საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა კვლევა, რომელშიც შეფასებულია კორონავირუსის პანდემიის გავლენა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის ცნობით, კვლევამ გამოკვეთა, რომ პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები. კერძოდ: „გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შემთხვევები. ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების …
Tag Archives: კორონავირუსის პანდემია
კოვიდზე საქართველოში აცრილ მოქალაქეს ქვეყანაში დაბრუნებისას PCR-ტესტის წარდგენა აღარ სჭირდება
საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით ბრუნდება, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება – გადაწყვეტილება 24 ნოემბერს მიიღო საკოორდინაციო საბჭომ. ასევე, საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსვლისას ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ არის PCR ტესტის წარდგენის საჭიროება. რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან აცრილი კოვიდზე, ისინი საქართველოში ვიზიტამდე ბოლო …
იუსტიციის სახლებში კოვიდბარათების გაცემა იწყება – მთავრობა
მთავრობის ცნობით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს კოვიდბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდბარათზე პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, …
Continue reading “იუსტიციის სახლებში კოვიდბარათების გაცემა იწყება – მთავრობა”
ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა – მიტროპოლიტი დიმიტრი
დღეს, 10 მაისს, კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. „როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები გიხსნას უცნაური სიკვდილისაგან, ზედმეტი ფიქრის დრო, თავისთავად, აღარ არის,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ …
Continue reading “ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა – მიტროპოლიტი დიმიტრი”
საქართველოში კოვიდის პირველი შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა – 26 თებერვალი
ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 270 137 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა ეს მხოლოდ დადასტურებული სტატისტიკაა, კოვიდის შემთხვევების რაოდენობა ამაზე მეტია. ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსით საქართველოში 3 485 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვალს, ღამით, კორონავირუსის …
Continue reading “საქართველოში კოვიდის პირველი შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა – 26 თებერვალი”
უკრაინაში კოვიდზე ვაქცინაცია დაიწყო
უკრაინაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაცია ინდოეთში წარმოებული პრეპარატით, Covishield-ით მიმდინარეობს, რომელიც შვედურ-ბრიტანულმა კომპანია „ასტრაზენეკამ“ შექმნა. პირველ ეტაპზე ქვეყანამ მიიღო 500 000 დოზა. ვაქცინაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. უკრაინის მთავრობის ცნობით, ამ პრეპარატის გარდა ქვეყანაში ელოდებიან „ფრაიზერის“ ვაქცინის 100 ათას დოზას, ჩინური Sinovac-ის ორ მილიონამდე და ამერიკული NovaVax-ის 15 მლნ დოზას. რუსულ ვაქცინაზე უკრაინამ უარი თქვა. …
ინფიცირებულია 100 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 100 331 251 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 2 159 523 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 425 227 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 218 878 – ბრაზილიაში და 153 724 – ინდოეთში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია კვლავ აშშ, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 25 …
Continue reading “ინფიცირებულია 100 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა”
გერმანიაში კარანტინი გახანგრძლივდა | კოვიდი
გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადა 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 48 ათასზე მეტი ადამიანი. გერმანული მედიის ცნობით, მთავრობა ზომების კიდევ უფრო გამკაცრებასაც განიხილავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის ან მაღალი დონის დაცვის მქონე ნიღბების ტარების ვალდებულების ჩათვლით. „დოიჩე ველეს“ ცნობით, კოვიდით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხანდაზმულ …
Continue reading “გერმანიაში კარანტინი გახანგრძლივდა | კოვიდი”
თებერვლიდან დღემდე საქართველოში კოვიდით ინფიცირდა 200 ათასზე მეტი ადამიანი | სტატისტიკა
17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 ათასს აღემატება. 26 თებერვლიდან 17 დეკემბრამდე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირდა 201 368 ადამიანი, მათგან 1953 ადამიანი გარდაიცვალა, 169 282 კი უკვე გამოჯანმრთელდა. 200 ათასს აჭარბებს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. გარდა ამისა, არის ათასობით პაციენტი, რომელთაც ტესტი კორონავირუსზე არ ჩატარებიათ, თუმცა, სავარაუდოდ, მათ ასევე ჰქონდათ ან აქვთ კორონავირუსი. კორონავირუსის …
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 905 მოქალაქე დაჯარიმდა |შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, …
Continue reading “პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 905 მოქალაქე დაჯარიმდა |შსს”
კოვიდის სტატისტიკით საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაუსწრო
დღეს, 30 ნოემბერს, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით საქართველომ სომხეთსაც გადაუსწრო. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 135 584 შემთხვევა, სომხეთში კი – 135 124. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი სომხეთში უფრო მაღალია: სომხეთი – 2 164 კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა საქართველო – 1 267 კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა საქართველომ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით უკვე რამდენიმე დღეა გადაუსწრო …
Continue reading “კოვიდის სტატისტიკით საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაუსწრო”
როგორ გაუმკლავდა ფინეთი წარმატებით კოვიდ პანდემიას
ფინეთში, სადაც 6 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის სულ 23 148 შემთხვევაა დადასტურებული და 388 კოვიდით გარდაცვლილია. შესაბამისად, სკანდინავიის ამ ქვეყანას კორონავირუსის ყველაზე დაბალი გავრცელების მაჩვენებელი აქვს ევროპაში. როგორ შეძლო ფინეთმა კოვიდ პანდემიის ასე წარმატებით მართვა? – „დოიჩე ველეს“ ამ თემაზე მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფინეთის პანდემიის მართვის წარმატებულ მაგალითს რამდენიმე მიზეზი აქვს. სწრაფი რეაგირება გაზაფხულზე, …
Continue reading “როგორ გაუმკლავდა ფინეთი წარმატებით კოვიდ პანდემიას”
ავსტრიაში კარანტინი მეორედ ცხადდება
ავსტრიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო საყოველთაო კარანტინი მეორედ ცხადდება. კარანტინი ძალაში სამშაბათს შედის, ქუჩაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, იკეტება სილამაზის სალონები, მაღაზიებისა და საწარმოების ნაწილი. პარასკევს ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება. კარანტინი ავსტრიაში 6 …
3 დღე ონლაინმუზეუმებში
პროექტის ფარგლებში – „ღამე მუზეუმში“, 14-16 ნოემბერს აჭარის მუზეუმებში ონლაინექსკურსიას შეძლებთ. 14 ნოემბერს ონლაინექსკურსია 19:00 საათიდან დაიწყება. ონლაინში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს განძი. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი „თანასწორობა“, მიიღოთ მონაწილეობა ვიქტორინაში, რომელიც მუზეუმის დაარსების ისტორიას შეეხება. ონლაინექსკურსია დაგეგმილია ბათუმის ნობელების, ხელოვნების მუზეუმებიდანაც. ონლაინექსკურსიების ლაივის ნახვა შესაძლებელი იქნება აჭარის მუზეუმის ფეისბუქის გვერდიდან. აჭარის განათლებისა …
თურქი ემიგრანტი ექიმების წყვილი, რომელთა შექმნილ ვაქცინას მსოფლიო ელის
9 ნოემბერს გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შექმნეს ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 90 პროცენტია. 2020 წლის იანვრიდან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ყველაზე ოპტიმისტური განცხადებაა, რომელმაც მილიარდობით ადამიანს მისცა იმედი, რომ მალე კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობა დაამარცხებს. ვაქცინის ტესტირება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი მარეგულირებლებს გაეგზავნება …
Continue reading “თურქი ემიგრანტი ექიმების წყვილი, რომელთა შექმნილ ვაქცინას მსოფლიო ელის”
„ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – ცერცვაძე პანდემიისას აქციის ცივი წყლით დაშლის საფრთხეზე
„მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – უპასუხა თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას პანდემიისას, ნოემბრის ცივ ღამეს მომიტინგეების ცივი წყლის ჭავლით დაშლის შესახებ. „ვერ გეტყვით, ეს ეპიდემიოლოგიური საკითხები NCDC-ის [დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი] კომპეტენციაა. ჩემი კომპენტენცია არის ავადმყოფის მკურნალობა. თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – …
თურქეთში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა
თურქეთი მერვე ქვეყანა გახდა ევროპის რეგიონში, სადაც ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ 368 513 დადასტურებული შემთხვევაა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ თქვა, რომ სტამბული ითვლის თურქეთში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების ნახევარს. „თუ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვირუსს სტამბულში, რთული იქნება მისი დაძლევა” – ციტირებს „გარდიანი“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიერ …
Continue reading “თურქეთში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა”
პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან
გიორგი ხატიაშვილი მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ბევრი სხვა ქართველი სტუდენტის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ის აშშ-ში იყო. ახლა გიორგის სასწავლო დეპარტამენტი უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, სტუდენტებს ლექციები ზუმით უტარდებათ. შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს პრეზიდენტს ირჩევენ 4 წლის ვადით. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას გადავადება სჯობს და …
Continue reading “პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან”
ვფიქრობთ, პიკი იქნება ნოემბრის მეორე-მესამე კვირას – ამირან გამყრელიძე
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური ზრდა გაგრძელდება და პანდემიის პიკი საქართველოში, სავარაუდოდ, ნოემბერში დადგება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს, 26 ოქტომბერს, განაცხადა საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე. „რომ შევაჯამო, ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, პროგნოზირების სხვადასხვა მოდელების გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ვფიქრობთ, რომ პიკი …
Continue reading “ვფიქრობთ, პიკი იქნება ნოემბრის მეორე-მესამე კვირას – ამირან გამყრელიძე”
ბოლო კვირაა კოვიდი სიკვდილის გამომწვევი მესამე მიზეზია ევროპაში – გამყრელიძე
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსი სიკვდილის გამომწვევი მესამე მიზეზია. „ყოველკვირეულ სიკვდილიანობას ანგარიშობენ და კოვიდი გახდა უკვე გულის იშემიური დაავადების და ინსულტის შემდეგ სიკვდილიანობის მესამე მიზეზი ბოლო კვირის განმავლობაში. კორონავირუსმა ერთი კვირის განმავლობაში გადაასწრო სიკვდილიანობით სიმსივნეებს, ალცჰეიმერს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და სხვა“, …
Continue reading “ბოლო კვირაა კოვიდი სიკვდილის გამომწვევი მესამე მიზეზია ევროპაში – გამყრელიძე”
როგორ აისახება COVID-19 ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და პაციენტებზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევის მიხედვით, COVID 19-ის პანდემიამ 130 ქვეყნის 93%-ში შეაფერხა ან შეაჩერა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უმნიშვნელოვანესი სერვისების მუშაობა, მაშინ, როცა ამ სერვისებზე მოთხოვნა იზრდება. ჯანმოს ანგარიშში წერია, რომ პანდემიამ მთელს მსოფლიოში გაზარდა მოთხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე, ამის მიზეზი კი არის იზოლაცია, შემოსავლების დაკარგვა და შიში, რამაც ფსიქიკური დარღვევები ან უკვე არსებული დარღვევების …
Continue reading “როგორ აისახება COVID-19 ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და პაციენტებზე”
რატომ არა აქვს აჭარას დღემდე რემდესივირი? – ექიმის შეკითხვები ქართული ჯანდაცვის სისტემას
თამარ ჟამურაშვილი, პულმონოლოგი, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების თანამშრომელი ფეისბუქზე ქართულ ჯანდაცვის სისტემაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე წერს: „მეორე ტალღა ნელ-ნელა ძალას იკრებს. გუშინ ისევ დაგვემატა ზაფხულში დროებით დახურული „კორონასთვის შექმნილი“ განყოფილებები… ისევ იწყება კოლეგების სხვა განყოფილებებიდან ჩვენთან გადმონაწილება… სისტემის მომზადების ბოლო აკორდებია და ხვდები როგორ მძიმდება ჰაერი… როგორ ნაცრისფრად და ბუნდოვნად …
მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 29 სექტემბერის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 1 001 644 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი – 205 070 ადამიანი Covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 142 058 – ბრაზილიაში, 96 318 კი – ინდოეთში. 29 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 33 353 614 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ეპიცენტრია აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, …
Continue reading “მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად”
ინფიცირებულია 30 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 18 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 30 205 226 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 946 673 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 197 655 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 134 935 – ბრაზილიაში და 84 372 – ინდოეთში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 6 676 410 …
Continue reading “ინფიცირებულია 30 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა”
ისრაელი უკვე მეორედ აცხადებს კარანტინს – იხურება სკოლები, იზღუდება გადაადგილება
ისრაელი წელს უკვე მეორედ აცხადებს კარანტინს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო. 16 სექტემბერს ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 17 სექტემბერს კი – 4 791 ახალი შემთხვევა. სულ ისრაელში ინფიცირების 176 933 შემთხვევაა დადასტურებული, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილია 1 169 ადამიანი. საყოველთაო კარანტინი ისრაელში დღეს, 18 სექტემბერს შევიდა ძალაში, მინიმუმ სამი კვირით. …
Continue reading “ისრაელი უკვე მეორედ აცხადებს კარანტინს – იხურება სკოლები, იზღუდება გადაადგილება”
ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა, ზომები გამკაცრდა – კორონავირუსი საბერძნეთში
საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს. გუშინ, 15 სექტემბერს, საბერძნეთში კორონავირუსის 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. ახალი რეგულაციები ამოქმედდა ატიკის რეგიონში, რომელშიც შედის ქვეყნის დედაქალაქი, ათენი. ახალი შეზღუდვების თანახმად, იკრძალება პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ და ღია სივრცეებში, საჯარო თავშეყრის ადგილას, მაღაზიებში, ოფისებში და ა.შ. ბერძნული მედიის ცნობით, 14 დღით …
Continue reading “ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა, ზომები გამკაცრდა – კორონავირუსი საბერძნეთში”
პანდემია გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს – ამირან გამყრელიძე
„პანდემიაა მსოფლიოში, რომელიც საუკუნეში ერთხელ არის ხოლმე, რომელმაც უკვე მილიონამდე ადამიანი შეიწირა, 29 მილიონი ადამიანი დააინფიცირა, პროგნოზი კიდევ არ არის სახარბიელო“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში. მისი თქმით, სერიოზული გამოწვევა იქნება ნოემბერი: „პანდემია ჯერჯერობით გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს, ვერ ჩერდება, ერთადერთი – შემსუბუქდა ოდნავ. ჩვენ არ …
Continue reading “პანდემია გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს – ამირან გამყრელიძე”
ჯანმო: ვაქცინა არ იქნება პანდემიის დასასრული
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ოქტომბერსა და ნოემბერში COVID 19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის მატებისთვის. „სიტუაცია უფრო გამკაცრდება. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩვენ ვიხილავთ მეტ სიკვდილიანობას”, – განაცხადა მან. კონტინენტზე ამჟამად აღინიშნება ახალი შემთხვევების მასიური მატება, მაგრამ გარდაცვალებათა მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. ჯანმოს ცნობით, კვირას, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში 307 …
Continue reading “ჯანმო: ვაქცინა არ იქნება პანდემიის დასასრული”
29 მილიონზე მეტი შემთხვევა – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 14 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 29 007 970 შემთხვევა. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 924 116 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 194 081 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 131 625 – ბრაზილიაში და 79 722 – ინდოეთში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 6 520 235 ადამიანი, …
Continue reading “29 მილიონზე მეტი შემთხვევა – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს”
მსოფლიოში კორონავირუსის 27 მილიონზე მეტი შემთხვევაა, გარდაიცვალა 883 529 ადამიანი
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, 7 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 27 114 051 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ცენტრია აშშ-ი, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და პერუ. ბოლო დღეებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა ინდოეთში, ქვეყანა უკვე მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით, აშშ-ის შემდეგ. ინდოეთში დადასტურებულია კორონავირუსის 4 204 613 შემთხვევა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად …
Continue reading “მსოფლიოში კორონავირუსის 27 მილიონზე მეტი შემთხვევაა, გარდაიცვალა 883 529 ადამიანი”
ინდოეთში ბოლო დღეებია კორონავირუსის ათიათასობით ახალი შემთხვევა დასტურდება
კორონავირუსის სულ უფრო მეტი შემთხვევა დასტურდება ყოველდღიურად ინდოეთში. ქვეყანა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 31 აგვისტოს მონაცემებით, ინდოეთში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 3 621 245 შემთხვევა, მათგან 64 469 ადამიანი გარდაიცვალა. გუშინ, 30 აგვისტოს, ინდოეთში დადასტურდა 78 512 ახალი შემთხვევა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო ხანს ინდოეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 60 ათასზე მეტია. …
Continue reading “ინდოეთში ბოლო დღეებია კორონავირუსის ათიათასობით ახალი შემთხვევა დასტურდება”
რა ელით კერძო სკოლებს ბათუმში
როგორ აპირებენ კერძო სკოლები განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვას და ელოდებათ თუ არა მათ ფინანსური კრიზისი. „ბათუმელები“ ბათუმში მოქმედ კერძო სკოლების მფლობელებს ესაუბრა. მათი განცხადებით, წინა წელთან შედარებით წელს ნაკლები პირველკლასელები მიიღეს, თუმცა ეს მათ შესაძლებლობას მისცემს კლასში, მოსწავლეებს შორის დაწესებული ერთმეტრიანი დისტანცია უკეთ დაიცვან. ქეთევან გოშხეთელიანი სკოლა „იმედის“ დირექტორია. მისი თქმით, წელს 15 …
ინფიცირებულთა რიცხვი 20 მილიონს უახლოვდება, ბრაზილიაში 100 ათასი ადამიანი გარდაიცვალა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 10 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 20 მილიონს უახლოვდება. დღეის მონაცემებით მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 19 876 302 შემთხვევა. ბრაზილიაში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 100 ათასს აღემატება, დღეის მონაცემებით ამ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 101 049 ადამიანი. კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ, სადაც კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა 162 …
19 მილიონზე მეტი შემთხვევა – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 7 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 19 102 072 შემთხვევა. ბოლო ხუთ დღეში დადასტურდა 1 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 715 024 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 160 104 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 98 493 – ბრაზილიაში და 50 517– მექსიკაში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია …
Continue reading “19 მილიონზე მეტი შემთხვევა – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს”
მსოფლიოში 700 000 ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 5 აგვისტოს მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 700 741 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი – 156 830 ადამიანი Covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 95 819 – ბრაზილიაში, 48 869 კი – მექსიკაში. 5 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 18 544 820 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ცენტრია აშშ-ი, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი …
Continue reading “მსოფლიოში 700 000 ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად”
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 18 მილიონს გადააჭარბა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 3 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 18 080 067 შემთხვევა. ბოლო ოთხ დღეში დადასტურდა 1 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 689 370 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 154 860 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 94 104 – ბრაზილიაში და 47 746– მექსიკაში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია …
Continue reading “მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 18 მილიონს გადააჭარბა”