ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 3 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 18 080 067 შემთხვევა.
ბოლო ოთხ დღეში დადასტურდა 1 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა.
იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 689 370 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 154 860 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 94 104 – ბრაზილიაში და 47 746– მექსიკაში.
კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 4 667 955 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 2 733 677 ინფიცირებული და ინდოეთი – 1 803 695 ინფიცირებული.
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 10 691 528 ადამიანი.