ქობულეთში დაპირისპირების დროს ერთი პირი დააკავეს

ქობულეთის მერიასთან დაპირისპირების დროს ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, დღეს მათ საკრებულოში შესვლის საშუალება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ მისცეს, ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაკავებული სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ამ თემაზე: „ოცნების“ მხარდამჭერები დაგვხვდნენ და გვეჩხუბეს“ – ქობულეთის მერიასთან 1 პირი დააკავეს

ქობულეთის საკრებულოს წევრი: სამუშაო კაბინეტში არ მიშვებენ

ქობულეთის მერიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მერს, მერის მოადგილეს, მერიის აიპის თანამშრომლებსა და „ნაციონალური  მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის. ენმ-ის წარმომადგენელმა ქობულეთის საკრებულოში ბონდო თედორაძემ მერს „ზონდერი“ უწოდა, მირიან ქათამაძემ კი უთხრა, რომ უზრდელია. დაპირისპირებისას ისმოდა გინება და უცენზურო სიტყვები. ბონდო თედორაძე ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასევე არის ფრაქციის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ დილით, როცა სამსახურში  …

„ოცნების“ მხარდამჭერები დაგვხვდნენ და გვეჩხუბეს“ – ქობულეთის მერიასთან 1 პირი დააკავეს

დღეს, 25 ნოემბერს, ქობულეთის მერიის წინ, ფიზიკური დაპირისპირების დროს, პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძე ამბობს, მას დილით სამსახურში შესვლის დროს, მერიის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები დახვდნენ და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „არც მერიის დაბოქლომებას ვაპირებდი და …

ფიჭვნარში ფიჭვები გაჩეხეს – „ალიანსი“ 29-სართულიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს

„ეს სივრცე ნამდვილად ლამაზი და მიმზიდველი იქნება,“ – ამბობს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე ქობულეთის ფიჭვნარში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით. ზღვისპირას, სადაც ახლა ხეებს ჩეხავენ, „ალიანსი ჯგუფი“ 29-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. „ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულია ხელშეკრულება. იმისთვის, რომ განახორციელოს კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უნდა მომზადდეს ტერიტორია… ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 20 ან …

ქობულეთის სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღს ააშენებენ – ტენდერი 1,2 მილიონი ლარით

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო, სატენდერო ღირებულება 1 204 331 ლარია. სოფელ ალამბარში, ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 წელზე მეტია საბავშვო ბაღი [2 ჯგუფი] სოფლის საჯარო სკოლის პირველ სართულზე ფუნქციონირებს, სადაც 70 ბავშვი დადის. მერიის ინფორმაციით, ახალი შენობა სამ ჯგუფზეა გათვლილი. პროექტით გათვალისწინებულია 3-სართულიანი რკინა-ბეტონისკარკასიანი შენობის მშენებლობა. …

ქობულეთში მერიის 4 მოხელის დაკავება დადასტურდა

ქობულეთში, სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და მერიის ერთი თანამშრომელი დღეს, 8 ნოემბერს, ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ამ უწყებაში არ აზუსტებენ, რა სამართლებრივი საფუძვლით დააკავეს მოხელეები. „დაკავებულია ოთხი პირი აჭარის რეგიონში. ვიდრე არ დასრულდება გარკვეული პროცედურები, ვერ გავასაჯაროვებთ დეტალებს,“ – გვითხრეს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში. რა იგულისხმება „პროცედურებში“ თუკი ადამიანებს სახელმწიფომ ბრალი უკვე წაუყენა? – …

ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციას ქობულეთის მერიაც გეგმავს

ბათუმის მერიაში ახალი მუნიციპალური „ზედამხედველობის ინსპექციის“ შექმნის აუცილებლობის დასაბუთებისას აღიარეს, რომ ეფექტური კონტროლი საზედამხედველო საქმიანობაზე მთავარ გამოწვევად რჩება. იგივე გზას დაადგა ქობულეთის მერიაც.  მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე ბრძანება 30 ოქტომბერს გამოსცა. ამ ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია  ეფექტიანი, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის არის საჭირო. რა ტიპის რეორგანიზაციას გეგმავს ქობულეთის მერია, …

ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა ორი მეთორმეტეკლასელი

სოფელ ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა კიდევ ოთხი მგზავრი. ისინი დაღუპულების თანაკლასელები არიან. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში. ამ სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული გოგო კომაშია და მას თავის ტრამვები აქვს, ბიჭს – მრავლობითი …

„ოაზისი“ სანაპიროსთან, სახელმწიფო მიწაზე პროექტს უკანონოდ ახორციელებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ჩაქვში, უშუალოდ პლაჟის გასწვრივ მდებარე 12 598 კვ/მ მიწა, პირდაპირი წესით საკუთრებაში 263 046 ლარად [1 კვ/მ-ს 20 ლარად და 88 თეთრად] უნდა გადასცეს – ამ ტერიტორიაზე 350 ათასი ლარის, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 15 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ეს ინვესტიცია, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, კომპანიამ 2022 …

რატომ არის არეული ქობულეთის სანაპირო?

ქობულეთის სანაპიროს ცენტრალურ ტერიტორიაზე ქვაფენილი მთლიანად აყრილია. ქობულეთის მერიის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყეს. თავდაპირველად მხოლოდ 850-მეტრიან მონაკვეთზე აპირებს ზღვისპირა პარკის მოწყობას ქობულეთის მერია, რისთვისაც 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან მიიღო. „ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობა [I ეტაპი]: …

ქობულეთში დადგამენ კაცის ქანდაკებას, რომელიც ზღვაში ძაღლის გამოსაყვანად შევიდა და დაიღუპა

ქალაქ ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის სკვერში, ავთანდილ ცხვედიანის მემორიალი/ქანდაკება დაიდგმება, ადამიანის, რომელიც 2019 წლის 5 აგვისტოს თავისი ძაღლის გადასარჩენად შევიდა ადიდებულ ზღვაში და დაიღუპა. ქობულეთის მერიამ კონკურსი უკვე გამოაცხადა  ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის (ქანდაკება) ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 000 ლარია. ავთანდილ ცხვედიანი 51 წლის იყო. 2019 წლის 5 აგვისტოს ის ზღვაში შტორმის …

ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

ქობულეთის მერია მუნიციპალიტეტის სსიპ-ს „ქობულეთის შუქურას“ სოფელ ბობოყვათში ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას გადასცემს. მუნიციპალიტეტის მერიის ქონების განკარგვის კომისიის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთი კლუბს უსასყიდლოდ, უზურფრუქტის წესით [სარგებლობის პირობით] გადაეცემა. ამავე კომისიის სხდომის ოქმში ნათქვამია ისიც, რომ გადაცემული ტერიტორია საფეხბურთო კლუბმა საწვრთნელი ბაზის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს. კომისიის ოქმში არ არის საუბარი იმაზე, თუ რა სახსრებით მოაწყობს კლუბი …

რა უნდოდა ტრაქტორს დამსვენებლებით სავსე პლაჟზე – ქობულეთის მერის განმარტება

დამსვენებლებით სავსე ქობულეთის პლაჟზე ტრაქტორი დღეს, 24 აგვისტოს, დილით გამოჩნდა. პლაჟზე მოსიარულე ტრაქტორის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქობულეთის მერიას განმარტების გაკეთება მოუწია. „დილით სანაპირო ზოლზე გამოირიყა ნატანი და ხის კუნძები. ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე, დილიდან ალაგებდნენ პლაჟს. რამდენიმე მონაკვეთზე ზღვამ ხის დიდი კუნძები გამორიყა. რომლის ამოღებაც დამატებით ტექნიკას საჭიროებდა. სანაპირო ზოლზე ტრაქტორის …

მგზავრებით გადაჭედილი ტრანსპორტი – რა აწუხებთ ქობულეთელებს და ტურისტებს

ქობულეთის მცხოვრებთ და ჩასულ ტურისტებს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უჭირთ. ქალაქის მცხოვრებლები, რომლებმაც „ბათუმელებს“ საკითხით დაინტერესება სთხოვეს, ამბობენ, რომ ტრანსპორტი ხშირად აგვიანებს. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, ისეა მგზავრებით გადაჭედილი, რომ ასვლა შეუძლებელია. მოქალაქე სოციალურ ქსელში მგზავრებით სავსე „მარშრუტკის“ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ გადაჭედილი ტრანსპორტი ქობულეთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე პრობლემის არსებობას ნაწილობრივ ადასტურებს. მერი …

ქობულეთის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც 9 წლის წინ გააკეთეს, დაზიანებულია

ქობულეთში, საკანალიზაციო მილი, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წვიმის შედეგად რუსთაველის ქუჩის მონაკვეთში ისე დაზიანდა, რომ მთელი სისტემის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგური და დროებითი მილი. პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის სარეზერვო ფონდიდან ქობულეთისთვის 102 641 ლარი გამოიყო, საიდანაც 42 ათასამდე ლარი დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად დაიხარჯა. ამ …

რა კეთდება ციხისძირში იმ ადგილას, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს

ქობულეთის სოფელ ციხისძირში, იმ ადგილზე, სადაც გასულ წელს მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის პარკში გადაიტანეს, მიწის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აღადგენდნენ [რეკულტივაცია] იმ ადგილს, საიდანაც ხეები ამოთხარეს შეკვეთილში გადასატანად. თუმცა, „ბათუმელებმა“ ახლახან გაარკვია, რომ ციხისძირის გადათხრილ ფერდობზე სტადიონს აშენებენ. ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია და იქ ხეებიც თავის დროზე უნებართვოდ ამოთხარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, …

ქობულეთის პლაჟზე გასახდელები და საშხაპეები მოეწყობა

ქობულეთის პლაჟზე მუნიციპალიტეტი 15 საშხაპეს და ამდენივე გასახდელს დაამონტაჟებს. შესაბამისი მომსახურების შესყიდვეზე ტენდერები ცალ-ცალკეა გამოცხადებული. საერთო სატენდერო ღირებულება 47 525 ლარია [გასახდელები – 16 500 ლარი და საშხაპეები – 31 025 ლარი]. ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 10 დღეში უნდა მოეწყოს საშხაპეები, ხოლო 20 დღეში – გასახდელები. 15 საშხაპისა და 15 გასახდელის მოწყობას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან …

პროკურატურამ ქობულეთის „სანდასუფთავების“ ყოფილი უფროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ქობულეთის მერიაში არსებულ სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. საუბარია ქობულეთის მერიის შპს „ქობულეთის სანდასუფთავებაზე“, რომლის ხელმძღვანელმა, სულიკო ბლადაძემ, TV 25-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა ორგანიზაციაში არსებული ნეპოტიზმი. მან განაცხადა, რომ სამსახურში ძმა და ცოლისძმა ჰყავდა დასაქმებული. TV 25-ის სიუჟეტის თანახმად, …

ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ დღეს, 5 ივნისს, სამსახურიდან გაათავისუფლა ქობულეთის „სანდასუფთავების“ უფროსი სულიკო ბლადაძე. „სანდასუფთავებაში“ არსებული სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფიქტიურად დასაქმებული პირების შესახებ სიუჟეტი გუშინ, 4 ივნისს, TV 25-მა მოამზადა, თუმცა, ქობულეთის მერის თქმით, ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მედიასთან ურთიერთობა გახდა: „ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების …

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ვისთან გაფორმდება 200 ათას ევროზე [ექვივალენტი ლარში] ხელშეკრულება, სამინისტროში ჯერ არ ახმოვანებენ. „სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა …

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

ქობულეთში  მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას, პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარია. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „გრინ რეზორტთან“ გააფორმა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, …

როდის აღარ დაიტბორება ქობულეთი-ბათუმის გზა

„ქობულეთი-ბათუმის ტრასაზე, მემედ აბაშიძის ქუჩის მონაკვეთში, წყალი დგება, ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ავარიებიც ხშირად ხდება… ამას წინათ ავარიის შედეგად ადამიანიც დაიღუპა. არავინ გვაქცევს ყურადღებას. მივმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტს, საგზაო დეპარტამენტს. მოვიდნენ, დახედეს, შეგვპირდნენ და არჩევნების შემდეგ დაივიწყეს,“ – ეს შეტყობინება სოციალურ ქსელში ქობულეთიდან სულეიმან ბოლქვაძემ მოგვწერა. ქობულეთის მერიაში ადასტურებენ პრობლემას, რასაც მოქალაქე ასახელებს. „მაგრამ მოვლა-პატრონობა საქართველოს გზების …

ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში 5-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

„კრილია სოვეტოვის “ ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში ხუთმილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. თუ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს [აბაშიძის ქუჩის #90-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს] მიიღებს სპორტსმენი, ოთხმოცნომრიან სასტუმროს ააშენებს 10 495 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, იჯარის წესით, ასევე ითხოვს ზემოთ აღნიშნული მისამართის გვერდით არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიას. თუმცა დოკუმენტებში დაზუსტებით არ ჩანს, კონკრეტულად რომელ მიმდებარე ტერიტორიაზეა …

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს

შპს „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ კიდევ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად ითხოვს. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში …

ქობულეთში მიწას ითხოვს საკრებულოს წევრის ძმა, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს

ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანია – შპს „ჯორჯტრანსი“ ქობულეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე, #2 – ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთს  15-წლიანი იჯარით ითხოვს. ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომპანია კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ დაურეგისტრირებელ ფართობს – 23 472 კვადრატულ მეტრს ითხოვს. გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, მოთხოვნილი ნაკვეთის გვერდით შპს „ჯორჯტრანსი“ საკუთრებაში ფლობს 4 …

პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ ჩაქვის პლაჟი „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცა

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ჩაქვის პლაჟი შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ათწლიანი იჯარით გადასცა. საკითხის განხილვას სხდომაზე დღეს მოქალაქეები ესწრებოდნენ. ისინი ითხოვდნენ, საკრებულოს წევრებს გაეთვალისწინებინათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა და პლაჟი ინვესტორისთვის არ გადაეცათ. მანამდე მათ ამ მოთხოვნით მოსახლეობამ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართა. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემის აუცილებლობა მისი …

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს: იქ რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს ვინმეს!

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე შპს „დრიმლენდ ოაზისისთვის“ პლაჟის ტერიტორიის გადაცემას მისი მოვლა-განვითარების აუცილებლობით ხსნის. დავით მჭედლიშვილის თქმით, მან არ იცის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მას შემდეგ, „იქ რომ ვინმეს თმის ღერი ჩამოუვარდეს“. საკრებულოს ოპოზიციამ მას შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, თვითონ მოუაროს და განავითაროს ტერიტორია: „ვინ დაგიშალათ პლაჟის მოვლა?“ სხდომას ესწრება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური …

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი იწვის

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი იწვის. თვითმხილველის თქმით, ხანძარი სახლის სახურავზე გაჩნდა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახური უკვე მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ქობულეთის სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის 23:30 ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია სახლის მეორე სართული. ქობულეთის მერიის პრესცენტრის თქმით კი, ადგილზე ქობულეთის მერიც იმყოფებოდა და ზარალს უახლოეს პერიოდში დაითვლიან. შინაგან …

რა ხდება კარიერზე, რომლის დახურვასაც კვირიკეს მოსახლეობა ითხოვს

ქობულეთის სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ერთი ნაწილი მთის კარიერზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს – აქედან ქვის ლოდებს ეზიდებიან. 13 მარტს მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ საკითხს სამთავრობო კომისია განიხილავდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ასეთი კომისია აჭარის მთავრობაში შექმნილი არ არის. სოფელში სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, ლიცენზიანტ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ  მოსახლეობა კანონიერ საქმიანობაში ხელს უშლის და მათ პრეტენზიებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა …

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

აჭარაში შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით ესპანური კომპანია „Iberostar Group“-ი დაინტერესდა. ეს ინფორმაცია სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს „პირველი ხაზის“ სასტუმროები [„first line“ hotels], რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი… და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი ქონების და …

ქობულეთის მერის ახალი მოადგილე – მინისტრის მოადგილის ძმა და საკრებულოს დეპუტატის შვილი

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ახალი მოადგილე ლევან ზოიძე გახდა. იგი დღეს დაინიშნა ამ თანამდებობაზე, მას შემდეგ, რაც მერის ყოფილი მოადგილე, სულხან მოწყობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნა.  ლევან ზოიძის მამა, ავთანდილ ზოიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრია. იგი სოფელ აჭყვისთავის მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“, ლევან ზოიძის და, თინა ზოიძე კი აჭარის ფინანსთა და …

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოსაწყობად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს, ამჯერად 2,9 მილიონი ლარით

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 2 929 454 ლარია, რაც პირველი ტენდერთან შედარებით 82 ათასამდე ლარით ნაკლებია. პირველად გამოცხადებული ტენდერი ქობულეთის სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. კომისიას წინა ტენდერში ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა. ამჯერად, ახალი ტენდერი მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 17 იანვარს გამოაცხადა, სადაც წინადადებების …

ვინ მიიღებს დახმარებას მესამე და მომდევნო შვილზე – ქობულეთის მერიამ კრიტერიუმები შეცვალა

ქობულეთის მერიის პროგრამა, რომელიც მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებდა, 2018 წელს ბენეფიციარების რაოდენობას ვერ აუვიდა, ბიუჯეტი წლის მეორე ნახევარში ამოიწურა და დახმარების გარშე რამდენიმე ათაეული ოჯახი დარჩა. ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერაბ ცინცაბაძე ამბობს, რომ უპასუხოდ ორმოცდაათამდე განაცხადი დატოვეს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა მამასახლისის ინფორმაციით …

„სამშენებლო პოლიგონი“ ქობულეთის ფიჭვნარის მწვანე ზოლში [ფოტო]

ქობულეთის სანაპიროზე ჯებირების აღსადგენად სამშენებლო მასალებს პირდაპირ ფიჭვნარის მწვანე ზოლში ამზადებენ. ქობულეთში მცხოვრებმა პირმა ამ სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ფიჭვნარში არა მხოლოდ მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, არამედ, პრაქტიკულად, „სამშენებლო პოლიგონია“ მოწყობილი ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ რეკრეაციულ  ადგილზე. „სამშენებლო პოლიგონია“ კი, რადგან არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილება მიზანშეუწონელია… ეს შესაძლებელია, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, …

ქობულეთში ინტერნეტის კაბელები მიწის ზემოთ გაიყვანეს

ქობულეთში, აღმაშნებელის ქუჩაზე, ინტერნეტის კაბელი მიწის ზემოთ გაჰყავთ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს და როცა კაბელების მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემაში განთავსება შეიძლებოდა, კომპანიებისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ. „მიწის ქვემოთ რომ გასულიყო, მაშინ ტროტუარი უნდა გათხრილიყო, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, დროც გაიწელებოდა. თქვენ რა პრობლემას ხედავთ იმაში, რომ კაბელები მიწის ზემოდანაა? იქ გადის …

“ვახშამი ბიუჯეტიდან არ დაგვიფინანსებია” – ქობულეთის მერის განმარტება

“ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში მუნიციპალური ღონისძიება და არც ერთი თეთრი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ღონისძიებაზე არ გახარჯულა საბიუჯეტო სახსრებიდან. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად  შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმ გზით, რომ გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, თუ რა თქმა უნდა, ჩემი არ გჯერათ,” – უთხრა “ბათუმელებს” ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ. ქობულეთის მერს რესტორან „ხალაგრანდში“ გამართულ ვახშამთან დაკავშირებით დავუსვით …

Exit mobile version