ამ დროისთვის დაპატიმრებულია დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი გაზეთის Хурал-ის მთავარი რედაქტორი ავაზ ზეინალი. საქმის წარმოება ამ პიროვნებაზე გრძელდება, მას ბრალი ედება ფულის გამოძალვა მმართველი პარტიის დეპუტატ გიულიარ ახმედოვისგან.მაგრამ ახმედოვი არის არა როგორც მოსარჩელე, არამედ როგორც მოწმე.
ბრალდებები Хурал-ის წინააღმდეგ მხოლოდ ამით არ ამოიწურება, ის დახურეს ჯარიმების შედეგად, რაც საკმაოდ დიდი თანხასშეადგენდა. ის, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო, ჩანს იქედანაც, რომგაზეთის ბეჭდვა აკრძალეს.
აღსანიშნავია მეორე ფაქტიც_ გაზეთ Айна-ს ჟურნალისტი იდრაკ აბასოვი ცემეს აზერბაიჯანის ნავთობის კომპანიების სპეციალურმა ჯგუფებმა. ამის გამო დღემდე არავინ დაუსჯიათ. მედიის სამართლის ინსტიტუტის მონაცემებით, 2010 წლის პირველ ნახევარში ჩინოვნიკებმა სასამართლოს 26-ჯერ მიმართესკრიტიკულად განწყობილი გაზეთების წინააღმდეგ. 29-ჯერ იქნა მოთხოვნილი მკაცრი სასჯელი ჟურნალისტებისთვის. 14-ჯერ დაისაჯნენ ჟურნალისტები სისხლის სამართლის წესით. ავტორიტეტის დაცვის ნიღბის ქვეშ მედიის წინააღმდეგ შეტანილ იქნა 36 სამოქალაქოსარჩელი. მოსარჩელეები, რომლებიც არიან პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, ითხოვდნენ მორალური ზიანის ანაზღაურებას 680 000 მანათის ოდენობით. 30 სამოქალაქო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ბოლო 6 თვის განმავლობაში მედიაკრიტიკოსები 57-ჯერ გახდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენს კითხვებს ნათიქ ჯავდლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ცაიტისა და ბუცერიუსის ფონდების პრიზის მფლობელი პასუხობს.
- ნათიქ, როგორ აფასებენ ამ მდგომარეობას დასავლეთში?
აზერბაიჯანი დასავლეთისთვის, პირველ რიგში, წარმოადგენს ინტერესს გეოპოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის კუთხით და მხოლოდ ამის შემდეგ დემოკრატიის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აკრიტიკებს საშინელ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა კუთხით, არჩევნების გაყალბებას, თავისუფალ პრესაზე ზეწოლას, გეოპოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის ინტერესები მას არ აძლევს შესაძლებლობას აზერბაიჯანის მთავრობაზე ზეწოლის საკითხებში გასცდეს განცხადების ფარგლებს. მიუხედავად იმისა, რომ ალიევის რეჟიმსა და არაბ დიქტატორებს შორის არსობრივი სხვაობა არ არსებობს, დასავლეთის შეხედულება ამ რეჟიმების მიმართ განსხვავებულია. დასავლეთი, რომელმაც დააწესა სანქციები ბელორუსის წინააღმდეგ, იმავეს არა აკეთებს აზერბაიჯანის მიმართ.
- როგორ ცხოვრობენ რიგითი აზერბაიჯანელები?
იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ ცხოვრობს რიგითი აზერბაიჯანელი, არ არის აუცილებელი დაზვერვის წარმოება, მოვიყვან სტატისტიკურ მონაცემებს და ყველაფერი ნათელი გახდება. 2012 წლის პირველ მეოთხედში ქვეყანაში აღინიშნა ინფლაციის 1,11 პროცენტი, მათ შორის ბაქოში 1.54 და რეგიონებში 0, 69 პროცენტი. ამავე დროს კვების პროდუქტები გაძვირდა 2,34 პროცენტით, მომსახურება – 0,95 პროცენტით, ფასებმა არასამომხმარებლო საქონელზე მოიმატა 1,29 პროცენტით. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულია 7,25 პროცენტიანი გაძვირება. ამ პერიოდისთვის ფასები ბაქოში გაიზარდა 10,23 პროცენტით, ხოლო რეგიონებში – 4,33 პროცენტით. ყველაზე მაღალი ინფლაცია აღინიშნა კვების პროდუქტებზე (11,43 პროცენტი). წელს აზერბაიჯანში მოსალოდნელია 12.5-პროცენტიანი ინფლაცია, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი რიგითი აზერბაიჯანული ოჯახის ბიუჯეტის შეზღუდვას ნიშნავს. სინამდვილეში შესაძლებელია აზერბაიჯანში ინფლაციის 3-5 პროცენტის ფარგლებში შეკავება, ამისათვის კი აუცილებელია თავისუფალი ეკონომიკა, მეწარმეთა დამოუკიდებლობა, მეწარმეების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩაურევლობა.
მდგომარეობის გაუარესების გამო მეწარმეებიიძულებული არიანსაკუთარი ბიზნესი გადაიტანონ სხვა ქვეყნებში, კონკრეტულად თურქეთში. აზერბაიჯანულ ინვესტიციას თურქული ეკონომიკისდიდი ნაწილი უკავია. ესეც კი ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანში თავისუფალი მეწარმეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით ცუდ დღეშია. ქვეყანაში, რომელიც აღიქმება ნავთობისა და გაზის ქვეყნად, მოსახლეობა საჭიროებს შუქსა და გაზს. მოსახლეობის ნახევარი რუსეთში მცხოვრები 2 მილიონი აზერბაიჯანელის ხარჯზე არსებობს.
- როგორ მოსჩანს აქედან საქართველო?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის პრობლემები, ის უსწრებს აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონმორჩილების საკითხებში. ეს რიგითმა აზერბაიჯანელებმა იციან, – ათასობით ადამიანი ჩამოდის თქვენს ქვეყანაში ტურისტული მიზნით. თქვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიღებას აადვილებს საქართველოში მცხოვრები 500 ათასზე მეტი აზერბაიჯანელიც.
რეფორმები, რომლებიც საქართველოში ტარდება, არჩევნებს უფრო დემოკრატიულს ხდის, იზრდება მედიის თავისუფლება, ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს აზერბაიჯანის ინტერესებში იქედან გამომდინარე შედის, რომ საქართველო ჩვენთვის არის კარი დასავლეთში. საქართველოს გაძლიერებული ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროპული ფასეულობები უქმნის საფრთხეს ალიევის ავტორიტარიზმს აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა ბათუში ყოველწლიურად მატულობს. მიზეზი იმაშია, რომ ოლიგარქი ჩინოვნიკების კონტროლქვეშ აზერბაიჯანის ტურისტულ რეგიონებში დასვენების ფასები ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოს ტურისტულ რეგიონებში. ანუ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ამ ფორმით თქვენ იღებთ ეკონომიკურ სარგებელს, ჩვენ კი _ დემოკრატიულ ღირებულებებთან ინტეგრაციას.
- უყვართ თუ არა ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში?
ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ ალიევის რეჟიმისადმი სიყვარულზე საუბარი სასაცილოა. უბრალოდ, ქვეყანაში არსებობს შიში პოლიციური რეჟიმის მიმართ.და კიდევ, სახელმწიფო მოხელეთა იძულებითი გაწევრიანება მმართველ პარტიაში ქმნის ე.წ. „სიყვარულს”.