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს

 

ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტას შესასვლელში, იქ სადაც გვირაბი უნდა აშენდეს, ამ წუთებში ოცამდე პოლიციელია მობილიზებული და ტერიტორიას იცავს, ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. 

სოფელ ღურტაში მთავრობა არ შეუშვეს

 

ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ  ღურტაში მცხოვრები ოთარ  იაკობაძის ინფორმაციით, ერთი საათის წინ მოსახლეობამ გზა გადაკეტა იმ ადგილას, სადაც კაშხლები და გვირაბი უნდა აშენდეს. მოსახლეობასა და აჭარის მთავრობის წრამომადგენლებს შორის დაპირისპრება იმით დასრულდა, რომ არჩილ ხაბაძე და მისი თანმხლები პირები სოფელში არ შეუშვეს. 

აქცია აჭარისწყალში – სამი სოფლის მოსახლეობა ინფორმაციას ითხოვს

 

ხელვაჩაურში,  სოფელ აჭარისწყალში  ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. სამი სოფლის, კირნათის, მარადიდისა და აჭარისწყლის 300 მდე მცხოვრები  კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ ის ოფისის წინაა შეკრებილი. მოსახლეობა ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჰესების მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

მამაპაპისეული ნაკვეთი 17 ლარად

ცაგო კახაბერიძე

 

17 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე – ეს არი შეთავაზება კომპანიისგან, რომელიც რომელიც მდინარე ჭოროხზე ორ ჰიდორელექტრო სადგურს აშენებს. ამის შესახებ სოფლების, სიმონეთისა და ონტოფოს მოსახლეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა  დღეს ხელვაჩაურის გამგეობაში შეხვედრისას შეატყობინა.

ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის

ცაგო კახაბერიძე


იურისტის განმარტება წინასაარჩევნოდ დარეგისტრირებული ნაკვეთების კანონიერებაზე.


<!** Image 1 align="" alt="ირინე ურუშაძე" width="300 " height="457" >



რა ბედი ელის ჭოროხის ხეობას

ჭოროხზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის კასკადების პროექტი ჭოროხის პირას მცხოვრები მოსახლეობისათვის ნომერ პირველ პრობლემად იქცა.

„აგვასახლებენ?“ , „სად უნდა წავიდეთ?“,  „კომპენსაციას მოგვცემენ?“,  „მართალია, რომ ამბობენ ჰესის აშენების შემდეგ მოსავალი აღარ მოვაო?“ _ ეს ის კითხვებია, რაც მოსახლეობას აწუხებს, თუმცა მასზე პასუხის გამცემი არავინაა.

 

მანანა ქველიაშვილი

აქცია მაჭახელში ჰესის მშენებლობას წინააღმდეგ


<!** Image 1 align="middle" alt="შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ" sub="შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ" width="600" height="576" >




მაჭახლის ხეობაში მოსახლეობა მდინარე მაჭახელაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ დღეს სოფელ აღმართის საჯარო საკოლაში  საპროტესტო აქცია მოაწყეს და მთავრობას პროექტის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. აქციას ხეობის მკვიდრი როინ მალაყმაძე ხელმძღვანელობდა. მანვე წაიკითხა სპეციალური მიმართვა, რომელითაც მაჭახლელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და გარემოს დაცვის სამართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძეც ავიდნენ.   მაჭახელაში მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიიღეს დაპირება, რომ პროექტი შეჩერდება. ამ ხეობაში ორი ჰესის მშენებლობაზე ნებართვა საპარლამენტო არჩევნებამდე გაიცა.

 

 

 

 

 

აქციის მონაწილეებმა შემდეგი მიმართვა გაუგზავნეს ბიძინა ივანიშვილის:

 

„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ახლი პარლამენტი და ახლად არჩეული მთავრობა დროულად, ობიქტურად და სწორად შეაფასებს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა სახის კაშხლების მშენებლობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერსების გაუთვალისწინებლად მუშაობს ორ პროექტზე მდინარე მაჭახელაზე: 22 მგვტ. „მაჭახელა 1“ ჰესისა და 20 მგვტ „მაჭახელა 2“ ჰესზე. ფონდის ვარაუდით, მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს, ჯამური დადგმული სიმძლავრე უნდა იყოს 42 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 250 GWh.

 

მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მაჭახლის ხეობის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით ამ პროექტის განხორციელება მდინარე მაჭახელაზე. მაჭახელის ხეობა წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში ყველაზე მაღალმთიან ბიომრავალფეროვნების უნიკალურობით და მაღალი ხარისხით გამორჩეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს. მჭიდროდ დასახლებული სოფლები, ძირითადად, გაშენებულია მთის ფერდობებსა და მდინარე მაჭახელას გასწვრივ.

 

ხეობის მოსახლეობამ უძველესი დროიდანვე მდიდარი კლტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა შექმნა. აქ დამზადდა პირველი ცეცხლსასროლი იარაღი „მაჭახელას“ სახელწოდებით, აიგო მრავლი ციხესიმაგრე, დღემდე მნახველთა განცვიფრებას იწვევს აქ არსებული მარან-საწნახლები, მოქმედი ქვისთაღიანი ხიდები და სხვა.

 

ხეობის უნიკალურობის განმსაზღვრელია მდინარე მაჭახელა, რომელიცსათავეს თურქეთის სახელმწიფო საზღვრებიდან იღებს. მდინარე მაჭახელაში ტოფობს, ანუ ქვირითობს საქართველოს შავი ზღვის თევზის ენდემური სახეობა ორაგული (კალმახი), რომელიც  წითელ ნუსხაშია შეტანილი. სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე ხეობის დიდი ნაწილი 2012 წლის მაისიდან გამოცხადდა ეროვნულ პარკად. ჰესების მშენებლობა გამოიწვევს მდინარე მაჭახლის გაქრობას, ეროზიულ პროცესების გააქტიურებას, მოსახლეობის ტარდიციული ცხოვერების წესის შეცვლას, ადამიანის საარსებო გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტული ფასეულობების მოშლას და ამ უნიკალურობის გაქრობის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

 

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მოსახლეობის ნების საწინაღმდეგოდ ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, რომელიც, ჯერჯერობით, არაა დაწყებული. ვითხოვთ, დროულად შეჩერდეს აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა“.

რა ზემოქმედებას მოახდენს კლიმატზე აჭარის წყალსაცავები

რა-ზემოქმედებას-მოახდენს

ახალი ჰესები – კლიმატის ცვლილება და სახელმწიფო პოლიტიკა

ახალი-ჰესები-კლიმატის-ცვ-2

Exit mobile version