მექსიკა მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მექსიკის შეერთებული შტატები უკვე მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობით. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 472 ადამიანი. ქვეყანაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 434 193 შემთხვევა, მათგან 334 867 პაციენტი უკვე განიკურნა. მექსიკა მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით აშშ-ის, ბრაზილიის, ინდოეთის, რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ. ჯონ …

მსოფლიოში კორონავირუსის 17 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 30 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 17 033 048 შემთხვევა. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 667 084 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 150 713 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 90 134 – …

ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიამ 320 მლრდ დოლარი დაკარგა – UNWTO

კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმის ინდუსტიის დანაკარგი მსოფლიოს მასშტაბით 320 მილიარდი აშშ დოლარია 2020 წლის იავრიდან მაისის ჩათვლით – წერს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია [UNWTO]. ორგანიზაციის ცნობით, ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს 300 მილიონით შემცირდა და ეს დანაკარგი ტურიზმის ინდუსტრიაში სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო. ტურიზმის ექსპერტები საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას ვარაუდობენ 2021 …

საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში ჩასვლისას 14-დღიანი თვითიზოლაცია აღარ სჭირდებათ

საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტებს აღარ სჭირდებათ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა ლიეტუვაში ჩასვლისას. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ მიიღო ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ასევე ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელია. საელჩოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2020 წლის 25 ივლისიდან. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური …

4 დღეში Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში ერთი მილიონით გაიზარდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 16 მილიონს აღემატება. 4 დღის წინ, 23 ივლისს, ეს რიცხვი იყო 15 239 805, შესაბამისად, ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 023 728 -ით გაიზარდა. 2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 27 ივლისამდე, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 16 263 533 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების …

მსოფლიოში 15 მილიონზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 239 805 შემთხვევა. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 623 658 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 143 190 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 82 771 – …

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევებმა 2 მილიონს გადააჭარბა, ინდოეთში – 1 მილიონს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 17 ივლისის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში სულ დადასტურებულია Covid19-ის 2 012 151 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 76 688 ადამიანი, გამოჯანმრთელდა  1 397 531 პირი. ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით. Covid19-ის გავრცელების რუკაზე პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც დღეის მონაცემებით, კორონავირუსის 3 576 430 დადასტურებული …

მსოფლიოში ბოლო ხუთ დღეში 1 მილიონით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 14 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 13 მილიონს აღემატება. ჯერ კიდევ ხუთი დღის წინ, 9 ივლისს, ეს რიცხვი 12 041 795 იყო, შესაბამისად, ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 061 495-ით გაიზარდა, 5 დღეში გარდაიცვალა 23 565 ადამიანი. 2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 14 ივლისამდე, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 13 103 …

ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა პირბადით

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ პირბადით. ტრამპი შავი პირბადით ვაშინგტონში, სამხედრო-სამედიცინო ცენტრში მივიდა, სადაც დაჭრილ სამხედრო პირებს და მედპერსონალს შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ პირბადეს არ ატარებდა და ამით ცუდ მაგალითს აძლევდა მოქალაქეებს. ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია. 12 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 3 247 782 ადამიანი, მათგან 134 …

დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა – 11 ივლისის მონაცემები

11 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი. დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 981 შემთხვევა, 851 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231 ადამიანი. __________ ფოტოზე: ლუგარის ცენტრის თანამშრომლები.

თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა და სოციალურ დახმარებას საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებიც მიიღებენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 ივლისს, განაცხადა. გახარიას განცხადებით, სახელმწიფოსგან დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც სამსახური დაკარგა. „მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი …

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 12 მილიონზე მეტი ადამიანი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 9 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 12 მილიონს აღემატება. 2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 12 041 795 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია. იანვრიდან დღემდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 549 477 ადამიანი, მათგან …

ახალი შეზღუდვები ისრაელში – საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს. „კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა. დაიხურა სადღესასწაულო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და საკონცერტო დარბაზები. რესტორნებში დამსწრეთა რაოდენობა 20-მდე შეიზღუდა, ხოლო ღია და დახურულ სივრცეში ნებადართული ზღვარი 30 ადამიანს შეადგენს,“ – აღნიშნულია …

165 626 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად

პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 165 626 თვითდასაქმებული. ინფორმაციას ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო 104 547-მა თვითდასაქმებულმა, სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ცნობით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 …

აქცია სარფში საზღვრის გახსნის მოთხოვნით [LIVE]

დღეს, პირველ ივლისს, სარფში აქცია მიმდინარეობს თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. აქციაში ის ადამიანები, ძირითადად ქალები, მონაწილეობენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში და საზღვრის დაკეტვის შემდეგ უსახსროდ დარჩნენ. საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან. ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე …

9 მილიონზე მეტი ინფიცირებული – პანდემიის ექვსი თვე

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 9 მილიონს აღემატება. 2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 9 100 090 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, დაინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია. ექვს თვეში, იანვრიდან ივნისის ბოლომდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 472 …

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში 1 მილიონს გადააჭარბა იმ პირთა რაოდენობამ, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდგინეს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია Covid19-ით ინფიცირების 1 032 913 შემთხვევა. მათგან ნახევარ მილიონზე მეტი, 576 779 ადამიანი უკვე განიკურნა, 49 976 კი – გარდაიცვალა. ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში Covid19-ის გავრცელების მასშტაბით, აშშ-ის შემდეგ. კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც: პერუში [ინფიცირებულია …

8 მილიონს უახლოვდება მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 8 მილიონს უახლოვდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღეისათვის ვირუსით დაინფიცირებულია 7 930 989 ადამიანი. მათგან 3 786 462 ადამიანი განიკურნა, 433 783 კი – გარდაიცვალა. ყველაზე მეტი, 2 094 069 ადამიანი დაინფიცირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაიცვალა 115 732 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელებით მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც დაინფიცირდა …

15 ივნისიდან საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა არ განახლდება

15 ივნისს, ორშაბათს, საქართველოში მატარებლების მოძრაობა აღდგება, თუმცა მხოლოდ 5 მიმართულებით: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი.  რაც შეეხება საგარეუბნო მატარებლებს, მათი მიმოსვლა კვლავ შეჩერებულია, მიუხედავად მთავრობის გადაწყვეტილებისა, სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის შესახებ. „საქართველოს რკინიგზაში“ ვერ გვითხრეს მიზეზი, რატომ არ იმოძრავებენ საგარეუბნო მატარებლები, ან როდის აღდგება საგარეუბნო მატარებლებით მგზავრობა. 15 ივნისიდან მატარებლით გადაადგილებისას, კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალი …

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 400 ათასზე მეტი ადამიანი – ბოლო მონაცემები

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 9 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 406 913 ადამიანი. Covid19-ით ყველაზე მეტი, 111 007 ადამიანი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობით მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, სადაც კორონავირუსით გარდაიცვალა 40 680 ადამიანი. მესამე ადგილზეა ბრაზილია – ქვეყანაში სულ გარდაიცვალა 37 134 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში  დაიწყო 2019 წლის დეკემბერში. ახალი კორონავირუსის …

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია

ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 3 ივნისის მონაცემებით, ბრაზილიაში დადასტურებულია Covid-19-ის 555 383 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 31 199 და განიკურნა 223 638 ადამიანი. ბრაზილია მეორე ადგილზეა ახალი კორონავირუსის გავრცელებით, აშშ-ის შემდეგ. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც. პერუში დადასტურებულია Covid-19-ის 170 039 შემთხვევა [გარდაიცვალა 4 634 …

თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად ვიზა არ დაგჭირდებათ – საელჩო

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად ვიზა არ დასჭირდებათ. ინფორმაცია, რომ თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად საქართველოს მოქალაქეს ვიზა სჭირდებოდა, გუშინ გაავრცელა საელჩომ. თუმცა, საელჩოს განცხადებით, თურქულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად, მოცემულობა შეიცვალა. „თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ …

აშშ-ში 100 ათასს აჭარბებს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა

28 მაისის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 1 699 933 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა – 100 442 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 391 508. კორონავირუსისგან ყველაზე მეტად ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის შტატები დაზარალდა. მხოლოდ ნიუ იორკის შტატში 29 484 ადამიანია გარდაცვლილი Covid-19-ისგან, ნიუ ჯერსიში – …

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, პრაქტიკულად, კარანტინში ჩამოდიან“ – ტურიზმი და პანდემია

„ისეთი წესები იქნება ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – ეს რეპლიკა პაატა იმნაძეს ეკუთვნის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს. ასე გამოეხმაურა იგი გუშინ, 20 მაისს, ბრიფინგზე შეკითხვას, რომელიც საზღვრების გახსნასა და ტურიზმს შეეხებოდა. ტურიზმზე შეკითხვას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ ტურიზმი რისკი იქნება დაავადების გავრცელების …

კრიზისი და უმუშევრობა ელის ბათუმის ტურისტულ ბაზარს – კვლევა

უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანიის, Cushman & Wakefield-ის კვლევის თანახმად, 2020 წელი ბათუმის სასტუმროებისა და ტურისტული ბაზრისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდება და უმუშევრობა ემუქრება ტურიზმის სექტორში მომუშავე როგორც მუდმივ, ასევე დროებით დასაქმებულ მოსახლეობასაც. სასტუმროების სექტორზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად, Cushman & Wakefield-მა ბათუმის მასშტაბით სასტუმროების მეპატრონეები და ოპერატორები გამოკითხა. კომპანიის ცნობით, კვლევა ჩატარდა მაისის პირველ კვირაში და მოიცვა …

როდის დასრულდება პანდემია? – გერმანელი მეცნიერების პროგნოზები

როდის დასრულდება პანდემია? – გერმანულმა გამოცემა  „დოიჩე ველემ“ თავი მოუყარა გერმანიის ცნობილი მეცნიერების, ეპიდემიოლოგებისა და მათემატიკოსების მოსაზრებებს ამ თემაზე. ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ ერთი წლის განმავლობაში საჭირო იქნება კარანტინის ამა თუ იმ  შეზღუდვის შენარჩუნება პანდემიის შესაჩერებლად. „ვშიშობ, რომ ნიღბების ტარება და ჰიგიენის ნორმების დაცვა – ამაში პირველ რიგში სხვებთან ურთიერთობისას დისტანციის დაცვას ვგულისხმობ, ალბათ, …

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში Covid19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 114 431-ია, მათგან 7 933 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ეს ყოველდღიური ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 30 აპრილის მონაცემებით, რუსეთში 24 საათში 7 099 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. Covid19-ის ეპიდაფეთქების შედეგად რუსეთში ჯამში 1169 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 96 – ბოლო 24 საათის განმავლობაში. ჯამში გამოჯანმრთელებულია 13 220 …

„თვალებს ნუ მიყლიპავ“ – დეპუტატი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს

„თვალებს ნუ მიყლიპავ და ხელებს ნუ მიქნევ“, – უთხრა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს დღეს, 30 აპრილს გამართულ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს განიხილა ბიუჯეტის ხარჯების შემცირება. პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭო თავის ბიუჯეტს 100 ათასი ლარით იმცირებს, ძირითადად, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯების გამოთავისუფლების ხარჯზე. ცვლილებები სხდომაზე საფინანსო -საბიუჯეტო და …

განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? – ჯანმოს პასუხი

განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? ამის შესახებ განმარტება ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა გააკეთა. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ვირუსოლოგების ლაბორატორიათა გლობალურ ქსელთან მთელი მსოფლიო მასშტაბით. ისინი დეტალურად სწავლობენ და აკვირდებიან იმ ვირუსების გენის თანმიმდევრობას, რომლებიც ცირკულირებენ მთელს მსოფლიოში. ამ დროისთვის ცნობილია მთლიანი გენის სულ ცოტა 10 000 თანმიმდევრობა. …

კიტრის 7 ჩითილი ერთ ოჯახს – როგორ ეხმარება სახელმწიფო გლეხებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში თითო ოჯახს 7 ცალი კიტრის ჩითილი დაურიგეს. „ბათუმელებს“ ლეღვადან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზოგიერთ ოჯახს თითო ჩითილი დააკლეს – 6 ჩითილი შეხვდათ, ხელი კი 7 ცალზე მოაწერინეს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „კიტრის 7 ჩითილი ოჯახებს კრიზისიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურიგდებათ“. მაისამდე 150 ათასი ლარის ჩითილი აჭარის ხუთივე …

გერმანიაში კორონავირუსის სატესტო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

გერმანიაში Covid19-ის ვაქცინის სინჯების ადამიანებზე გამოცდა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ვაქცინის ფედერალური ინსტიტუტი Paul-Ehrlich-Institut (PEI) ავრცელებს. სხვადასხვა ვაქცინით აიცრება 18-დან 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელი ადამიანი, რათა მეცნიერებმა გამოიკვლიონ ვაქცინების ეფექტურობა ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში. კვლევის მეორე ნაწილში იგეგმება პოტენციური ვაქცინის ტესტირება იმ ადამიანებზე, რომელთაც ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ ან აქვთ COVID19-ის მწვავედ მიმდინარეობის …

6 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის 100 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 21 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 540 553 შემთხვევაა დადასტურებული. მსოფლიოს 185 ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 678 479 ადამიანი, გარდაიცვალა – 175 621. ამერიკის შეერთებულ შტატებშია ინფიცირებული ყველაზე მეტი, 810 561 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 74 856 ადამიანი, გარდაიცვალა – 43 796. ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 204 178 ადამიანი. აქედან 82 …

გერმანიაში Covid-19 კონტროლს ექვემდებარება – გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ გერმანიაში კორონავირუსის ეპიდემია კონტროლს ქვეშაა. მინისტრი აცხადებს, რომ უკვე 12 აპრილიდან ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა აღემატება ახალინფიცირებულთა რაოდენობას. ინფიცირების მაჩვენებელი 0,7-ზე ჩამოდის, რას იმას ნიშნავს, რომ ყოველ ინფიცირებულზე უკვე ერთზე ნაკლები ახალი ინფიცირების შემთხვევა მოდის – წერს „ბიბისი“. ოთხშაბათს, 15 აპრილს, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გადაიდგმება ნაბიჯები …

„სიკვდილიანობა ახალგაზრდებშიც მაღალია“ – თეთრხალათიანთა დღიური საფრანგეთიდან

ფრანგული გამოცემა Le Monde ყოველდღე აქვეყნებს საკუთარ გვერდზე მედპერსონალის მონათხრობს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან უწევთ მუშაობა. საფრანგეთი იტალიისა და ესპანეთის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით.  თეთრხალათიანთა კრიზისის დღიური – ასე ეწოდება რუბრიკას, რომელშიც  ზოგადი პროფილის ექიმები, მედდები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები პანდემიის პირობებში ყოველდღიური საკუთარი პროფესიული გამოცდილების შესახებ საუბრობენ. მატიას …

დაგვიჯერეთ ექიმებს, ჩვენ არ უნდა შევიდეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სპირალში – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ________________________________________________ „ამ დრომდე ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო, მაგრამ ბოლო რამოდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს. არ არსებობს ვაქცინა და არ იქნება ის წლის ბოლომდე, არ …

„შეიძლება ავიჭრათ 5-8 ათას ინფიცირებულამდე. ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით“

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი __________________ „თუ ამ ტემპით წავალთ, როგორც დღეს არის, ე.წ. „მოჭერის ღონისძიებებით“ – მაისის 10-თვის შეიძლება გვქონდა 2000-2500 დადასტურებული შემთხვევა და თუ მოვეშვით… უკვე, ჩანს, რომ მოვეშვით და ეს მეტად მოსალოდნელია ამ 4 დღის განმავლობაში. თუ მოვეშვებით, ჩვენ შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას ინფიცირებულამდე. ეს არ გამოჩნდება …

Exit mobile version