სოფლის მაცხოვრებლები ჰესის მშენებლობის დროს დაზიანებული სახლების გამო, კომპენსაციას და სოფელში წყლის მიწოდების აღდგენას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელ ჩანჩხალოში შუახევჰესის მშენებელმა კომპანიამ „აჭარისწყალ ჯორჯიამ“ სოფელში გვირაბის გაყვანა დაიწყო მეწყრული პროცესები გააქტიურდა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაბზარულია საცხოვრებელი სახლის კედლები და ფაქტობრივად სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ცენტრალური სავტომობილო გზის გადაკეტვის შემდეგ, მოსახლეობამ სოფელში მშენებარე გვირაბთან გადაინაცვლა და მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტა.
აქციის წევრებს შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე შეხვდა და განუცხადა, რომ დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მომავალი კვირიდან მიიღებს. რაც შეეხება წყალს, ტარიელ ებრალიძის განმარტებით, ამ საკითხზე მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
საპროტესტო აქცია სოფელ ჩანჩხალოში