ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ახალი მოადგილე ლევან ზოიძე გახდა. იგი დღეს დაინიშნა ამ თანამდებობაზე, მას შემდეგ, რაც მერის ყოფილი მოადგილე, სულხან მოწყობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნა.
ლევან ზოიძის მამა, ავთანდილ ზოიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრია. იგი სოფელ აჭყვისთავის მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“, ლევან ზოიძის და, თინა ზოიძე კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა.