აღდგომის ღამის წირვა მონასტრებში მრევლის გარეშე ჩატარდება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება გაიმართება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში, მრევლის გარეშე, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა დაიწყება აღდგომის დღეს, 19 აპრილს, დილის 7 საათზე. „ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, პატრიარქთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და გასცა ლოცვა-კურთხევა. მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით …

სამინისტრო ქობულეთში ინფიცირებულთა მატებას ვარაუდობს – დადგენილია 350 კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ქობულეთის კლასტერიდან დღეს ჯერჯერობით არ დადასტურებულა ახალი შემთხვევა, თუმცა მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება: „რამდენიმე პაციენტთან მიმართებაში ველოდებით დადასტურებას, იმიტომ, რომ ეს გახლავთ უკვე მეთვალყურეობაზე, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები რამდენიმე ოჯახიდან, მათთან წამოვიდა უკვე რესპირაციული ჩივილები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შეიძლება …

უპასუხისმგებლობას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან – უკრაინის შს მინისტრი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინის პოლიციამ სამი სასულიერო პირი დააჯარიმა ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო და 12 საქმე განიხილება. „უპასუხისმგებლობას და ადამიანის ჯანმრთელობისადმი უპატივცემულობას ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. …ჩვენ სინდისის თავისუფლება გვაქვს… მაგრამ იქონიეთ სინდისი!“  – წერს უკრაინის შს მინისტრი. სასულიერო პირების დაჯარიმებაზე და, ასევე, მინისტრის ციტატას უკრაინის შს სამინისტროც ავრცელებს. …

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია 1.48 მლნ ევროს ღარიბებისთვის ხარჯავს – Covid 19

რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში პანდემიისგან დაზარალებულ, მოწყვლად ჯგუფებს ეხმარება. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, რუმინეთის პატრიარქის, დანიელის მიმართვის შემდეგ, რუმინეთის ეკლესიის სასულიერო პირებმა და მოხალისეებმა გააძლიერეს ზრუნვა სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ პანდემიისგან. მატერიალური დახმარება განკუთვნილია ღარიბებისა და მოხუცებისთვის, ავადმყოფებისა და შშმ პირებისთვის, რომლებიც დროებით იმყოფებიან იზოლაციაში ან კარანტინში. ასევე, რუმინეთის ეკლესია ეხმარება …

აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული – ახალი მონაცემები

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 11 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონზე მეტია, შტატებში Covid-19-ის 501 615 შემთხვევაა დადასტურებული. აშშ-ში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 18 777 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 29 191. ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული. ახალმა კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა ნიუ იორკის შტატი, სადაც 5 820 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსისგან. ნიუ …

100 ათასს უახლოვდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 10 აპრილის [17 სთ] მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 617 204 ადამიანი, ახალი კორონავირუსით კი 97 039 პირი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 364 686 ადამიანი. იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი და საფრანგეთი – ეს ის ქვეყნებია, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, პანდემიამ ყველაზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. COVID 19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა …

ჯანმოს დირექტორი ტრამპს დაფინანსების შეწყვეტაზე მუქარას პასუხობს

9 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა აშშ-ის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის მუქარასა და ჯანმოს საქმიანობის კრიტიკას უპასუხა. ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა ჩინეთზე ორიენტირებულობაში. მან თქვა, რომ ჯანმომ ბევრი შეცდომა დაუშვა COVID-19-თან ბრძოლაში, რომ ტყუილად აკრიტიკებდნენ მის მიერ საზღვრების ჩაკეტვას ვირუსის პრევენციის მიზნით და დაიმუქრა, რომ შესაძლოა ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტოს. 2020-2021 წლებში …

Exit mobile version