“ჩემს ეზოში ვერ ვიცავ თავს და გარეთ ვინ დამიცვას?!”

 

 

ჩემს ნამუშევარში ფულს არ მიხდიან და სამართალს ვერსად ვპოულობ. ჩემი ისტორია ასე დაიწყო – 2011 წელს ინვესტორი მოვიდა ხელვაჩაურში. მის კომპანიას baTum meat combinat-ი ჰქვია, პირადად მას – ტაირ ჩელეკი. ამ კაცს ჩვენს სოფელში თავის დროზე მოჰყვა ხელვაჩაურის მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე, ლევან ვარშალომიძეც იყო. გვითხრეს, რომ გვამუშავებდნენ მშენებლობაზე და გვამუშავეს კიდეც თითქმის ორი წელი. ჩვენი ოჯახიდან მე და ჩემი ბიჭი გურამ უზუნაძე ვმუშაობდით. 

ავტოსტოპით თურქეთის ქალაქებში

 

 

გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ყოველთვის ძალიან მინდოდა. როცა გავიგე Mevlan-ას პროგრამის შესახებ, გადავწყვიტე ერთი სემესტრით მაინც მესარგებლა ამ პროგრამით. შესარჩევი ტური წარმატებით გავიარე, სასწავლებლად თურქეთში, ქალაქ სამსუნში, „19 მაისის“ უნივერსიტეტში გავემგზავრე.

ერთად გადავარჩინოთ ქართული ენა

 

მინდა ყველა ქართველს საქართველოში მცხოვრებთ თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფთ მივულოცო ქართული ენის დღე. ეს ჭეშმარიტად ეროვნული ღირებულების დღესასწაულია. 

ეს მე, შენ – ყველას ერთად გვეხება

 

 

„მაგალითად, თუ მე ჩავიდინე დანაშაული, მარტო მე კი არ მისმენენ ფარულად, უსმენენ ყველას, ვინც მე მირეკავს. ზუსტად იმის დასაბუთება, რომ ჩვენ გვისმენენ, ძნელია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველას მოგვისმინოს“, – თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა“, გია ქარცივაძემ და ეს ფრაზა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა შეხვედრიდან, რომელიც ბათუმში გაიმართა, „ეს შენ გეხება“ პროექტის ფარგლებში.

 

ერთი სიუჟეტის ისტორია

 

„მორალს მიკითხავ?“ –  მითხრა ჩემი საუბრით გაღიზიანებულმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა, როცა საკუთარი მოვალეობა შევახსენე. დავით წეროძეს მანამდე არ ვიცნობდი, მასთან დაკავშირება ამავე სამსახურის სპეციალისტმა დალი მახარაძემ მთხოვა, რომელსაც მანამდე დავურეკე. დალი ფიქრობდა, რომ დავით წეროძეს უკეთ ავუხსნიდი, რა თემაზე მსურდა კომენტარი სამმართველოს თანამშრომლებისგან. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონი დავითი ყოველნაირად ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე… ასეც მოხდა.

ცისარტყელა ჩემთვის და შენთვის

 

 

რომშიც ბათუმური შხაპუნა წვიმა სცოდნია, მოულოდნელად დაგატყდება თავს და თავშესაფრის ძებნას გაწყებინებს ან იძულებულს გხდის ქალაქის ქუჩებში განთავსებულ სუვენირების მაღაზიებში სასწრაფოდ ქოლგა შეიძინო. ასე მოულოდნელად აღმოვჩნდით თავსხმა წვიმაში მე და ჩემი მეგობრები ორი წლის წინ იტალიაში მოგზაურობის დროს. გადავწყვიტეთ ქოლგა გვეყიდა. ბედნიერები და რომის სილამაზით მოხიბლულები შესანიშნავ განწყობაზე ვიყავით… ხასიათის შესაბამისად რაღაც ფერადი შევარჩიეთ, ისე რომ ბევრი არც გვიფიქრია, ცისარტყელას ფერებში. ბათუმში დაბრუნებულს მინდოდა ის ემოცია და მოგონებები გამომყოლოდა. ამისთვის ქოლგა მე მიწილადეს (გარდა ამისა, ბათუმში ქოლგა ხომ აუცილებელი ატრიბუტია).  

„ია გრუზისნკი პარენ“

 

 

გოგიჩა (მამუკა გოგიჩაიშვილი) „იმედის“ ოპერატორია. ჩემ დროსაც იყო და ახლაც იქ მუშაობს. მგონი ყველაზე კარგი ოპერატორია, ვისთანაც მიმუშავია (ამირან ბაბუ, არ გეწყინოს). ერთმანეთი პროფესიულად კიევში გავიცანით. 

ტირილი მეც მახსოვს

 

ვანო მერაბიშვილმა გასულ კვირას იტირა. მისი ტირილის კადრებმა წალეკა ფეისბუქი. ამ ტირილმა სხვა ადამიანები გამახსენა. წლების განმავლობაში ვხვდებოდი მათ. ისინიც ტიროდნენ _ ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები ციხეში მოკლეს წამებით.

ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე – რედაქტორის სვეტი

 

<!** Image 1 align="left" width="400" height="960" >ეს ამ წელში „ბათუმელების“  ბოლო ნომერია. მართალია, ერთი ორშაბათი კიდევ გვაქვს წინ, მაგრამ ვიცი, 30 დეკემბერს ჩვენი მკითხველი, ისე როგორც სხვები, საახალწლო სამზადისზე ხართ გადართული, ანუ ამ პერიოდში „მთავარი ამბავი“ სამზარეულოში ხდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხნით „ბათუმელებისგან“ დაგასვენოთ. 

მანდარინები

 

 

სხვანაირია მამაჩემი, მანდარინობის დროს როცა მირეკავს. ტრადიციად იქცა: ამ დროს უიმედობა ემართება. აინტერესებს, ხომ არ ვიცი იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ჩემი გადაცემის სტუმრები ეთერში ამბობენ. არ სჯერა, რომ კამერებს მიღმაც ქართველი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი ხშირად ინარჩუნებს იმ როლს, რასაც პირდაპირ ეთერში ცდილობს, რომ ითამაშოს. სტუმრები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი გენიალურადაა. ასე ამბობენ იმის მიუხედავად, რომ მანდარინის მსურველი არ ჩანს. მამაჩემს არ სჯერა ჩემი სტუმრების, რადგან ბევრჯერ მოუსმენია მანდარინის სიყვითლესავით მკვეთრი დაპირებები, შემდეგ კი – მასაც მდინარისთვის გაუტანებია მანდარინი… 

„გოგო არასამთავრობოდან“

 

 

<!** Image 2 align="left" alt="ციალა ქათამიძე " sub="ციალა ქათამიძე " width="400" height="711" >ასე არასდროს გამჭირვებია წერა…  არ ვიცი საიდან დავიწყო ან რითი დავიწყო… ერთ საღამოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“  ვახტანგ ღლონტის ლექსს გადავაწყდი… ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი… ვერც შემდეგ დღეებში მივხვდი, რა მეთქვა ან გამეკეთებინა… ლექსი აშკარად ჩემზე და ჩემს კოლეგებზე იყო… შეურაცხმყოფელი, დამცინავი, ირონიითა და სიძულვილით სავსე… ლექსი კონკრეტულად არავის ეძღვნებოდა… ის ეხება ყველას, ვინც არასამთავრობო სექტორში მუშაობს… მეძღვნება მეც, ეძღვნება ჩემს საქმეს… ჩემთვის ძალიან წმინდასა და ფასეულს, საქმეს, რომლითაც ვამაყობ.

 

პრემიერის პრემიერი

 

 

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად ქვეყნის პოლიკიტიკური ფოკუსი საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიმართული, ეს სრულიად ლოგიკურიცაა რადგან ქვეყანა „მთავარსარდალს“ ირჩევს.  სწორედ რომ „მთავარსარდალს“, გამომდინარე იმ საკონსტიტუციო ცვლილებებისგან, რომელიც ძალაში შევა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ქვეყნის პრეზიდენტის ფუნქცია, გარდა საგარეო საკითხებში წარმომადგენლობისა და კრიზისების დროს გააქტიურებისა, უმთავრეს ფუნქციად „მთავარსარდლობა“ მიიჩნევა. პრეზიდენტის რიგი ქმდებები და განკარგულებები საჭიროებს მთავრობის თავმჯდომრის, პრემიერ-მინისტრის მხრიდან „კონტრასიგნაციას“. 

არჩევანი (არ) არსებობს

 

<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე" sub="ჯაბა ანანიძე" width="400" height="540" >„ეს არის არჩევნები, სადაც არჩევანი არ არსებობს“ –  გვითხრა ლევან ლორთქიფანიძემ გადაცემაში, სტუდენტმა, რომელიც ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსების წარსული. და რადგან მნიშვნელოვანია, ყალბია კანდიდატების ძირითადი შემადგენლობის დაპირებები – თუ წლების განმავლობაში ვერ შეძელი, ახლა ვითომ რატომ უნდა შეძლო?  გადაცემაში იმ პოლიტიკოსების „ბეგრაუნდზე“ ვისაუბრეთ, პრეზიდენტობას რომ აპირებენ.

 

 

მარტოხელა დედის წერილი ბიზნესმენებსა და მთავრობას

 

ღია წერილი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოსა და აჭარის მთავრობას, ბიზნესმენებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დახმარება შეუძლია.

“შეჭრილების”, ეკომიგრანტებისა და გულგრილობის შესახებ

    ირმა დიმიტრაძე დიდი ხანია ვფიქრობ, ღირს თუ არა აჭარაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების, აჭარელი ეკომიგრანტების დაბრუნებისა და ხელვაჩაურში სახელმწიფო საკუთრების დაკავების ფაქტების თაობაზე ჩემი აზრი საჯაროდ დავაფიქსირო, თავს ვიკავებდი, ჩემი ასაკის გამო, მაგრამ საბოლოოდ იმდენად გაოგნებული დამტოვა “დიდების” ნააზრევმა, გადავწყვიტე, რომ მათ გვერდით საზოგადოება ჩემს მოსაზრებებსაც მარტივად აიტანს და გაიტანს.    როდესაც “სახელმწიფო საკუთრებაში …

დაგვიანებული დახმარება


რედაქციისგან: 12 წლის მირზა ცეცხლაძე გარდაიცვალა. მირზა მძიმედ იყო ავად და მისი მკურნალობა საზღვარგარეთ შეიძლებოდა, თუმცა მკურნალობის საფასური ასი ათას დოლარს აღემატებოდა, ოჯახს კი ამის საშუალება არ ჰქონდა. რამდენიმეთვიანი საქველმოქმედო კამპანიის შემდეგ თანხის ნაწილი შეგროვდა, ორი კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაფარავდა მირზას მკურნალობის ხარჯებს იტალიაში, თუმცა ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ მირზას მდგომარეობა გართულდა და 7 ივლისს იგი გარდაიცვალა. 12 წლის მირზა 2013 წლის თებერვლიდან ივნისამდე იმედოვნებდა, რომ მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხა შეგროვდებოდა.  მოსაზრება დაწერილია მირზა ცეცხლაძის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე. 

“ჩემი” ვაკანტური პოზიცია

 

 

18 ივნისს, დილით, კოლეგამ დამირეკა და მითხრა: ნახე, Hhr.gov.ge -ზე განცხადება დაიდო, ტელევიზიაში ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდაო. ლოგიკურია, როცა ჯერ ისევ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტი საკონკურსო განაცხადს აქვეყნებს გვერდზე, რომლის სლოგანია “დაიწყე შენი კარიერა საჯარო სამსახურში”, მაგრამ ალოგიკურია, როცა საჯარო მოხელის კონკურსს საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორების, წამყვანებისა და პროდიუსერებისთვის აცხადებს. ვაკანსიების რაოდენობა გადავითვალე და გავიფიქრე,  პოზიციების ნაცვლად ბარემ კონკრეტული სახელები და გვარები მიეთითებინათ-მეთქი, მაგალითად: “ვაკანტურია ნათია შავაძის პოზიცია”. რაც უნდა საოცარი იყოს, “ვაკანტური” პოზიციები სინამდვილეში სულაც არ არის ვაკანტური  და ჟურნალისტები დეპარტამენტში აღნიშნულ თანამდებობებზე კონტრაქტის პირობით, კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე რჩებიან. აბსურდია ხომ? ჯერ სად ხართ?!

ჭოროხი – ჩემი ბავშვობის მდინარე

 

 

<!** Image 1 align="left" alt="ცაგო კახაბერიძე" sub="ცაგო კახაბერიძე" width="300" height="436" >ყველაფერს, რაც მიყვარს, რაც გულგრილს ვერასდროს მტოვებს, ჩემი ბავშვობის სახლთან მივყავარ. ჰო, ხანდახან, იშვიათად, როცა მიზეზებზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, ჩემი დამოკიდებულებები ყველაფერი ჩემი სოფლიდან და იმ სახლიდან მომაქვს, სადაც გავიზარდე.  მას შემდეგ ბევრჯერ შევიცვალე, ცხადია, სხვადასხვა გარემოება გავლენას ახდენდა, ზოგჯერ დადებითს, ზოგჯერ – პირიქით, მაგრამ მთავარი, რამაც მე ისეთად ჩამომაყალიბა, როგორიც ვარ, იქ არის, ბავშვობის სახლში, სახლთან და მის ირგვლივ. ბავშვობის სახლთან არის ჭოროხიც, უფრო სწორად იყო. ეს არის მდინარე, რომელსაც ყოველ დილით, ყოველი გაღვიძებისას, ნებით თუ უნებლიეთ, ფანჯრიდან ვხედავდი.

განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, მეშინია მარტოობის

 

 <!** Image 1 align="left" alt="გიორგი ქათამაძე " sub="გიორგი ქათამაძე " width="300" height="313" >

ვხედავ როგორ ურტყამს გავეშებული ხალხის მასა მიკროავტობუსს. ადამიანები –  განწირულები ინსტინქტურად წივიან, კივიან, ყვირიან… მიშველეთ. ვინც შველას ითხოვს, ადამიანების გარემოცვაშია, ირგვლივ, ყველგან ადამიანია, ბევრი ადამიანი, ოღონდ მათ გარშემომყოფთაგან არავინ მიეშველება. პირიქით – უმრავლესობა მოსაკლავად ცოტას მისდევს და იმეტებს კიდეც.

 

 

პოლიტიკური მოწყობის მოდელის ძიებაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერბათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

 

 

  საქართველოს პოლიტიკური მოწყობა ჯერ კიდევ პლასტიურ მდგომარეობაშია. ფაქტია, 20 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ფუნდამენტური პოლიტიკური დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური  ინსტიტუტების მკაფიოდ ჩამოყალიბებას. ამის ბევრი მიზეზი არსებობს,თუმცა უმთავრესი მაინც შემდეგია:

სტუდენტური არჩევნების ქრონიკა

 

 

<!** Image 2 align="" alt="ქეთი ლაბაძე" sub="ქეთი ლაბაძე" width="180" height="868" >


წინა საარჩევნო პროცესი

 

შვიდი თვეა ველოდები თვითმმართველობის არჩევნებს. თავიდან აჟიტირებული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ რაღაც კარგისკენ შეიცვლებოდა, თუმცა ბოლო დროს მომხდარმა ფაქტებმა ილუზიები დამიმსხვრია. თუმცა შეცვლით ბევრი რამ შეიცვალა, ასეთი კონკურენცია ბსუ-ს არ ახსოვს, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილი ოთხმა სტუდენტმა გამოთქვა (საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ციფრი ერთ კვირაში უფრო გაიზრდება), როცა აქამდე ერთკანდიდატიანი არჩევნები ტარდებოდა, ერთი გუნდი იკავებდა ყველა მანდატს, თუ განსხვავებული აზრი მოხვდებოდა თვითმმართველობაში, ის ისე უხმაუროდ და უმტკივნეულოდ ტოვებდა თვითმმართველობას, აქაოდა არც ყოფილაო. 

 

# 39-ით ხელვაჩაურიდან ბათუმამდე


ვიცი, სათაურზე გეცინებათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულაც არ არის სასაცილო.  თქვენ იმგზავრეთ ყოველდღე #39-ით ხელვაჩაურიდან ბათუმამდე და ვნახავ, როგორ გაგეცინებათ. 

 

იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში ათი საათისთვის ხარ მისასვლელი, მინიმუმ ცხრა საათსა და ათ წუთზე მოსაცდელთან უნდა იდგე, ყოველი შემთხვევისთვის, თავი რომ დაიზღვიო, რადგან შეიძლება სამარშრუტო ტაქსმა დაიგვიანოს. ან მალევე ჩამოიაროს, მაგრამ მასში შეღწევა იყოს რთული ამოცანა, ან  კართან მდგომი შეგეცოდოს და აღარ უთხრა კიდევ ცოტა მიიწიეო, ან კიდევ საკუთარი თავი ამ ჭყლეტაში მოსახვედრად. 

 

მეორე სამარშრუტო ტაქსზე დალოდებაც არ არის ხშირად გამოსავალი, ის ან იგივე, ან ოდნავ მსუბუქ მდგომარეობაში ჩამოივლის, ანუ შედარებით მსუბუქ ჭყლეტაში შეიძლება  მოხვდე, რაც იმას ნიშნავს, რომ  მძღოლის კარზე ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან სუფთა ჰაერის პერიოდულად ჩასუნთქვას შეძლებ.  

 

რეკომენდაცია მათთვის, ვინც #39 სამარშრუტო ტაქსით არც თუ ისე ხშირად მგზავრობს: თუ ჭყლეტისას კართან ახლოს დგახართ და ახლად ამოსული მგზავრი ჩაწევას გთხოვთ, პოზიცია არ დათმოთ. თუ ჩაიწევით, ის აუცილებლად დაიკავებს თქვენს ადგილს და თქვენ მგზავრობა უკვე ცალ ფეხზე დამდგარს მოგიწევთ.

 

არის შემთხვევა, როცა სამარშრუტო ტაქსი მალე ჩამოივლის და იქ ადგილი შენთვისაც იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ის ის შემთხვევაა, როცა სამსახურში აუცილებლად დაიგვიანებ, რადგან ამ დროს მანქანა  არ მიდის, მიღოღავს და ყოველ გზაგასაყარზე ორი წუთით  ჩერდება იმ იმედით, რომ რომელიმე მხრიდან მგზავრი გამოჩნდება. 

 

არ გირჩევთ  მძღოლისათვის იმის თქმას, რომ გეჩქარებათ, ის აუცილებლად გიპასუხებთ: „ჩამოდი და ტაქსით წადი, მე აქ ვმუშაობ, კი არ ვთამაშობ“ – ამ დროს გახსოვდეთ, რომ ის ყოველთვის მართალია და თქვენ ვერაფერს გახდებით, უბრალოდ აზრი არ აქვს კამათს, მინიმუმ ბოლოს თქვენ გაჩუმდებით, მაქსიმუმ შეიძლება გაცილებით უფრო შეურაცხყოფილი დარჩეთ.

 

თუ სახლიდან წამოსვლისას  არსებობს შანსი, ხანდახან მაინც გაგიმართლოთ და სამარშრუტო ტაქსში დასაჯდომი ადგილი შეგხვდეთ, უკან დაბრუნებისას ეს  გამორიცხულია, რადგან #39 სადგომიდან სამარშრუტო ტაქსი მანამდე არ დაიძვრება, ვიდრე ადგილზევე არ გადაივსება მგზავრებით. თუ გაჩერებაზევე დაიკავებთ ადგილს, შეძლებთ შედარებით უკეთესად იმგზავროთ, მაგრამ  არ დაუჯეროთ მძღოლს, რომ მანქანა ადგილიდან თქვენი  ჩასხდომიდან ათ წუთში დაიძვრება. მოთმინებით დაელოდეთ მის ბოლომდე შევსებას.

 

თუმცა თქვენ რას გერჩით, ახლა, როცა ჩემი ყოველდღიური მგზავრობის, ანუ „ტანჯვის“ შესახებ ვწერ, ყველაზე მეტად ის მინდა, ამის შესახებ ხელვაჩაურის ახალმა გამგებელმა ლევან ლორთქიფანიძემ წაიკითხოს. თუ ის რაიმე ტიპის რეგულაციას მოიფიქრებს, პრობლემის გადაჭრის, ან შეამსუბუქებს მაინც, ჩემთვის ყველაზე მაგარი გამგებელი იქნება მთელ მსოფლიოში და მომავალ ყველა არჩევნებზე, ნებისმიერ  თანამდებობაზე კენჭისყრისას მე მისი მხარდამჭერი ვიქნები. 


<!** Image 1 align="left" alt="ცაგო კახაბერიძე" sub="ცაგო კახაბერიძე" width="300" height="436" >

„უფსკრული“ მდიდრებს და ღარიბებს შორის

 ირაკლი ირემაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი 



 

სოციალური დანახარჯები – საზოგადოების სოციალური სტაბილურობის დაცვის მექანიზმი, თუ მძიმე ტვირთი ეკონომიკისათვის?

 

დღეს ბევრი საუბრობს სოციალური უთანასწორობის არნახულ მასშტაბებზე, მეცნიერების ერთი ნაწილი საუბრობს ამ უთანასწორობის მომავალში კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივებზე და მისი შედეგებიდან გამომდინარე წარმოშობილ საფრთხეებზე.

 

საახალწლო განათებები

სალომე დევაძე, მოსწავლე

<!** Image 1 align="left" alt="სალომე დევაძე" sub="სალომე დევაძე" width="300" height="720" >-ლამაზია ზამთრის საღამოები. განათებებით აკიაფებული ქუჩები და დეკორატიული ხეები, აქაურობის შემხედვარეს იტყვი ზამთრის სული უთუოდ აქ დასახლებულაო,საკუთარ ამოსუნთქვასაც კი ნისლივით ხილული რომ ხდება (ჩემი გმირი 10 წლის თვალანთებული ბიჭუნასავით იკრიჭება) ისიც კი ზამთრისეულია.აქ განსაკუთრებით ლამაზია  ახალი წლის მოლოდინში მილეული დეკემბრის დღეები, კოშკიც კი განსაკუთრებით ელოდება ახალ თორმეტთვეულს.განწყობა კი განწყობა ყველას საახალწლო აქვს ისეთი როგორც ყმაწვილობისას საახალწლო არდადეგებზე. საინტერესოა რატომ ირთვება ქალაქი ასე ზღაპრულად?

 

-ალბათ იმიტომ რომ ადამიანები მიხვდნენ ზოგჯერ ზღაპრის ელემენტებიც საჭიროა…

 

-ვფიქრობ მართალი ხართ,თუმცა აბა ამათ გაჰხედეთ (და ორ პატარა გოგონაზე მიმითითა) ჩვენ გვავიწყდება რომ ნაცრისფერ რეალობა შეპარულ უფროსებთან ერთად ქალაქში ცხოვრობენ პატარა და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები. და თქვენს ქვეყანაში როგორ ხვდებიან ახალ წელს?

 

– ჩვენთან? მოგეხსენებათ ჩვენ მთელი რიგი ტრადიციებით გამოვირჩევით, ალბათ ისიც მოგეხსენებათ, რომ საოჯახო სუფრები ღვინისა და სადღეგრძელოების თანხლებით ჩვენი ხორცშესხმული ტრადიციაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი წლის ღამეს ოჯახთან ერთად სუფრასთან ყოფნა, პირველ რიგში ახალ მობრძანებულ წელს ვადღეგრძელებთ, შემდგომ ოჯახს და ასე შემდეგ. მოგეხსენება ალბათ მეკვლის ტრადიციაც, კარგია ჩვენთან ახალი წელი…

 

ჩემს გმირს ღიმილი და ინტერესი დაეტყო, ვიღიმი მეც, ის თანდათან უფრო ინტერესდება ჩემი ქვეყნით, როგორ მოვუთხრო 12 საათზე მთელი დღის ფუსფუსისგან გასავათებული დიასახლისების ფქვილიან მკლავებზე, ახლობლების დასანახად საახალწლო სუფრისთვის თითქმის მთელ ბიუჯეტ გათავებულ ოჯახებზე, ერთმანეთის ჯიბრზე მაგიდის სიმძიმისათვის, გაუთავებელ სადღეგრძელოებზე, ღრეობად ქცეულ მოლხენაზე, ალკოჰოლით გაჟღენთვაზე, გონების დაბინდვაზე, სუფრაზე ჩამოძინებაზე, საცივში თავის ჩადებაზე, კაცების ღრიალზე, 5 მორიგეობა სუფრის განახლებაზე, ნაცნობ-უცნობთან პურ-მარილზე,ღვინის სუნზე,ახალი წლის შეხვედრაზე თითქმის უგონოდ ალკოჰოლის გადამეტებითი დოზის შემდგომ. როგორ მოვუთხრო? და ამ მომენტში სრულად ვეთანხმები ილიას რუსი მხატვრების მიერ  იამშჩიკის ლამაზად გამოსახვის შემდეგ მას ოყრაყულ სანახაობას რომ უწოდებს, ვეთანხმები ილიას და ვციტირებ გულში: „ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ.“ და ავუყევით მე და ჩემი გმირი განათებულ ხეივანს. უკან დარჩა ქალაქს გადმომზირალი მშვიდი ეიფელი და უამრავი საახალწლო განათება.

<!** Image 2 align="" width="300" height="640" >


„მოდერნიზებული” მატარებელი თბილისი-ბათუმი

მთელი წელი ველოდებით მეგობრები ზღვაზე წასვლას. მგზავრობა წარმოგვიდგენია სასიამოვნო – ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში აუცილებელია კომფორტი, ამიტომ გადავწყვიტეთ ბათუმში ე.წ. „მოდერნიზებული“ მატარებლით წავსულიყავით.  

 

ქეთა ფერაძე  

მდგომარეობა აზერბაიჯანში მაგალითებით

 

ნათიქ ჯავდლი,

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი,ცაიტისა და ბუცერიუსის ფონდების პრიზის მფლობელი 

 


აზერბაიჯანში, დამოუკიდებელი ტელევიზია იმ მიზეზით არ არსებობს, რომ სატელევიზიო არხებს მმართველი – ალიევების ოჯახი აკონტროლებს. სატელევიზიო კრიტიკის განხილვის საგანი ხდება მხოლოდ კომუნალური მმართველობა, მინისტრების, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის კრიტიკა კი დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე სატელევიზიო თუ ინტერნეტარხი (Obyektiv TV, Kanal 13), რომლებიც კვირაში ორჯერ მაუწყებლობენ გადაცემით „აზერბაიჯანის საათი“ და თურქული Mediya TV. აქედან გამომდინარე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების სიმძიმე მხრებზე აწევთ 3-4 გაზეთსა და ერთ საინფორმაციო სააგენტოს.  

 

Exit mobile version