რას ამბობს ოზთურქის კომპანია უსახლკაროების აქციაზე – „ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს“

„ეს არის ხალხის ემოციებით ვაჭრობა, ფიზიკურად ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ თანამოქალაქეებს, მაგრამ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის – „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა, რაულ კახაძემ. ამ კომპანიაში უსახლკაროების აქციის შესახებ ვიკითხეთ: არის თუ არა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი …

ბათუმში უსახლკაროები ბინებს ან არჩილ ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ – Live

ბათუმის მერიასთან უსახლკაროები აქციას მართავენ. მათი თქმით, ადგილზე დარჩებიან, ვიდრე აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ. აქციის მონაწილეებთან ერთად არის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მერაბ ბლადაძეც. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. უსახლკაროები ბათუმის მერის, ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ. აქციის წევრები ითხოვენ, მერიამ ისინი საბინაო ფონდიდან დააკმაყოფილოს. მათ დღეს ასევე გააჟღერეს მოთხოვნა ბათუმში, გოგოლის …

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

„ოცნების“ კოორდინატორებმა ადგილზე მოიყვანეს მარშუტკები და რეესტრში წაგვიყვანეს – დაგვარეგისტრირეს. რა დოკუმენტიც იუსტიციაში მოგვცეს, ყველაფერი კოორდინატორებს დავუტოვეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩაგვაბაროთო,“ – ერთნაირად გვიყვებიან ახალ ამბავს „ოცნების ქალაქის“ ახალ კორპუსებში შესახლებულები. ე.წ. ოცნების ქალაქში 12-წლიანი ლოდინის შემდეგ საარჩევნო, 2024 წელს წელს, 600-მდე ოჯახს ბინა გადასცეს. ამჯერად ბინები ამ ოჯახების საკუთრება ფორმდება. ქოხებში დარჩენილებიც წაიყვანეს …

მერია ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაციის წესს ცვლის

მერია ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაციის წესს ცვლის. პროექტის მიხედვით, მოქმედ წესში იცვლება ჩანაწერი ქირით ცხოვრების ვადის თაობაზე. ამ დრომდე განმცხადებელს ბათუმში ქირით მინიმუმ 6 თვით უწყვეტად ცხოვრების ცნობა უნდა წარედგინა კომისიისთვის, ახლა ეს ვადა ერთ წლამდე გაიზრდება. ასევე, მოთხოვნებიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი „ოჯახური დასაბუთება“. მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს სუბიექტური და არარელევანტურია. ცვლილების მიხედვით, შემზღუდველ გარემოებად აღარ …

უსახლკაროები ხელვაჩაურში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში შეიჭრნენ

დღეს, 3 ივნისს, რამდენიმე უსახლკარო ხელვაჩაურში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში შეიჭრა. „წუხელ, დაახლოებით ღამის 4 საათზე შევიჭერით ყოფილ სამხედრო სახლში, ხელვაჩაურში. ჩვენ ვითხოვთ თავშესაფარს, წლებია მთავრობიდან არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მხოლოდ წყლის შემოტანის უფლება მოგვცეს ახლახან, პოლიციელები არიან ირგვლივ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მაგული ფუტკარაძე. ის სახალხო დამცველის და ყველა შესაბამისი პირის დაინტერესებას ითხოვს, ვისაც უსახლკაროების …

შშმ პირის სასამართლო ადვოკატის გარეშე გაიმართა – საია

უსახლკაროების აქციაზე  დაკავებულ უსახლკარო შშმ პირს ბათუმის სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, შშმ პირის სასამართლო დღეს, 20 აპრილს, კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის გარეშე ჩატარდა. „ეს არის პროცედურული დარღვევა. დაკავებული შშმ პირი არის მხარდაჭერის მიმღები, სასამართლოსგან ჰყავს დანიშნული. სასამართლო ადვოკატის და კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ჩატარდა. სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაშინ როცა ამ პირს …

უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

დღეს, 19 აპრილს, ბათუმში უსახლკაროებმა მორიგი აქცია გამართეს, რაც ერთი პირის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. მას შემდეგ, რაც მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს. მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს – დაკავებულია უსახლკარო შშმ პირი. პოლიციის მეექვსე განყოფილებაში შესვლა სცადა …

„რა ვქნა, რიჟვაძე, პენსიით ვერ ვიყიდი ბინას?“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მე 30 წლის შვილს ხელმოკიდებული ვატარებ, ახლაც სახლში ჩავკეტე და ისე წამოვედი აქციაზე. რა ვქნა, რიჟვაძე, მე პენსიის ფულით ხომ ვერ ვიყიდი ბინას? ერთი კუთხე მომცენ, როცა ამდენი ცათამბჯენია ბათუმში და ამდენი უსახლკარო ადამიანი,“ – მეგაფონიდან მიმართა უსახლკარო მაგული ფუტკარაძემ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს, 15 მარტს გაიმართა. …

ხელისუფლებავ: რიჟვაძევ, ივანიშვილო, გვითხარით, სად ვიცხოვროთ – ქალების აქცია ბათუმში

დღეს, 3 მარტს, ბათუმში უსახლკარო და მარტოხელა ქალებმა აქცია გამართეს. მოქალაქეების თქმით, ისინი საცხოვრების გარეშე არიან დარჩენილნი და ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. აქციაზე იმყოფებოდა მარტოხელა დედა მაგული ფუტკარაძეც, რომელმაც გვითხრა, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ერთადერთი საცხოვრებელი ბინა წლების წინ, სწორედ შვილის მკურნალობის გამო გაყიდა. დღეს კი დედაც და შვილიც ღია ცის …

რომელი უსახლკარო ოჯახები მიიღებენ ბინებს – ნახეთ კრიტერიუმები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების კრიტერიუმები დაამტკიცა. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეაფასებენ იმ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლი/ბინა უნდა გადასცენ. სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემის პროგრამა 2024 წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში და წლის ბოლომდე იმოქმედებს. ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში …

უსახლკარო ოჯახებისთვის ბინის გადაცემის პროცედურა – ახალი პროგრამა

საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლია „მძიმე საცხოვრებელ პირობებში ან სხვის საკუთრებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, რომლის შემადგენლობაში არის 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და მშობელი [მშობლები] ან არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელი“. პროგრამა დღეს, 2024 წლის …

„ამ ცივ იატაკზე შევხდებით ახალ წელს“ – ბათუმში 20-მდე უსახლკარო სახელმწიფო შენობაში შეიჭრა

ბათუმში 20-მდე ოჯახი ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაში შეიჭრა. შენობას ჯარისკაცები იცავენ. „უკანა ეზოდან შევედით ღამის 2 საათზე, ფანჯარა გამოვაღეთ და შევედით, ისე ჩვენ ყურადღება არავინ მოგვაქცია“, – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთია, რომელიც 27 დეკემბრის ღამით სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში შეიჭრა. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ეს ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაა და იგი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა. „ახალ …

10 დღეა ქმარი დავასაფლავე და ქუჩა-ქუჩა ვარ ახეტებული, წასასვლელი არსად მაქვს – 65 წლის ქალი

65 წლის შუშანა დეკანაძეს წასასვლელი არსად აქვს. ათი დღეა, რაც მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა და სრულიად მარტოდ დარჩა. შუშანა და მისი მეუღლე ოცი წელია ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდათ. „ხან სად ვიყავით და ხან სად“, – ამბობს შუშანა. მარტოხელა და უსახლკარო ქალს არც სამუშაო აქვს, არც სოციალური შემწეობა და არც თავშესაფარი. …

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში“ – 84 წლის ქალი

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში, ალბათ ყველას შევიფარებდი სანამდეც გავწვდებოდი. მიუსაფარ ძაღლებსაც მივიყვანდი სახლში. გული მიკვდება უსახლკარო ადამიანებს და მიუსაფარ ძაღლებს რომ ვუყურებ. ყოველდღე ვყიდულობ პურს და ქობულეთში რვა ძაღლს ვაპურებ, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილებს. უნდა ნახოთ, როგორ შემომცქერის 16 თვალი, როგორ მელოდებიან რომ ვაჭამო, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილი ჩემი ძაღლები“, – ამბობს 84 …

რატომ არ ისმის უსახლკაროების ხმა მედიაში – დისკუსია

14 დეკემბერს ბათუმელ უსახლკაროებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი უმასპინძლებს. შეხვედრის ორგანიზატორი კი „ბათუმელების“ რედაქციაა. ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში ყოველ ხუთშაბათს, 15:00 საათზე, უსახლკაროები რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს – ისინი ან ბათუმის მერიასთან იკრიბებიან, ან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და ცდილობენ გავლენიანი ჯგუფების ყურადღება მიიქციონ. რატომ არ უნდა ვიყოთ გულგრილი, როდესაც გარშემო ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სახლი. …

„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში

„ხელისუფლებას ამას ვეტყოდი, რომ სტატუსი მაინც  მოგვანიჭონ და ჭერი. ევროპა ამიტომ გვინდა, რომ უსახლკაროდ და უპატრონოდ არ დავიხოცოთ, პატარა ქვეყანა ვართ, ამდენი უსახლკარო რატომ უნდა ვიყოთ?“ – კითხულობს თინა ანთაძე, რომელსაც ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის დროს გამოველაპარაკეთ. მსვლელობა ვარდების სკვერიდან დაიწყო, სადაც დღეს, 16 ნოემბერს, უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ. მეორე წელია ყოველი კვირის ხუთშაბათს უსახლკარო ადამიანები ბათუმის …

„დამეხმარეთ შვილის დაბრუნებაში“ – ბათუმელი „გულთოს“ ცხოვრება სიღარიბეში

„თქვენს პირდაპირ დგას უმწეო, გაუბედურებული დედა, რომელიც დღე და ღამე ზის მარტოსული, ტირის, რომ შვილი დაიბრუნოს. მენატრება, რომ ვაჭამო, ვაბანაო, ჩავაცვა და ჩავეხუტო… დამიდექით გთხოვთ, გვერდში“, – ამბობს 44 წლის ნატალია გაგოშიძე. მას ბათუმში თითქმის ყველა იცნობს. „გულთო“ – ასე ეძახიან მას მეტსახელად. გვიყვება, რომ ათი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ ქუჩაში …

უსახლკაროების აქცია ბათუმის მერიასთან: ყოველ ხუთშაბათს შევიკრიბებით

„ჩვენი მოთხოვნაა, აღარ იყოს უსახლკარო და მშიერი ადამიანი,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი. ის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედაა და 6 წელია ნაქირავებში ცხოვრობს 6 წლის შვილთან ერთად. დღეს, 22 ივნისს, ბათუმის მერიის წინ – ვარდების სკვერში უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ და თქვეს, რომ ყოველკვირეულ აქციებს იწყებენ, ვიდრე მინიმუმ მათ პრობლემებს არ მოისმენენ ხელისუფლებაში: „ყოველი კვირის ხუთშაბათს აქ …

უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების მიღება დაიწყო – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით დღეს, 6 თებერვალს მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების მიღება დაიწყო. რეგისტრაციისათვის საჭიროა განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ოჯახის შემთხვევაში: …

„ოზთურქის ბინებს აღარ ვითხოვთ“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ვითხოვთ ბინებს, წლებია უსახლკაროდ ვართ“ – ამ მოთხოვნით დღეს, 17 ნოემბერს, აჭარის მთავრობის  სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა აქცია გამართეს. „13 წელია ბათუმში, ნაქირავებში ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გუგული ბერიძე, – „ძალიან გვიჭირს, ბინის ქირა 200 ლარია, ვეღარ ვიხდით. მეეზოვედ ვმუშაობ და კიდევ პენსია გვაქვს… მანამდე, ქობულეთში ვცხოვრობდით, სოფელ კვირიკეში, მაგრამ …

ქმარი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, თვალი მან დამიზიანა – მარტოხელა ქალი

„ზოგჯერ პურს ვასხამ ცხელ წყალს და მაგით ვერევი შიმშილს… ზამთარი მოდის, ისევ უნდა გადავიტანო სიცივე გათბობის გარეშე ფაცხაში, რომელიც ჩემი არ არის,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე. ის 61 წლისაა და ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. „მცემდა ქმარი, ვერ მოვდიოდი ოჯახიდან და მაშინ წამოვედი, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში… ქუჩაში დავრჩი, ეს იყო 28 წლის წინ,“ – …

როგორ აღმოჩნდა 2 შვილის დედა თავშესაფარში – „ის დღეები რომ მახსენდება, სხეულში ახლაც მსუსხავს“

„მახსენდება, როგორ დამტოვა ექიმმა სამშობიაროდ ოთახში მთელი ღამით მარტო და მეგონა, რომ მე და ჩემი შვილი მოვკვდებოდით, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ვინმეს მაინც შემოეღო კარები. მახსენდება ის დღეები, როცა მშიერ, მძინარე ბავშვებს დავყურებდი და მეშინოდა, რომ ძილში მოკვდებოდნენ შიმშილისგან… როცა ის დღეები მახსენდება, მთელს სხეულში ახლაც მსუსხავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნატალია აივაზიანი, 53 წლის ქალი, …

„ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო

„სამი შვილის დედა ვიყავი. გოგო 6 წლის იყო, ბიჭები კი – 5 და 9 წლის, როცა მეუღლის მკვლელობის გამო დამაპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილებმა ჩემთან დაბრუნება არ მოისურვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და სულ წვალებაში ვარ, ასე უსახლკაროდ და მარტო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 60 წლის გულნარა ლორთქიფანიძე. მეუღლესთან ერთად ის აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. …

რატომ ეშინია გათენების ყოფილ ბუღალტერს ბათუმიდან

„ჩემს თვალზე ცრემლი არ გამშრალა. ყოველი დღის გათენების მეშინია, არ ვიცი რა მელოდება ხვალ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 68 წლის ეთერ შარაძე. ის საუბრის დროსაც ვერ მალავს ცრემლებს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შრომობდა, არასდროს გაჩერებულა, თუმცა ხანდაზმულ ასაკში მაინც ბინის გარეშე, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა. ეთერი ახლა ნივთებს ალაგებს, მუყაოს ყუთებში ფუთავს და ელოდება, როდის ეტყვის ბინის …

„მე ქუჩაში გავიზარდე. არ მინდა, ეს ჩემმა შვილებმაც გამოცადონ“ – 2 შვილის მამა დახმარებას ითხოვს

„არ ვიცი, რა ვუპასუხო, როცა ბავშვები რაღაცას მეკითხებიან სკოლის სახელმძღვანელოდან, ჩაგაცივდებიან… ვეუბნები, რომ ჩემს დროს ეს არ ისწავლებოდა… ორივე კარგად სწავლობს, უფროსი უკვე 12 წლისაა, პატარა – 10 წლის. ორივეს ძალიან უყვარს სკოლა… მე მხოლოდ პირველი კლასი ვიარე სკოლაში, მერე ქუჩაში დავრჩი,“ – გვიყვება აკაკი დავითაძე, რომელიც სოციალურად დაუცველია, 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა, მუშაობდა და …

„შიმშილისგან ცუდად გავხდი… არ მინდა ჩემი შვილები ქუჩაში გაიზარდონ“ – უსახლკარო კაცი 

„ვითხოვ, სადმე ერთ პატარა ადგილს, სადაც შვილებთან ერთად ვიცხოვრებ, სოფელშიც წავიდოდი სიამოვნებით…“ – ამბობს აკაკი დავითაძე, რომელიც საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით დღესაც მივიდა აჭარის მთავრობაში, თუმცა მას თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა. აკაკი დავითაძის სოციალური გასაჭირის შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა – ის 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. აკაკის ოჯახი ბათუმში, …

გაუსაძლისი, ღირსების შემლახავი. საჭიროა სასწრაფოდ განსახლება – ომბუდსმენი სოციალურ სახლებზე

საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა დაადგინა, რომ ოზურგეთის, ქუთაისისა და გორის უსახლკარო პირთა სოციალურ საცხოვრისებში არსებული პირობები მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა სოციალური საცხოვრისები თებერვლისა და მარტის თვეში შეამოწმა. ოზურგეთისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა …

„ჩვენ მოგვეცით აქ ბინები“ – აქცია გოგოლის ქუჩაზე

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან, უსახლკაროები მივიდნენ და მოითხოვეს, რომ ეს „ბინები მათ გადასცენ“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ კორპუსების დემონტაჟი იგეგმება და ამის უფლებას არავის მისცემენ. „ბევრი ადამიანია უსახლკარო, რატომ უნდა დაანგრიონ. მოგვცენ ჩვენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ბათუმში, გოგოლის 11-ში, 9 კორპუსი უკანონოდ აშენდა.  ამის მიუხედავად ხელისუფლებას ეს მშენებლობა არ შეუჩერებია. ოფიციალურად ბათუმის …

მამუკას ცეკვა დედისთვის, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

მარტვილის ცენტრში ხალხი კანტი-კუნტად მიდი-მოდის. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ჯერ კიდევ უშლის ხელს ქალაქს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. აქ ყველაფერი ხელისგულივით პატარა მოედანზეა თავმოყრილი: მერია, ბანკი, სავაჭრო ცენტრი, მომცრო ღია კაფე, ძელსკამებიანი ბაღი და ბაზრობა. გაზაფხულის შუადღე დგას. მზის გულზე ბიჭი დგას და ცეკვავს. იქვე დიდი დინამიკია ჩართული. თურქული, ქართული და ინგლისური სიმღერები ენაცვლება ერთმანეთს. ბიჭი …

ბათუმში თვითნებურად შესახლებული 25-მდე ოჯახი წუხელვე გამოვასახლეთ – სამინისტრო

გამოასახლეს 25-მდე ოჯახი, რომლებმაც წუხელ „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შენობა დაიკავეს. შენობა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს. როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში გვითხრეს, ოჯახები სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ზოგიერთი მათგანი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ზოგი ოჯახი კი მუნიციპალიტეტებიდანაა. „სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ქონება დაიკავო. ერთადერთი, ჩვენი ვალდებულება რაც არის და რაც სახელმწიფო …

„ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ჯოჭოში რომ იყო“ – ქალი რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

სურმანიძეების 6-სულიანი ოჯახი ხელვაჩაურში, სოფელ ხერთვისში ცხოვრობს. ოჯახის ორი წევრი დღეს, 12 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. ქალი აცხადებს, რომ მისი სახლი სიცოცხლისთვის საშიშია. ნანული სურმანიძემ ის დოკუმენტი დახია, სადაც ეწერა, რომ მას მრავალშვილიანი დედის სტატუსი აქვს და შენობის კარებთან დაყარა. „რად მინდა ცარიელი სტატუსი, თუკი მთავრობა არაფერში დამეხმარება. ერთი ოთახიც კი …

12 ოჯახის პროტესტი ქობულეთში – რას ითხოვენ მოქალაქეები და რას პასუხობს მათ მერია 

დღეს, პირველ სექტემბერს, ხმაური იყო ქობულეთის მერიაში, სადაც 12 უსახლკარო ოჯახი ქობულეთის მერთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა.  მოქალაქეები აცხადებენ, რომ შენობა, სადაც ახლა ცხოვრობენ, გაიყიდა და შესაძლოა ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ მცირეწლოვანი ბავშვებით.  მათ პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ამის უფლება არ მისცა. ამ ოჯახებმა …

„ფულიანმა იყიდა შენობა და გვტოვებს უსახლკაროდ“ – მოქალაქეები დახმარებას რიჟვაძეს სთხოვენ

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართეს ქუბულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა. მოქალაქეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა, სადაც 12 ოჯახია შესახლებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს …

სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]

ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ყოფილი ჯარისკაცი თამაზ ნადირაძე უცხოელებს შეხვდა. ცოლ-ქმარი სამი მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში იდგა და ტრანსპორტს ელოდებოდა.  ღამდებოდა, წვიმდა და ციოდა. თამაზი იხსენებს, რომ მგზავრებს ტაქსის ფული არ აღმოაჩნდათ, ავტობუსები კი უკვე აღარ მოძრაობდნენ. „შემეცოდა, პატარა ბავშვებით იყვნენ. არ მინდა ფული, ისე წაგიყვანთ-მეთქი ვუთხარი და ავიყვანე“. მგზავრები სუდანელი ლტოლვილები იყვნენ, ტაქსის მძღოლი კი …

ვიცი, რას ნიშნავს ნერვიულობდე, საჭმელი გექნება თუ არა – ჯანმოს დირექტორი მთავრობებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა მთავრობებს მიმართა, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, არ დაავიწყდეთ ის ადამიანები, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოველდღიური ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ: „ზოგიერთმა ქვეყანამ სოციალური დისტანცირების ზომები მიიღო, დაიხურა სკოლები, შეკრებები აიკრძალა, ეს დროს მოგვაგებინებს. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას სოციალური უზრუნველყოფის კარგი სისტემა აქვს, ზოგს – არა. მე აფრიკიდან ვარ, როგორც იცით და ვიცნობ ბევრ …

Exit mobile version