კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ განცხადებით ეხმიანება „მთავარი არხის“ სიუჟეტს „შუახევიჰესთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ჰესის ოპერირება უსაფრთხოა. „გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. 2017 წლის დასაწყისში აგებული დიდაჭარის კაშხალი პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას, ხოლო ყველა კონსტრუქციას წინასწარ გაწერილი განრიგისა და პროცედურების შესაბამისად …
Tag Archives: ჰესები აჭარაში
მარადიდში მოქალაქეს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია „კირნათი ჰესის“ გამო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრებ ილია დიდმანიძის კერძო საკუთრება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. საუბარია 5 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობი 3 236 კვადრატული მეტრი და 2 შენობა-ნაგებობაზე. ექსპროპრიაციის უფლება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა. მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს მიერ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ფარგლებში მოქცეული მესაკუთრე ილია დიდმანიძის საკუთრებაში …
Continue reading “მარადიდში მოქალაქეს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია „კირნათი ჰესის“ გამო”
მარადიდში ოჯახებს სახელმწიფომ მიწა და სახლები ჩამოართვა – “სტრასბურგამდე ვიჩივლებთ” [ვიდეო]
ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრებ ალი დიდმანიძეს სახელმწიფომ საკუთრება ჩამოართვა. სახლი, რომელიც თავის ხელით ააშენა, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 29 ივლისს მიიღო. ექსპროპრიაციის მოთხოვნის საფუძველი გახდა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი. „აჭარ ენერჯი 2007“-მა მდინარე ჭოროხზე კირნათი ჰესი ააშენა. ჰესის მშენებლობა სასოფლო სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას ითვალისწინებს. ალი დიდმანიძე, რომლის …
არის უსაფრთხო დიდაჭარის კაშხალი? – რას პასუხობს სახელმწიფო „შუახევი ჰესზე“ დასმულ კითხვებს
„შუახევი ჰესის“ დიდაჭარის კაშხალიდან წყალი ჟონავს. ჰესის მშენებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ამბობს, რომ „ამგვარი გაჟონვები ჩვეულებრივი მოვლენაა“ და კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. „შუახევი ჰესის“ მონიტორინგზე მინიმუმ ორი სახელმწიფო უწყებაა პასუხისმგებელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა ორივე სამინისტროდან და ორივე უწყებას თითქმის …
ასწლოვანი ყორეები სოფლიდან, რომლის ნაწილიც იტბორება – ფოტორეპორტაჟი
მარადიდი ნიგალის ხეობის ერთ-ერთი უძველესი ქართული სოფელია მდინარე ჭოროხის პირას. ისტორიული სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ზემო მარადიდი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ქვემო მარადიდი კი – საქართველოს. სოფელში უმეტესი ეზოები ქვის ყორეებით არის შემოსაზღვრული.
არის თუ არა საშიში დიდაჭარის კაშხალი? [ვიდეო]
„შუახევი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ 30 მარტს გახდა ცნობილი. 10 აპრილს „ბათუმელებმა“ გადაიღო დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი. კაშხლის კედლის ნაწილი სველია და რამდენიმე ადგილას წყალი გამოდის. ფოტო-ვიდეო მასალაზე, რომელიც „ბათუმელებმა“ გადაიღო, ჩანს კაშხლის დაზიანებული მონაკვეთი. 52 მეტრის სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი ორი მდინარის – აჭარისწყლისა და მდინარე ღორჯომის შესართავის …
Continue reading “არის თუ არა საშიში დიდაჭარის კაშხალი? [ვიდეო]”
სოფელ მარადიდში მიწას ამჯერად 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია კირნათი ჰესის გამო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათი ჰესის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის წესით მოქალაქეებისთვის საკუთრების ჩამორთმევა გრძელდება. ამჯერად სოფელ მარადიდში მიწის ნაკვეთს 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომელიც 2020 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ „მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შემდეგ ფიზიკურ პირებთან: …
სოფელ მარადიდში 7 მესაკუთრეს ჰესის გამო მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ
„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ამჯერად 2 მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ექსპროპრიაციას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება აღნიშნული ქონების [მიწა, მრავალწლიანი ნარგავები] ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით 7 ფიზიკურ პირთან. მარადიდში მიწის ამ 2 ნაკვეთის მესაკუთრეები არიან გიორგი, …
კირნათი ჰესის მშენებლობის გამო მარადიდში 34 პირს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში 34 პირს მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – მიწას, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან და ნარგავებთან ერთად, ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო, მარადიდში ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ჯამში 24 309 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები და 4 859,5 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობები. ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი …
გოგინაური ჰესის მშენებელ კომპანიას შუახევში 3226 კვ.მ მიწა იჯარით წელიწადში 674 ლარად გადაეცა
შუახევში, გოგინაური ჰესის მშენებელ კომპანია „ალტერ ენერჯის“, ჯამში 3 226 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, 4 წლის ვადით გადაეცა. მიწით სარგებლობისთვის კომპანია ყოველწლიურად 674 ლარს გადაიხდის. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთები კომპანიას გოგინაური ჰესის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სჭირდება. შპს „ალტერ ენერჯი“ [ALTER ENERGY] 2012 წელს ბათუმში, ფრიდონ ქათამაძისა და გოდერძი ფუტკარაძის მიერ …
რატომ ხმება წიწვოვანი ტყე აჭარაში
აჭარის მაღალმთიანეთში წიწვოვანი ტყე ხმება. ხმობის პროცესი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში თვალნათლივ ჩანს. მაგალითად, წიწვოვანი ხეები გამხმარია შუახევში, სოფელ ნენიაში. ხეები ასევე ხმება სოფლებში: ღურტაში, ჩანჩხალოში, ყინჩაურში. გამხმარი ტყის მასივის ნაწილი იმ არეალშია, სადაც „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბები გაჰყავთ. ადგილობრივი მოსახლეობა ხეების ხმობას სწორედ ჰესის მშენებლობას უკავშირებს. თუმცა „აჭარისწყალი ჯორჯია“, კომპანია, რომელიც „შუახევი ჰესს“ …
„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები
„შუახევი ჰესი“, რომლის ორი გვირაბი ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორ თვეში ჩამოინგრა და ორი წელია გაჩერებულია, 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. მანამდე კი, ოქტომბერში, ოპერირებას დაიწყებს „სხალთა ჰესი“, დაიწყება ტურბინების ტესტირება და დიდაჭარა-შუახევის გვირაბის შევსება. „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ „შუახევი ჰესი“ 2020 წლის მარტიდან სრული დატვირთვით იმუშავებს. „ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. სწორედ ამ შეფასებებზე …
Continue reading “„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები”
კირნათი ჰესის პროექტის გამო მარადიდში კერძო საკუთრებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჰესის მშენებელ კომპანიას, „აჭარ ენერჯი-2007“-ს ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა კერძო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც პროექტის განხორციელების არეალშია მოხვედრილი. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა სოფელ მარადიდში მდებარე მიწის ნაკვეთები: 985 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 346 კვ.მ და ნარგავები – თანამესაკუთრეები: ზეინაბ დიდმანიძე, სერვეთ …
შუახევში გოგინაურიჰესის მშენებლობაზე სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა
შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის [გოგინაურიჰესის] მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. გოგინაურიჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა. საქართველოს კანონმდებლობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით …
შუახევიჰესის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების 30% დასრულებულია
მდინარე აჭარისწყალზე აშენებული „შუახევიჰესი“ ექსპლუატაციაში 2017 წელს მიიღეს. იმავე წელს, წყლის გაშვების შემდეგ, ერთ-ერთი გვირაბი დაზიანდა. ჰესის გვირაბის გამაგრება ამ დრომდე გრძელდება. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტია, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების მხოლოდ 30%-ია დასრულებული. „გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 18 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვირაბის …
Continue reading “შუახევიჰესის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების 30% დასრულებულია”
მაჭახლელები ხეობაში ჰესების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პრემიერს მიმართავენ
მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა ხეობაში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა ხელმოწერებს მთელი აჭარის მასშტაბით აგროვებს. ჰესის მოწინააღმდეგეები აპირებენ ხელმოწერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზე გაგზავნილ განცხადებას დაურთონ თან იმის საილუსტრაციოდ, რომ მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენებას არა მხოლოდ ხეობის, არამედ მთელი აჭარის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. აქტივისტები პარასკევს, 5 აპრილს, ბათუმის ცენტრალურ [ყოფილი 6 მაისის] პარკში, კოლონადებთან შეაგროვებენ ჰესის მოწინააღმდეგეთა …
მაჭახლის ხეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს – პროტესტი ჰესის წინააღმდეგ
სოფელ ქედქედის [მაჭახლის ხეობა] მოსახლეობ მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. „ბათუმელები“ სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს, ნუგზარ მსხალაძეს ესაუბრა. „ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ხეობაში ჰესის მშენებლობას და არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ისევ განაახლეს სამუშაოები. ტოპოგრაფიის დასრულება უნდათ. ცოტა ხნის წინ ეს ხალხი ხეობიდან გავაძევეთ და ახლა ისევ მოვიდნენ“, – გვეუბნება ის. ნუგზარ მსხალაძე ამბობს, რომ …
Continue reading “მაჭახლის ხეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს – პროტესტი ჰესის წინააღმდეგ”
არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე პირები ხელს გვიშლიან – კომპანია მარადიდის დატბორვაზე
20 თებერვალს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში, გზის დატბორვას „კირნათი ჰესის“ მფლობელი კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოეხმაურა. რა გახდა დატბორვის მიზეზი, როგორია კომუნიკაცია თურქეთში არსებულ და „კირნათი ჰესს“ შორის, თუ აანაზღაურებს კომპანია ზარალს? – „ბათუმელებს“ ამ და სხვა კითხვებზე სურდა კომპანიისგან პასუხის მიღება, თუმცა „აჭარ ენერჯი 2007“-მა მხოლოდ წერილობით გამოგზავნა მედიასთან პასუხი. წერილში …
რა კავშირშია თურქეთში მდებარე კაშხალი მარადიდში მოსახლეობის ნაკვეთების დატბორვასთან
„თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჰესიდან მოხდა ჭარბი წყლის გამოშვება, რომელიც უნდა გაეტარებინა კირნათი ჰესს, თუმცა, ტექნიკური მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა და დაიტბორა გარკვეული ტერიტორია. ასეთი განმარტება მომცეს მე „აჭარენერჯი 2007“-ში, რომლის საკუთრებაშიც არის კირნათი ჰესი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯუმბერ ვარდმანიძემ, ხელვაჩაურის მერმა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიას თურქეთის მხარეს მდებარე კაშხლების ოპერატორებთან კომუნიკაცია არ აქვს: „პირადად …
ხელვაჩაურის მერი მარადიდის დატბორვისთვის კომპანიას ბოდიშის მოხდას სთხოვს
„საფრთხე აღმოფხვრილია,“ – ირწმუნება ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე სოფელ მარადიდის დატბორვასთან დაკავშირებით, თუმცა მან კონკრეტულად არ იცის, რის გამო შეიქმნა პრობლემა, ან რა გამორიცხავს მორიგ საფრთხეს. წერილობით განმარტებას ხელვაჩაურის მერი ჰესის მფლობელი კომპანია „აჭარენერჯი 2007“-გან უახლოეს დღეებში ელოდება. ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი თურქეთში მდებარე ჰესზე შეიქმნა. „ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ამ კომპანიას, წყლის დონემ დაიწია …
Continue reading “ხელვაჩაურის მერი მარადიდის დატბორვისთვის კომპანიას ბოდიშის მოხდას სთხოვს”
სოფელ მარადიდში ჭოროხმა სამანქანე გზა და საფლავები დატბორა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა და სასაფლაოს ნაწილი დატბორა. სოფლებში – მარადიდსა და ძაბლავეთში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის, თემურ დიდმანიძის თქმით, მდინარეში წყლის დონემ მატება დაახლოებით 12 საათზე დაიწყო. „მანქანების სავალი გზის დაახლოებით 25 მეტრია დატბორილი, სოფლის სასაფლაოზეა წყალი შემოსული და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე. ხალხი გამოვიდა და გადაკეტა „კირნათი ჰესის“ შესასვლელი, …
Continue reading “სოფელ მარადიდში ჭოროხმა სამანქანე გზა და საფლავები დატბორა”
მომღერალი ბაიარ შაჰინი მაჭახელას ხეობაში ჰესის საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება
ეთნიკურად ქართველი, მომღერალი ბაიარ შაჰინი [გუნდარიძე], რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ, როგორც ქართული ფოლკლორის შემსრულებელს, აჭარაში, მაჭახელას ხეობაში მცხოვრებლებს მიმართავს და მაჭახელას ხეობაში ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება. ვიდეომიმართვა მომღერალმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „ბათუმელები“ სტილის დაცვით გთავაზობთ მიმართვის ტექსტს. „ჩემო მაჭახლელებო, ეხლა სტამბულში ვარ. გავიგე, რომ მდინარე მაჭახელაზე ჰესის აშენება უნდათ. ძალიან შევწუხდი და მოგმართავთ თქვენ. …
Continue reading “მომღერალი ბაიარ შაჰინი მაჭახელას ხეობაში ჰესის საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება”
შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
2019 წლის 26 თებერვალს შუახევში, გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური [გოგინაური ჰესი] უნდა აშენდეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გოგინაური ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა. „აღნიშნული პროექტის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურსა და სოფელ მაწყვალთას ადმინისტრავიული …
Continue reading “შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება”
მარადიდის მოსახლეობა: ჰესის გამო ჭოროხი გაუფრთხილებლად დააგუბეს, სოფელი დაიტბორა
ხელვაჩაურში, „კირნათი ჰესთან“, აქცია მიმდინარეობს. მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა კომპანია „აჭარენერჯის“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ ისე დააგუბა მდინარე ჭოროხი, რომელიც ახლა მათი საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილს ფარავს, რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებია. წელიწადზე მეტია კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს საკომპენსაციო თანხის შესახებ, თუმცა მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. „აქ ვართ …
Continue reading “მარადიდის მოსახლეობა: ჰესის გამო ჭოროხი გაუფრთხილებლად დააგუბეს, სოფელი დაიტბორა”
„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ
აგვისტოში „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. სამი თვის შემდეგ ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“. გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა, წყალსაცავთან ახლოს, რომელიც წყლისგან ახლა სრულიად დაცლილია. ამ ადგილას მოსახლეობა სამი წლის წინ საპროტესტო აქციებს მართავდა და უსაფრთხოების …
გამამართლებელი განაჩენი თაღლითობის საქმეზე, სადაც დაზარალებული ჰესის მშენებარე კომპანია იყო
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია მირიან ბოლქვაძე, რომელსაც პროკურატურა თაღლითობას ედავებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. თაღლითობის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯია“. ეს კომპანია აშენებს „შუახევი ჰესს“. გამოძიების ვერსიით, მოქალაქემ თაღლითური გზით სცადა კომპანიის ქონების დაუფლება. საქმის მასალების მიხედვით, კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის მირიან ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი …
ორი კაშხალი და 3 600 მეტრი სიგრძის გვირაბი მერისის ხეობაში
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 20 ოქტომბერს მერისის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო. მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასებასა და ჰესების პროექტზე, მშენებლობის დამპროექტებელი კომპანიის შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“-ის დირექტორმა, შამილ ბირკაძემ ისაუბრა. შამილ ბირკაძის განცხადებით, მერისის ხეობაში ერთი კაშხალი მდინარე აკავრეთაზე მოეწყობა, მეორე კი – აკავრეთას …
Continue reading “ორი კაშხალი და 3 600 მეტრი სიგრძის გვირაბი მერისის ხეობაში”
როდის დაიწყება კორომხეთჰესის მშენებლობა ქედაში – ჰესი მდინარე აკავრეთაზეც აშენდება
ქედაში, კორომხეთჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შუახევიჰესის მშენებელ კომპანიასთან მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება დადებითად გადაწყდება, კასკადის მშენებლობა ქედაში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება და ის მდინარე აჭარისწყალზე მოეწყობა – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა, დავით შარიქაძემ. მისივე ინფორმაციით, ჰესის ასაშენებლად დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „სამშენებლო პროცედურებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად დასრულდება …
შუახევის სოფლებში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში გეოლოგები დამეწყრილ ადგილებს სწავლობენ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ზაზა ზოიძის თქმით, გეოლოგიური დასკვნები ერთ კვირაში მომზადდება, რის საფუძველზე გამგეობა შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს. „საცხოვრებელი სახლებისა თუ მიმდებარე ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის მოთხოვნით გამგეობაში 50-მდე განაცხადი შემოვიდა. გეოლოგებთან ერთად მახალაკიძეების, შუბნის, დღვანისა და უჩამბის თემების სოფლები შევისწავლეთ, ამ დროისთვის ბარათაულში ვიმყოფებით, დღესვე შევისწავლით …
Continue reading “შუახევის სოფლებში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ”
რა რეკომენდაცია მისცა გეოლოგმა შუახევის გამგებელს
შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში მეწყერი ჩამოწვა. ჩაკეტილია სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა. ადგილის შესწავლას განაგრძობენ გეოლოგები, რომლებიც დასკვნას პარასკევს დადებენ. გეოლოგიური დასკვნის შედეგად განისაზღვრება, ემუქრება თუ არა საფრთხე ჩანჩხალოს რომელიმე მცხოვრებს. „ეს არ არის ახალი მეწყრული კერა. ამ ადგილებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აქტიურია მეწყერი. ბოლოს აქ მეწყერი 2005 წელს ჩამოწვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ფუტკარაძემ, აჭარის …
Continue reading “რა რეკომენდაცია მისცა გეოლოგმა შუახევის გამგებელს”
რა მოხდა კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესზე
კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესთან მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ჰესის მშენებელ კომპანიაში თქვეს, რომ ჰესის გვირაბთან კლდე ჩამოინგრა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და სოფელ ჭახათის რწმუნებულის თქმით კი, ჩამოინგრა გვირაბის ნაწილი. შემთხვევა 2016 წლის დეკემბერში მოხდა. ჰესის მშენებლობაზე კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ მუშაობს, რომლის დირექტორი პაატა ფხალაძე აცხადებს, რომ გეოლოგიური დასკვნების მიუხედავად, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა …
Continue reading “რა მოხდა კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესზე”
ხულოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ზურაბ პატარაძეს მიმართავს
ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის: ღურტის, დიაკონიძეების, ოქრუაშვილების, ვაშლოვანის, სხალთის და კვატიის მოსახლეობა ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ექვსგვერდიან მიმართვაში ვრცლადაა აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც ამ სოფლების მოსახლეობას შეექმნა ხულოში ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ, “როცა აფეთქება იყო, სახლები ირყეოდა, მოსახლეობაში ცუდი განწყობა უფრო და უფრო მკვიდრდებოდა, სიღრმეში შესვლის შემდეგ სახლები ირხეოდა. როცა მიმართეს და სთხოვეს, …
Continue reading “ხულოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ზურაბ პატარაძეს მიმართავს”
აქციის მონაწილე შუახევიდან: პოლიციამ ძალის გამოყენებით დაგვშალა
“პოლიციამ ძალის გამოყენებით დაგვშალა,” – ამბობს “ბათუმელებთან” აქციის ერთ-ერთი მონაწილე სულხან მახარაძე. სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებთა საპროტესტო აქცია “აჭარისწყალი ჯორჯიას” მშენებარე ჰესის ერთ-ერთ გვირაბთან გაიმართა, სადაც შეკრებილებმა მშენებლებისგან მოითხოვეს დეტალური გეოლოგიური შესწავლის ამსახველი დოკუმენტის წარმოდგენა. “ჩვენ მხოლოდ გვირაბთან მისასვლელი გზა გვქონდა გადაკეტილი. მოვიდა 50-მდე პოლიციელი და კანონს არღვევთო. ვუთხარით, რომ კანონი ვიცოდით და ამის შემდეგ გადაგვიარეს. …
Continue reading “აქციის მონაწილე შუახევიდან: პოლიციამ ძალის გამოყენებით დაგვშალა”
“აჭარისწყალი ჯორჯია” მახალაკიძეების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა
სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ დღეს, 15 ივნისს, მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დეტალური კვლევების ჩატარებას ითხოვენ, რადგან ჰესის მშენებლობის გამო სახლები დაიბზარა, დაიკარგა სასმელი წყალი და მეწყრის ახალი კერები გაჩნდა. “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ მახალაკიძეებში ჩატარებული კვლევის პირველადი დასკვნის თანახმად ვერ დადგინდა კავშირი, მეწყრული პროცესების გააქტიურებასა და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ, გვირაბის გაყვანის პროცესში ჩატარებულ …
Continue reading ““აჭარისწყალი ჯორჯია” მახალაკიძეების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა”
სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი “აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ
ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი რომან თავართქილაძე ამბობს, რომ სოფელში რამდენიმე ჭაობი [რომელსაც სარწყავად იყენებდა მოსახლეობა] და მინერალური წყლები [საანას აბანო, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა] მას შემდეგ დაშრა, რაც „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის მშენებლობაზე გვირაბების გაყვანა დაიწყო. რომან თავართქილაძის ოჯახს სასმელი წყალი 2014 წლის დეკემბერში შეუწყდა, რაზეც მან ხულოს საკრებულოსა და კომპანიას [„აჭარისწყალი ჯორჯია“] მიმართა. კომპანიის განმარტებით …
Continue reading “სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი “აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ”
შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს
შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მათ ჰესის მშენებლობამ კონკრეტული ზიანი მიაყენა: გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა სახლები. მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ასევე გვირაბების გაყვანის შეჩერებას იმ დრომდე ითხოვს, ვიდრე გეოლოგიური დასკვნა არ იქნება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასკვნები დაიდება და ამას კომისია გააკეთებს, რომელიც რამდენიმე დღეში შეიქმნება: „ამ კომისიაში იქნებიან …
Continue reading “შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს”